გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8374]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8312]

სიამის ტყუპები [7723]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5521]

კოტარდის სინდრომი [5512]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

კოტარდის სინდრომი

ავტორი: ა. ჰელდენი1, ი. ოდარ-ცედერლოფი1, კ. ლარსონი1, ი. ფერმან-ეკჰოლმი2, ტ. ლინდენი3 1კაროლინსკას უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, 2დედოფალ სოფიას ჰოსპიტალი, 3გოტენბურგის უნივერსიტეტი, სტოკჰოლმი, შვედეთი

>>  ჯიულ კოტარდმა 1880 წელს პირველად აღწერა სინდრომი, საკმაოდ იშვიათი ფსიქიატრიული მდგომარეობა, როდესაც პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ თითქოსდა მოკვდა. აციკლოვირს და ვალაციკლოვირს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ნეიროფსიქიატრიული შეგრძნებები, როგორიცაა შფოთვები, სომნოლენციო, ჰალუცინაციები, ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც პარალელურად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციების სესუსტება.1 პირველი პაციენტის შემთხვევაში ჰემოდიალიზის შედეგებმა აჩვენა მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება. კოტარდის სინდრომის სიმპტომებმა იკლო და პროცესი წარიმართა ჰემინეგლექტიური და „უცხო ხელის სინდრომის“ მსგავსად.3 შრატში აციკლოვირისა და 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის კონცენტრაცია არსებითად შემცირდა, თუმცა 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის დონე მაინც მაღალი იყო. ჩვენს მიერ წინასწარ იქნა დადგენილი, რომ >10 μმოლ/ლ კონცენტრაცია ასოცირებულია ნეიროფსიქიატრიულ სიმპტომებთან.2 მეორე პაციენტსაც ჰქონდა კლოტარდის სინდრომი აციკლოვირისა და 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის მაღალი კონცენტრაციის ფონზე და ამ მაჩვენებლების ნორმლიზაციის პირობებშიც კი არ მოხდა გაუმჯობესება სამი დღის განმავლობაში. ორივე პაციენტს მკურნალობდნენ შემცირებული დოზებით, რომელიც მიღებულია თირკმლის უკმარისობის დროს. ღვიძლის დისფუნქცია არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ აღნიშნულა.
კოტარდის სინდრომი ასოცირებულია მწვავე სომატურ სტრესთან, გენერალიზებულ და ლოკალურ ცერებრალურ პათოლოგიებთან.4 ჩვენმა კვლევებმა კი დაადგინა, რომ ანტივირუსულ წამლებს შეუძლიათ გაამწვავონ ამ სინდრომის ნეიროფსიქიატრიული წარმოშობა. კლინიცისტმა კი ყურადღება უნდა მიაქციოს ვალაციკლოვირსა და ორგანიზმის ფუნქციებს შორის კავშირს. პაციენტებს კი, რომლებიც იტანჯებიან კოტარდის სინდრომით და თირკმლის უკმარისობით, უმჯობესია ჩავუტაროთ დიალიზი მანამ, სანამ ფსიქიატრიულ კლინიკაში გავგზავნიდით.


კოტარდის სინდრომი ასოცირებულია მწვავე სომატურ სტრესთან, გენერალიზებულ და ლოკალურ ცერებრალურ პათოლოგიებთან.

