იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14152]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13638]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7689]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6109]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი

ავტორი: Strauss JS, Krowchuk DP, Leyden JJ, Lucky AW, Shalita AR, Siegfried EC, Thiboutot DM, Van Voorhees AS, Beutner KA, Sieck CK, Bhushan R
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია. ვულგარული აკნეს მართვის გაიდლაინი. 2007, აპრილი; 56(4):651-63.

>>  გაიდლაინის სტატუსი: მიმდინარე გაიდლაინი.
რეგულირება: რეგულირებულია FDA-ს მიერ.
გაიდლაინთა ეროვნული პალატა (National Guidline Clearing House) აღნიშნავს, რომ გაიდლაინში მოცემულია ის პრეპარატები, რომელთა შესახებაც არსებობს მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და/ან გამაფრთხილებელი ინფორმაცია.


გაიდლაინის სრული შინაარსი
• რეგულირება;
• გაიდლაინის პოტენციალი;
• მეთოდოლოგია – რეიტინგ სქემები და ღირებულებათა ანალიზი;
• რეკომენდაციები
• გაიდლაინის რეკომენდაციათა შესრულების სარგებელი/ზიანი;
• ფორმულირებათა განსაზღვრა;
• გაიდლაინის შესრულება;
• ინფორმაციისა და ხელმისაწვდომობის იდენტიფიცირება.

გაიდლაინის პოტენციალი
დაავადება/პათოლოგიური მდგომარეობა
– ვულგარული აკნე.
გაიდლაინის კატეგორია
– შეფასება;
– მართვა;
– მკურნალობა.
კლინიკური სპეციალობა
– დერმატოლოგია;
– საოჯახო მედიცინა;
– შინაგანი მედიცინა;
– პედიატრია.
მომხმარებლები
– ექიმები.

გაიდლაინის მიზანი
მოზარდებისა და ზრდასრულების აკნეს მართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს დაავადების ისეთ გამოსავალს, როგორიცაა დანაწიბურება, ანთებისშემდგომი ერითემა და/ან ანთებისშემდგომი ჰიპერპიგმენტაცია.

სამიზნე პოპულაცია
ვულგარული აკნეს, ასევე ღია და/ან დახურული კომედონების (შავ ან თეთრ თავიანი) და ანთებითი ელემენტების (პაპულურ-პუსტულური და ნოდულარული) მქონე მოზარდები და ახალგაზრდები.

ინტერვენციები და ქმედებები
კლასიფიკაცია/შეფასება
1. კლასიფიკაცია/დახარისხების სკალის გამოყენება;
2. მიკრობიოლოგიური ტესტი;
3. ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
1. ადგილობრივი თერაპია
• რეტინოიდები;
• ბენზოილ პეროქსიდი;
• ადგილობრივი ხმარების ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი და კლინდამიცინი);
• სალიცილის მჟავა;
• სხვა ადგილობრივი აგენტები;
• ადგილობრივი აგენტების კომბინაცია.
2. სისტემური ანტიბიოტიკები
• ტეტრაციკლინები (მინოციკლინი, დოქსიციკლინი);
• მაკროლიდები (ერითრომიცინი);
• ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი.
3. ჰორმონული აგენტები
• ესტროგენ შემცველი ორალური კონტრაცეპტივები;
• ანტი-ანდროგენები (სპირონოლაქტონი, ციპროტერონ აცეტატი და ფლუტამიდი);
• ორალური კორტიკოსტეროიდები.
4. იზოტრეტინოინი
5. მკურნალობის სხვა მეთოდები
• სტეროიდების ელემენტშიდა ინექციები;
• ქიმიური აგენტებით კანის აცლა;
• კომედონების მოშორება.
6. დამხმარე თერაპია
• მცენარეული აგენტები;
• ფსიქოლოგიური მიდგომა;
• ჰიპნოზი/ბიოუკუკავშირი.
7. დიეტა (არ არის რეკომენდებული)

ძირითად შედეგს განსაზღვრავს
• აკნეს სიმწვავის შესაფასებელი სკალების ვარგისიანობა, საიმედოობა და მგრძნობელობა;
• ენდოკრინოლოგიურ და მიკრობიოლოგიური ტესტირების ვარგისიანობა;
• დაზიანებათა რაოდენობა;
• დაზიანებათა სიმწვავე;
• ფსიქოლოგიური და ემოციური მხარე;
• მკურნალობის გვერდითი ეფექტები.

