ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება ავტორი: www.medicinform.net
ფირმა Lifebond-მა (ისრაელი, ცესარია) წარმოადგინა ახალი ტიპის სამედიცინო წებო, რომელიც ფიბრინის საფუძველზე შექმნილ სამედიცინო წებოებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად და საიმედოდ აერთებს ქსოვილებს და განკუთვნილია ზოგადქირურგიულ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ახალი პროდუქტი წარმოადგენს ჰიდროგელს, რომელშიც შემავალი ცილები წარმოქმნიან ფიბრინისებრ ბადეს.

პროდუქტი უკვე გამოცადეს ნაწლავის ანასტომოზირების დროს, სერო-სეროზული შეერთებისთვის, დადებითად.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ასევე აეროზოლის სახით.
პროდუქტი ორკომპონენტიანია და მოთავსებულია შპრიცის მაგვარ ორბალონიან კონტეინერში.
ბუნებრივ პირობებში წებო მკვრივდება, მაგრამ ინარჩუნებს ელასტიურობას, უზრუნველყოფს ჰემოსტაზს.
ნანახია: 10058 | შეფასებულია: 4 | რეიტინგი: [5.00] 
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
|