შემთხვევა 1
35 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა პრობლემები თირკმლის ტრანსპლანტანტთან დაკავშირებით, მკურნალობას იტარებდა ქრონიკულად ჰემოდიალიზით, პრედნიზოლონით (5 მლ დღიურად) და ციკლოსპორინით (50 მლ დღიურად), როდესაც განუვითარდა ჰერპეს ზოსტერი. შვედეთის მიერ მოწოდებული გაიდლაინის საფუძველზე ჰერპესისა და იმავდროულად თირკმლის პრობლემების არსებობისას, დაინიშნა ვალაციკლოვირი 1 გ დღიური დოზა. პაციენტმა პირველი დოზა მიიღო დიალიზიდან ერთი დღის შემდეგ, ხოლო შვება იგრძნო ორი დღის მოგვიანებით. მესამე დღეს იგრძნო დაღლილობა, საკუთარ სხეულს გრძნობდა როგორც უცხოს, გარემომცველი სამყაროსგან განცალკევებულს. იმავე ღამეს, როდესაც მიღებული ჰქონდა ვალაციკლოვირის ჯამური დოზა 3 გ რაოდენობით, ავადმყოფს განუვითარდა მღელვარება, დაეწყო მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები. მეორე დღეს, როდესაც მივიდა კლინიკაში დიალიზის მორიგი კურსისათვის, პაციენტს თითქმის არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული, ყვიროდა და იყო შეძრწუნებული. დედის აღწერილობით, პაციენტს ასეთი სიმპტომები დაეწყო კლინიკაში მისვლამდე რამოდენიმე საათით ადრე. დიალიზიდან 45 წუთის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღარ ყვიროდა და ლაპარაკიც შეეძლო. დიალიზიდან ერთი საათის შემდეგ პაციენტმა აღწერა თავისი მდგომარეობა; ერთი საათის წინ ის დარწმუნებული იყო, რომ მოკვდა, თუმცა მოცემულ მომენტში ამ ფაქტში ეჭვი ეპარებოდა. ორი საათის შემდეგ პაციენტი წყნარად იყო, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში, მაგრამ შეკითხვებზე ადექვატურად პასუხობდა. მან თქვა, რომ ხელზე შეხებისას ჰქონდა უცნაური, უჩვეულო შეგრძნება. სამი საათის შემდეგ დიალოგში შედიოდა ექიმთან, თუმცა თავს მაინც სუსტად გრძნობდა. დიალიზის შემდეგ პაციენტი დარჩა ატაქსიური, ვერ გადაადგილდებოდა თავისუფლად და ყვებოდა, თუ როგორ უკიდურესად შემაშფოთებელი იყო მისი მდგომარეობა, როდესაც გრძნობდა, რომ თითქოს მოკვდა. ვალაციკლოვირის მიღება შეუწყვიტეს პაციენტს და ის გაუშვეს სახლში. მომდევნო დღეს ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები არ დაფიქსირებულა.
ექიმებმა კავშირი ვერ დაადგინეს ვალაციკლოვირით მკურნალობასა და იმ მდგომარეობას შორის, როდესაც პაციენტი გრძნობდა, თითქოს მოკვდა. პრეპარატის უკანასკნელი დოზიდან 30 საათის გასვლის შემდეგ მისი სისხლის შრატში აციკლოვირის კონცენტრაცია დიალიზამდე იყო საკმაოდ მაღალი, 19.4 μმოლ/ლ (რაც ახლოსაა პიკურ კონცენტრაციასთას ერთჯერადი დოზის მიღებიდან ერთი-ორი საათის გასვლის შემდეგ). შრატში ასევე მაღალი იყო 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის კონცენტრაცია და აღწევდა 90.2 μმოლ/ლ-ს და დიალიზის დროს შემცირდა 21.1 μმოლ/ლ-მდე, თუმცა ესეც მაღალ მაჩვენებლადაა მიჩნეული (სქემა). მეექვსე დღეს სისხლის შრატში აციკლოვირის კონცენტრაცია იყო 1.8 μმოლ/ლ, ხოლო 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინისა დიალიზამდე - 8.9 μმოლ/ლ, ხოლო დიალიზის მერე - 1.5 μმოლ/ლ.
სისხლის შრატში აციკლოვირის და 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის კონცენტრაცია კავშირშია ნეიროფსიქიატრიულ სიმპტომებთან ამ კლინიკური შემთხვევის დროს. (იმისათვის, რომ აციკლოვირის კონცენტრაცია გადავიყვანოთ μგ/მლ-ში, ის უნდა გავყოთ 4.44-ზე, ხოლო μგ/მლ-ში 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის კონცენტრაციის გადასაყვანად – 4.18-ზე).