მეთოდოლოგია
მონაცემთა შეგროვება/შერჩევისთვის გამოყენებული მეთოდები:
მონაცემთა ელექტრონული ბაზების ძიება.
მონაცემთა შეგროვება/შერჩევისთვის გამოყენებული მეთოდების აღწერა
გაიდლაინთა პოტენციალის განსაზღვრისათვის და ცხრა კლინიკური შეკითხვის იდენტიფიცირებისთვის მოწვეულ იქნა ცნობილ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი. მათ ასევე ევალებოდათ დიაგნოსტირებისა და მართვის პირველადი საკითხების შემუშავება.
გამოყენებულ იქნა მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული მოდელი და ზოგიერთი მონაცემი მიღებულ იქნა MEDLINE-ისა და EMBASE-ის 1970-2006 წლების მონაცემთა ბაზიდან. გადახედილ იქნა მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
წყარო დოკუმენტების რაოდენობა
300
მონაცემთა ხარისხისა და სიმტკიცის შესაფასებლად გამოყენებული მეთოდები
• ექსპერტთა კონსესუსი (კომიტეტი);
• შედარება რეიტინგ სქემების მიხედვით (სქემა მოცემულია).

რეიტინგ სქემა რეკომენდაციათა სიმტკიცის შესაფასებლად
A. პაციენტ-ორიენტირებულ, მუდმივ და კარგი ხარისხის მონაცემზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
B. პაციენტ-ორიენტირებულ, არამუდმივ ან შეზღუდული ხარისხის მონა­ცემზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
C. შემთხვევათა შესწავლაზე, შეხედულებებსა და კონსენსუსებზე დაფუძ­ნებული რეკომენდაცია.

ღირებულებათა ანალიზი
ღირებულებათა ანალიზი ფორმალურად არ შესრულებულა და ანალიზთა მანამდე გამოქვეყნებული შედეგები არ გადახედილა.
გაიდლაინის ვალიდურობის მეთოდი
გარეგანი და შინაგანი მიმოხილვა
გაიდლაინის ვალიდურობის მეთოდის აღწერა
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავებულ იქნა ამერიკის დერმატოლოგიის აკადე­მიისა და ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ასოციაციის თაოსნობით. იგი გადახედილ და კომენტირებულ იქნა აკადემიის ყველა წევრის მიერ და საბოლოოდ მიმოიხილა და დამტკიცდა აკადემიის დირექტორთა მართველი საბჭოს მიერ.

რეიტინგ სქემა მონაცემთა სიმტკიცის შესაფასებლად
მონაცემთა დახარისხება სამქულიანი სკალით შემდეგნაირად მოხდა:
I პაციენტ-ორიენტირებული კარგი ხარისხის მონაცემები;
II პაციენტ-ორიენტირებული შეზღუდული ხარისხის მონაცემები;
III სხვა მონაცემები, მათ შორის კონსენსუს გაიდლაინები, სხვა კვლევებიდან ექსტრაპოლაციები, შეხედულებები, ან შემთხვევათა კვლევები.
მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდები
მონაცემთა ცხრილებით სისტემური მიმოხილვა
მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდების აღწერა
ხელმისაწვდომი მონაცემები შეფასებულ იქნა აშშ საოჯახო მედიცინისა და პირველადი ჯანდცვის ჯურნალთა (მაგ.: „American Family Phisician“, „Family Medicine“, „Journal of Family Practice“, ან „BMJ-USA”) რედაქტორების მიერ შემუშავებული უნიფიცირებული სისტემის – რეკომენდაციათა სიმტკიცის ტაქსონომიის (Strength of Recommendation Taxonomy (SORT)) საშუალებით.
თითოეული ინტერვენციისათვის კვლევის ძირითადი მიზანი აკნეს მკურნალობის პროცესში საუკეთესო მონაცემის იდენტიფიცირება გახლდათ.

