პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14518]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11062]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9943]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში

ავტორი: ვ. დზერვე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ლატვიის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე


დასრულდა პრეპარატ მილდრონატი®-ს საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი კლინიკური კვლევა (MILSS II), რომელმაც დაადასტურა, რომ სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობისას, სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, მილდრონატი®-ს მიღება ავადმყოფის მდგომარეობისა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის არსებით გაუმჯობესებას განაპირობებს.

მილდრონატი® – მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატია, რომელსაც ანტიანგინალური და იშემიის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. პრეპარატი ინიშნება როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების: გულის ქრონიკული იშემიური დაავადების (სტაბილური სტენოკარდია), გულის ქრონიკული უკმარისობის, კარდიომიოპათიის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს; მწვავე და ქრონიკული იშემიური ცერებროვასკულური დარღვევებისას; ფიზიკური შრომისუნარიანობის, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის შემთხვევებსა და სხვადასხვა დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდში.

შესავალი
კვლევის წინასწარი შედეგები წარმოდგენილი იყო 12 თებერვალს იურმალაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მეტაბოლური თერაპია – მითი თუ რეალობა“. დღეისთვის მზადდება სამეცნიერო პუბლიკაცია კვლევის შედეგების შესახებ.

კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანს წარმოადგენდა მილდრონატი®-თ (დღე-ღამეში 1000მგ) თერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება სტაბილური სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დროს, სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.
კვლევის ძირითადი ამოცანა იყო გულის იშემიური დაავადების (გიდ) სიმპტომთა მიმართ მილდრონატი®-ს ეფექტურობის შეფასება და მილდრონატი®-ს გავლენის შესწავლა ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობაზე სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატის შეფასების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

საერთაშორისო კვლევის III ფაზის ჩატარების სქემა
კვლევა MILSS II ტარდებოდა „სათანადო კლინიკური პრაქტიკის“ (ICN/GCP) წესებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული, კლინიკური კვლევების I-IV ფაზებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად. კვლევაში მონაწილეობდა ოთხი ქვეყნის – ლატვიის, ლიტვის, რუსეთისა და უკრაინის 37 კვლევითი ცენტრი. III ფაზის კვლევა რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი კლინიკური კვლევის სახით დაიგეგმა. სტატისტიკურად სარწმუნო შედეგების მისაღებად აუცილებელი იყო ანალიზში 210-ზე მეტი პაციენტის ჩართვა. კვლევაში ორივე სქესის, II-III კლასის გულის ქრონიკული იშემიური დაავადების (სტაბილური სტენოკარდიის) მქონე (Canadian Cardiovascular Society) 278 პაციენტი მონაწილეობდა. კვლევა პლაცებო-კონტროლირებადი იყო: კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, პაციენტებს ინდივიდუალურად შერჩეული სტანდარტული თერაპია უტარდებოდათ, ამასთან ერთად ეძლეოდათ მილდრონატი® და პლაცებო. კვლევის პერიოდი 13 თვისაგან შედგებოდა: 4 კვირა მოსამზადებელ პერიოდს ეთმობოდა, 12 თვე კი რანდომიზებულ თერაპიას – ორმაგ ბრმა მკურნალობას. ფიზიკური დატვირთვის მიმართ პაციენტთა ტოლერანტობის შესწავლის ძირითად ობიექტურ მეთოდად ველოერგომეტრიის მეთოდი შეირჩა.

კვლევის შედეგები
კვლევის დასაწყისში, ორივე ჯგუფი დემოგრაფიული მონაცემების, დაავადების ანამნეზის, თანმხლები მედიკამენტური თერაპიის, თამბაქოსადმი დამოკიდებულების მიხედვით მსგავსი იყო. ყველა პაციენტს ანტიანგინალური მკურნალობა (ბეტა-ბლოკატორი, აცეტილსალიცილის მჟავა, სტატინი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ-ინჰიბიტორი) ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტი) უტარდებოდა.
იმ პაციენტებში, რომლებიც მილდრონატი®-ს იღებდნენ, 12 თვის შემდეგ დატვირთვის საერთო დროის ცვლილებამ, საწყის მდგომარეობასთან შედარებით, 55,05 (± 88,01)წმ შეადგინა, ხოლო იმ პაციენტებში, რომელთა მკურნალობაში პლაცებო იყო ჩართული – 0,79 (± 68,21)წმ. ჯგუფებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანი იყო (p<0,001). პაციენტთა იმ პოპულაციაში, რომლებიც LOCF–მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ ანალიზში იყვნენ ჩართულნი – დატვირთვის საერთო დროის ცვლილებამ 12 თვის შემდეგ საწყის მდგომარეობასთან შედარებით 54,29 (± 86,84) წმ შეადგინა. ეს ეხება პაციენტების იმ ჯგუფს, რომელიც მილდრონატს იღებდა. პაციენტთა იმ ჯგუფში, რომელთა მკურნალობაში პლაცებო იყო ჩართული – 1,57 (± 68,31) წმ. აქაც მნიშვნელოვანია მკურნალობის ჯგუფებს შორის განსხვავება – (p<0,001).
პაციენტთა იმ ჯგუფში, რომელიც მილდრონატი®-ს იღებდა, მიღწეული მაქსიმალური დატვირთვის საშუალო ცვლილება 7.78±13.90W იყო, იმ პაციენტთა შორის კი, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ – 0.10±2.40W. ჯგუფებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა – (p<0,001).
თერაპიის დაწყების წინ იმ პაციენტებში, რომლებიც მილდრონატი®-ს იღებდნენ, ST სეგმენტის არანაკლებ 1მმ დეპრესიის განვითარებამდე განვლილმა საშუალო დრომ 425.63±160.97წმ შეადგინა, პლაცებოს ჯგუფში კი – 398.98±145.75 წმ, ჯგუფებს შორის განსხვავება უმნიშვნელო იყო (p=0,185). 12 თვის შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც მილდრონატს იღებდნენ, ST სეგმენტის არანაკლებ 1მმ დეპრესიის განვითარებამდე განვლილი დრო 483.83±193.99 წამამდე გაიზარდა, პლაცებოს ჯგუფში კი – 425.98± 159.12 წამამდე, ჯგუფებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახდა (p=0.01).
კვლევის დასაწყისში, სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე არსებული დრო მილდრონატი®-ს ჯგუფის პაციენტებში 460.50±155.51 წამს შეადგენდა, პლაცებოს ჯგუფში კი – 443.29± 48.23 წამს, ჯგუფებს შორის განსხვავება არასარწმუნო იყო (p=0.340). 12 თვის შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც მილდრონატი®-ს იღებდნენ, სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე არსებული დრო 490.50±207.27 წამამდე გაიზარდა, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კი სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე არსებული დრო პრაქტიკულად არ შეცვლილა – 443.06±168.91წმ. ჯგუფებს შორის განსხვავება სარწმუნოა (p=0.044). 12 თვის განმავლობაში, მილდრონატის ხანგრძლივი მიღებისას, ამ პრეპარატის მიმართ ავადმყოფების მიერ კარგი ამტანობა აღინიშნა. უსაფრთხოების პარამეტრების მხრივ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება არ გამოვლენილა.

დასკვნები
MILSS II კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სტანდარტული თერაპია, მილდრონატი®-ს მიღებასთან ერთად, ზრდის პაციენტთა ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ახანგრძლივებს სტენოკარდიის შეტევის განვითარებამდე არსებულ და ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებამდე განვლილ დროს, აუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს. გიდ-ის კომპლექსურ თერაპიაში ფარმაკოლოგიისა და ინტერვენციული მედიცინის თანამედროვე მიღწევათა მიუხედავად, არსებობს პაციენტთა მრავალრიცხოვანი პოპულაცია, რომელთა შემთხვევაში გიდ-ის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის სრული მოცულობით მიღწევა ვერ ხერხდება. ამჟამად, მეტაბოლური თერაპიის პრეპარატები, რომლებიც დაავადების სიმპტომების სიძლიერეზე დადებითად მოქმედებს და პაციენტთა სოციალურ ფუნქციებს აუმჯობესებს, გიდ-ის კომპლექსური თერაპიის განუყოფელი ნაწილია.

ამჟამად, მეტაბოლური თერაპიის პრეპარატები, რომლებიც დაავადების სიმპტომების სიძლიერეზე დადებითად მოქმედებს და პაციენტთა სოციალურ ფუნქციებს აუმჯობესებს, გიდ-ის კომპლექსური თერაპიის განუყოფელი ნაწილია.

ნანახია: 8301 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286557


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.