შემთხვევა 2
36 წლის პაციენტი, მამრობითი სქესის, რომელსაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, იღებდა ციკლოსპორინს (400 მგ დღიური დოზა) და პრედნიზოლონს (25 მგ დღიური დოზა), განუვითარდა ჰერპესი (ჰერპეს მუცოსიტის). რის შედეგადაც დაენიშნა ვალაციკლოვირი პერორალურად 500 მგ რაოდენობით დღეში ორჯერ. მკურნალობის მეექვსე დღეს ის მოთავსდა საავადმყოფოში დიარეის ხშირი მოვლენებითა და დეჰიდრატაციით, თუმცა პაციენტი იყო აფებრილური, ნორმოტენზიური და ნათელ გონებაზე. პლაზმაში კრეატინის კონცენტრაცია იყო 419 μმოლ/ლ (მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ მისი რაოდენობა 127 μმოლ/ლ იყო). მეორე დღეს პაციენტი დაბნეული იყო, თუმცა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები ნორმაში იყო. თუმცა იეჭვეს Herpes encephalitis, რის შედეგადაც, მერვე დღეს პერორალური ვალაციკლოვირი შეიცვალა ი/ვ აციკლოვირით, დღიური დოზა 500 მგ.
მეცხრე დღეს პაციენტმა გაიღვიძა შეშფოთებულმა, შიშებით, გაძნელებული მეტყველებით. ის ყვიროდა და თან კითხულობდა, იყო თუ არა მკვდარი. ინტრავენურად დიაზეპამის გადასხმამ სიმპტომების უკუგანვითარება მხოლოდ დროებით მოახერხა. აციკლოვირის მიღება შეწყდა, რადგანაც ვირუსის შედეგები იზოლირებული იყო და თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია უარყოფითი იყო. მკვდრად ყოფნის შეგრძნება კვლავ განმეორდა მომდევნო ღამეს და პაციენტმა მეორე დღეს თავი იგრძნო დაღლილად და დეპრესიულად, დაბნეულობამ იკლო და მეტყველება გაუუმჯობესდა. მომდევნო ღამის განმავლობაში პაციენტს ისევ ჰქონდა შეგრძნება, თითქოს მოკვდა და ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი მის გარშემო საშიში იყო. გონებრივი მდგომარეობა და თირკმლის ფუნქცია საწყისს დაუბრუნდა მე-12 დღეს. მეცხრე დღეს, პრეპარატის საბოლოო დოზის მიღებიდან 16 საათის შემდეგ სისხლის სინჯში აციკლოვირის დოზა იყო 39 μმოლ/ლ, ხოლო 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის - 29 μმოლ/ლ. მერვე დღეს აციკლოვირის და 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის დოზები შესაბამისად იყო 27.5 μმოლ/ლ და 3.2 μმოლ/ლ.

Contributors and sources: AH is working on his PhD thesis on aciclovir induced adverse drug reactions. IOC and IF were responsible for the first patient, and IOC diagnosed the valaciclovir adverse drug reaction. KL was responsible for the second patient. AH, IOC, and TL wrote the article. All have drafted the manuscript and provided final approval. This article arose from a conversation between AH and TL, TL immediately diagnosing Cotard’s syndrome from the symptoms that AH reported. AH is guarantor.
Anders Hellden (anders.hellden@ki.se), Ingegerd Odar-Cederlof and Kajsa Larsson are at the Karolinska University Hospital, Stockholm. Ingela Fehrman-Ekholm is at Queen Sophia’s Hospital, Stockholm Thomas Linden is at Gothenburg University.
Competing interests: AH has received an unrestricted grant from GlaxoSmithKline for a pharmacokinetic study.
Provenance and peer review: Not commissioned; externally peer reviewed.

ინგლისურიდან თარგმნა ნ. გაფრინდაშვილმა
BMJ 2007;335;1305-doi:10.1136/bmj.39408.393137.BE

ლიტერატურა

ნანახია: 5511 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.