რეკომენდაციები
ძირითადი რეკომენდაციები
მონაცემთა ხარისხის დონეები (I-III) და რეკომენდაციათა სიმტკიცე (A-C) „ძირითადი რეკომენდაციების“ პუნქტის ბოლოშია განსაზღვრული.
I. აკნეს დახარისხებისა და კლასიფიკაციის სისტემები
• ძალზედ კარგია კლინიცისტებისთვის კლასიფიკაცი/დახარისხების სკალათა (აკნეს დაზიანებათა რაოდენობა და ტიპები, ასევე დაავადების სიმწვავე) გამოყენება თერაპიულ გადაწყვეტილებათა მისაღებად და მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად (ცხრ. 1).
II. მიკრობიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა
მიკრობიოლოგიური ტესტირება
• აკნეს მქონე პაციენტთა შეფასებისა და მართვისთვის რუტინული მიკრობიოლოგიური ტესტირება არ არის საჭირო.
• იმ ინდივიდებისათვის, რომელთაც ახასიათებთ აკნეს მსგავსი ელემენტები და ეჭვია გრამუარყოფით ფოლიკულიტზე, შესაძლოა მიკრობიოლოგიური ტესტირება სარგებლის მომტანი იყოს (ცხრ. 2).
ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა
• აკნეს მქონე პაციენტთა უმრავლესობისთვის რუტინული ენდოკრინოლოგიური შეფასება (მაგ.: ანდროგენების სიჭარბე) რეკომენდებული არ არის. ლაბორატორიული კვლევები იმ პაციენტებისთვისაა ნაჩვენები, რომელთაც აკნესთან ერთად ანდროგენების სიჭარბის სხვა დამატებითი ნიშნებიც გააჩნიათ. ბავშვებში ეს შეიძლება იყოს სხეულის სპეციფიური სუნი, იღლიისა ან ბოქვენის თმიანობა და კლიტორომეგალია. ქალებში – დაუმორჩილებელი და გვიანი აკნე, იშვიათი მენსტრუაცია, ჰირსუტიზმი, კაცის ან ქალის ტიპის ალოპეცია, უნაყოფობა, შავი აკანტოზი (acanthosis nigricans) და ანდროგენული სიმსუქნე (ცხრ. 3).
III. ადგილობრივი თერაპია
• ადგილობრივი აგენტების გამოყენება აკნეს მკურნალობის სტანდარტია.
• ადგილობრივი რეტინოიდები აკნეს მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია.
• აკნეს მკურნალობა ბენზოილ პეროქსიდითა და მისი კომბინაციით ერითრომიცინთან ან კლინდამიცინთან ეფექტურია.
• ეფექტურია მკურნალობა ანტიბიოტიკებით (მაგ, ერითრომიცინი, კლინდამიცინი). თუმცა მხოლოდ მათთმა გამოყენებამ შესაძლოა ბაქტერიული რეზისტენტობა გამოიწვიოს.
• სალიცილის მჟავა აკნეს მკურნალობის პროცესში საშუალო ეფექტურობით ხასიათდება.
• აზელაიცმჟავამ კლინიკურ გამოცდებში ეფექტურობა კი აჩვენა, მაგრამ ექსპერტთა მონაცემებით აკნეს სამკურნალოდ მისი გამოყენება სხვა კომპონენტებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია.
• მიმოხილულ ლიტერატურაში გოგირდის, რეზორცინის, ნატრიუმის სულფაცეტამიდის, ალუმინის ქლორიდისა და თუთიის ეფექტურობის შესახებ მონაცემები იშვიათია.
• აკნეს პათოგენეზის სხვადასხვა ასპექტზე მოქმედი ადგილობრივი აგენტების ერთდროული გამოყენება შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, თუმცა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მოსაზრებით პრეპარატების ასეთი ერთდროული გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ მანამ, სანამ მკურნალობის პროცესში თითოეული მათგანის როლი განსაზღვრული არ იქნება (ცხრ. 4).
IV. სისტემური ანტიბიოტიკები
• სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება საშუალო სიმძიმისა და მწვავე აკნეს, აგრეთვე ადგილობრივი აგენტებისადმი რეზისტენტული ანთებითი აკნეს მკურნალობის სტანდარტია.
• დოქსიციკლინი და მინოციკლინი ტეტრაციკლინთან შედარებით გაცილებით ეფექტურია და Propionibacterium acnes მონოციკლინის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.
• მიუხედავად იმისა, რომ ერითრომიცინი ეფექტურია, მისი გამოყენება შეზღუდულია იმ ინდივიდებში, რომელთათვისაც ტეტრაციკლინი უკუნაჩვენებია. (მაგ.: ორსული ქალები და 8 წლამდე ასაკის ბავშვები. ჩონჩხისა და კბილების განვითარებაზე ტეტრაციკლინის მავნე ზეგავლენის გამო). საყურადღებოა ერითრომიცინით მკურნალობის პროცესში ბაქტერიული რეზისტენტობის შესაძლო ჩამოყალიბებაც.
• იმ შემთხვევებში, როდესაც ანტიბიოტიკების გამოყენება უკუნაჩვენებია, ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი და მხოლოდ ტრიმეტოპრიმიც ეფექტურია.
• ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიათა რეზისტენტობა ზრდადი პრობლემაა.
• ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევები იშვიათია, თუმცა, სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენებისას შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარება მხედველობაში მისაღებია (ცხრ. 5).
V. ჰორმონული აგენტები
• ზოგიერთ ქალში აკნეს სამკურნალოდ ესტროგენ შემცველი ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ეფექტურია.
• აკნეს მკურნალობის პროცესში, ორალური ანტიანდროგენების (სპირონოლაქტონი და ციპროტერონაცეტატი) გამოყენება შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს. მართალია იგივე ეფექტი ფლუტამიდსაც გააჩნია, მაგრამ ჰეპატოტოქსიურობა ზღუდავს მის გამოყენებას. ფინასტერიდის მიმართ კი რაიმე მონაცემი არ არსებობს.
• შეზღუდულია მონაცემები აკნეს სამკურნალოდ ორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების ეფექტურობაზე. ექსპერტთა შეხედულებით, კორტიკოსტეროიდები მწვავე ანთებითი აკნეს მქონე პაციენტებში ხანმოკლე შედეგს გვაძლევენ.
• კარგად დოკუმენტირებულ ადრენალური ჰიპერანდროგენიზმის შემთხვევაში, აკნეს სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდთა მცირე დოზების გამოყენება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს (ცხრ. 6).
VI. იზოტრეტინოინი
• მწვავე შეუპოვარი ნოდულური აკნეს სამკურნალოდ ორალური იზოტრეტინოინის გამოყენება ეფექტურია.
• აკნეს სამუშაო ჯგუფის ერთსულოვანი მოსაზრებით იზოტრეტინოინი ასევე ეფექტურია ნაკლები სიმწვავის აკნეს ანდა აღნიშნული პათოლოგიის ისეთი ფორმების დროს, რომელთა ლიკვიდაციაც გაძნელებულია.
• ორალური იზოტრეტინოინი პოტენციური ტერატოგენია. ამ თვისებისა და მრავალი გვერდითი ეფექტის გამო, ეს პრეპარატი გამოწერილ უნდა იქნას მხოლოდ შესაბამისი ცოდნის მქონე ექიმის მიერ.

* ნაყოფზე იზოტრეტი­ნოინის ტერატოგენული ეფექტის გამო, FDA-მ და მწარმოებლებმა დაამტკიცეს იზოტრეტი­ნოინის ახალი რისკის მენეჯმენტის პროგრამა. ექიმები, რომლებიც ნიშნავენ ამ პრეპარატს, მათი პაციენტები, ფარმა­ცევტები და პრეპარა­ტებით მოვაჭრეები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ და გამოიყენონ იPLEDGE პროგრამა, რომელიც ითხოვს იზოტრეტინოინის მომხმარებელ ყველა პაციენტის სავალდე­ბუ­ლო, კანონით განსაზ­ღვრულ რეგისტრაციას. www.impledgeprogram.com

• გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია, სუიციდური იდეები და სუიციდები დადასტურებულია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ იზოტრეტინოინით. თუმცა ამის მიზეზობრივი კავშირი დამტკიცებული არ არის (ცხრ. 7).
VII. მკურნალობის სხვა მეთოდები
• კორტიკოსტეროიდების ელემენტშიდა ინექციები ეფექტურია აკნეს ინდივიდუალურ ნოდულებისათვის
• მცირედი მონაცემი არსებობს გლიკოლის და სალიცილის მჟავებით კანის აძრობის ეფექტურობის შესახებ (ცხრ. 8).
VIII. დამხმარე თერაპია
• აკნეს მკურნალობის პროცესში მცენარეული და ალტერნატიული თერაპია გამოიყენება, თუმცა ამ აგენტთა ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ძალზე შეზღუდულია (ცხრ. 9).
IX. დიეტა
• აკნეს სამკურნალოდ დიეტის (სპეციფიური საკვები) ეფექტურობა ნაჩვენები არ არის (ცხრ. 10).

