შვეიცარიელი მეცნიერის Jurg Nussberger-ის ცნობით [Centre Hospitalier Universite Vaudois, in Lausanne, Switzerland], ანგიოტენზინ II-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევების 2 ფაზაშია. დღევანდელი მონაცემებით, იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და პაციენტებისათვის ადვილად გადასატანია. ვაქცინა გამოიმუშავებს ხანგრძლივ, დაახლოებით 4 თვიან პასუხს ანგიოტენზინ II-ის ანტისხეულების მიმართ და მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში საგრძნობლად ამცირებს დღის განმავლობაში არტერიული წნევის ციფრებს. ასევე საგრძნობლად იკლებს დილის საათებში წნევის მატება. სწორედ ამ დროს აღინიშნება კარდიოვასკულური შეტევების მაღალი სიხშირე და ჰიპერტენზიის დილის პიკის პრობლემის მოხსნა მეტად აქტუალურია. ჰიპოტენზიური წამლების მხოლოდ 25% უზრუნველყოფს ჰიპერტენზიის ოპტიმალურ კონტროლს, თანაც ეს წამლები პაციენტმა უნდა მიიღოს დრის მანძილზე და მთელი სიცოცხლე, რაც არც ისე მოხერხებულია. გარდა ამისა, ყველა ამ წამალს ნახევარ დაშლის პერიოდი აქვს 24 საათზე ნაკლები და მისი მიღება დილის საათებში არ უზრუნველყოფს მეორე დილით წნევის ნორმალიზებას. ვაქცინის შემთხვევაში დილის პიკის პრობლემა იხსნება. უახლოესი მომავლის კვლევები ჩამოაყალიბებს იმ უნიკალურ ფორმულას და დოზებს, რომელიც მოგვცემს მაქსიმალურ ეფექტს. კვლევაში ჩართული იყო 75 პაციენტი, რომლებსაც ეძლეოდათ 100 µg ან 300 µg ვაქცინა ან პლაცებო. გვერდითი ეფექტები თავის ტკივილის და ინექციის არეში შეშუპების სახით იყო მცირედ გამოხატული და შექცევადი, არ მოქმედებდა ვაქცინის ეფექტურობაზე. სწორი დოზის შერჩევის შემდეგ ჰიპერტენზიის მართვა ქრონიკულ პაციენტებში საგრძნობლად გაადვილდება
ნანახია: 3285 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით