სამედიცინო მენეჯმენტი

მიმოხილვა

გაიდლაინი

კვლევა

CASE REPORT

სიახლეები

თარგმანი

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [5.00]

მარათონთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზი ტვინის ღეროს ჰერნიაციაა, რაც რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის შედეგია [5.00]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [5.00]

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი [5.00]

მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის ­­­­­მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით [5.00]


ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის მართვა ნაწილი I. ფსორიაზი და ბიოლოგიური აგენტებით მისი მკურნალობის გაიდლაინი [9685]

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში [8598]

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია [8412]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [8340]

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [7734]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი

ავტორი: შალვა პეტრიაშვილი
თსსუ,შინაგანი მედიცინის დეპარტამენი №1, კერძო თერაპიის მიმართულება,
ასოცირებული პროფესორი


ბატონი გურამ რცხილაძე, ამ სახელის გაგონებაზე ყველას სითბოთი ევსება გული, ვისაც კი ჰქონია მასთან ურთიერთობა, ვისაც ჰქონია ბედნიერება ყოფილიყო მისი მოწაფე, პაციენტი ან თანამშრომელი. ბატონი გურამის პიროვნული და პროფესიული თვისებები საოცრად გამაკეთილშობილებელი იყო და არის ყველასათვის. როგორც პედაგოგი საოცრად მომთხოვნი, პროგრესული, მკაცრი – ამავე დროს უაღრესად ადამიანური.

ჩემთვის და ჩემი თაობის ექიმების მთელი პლეადისათვის დიდი ბედნიერებაა, რომ ვართ მისი მოწაფეები. მე ბედმა მარგუნა შემდგომში მასთან ერთად მემუშავა, მის გვერდით ვყოფილიყავი; ის ახალგაზრდა ექიმებს გვაიძულებდა კიდევ და კიდევ გვესწავლა, არ გავჩერებულიყავით იმაზე, რაც ერთხელ გვქონდა ნასწავლი, დავუფლებულიყავით უცხო ენას და დაგვემუშავებინა სხვადასხვა უცხოენოვანი ლიტერატურა ჩვენს სპეციალობაში, ახლა ეს რუტინად იქცა, იმ წლებში კი შეიძლება ახირებად მოჩვენებოდა ვინმეს. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით მიგვებაძა მისთვის აკადემიურობისაკენ სწრაფვაში, თავმდაბლობაში, სიკეთეში, მაღალ პროფესიონალიზმში.

ექიმების ბევრმა თაობამ გაიარა მის ხელში, უკვე რამდენიმე ახალი თაობაც მოვიდა - მის მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ განელებულა. ის მხოლოდ პროფესიულ სრულყოფას არ გვასწავლიდა, საინტერესოა მასთან საუბარი სპორტზე, კერძოდ, ფეხბურთზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე.

ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის. ის ხომ ბატონი ირაკლი რცხილაძის შვილია, იმ ირაკლი რცხილაძის, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ქართული პედიატრიული სკოლის განვითარება, რომელსაც პედიატრთა თაობები ჰყავს აღზრდილი და მრავალი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩენია.

ბატონი გურამი არასოდეს ყოფილა გატაცებული მატერიალური ფასეულობებით. მისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა ოჯახია , მან და ქალბატონმა დალი ფარჯანაძემ აღზარდეს საუკეთესო შვილები ირაკლი და შალვა რცხილაძეები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ ოჯახის ტრადიციას. შვილიშვილი, უმცროსი გურამ რცხილაძეც ექიმის პროფესიას ეუფლება და იმედია ღირსეულად გააგრძელებს ოჯახის ტრადიციას.

ნანახია: 6667 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248039


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.