დეფინიციები:
მონაცემთა დონეები
I პაციენტ-ორიენტირებული კარგი ხარისხის მონაცემები;
II პაციენტ-ორიენტირებული შეზღუდული ხარისხის მონაცემები;
III სხვა მონაცემები, მათ შორის კონსენსუს გაიდლაინები, სხვა კვლევებიდან ექსტრაპოლაციები, შეხედულებები, ან შემთხვევათა კვლევები.
რეკომენდაციათა სიმტკიცე
A. პაციენტ-ორიენტირებულ, მუდმივ და კარგი ხარისხის მონაცემზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
B. პაციენტ-ორიენტირებულ, არამუდმივ ან შეზღუდული ხარისხის მონაცემზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
C. შემთხვევათა შესწავლაზე, შეხედულებებსა და კონსენსუსებზე დაფუძნებული რეკომენდაცია.
კლინიკური ალგორითმები
მოწოდებული არ არის.
გაიდლაინის რეკომენდაციათა შესრულების სარგებელი/ზიანი
პოტენციური სარგებელი
ვულგარული აკნეს შესაბამისი მართვა.
პოტენციური ზიანი
ადგილობრივი ანტიბიოტიკები
მხოლოდ ადგილობრივი ანტიბიოტიკების გამოყენება ხშირადაა ასოცირებული ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებასთან.
ორალური ანტიბიოტიკები
• ანტიბიოტიკოთერაპიის მთავარი პრობლება ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებაა. ეს მოვლენა დამახასიათებელია ყველა ანტიბიოტიკისთვის, განსაკუთრებით კი ერითრომიცინისთვის.
• აკნეს მკურნალობის პროცესში ორალური ანტიბიოტიკების გამოყენება ასოცირებულია გვერდითი ეფექტების განვითარებასთან. ვაგინური კანდიდოზი შესაძლოა ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე გართულდეს. დოქსიციკლინს ახასიათებს ფოტოსენსიტიურობა, მინოციკლინის ხანგრძლივი და/ან დიდი დოზებით გამოყენება კი კანში, ლორწოვან გარსებში და კბილებში პიგმენტის დაგროვებას განაპირობებს. უპირატესად ხდება აკნეს ნაწიბურების, წვივის წინა ზედაპირების და ლორწოვანი გარსების პიგმენტაცია. იშვიათად, მაგრამ მაინც მინოციკლინით თერაპია ასოცირებულია აუტოიმუნური ჰეპატიტის, სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სინდრომისა და შრატის სისუსტის მსგავსი რეაქციების განვითარებასთან.
ჰორმონული აგენტები
• ფლუტამიდის ეფექტურობას ზღუდავს მისი ჰეპატოტოქსიურობა.
• გულისა და თირკმლის დააინტერესების შემთხვევაში და/ან მაღალი დოზებით გამოყენებისას, სპირონოილაქტონმა შესაძლოა ჰიპერკალემია გამოიწვიოს. ზოგჯერ ადგილი აქვს მენსტრუაციის რეგულარობის დარღვევას.
იზოტრეტინოინი
• ორალური იზოტრეტინოინი პოტენციური ტერატოგენია.
• ავლენს გვერდით ეფექტებს კანისა და ლორწოვანის, ჩონჩხ-კუნთოვანი და მხედველობის სისტემების მხრივ. მის გამოყენებასთანაა ასოცირებული თავის ტკივილები და ცვლილებები ცნს-ში. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა დროებითია და უკუგანვითარდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
• მიუხედავად იმისა, რომ რეტინოიდების დიდი დოზებით ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავს ჰიპეროსტოზი, ნაადრევი ეპიფიზური გაძვალება და ძვლების დემინერალიზაცია, აკნეს ჩვეულებრივი მიმდინარეობისას ამ ჯგუფის პრეპარატები ასეთ ეფექტებს არ ავლენენ. მკურნალობის პროცესში ლაბორატორიული მონიტორინგი ტრიგლიცერიდების, ქოლესტეროლისა და ტრანსამინაზების დონის განსაზღვრას, ასევე სისხლის საერთო ანალიზს გულისხმობს.
• გუნება-განწყობის ცვლილება, სუიციდური იდეები და სუიციდი აღწერილია სპორადულ შემთხვევებში, ამიტომაც მკურნალმა ექიმმა უნდა აწარმოოს პაციენტის მონიტორინგი ფსიქიატრიულ გვერდით მოვლენებზე.
ელემენტშიდა სტეროიდები
შესაძლოა მოხდეს სტეროიდთა სისტემური აბსორბცია. თირკმელზედა ჯირკვლების სუპრესიის შემთხვევა აღწერილია ერთ კვლევაში. გარდა ამისა, სტეროიდების ელემენტშიდა ინექცია შესაძლოა ასოცირებული იყოს ინექციის ადგილზე ატროფიის განვითარებასთან.

ფორმულირებათა განსაზღვრა
• აღნიშნული გაიდლაინი არ წარმოადგენს ყველა სიტუაციაში ვულგარული აკნეს წარმატებული მკურნალობის საფუძველს. იგი არ მიიჩნევა მკურნალობის ერთადერთ დირექტივად და არ გამორიცხავს ალტერნატიული საშუალებებით ანალოგიური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. მკურნალობის მეთოდის არჩევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ექიმის პრეროგატივაა, ნებისმიერ შემთხვევაში კი თითოეული პაციენტი ინდივიდუალურია.

გაიდლაინის შესრულება
გაიდლაინის შესრულების სტრატეგია მოწოდებული არ არის.

ინფორმაციისა და ხელმისაწვდომობის იდენტიფიცირება
ბიბლიოგრაფია
Strauss JS, Krowchuk DP, Leyden JJ, Lucky AW, Shalita AR, Siegfried EC, Thiboutot DM, Van Voorhees AS, Beutner KA, Sieck CK, Bhushan R. - ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია. ვულგარული აკნეს მართვის გაიდლაინი. 2007, აპრილი; 56(4):651-63. (მასალათა რაოდენობა 180).
ადაპტაცია
აღნიშნული გაიდლაინი არ წარმოადგენს რომელიმე სხვა წყაროს ადაპტაციას.
გაიდლაინის გამოცემის თარიღი
2007 აპრილი.
გაიდლაინის გამომცემელი
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია – სამედიცინო სპეციალობათა საზოგადოება
ფონდები
აღნიშნული გაიდლაინი მომზადდა ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის საოპერაციო ფონდებისა და მოხალისე წევრების მხარდაჭერით.
გაიდლაინის კომიტეტი
• ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის სამუშაო ჯგუფი;
• ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის კლინიკური გაიდლაინების კომიტეტი.

გაიდლაინის სტატუსი
მიმდინარე გაიდლაინი.

გაიდლაინის ავტორიზაცია ეკუთვნის შემდეგ ჯგუფს:
სამუშაო ჯგუფის წევრები: John S. Strauss, MD, Chair, Department of Dermatology, Roy J. and Lucille A. Carver College of Medicine, University of Iowa, Iowa City; Daniel P. Krowchuk, MD, Departments of Pediatrics and Dermatology, Wake Forest University School of Medicine, Brenner Children's Hospital, Winston-Salem; James J. Leyden, MD, Department of Dermatology, University of Pennsylvania Hospital, Philadelphia; Anne W. Lucky, MD, Division of Pediatric Dermatology, Cincinnati Children's Hospital Medical Center and University of Cincinnati School of Medicine, Cincinnati; Alan R. Shalita, MD, Department of Dermatology, State University of New York Downstate Medical Center, Brooklyn; Elaine C. Siegfried, MD, Department of Dermatology, St Louis University School of Medicine, St Louis; Diane M. Thiboutot, MD, Department of Dermatology, Pennsylvania State University College of Medicine, Milton S. Hershey Medical Center, Hershey; Abby S. Van Voorhees, MD, Department of Dermatology, University of Pennsylvania Hospital, Philadelphia; Karl A. Beutner, MD, PhD, Anacor Pharmaceuticals, Inc, Palo Alto; Carol K. Sieck, RN, MSN, American Academy of Dermatology, Schaumburg; Reva Bhushan, PhD, American Academy of Dermatology, Schaumburg
კომიტეტის წევრები: Karl A. Beutner, MD, PhD, Chair; Mark A. Bechtel, MD; Michael E. Bigby, MD; Craig A. Elmets, MD; Steven R. Feldman, MD, PhD; Joel M. Gelfand, MD; Brad P. Glick, DO, MPH; Cindy F. Hoffman, DO; Judy Y. Hu, MD; Jacqueline M. Junkins-Hopkins, MD; Jeannine L. Koay, MD; Gary D. Monheit, MD; Abrar A. Qureshi, MD, MPH; Ben M. Treen, MD; Carol K. Sieck, RN, MSN

 

ინგლისურიდან თარგმნა გ. მაშანეიშვილმა

ნანახია: 13637 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.