დიდი ბრიტანეთის სამეფო ქირურგიული კოლეჯის თაოსნობით 2009 წლის 8 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე Hunterian მუზეუმის საგამოფენო დარბაზ Qvist-ში ეწყობა სამედიცინო რობოტექნიკის გამოფენა.
Fi ქირურგია — სამედიცინო რობოტები: წარმოდგენილია როგორც უახლესი, ასევე სამედიცინო რობოტექნიკის გარიჟრაჟზე შექმნილი ექპონატები.
მრავალი უახლესი ექსპონატი ჯერ კიდევ საცდელი ნიმუშის დონეზეა.
წარმოდგენილია დისტანციური მართვის მექანიზმით აღჭურვილი უსადენო ვიდეოკაფსულა, რომელსაც პაციენტი ყლაპავს, ხოლო ვიდეოგამოსახულება მონიტორს გადაეცემა. ასევე წარმოდგენილია ქირურგიული მინირობოტი, რომელიც რამდენიმე კაფსულისგან შედგება. კაფსულების ჩაყლაპვის შემდეგ, დისტანციური მართვით ხდება მათი შეერთება და მიიღება მცირე ზომის ქირურგიული რობოტი, რომლითაც შესაძლებელია გარკვეული მანიპულაციების ჩატარება (მაგ. პოლიპექტომია).
წარმოდგენილია პაციენტთა მდგომარეობისა და სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგის და საჭიროებისამებრ — მედიკამენტოზური დახმარების აღმოჩენის მრავალგვარი ავტომატიზირებული სისტემა, ხანდაზმულ პაციენტთა მოვლის რობოტიზირებული აპარატები და სხვ.
ექსპოზიცია მოიცავს ასევე 1920-იან წლებში შემუშავებულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ პროექტებს, რომლებმაც შთააგონა მეცნიერები რეალურად განეხორციელებინათ ამგვარი ხელსაწყოების შექმნა.
გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, გამოფენაზე წარმოდგენილია ექიმის, ფანტასტისა და მხატვარ-ანიმატორის, ოზემუ ტუზუკის 1960-1980 წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებმაც, მრავალთა აზრით, ნანორობოტექნოლოგიების იდეას ჩაუყარა საფუძველი.
ნანახია: 3505 | შეფასებულია: 5 | რეიტინგი: [4.60]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით