იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19551]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16748]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14247]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10218]

სპიგელის თიაქარი [5180]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები გვაფრთხილებენ, რომ დედის რძის შემცვლელმა საშუალებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ჩვილების სიცოცხლეს

ავტორი: ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“


იუნისეფმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ფედერაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“, „კლარიტასი XXI“ და ჯანდაცვისა და კვების საკითხებზე მომუშავე სხვა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ დაუშვებელია დედის რძის ჩანაცვლება რაიმე კონსისტენციის სხვა საკვებით, იქნება ეს მყარი თუ თხევადი, სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
აღნიშნული ორგანიზაციების ძალისხმევით ჩამოყალიბდა მომზადებული ჯანდაცვის მუშაკებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ დედებს ძუძუთი კვების საკითხებში.

კლარიტასი XXI-ის ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 9277 მოემსახურება ყველა ქალბატონს, რომელსაც ესაჭიროება რჩევა ძუძუთი და ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
სააგენტოების წარმომადგნელის, დრაგოსლავ პოპოვიჩის განცხადებით, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სტრესისა და არაადეკვატური კვების გამო ბევრ დედას აღარ შეუძლია შვილების ძუძუთი კვება.
„ამის შედეგად, დედების გარკვეული ნაწილი შეიძლება დაემორჩილოს ამგვარ შეხედულებას და დაიწყოს ხელოვნური საკვების ან რძის სხვა ნაწარმების გამოყენება, რომელიც არასწორად მიეწოდებათ შემოწირულობის სახით”.
“ეს ფაქტორი ახალშობილებს და ადრეული ასაკის ბავშვებს დიარეის, ინფექციური დაავადებებისა და მალნუტრიციის რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ბუნებრივი რძის შემცვლელი საკვები ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით დაცვას და განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს, რაც ადგილნაცვალი პირების ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში არ არსებობს. საწოვარი ბოთლების გამოყენება კიდევ უფრო ზრდის დაინფიცირების რისკს, რადგან მათი გასუფთავება ამ პირობებში ძნელია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი საკვების უპირატესობა ისაა, რომ ის ყოველთვის მზადაა“, – განაცხადა მან.
საერთაშორისო პარტნიორების სახელით უნისეფის საქართველოს წარმოამდგენლობა მოუწოდებს ყველა იმ პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ დაფინანსების, დაგეგმარებისა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცესში კომუნიკაციის ყველა დონეზე, რათა ძირითადი მიმართულებებისა და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელი იქნეს ბუნებრივი საკვების შემცვლელების უკონტროლო დისტრიბუციით გამოწვეული რისკების თავიდან აცილება. იუნისეფი მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე საზოგადოებას თვალი ადევნონ ჰუმანიტარულ დახმარებებს და მოახდინონ შეტყობინება ისეთ შემოწირულობაზე, რომელმაც შესაძლებელია დარტყმა მიაყენოს ძუძუთი კვების პრაქტიკას.
პარტინიორები ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას გათვალისწინებული იქნეს საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის დაგეგმარებაში ძუძუთი კვების საკითხები და გამოყონ შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები ძუძუთი კვების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებში ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა საკითხების მოსაგვარებლად.

მედია რესურსი
საგანგებო მდგომარეობისას ყველაზე დაუცველ რისკის ჯგუფად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები ითვლებიან და რაც უფრო პატარაა ჩვილი, მით უფრო მაღალია რისკი. ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის ფუნდამენტური პრინციპები გულისხმობს სწორ კვებას და მზრუნველობას. საგანგებო სიტუაციებისას, როდესაც გაუარესებულია ჰიგიენური და სანიტარული პირობები, დედის რძის ინფექციებისა და მათი გართულებებისგან დამცავი ფუნქცია, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. აქედან გამომდინარე, დედებისთვის დამცავი გარემოს შექმნა და მათთვის კვალიფიციური პერსონალის დახმარების უზრუნველყოფა ინტერვენციის ძირითადი ინსტრუმენტია.
განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საჭიროა აქცენტის გაკეთება ისეთი პირობების შექმნაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ძუძუთი კვებას, მაგალითად, ე.წ. უსაფრთხო „კუთხეების“ მოწყობა დედებისა და ჩვილებისთვის, ინდივიდუალური კონსულტაციები და დედების ურთიერთდახმარება. ტრავმირებულ და სტრესგამოვლილ დედებს შესაძლოა გაუჭირდეთ ჩვილებისთვის ყურადღების მიქცევა აქედან გამომდინარე საჭირო გახდეს მათთვის განსაკუთრებული ემოციური დახმარება. უნდა იქნეს მიღებული ყველა ზომა, რათა დედებისგან განცალკევებულ ბავშვებს არ შეუწყდეთ ძუძუთი კვება. ეს შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ ხელოვნური საკვები და/ან რძის ფხვნილები იოლად ხელმისაწვდომია, მეძუძურმა დედებმა შესაძლოა ყოველგვარი საჭიროების გარეშე უარი თქვან ძუძუთი კვებაზე და მიმართონ ხელოვნურ საკვებს.
დედის რძის შემცვლელი ნებისმიერი ხელოვნური საკვების მიწოდება უნდა ეფუძნებოდეს ზედმიწევნით აკურატულ საჭიროებათა კვლევას. დონორების ყველა ორგანიზაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და დახმარების მოსურნე ნებმისმიერმა პირმა თავიდან უნდა აიცილოს ხელოვნური საკვების, ბოთლების და საწოვარების დონაციები და აგრეთვე უარი უნდა თქვას მათ მიღებაზე. საჭიროა, ხელოვნური საკვების მიღება დაექვემდებაროს კონტროლის მკაცრ ზომებს, რაც შეესაბამება დედის რძის შემცვლელი საკვების მარკეტინგის შესახებ საერთაშორისო კოდექსს, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების გზამკვლევებს. მიზანშეუწონელია ხელოვნური საკვების ფართო დისტრიბუცია.
ექვსი თვის ზემოთ დედის რძის გარდა ბავშვებს ესაჭიროებათ მდიდარი დამატებითი საკვები. დამატებითი საკვების არჩევისას პრიორიტეტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივად მოყვანილ საკვებზე, რომელზეც ქართველების მრავალი თაობა აღიზარდა. დამატებითი საკვების მიღება უნდა მოხდეს დადგენილი გზამკვლევების გამოყენების მეშვეობით.
ისეთი დანამატებით უზრუნველყოფა, როგორებიცაა ვიტამინი A ან თუთია, გაცილებით უფრო დიდი დახმარება იქნება ბავშვებისთვის, ვიდრე რძის პროდუქტების მიწოდება. რაც შეეხება, საკვების დისტრიბუციის პროგრამებს, სასურველია ისეთი პროდუქტების მიწოდება, როგორიცაა ლობიო, სოიო, მუხუდო, ხორცი ან თევზი.

1. ძირითადი გზავნილი ხელოვნური ნარევის განაწილების სტრატეგიის შესახებ
ქალის რძის შემცვლელების (ჩვილ ბავშვთა ფორმულა π1, π2) გენერალური დისტრიბუცია საქართველოში აკრძალულია (ქალის რძის შემცვლელთა მარკეტინგის საერთაშორისო კოდექსი, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის რეზოლუცია… და საქართველოს კანონი ჩვილ ბავშვთა ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ).
• ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვების დისტრიბუცია შეიძლება მხოლოდ გენერიკული ფორმით, კომერციული ნიშნის გარეშე და მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში (იხ. დანართი).
• პარალელურად ამისა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვების დედებს უნდა გადაეცეთ რძის ფხვნილი დედებისათვის, რომლის მიღება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.

2. ძუძუთი კვების სარგებლიანობა
• ძუძუთი კვება ბავშვის სიცოცხლის გადამრჩენია;
• ძუძუთი კვება ბავშვის პირველი იმუნიზაციაა;
• ძუძუთი კვება იცავს ბავშვს მწვავე და ქრონიკული დაავადებებისაგან;
• ძუძუთი კვება სრულფასოვანი კვებაა;
• ძუძუთი კვება ზრდის ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების პოტენციალს;
• ძუძუთი კვება უსაფრთხო და ადეკვატური კვებაა;
• ძუძუთი კვება დედის ჯანმრთელობაა;
• ძუძუთი კვება ზოგავს ფულად სახსრებს და ქვეყნის ეკოლოგიას.

3. ყველა დედას შეუძლია ძუძუთი კვებოს ბავშვი ნებისმიერ პირობებში კრიზისული სიტუაციის ჩათვლით;
• როგორც ძუძუთი კვებაზე, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ყველა ბავშვს 6 თვიდან ასევე ესაჭიროება დამატებითი საკვები, ვინაიდან ამ ასაკიდან მხოლოდ ქალის რძე ან დედის რძის შემცვლელი ხელოვნური ნარევი ვეღარ უზრუნველყოფს ბავშვს საჭირო ნივთიერებებით.
• ძუძუთი კვება ბავშვს ესაჭიროება 2 წლამდე. 0-6 თვემდე უნდა იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით ინდივიდუალური რეჟიმით და 6 თვიდან 2 წლამდე - ძუძუთი კვება + დამატებითი საკვები.
• ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს დედის რძის შემცვლელი ხელოვნური ნარევი (ფორმულა) ესაჭიროება 0-1 წლამდე და 6 თვიდან ემატება დამატებითი საკვები.
• დამატებითი საკვები ესაჭიროება ყველა ჩვილს კვების ტიპის მიუხედავად 6 თვიდან. დამატებითი საკვებია: ნახევრად მყარი საკვები, მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილ-ფაფა, ხორცი, თევზი.

4. ძირითადი გზავნილები ძუძუთი კვების შესახებ კრიზისულ სიტუაციებში
ძუძუთი კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრიზისულ სიტუაციებში:
• დედის რძე სტერილურია და იგი ერთადრთი საიმედო და უსაფრთხო საკვებია ჩვილი ბავშვებისათვის;
• ძუძუთი კვება დედისათვის სტრესული მდგომარეობის გადალახვის გარანტიაა;
• ხელოვნური კვების დროს მატულობს დაინფიცირების რისკი, კუჭ-ნაწლავის აშლილობის და სხვა ინფექციური დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ჟაუკავშირდეთ:
მ.ქურციკიძე, კომუნიკაციების ოფიცური, UNICEF საქართველო; Tel: (995 32) 232388, 251130, Fax: (995 32) 251236, mkurtsikidze@unicef.org mob: (995 99) 533071
ექიმი ქ.ნემსაძე (995 77) 100700

UNICEF is on the ground in over 150 countries and territories to help children survive and thrive, from early childhood through adolescence. The world’s largest provider of vaccines for developing countries, UNICEF supports child health and nutrition, good water and sanitation, quality basic education for all boys and girls, and the protection of children from violence, exploitation, and AIDS. UNICEF is funded entirely by the voluntary contributions of individuals, businesses, foundations and governments.

ნანახია: 4371 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.