აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [18047]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16705]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12642]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12176]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11699]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს

ავტორი: შპს „ბათფარმა“

>>  მუხლის სახსრის ოსტეოართროზი (გონართროზი) ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ხრტილის პირველადი დისტროფია, სასახსრე ზედაპირის შემდგომი ცვლილებები და ოსტეოფიტების წარმოქმნა, რასაც სახსრის დეფორ­მა­ციამ­დე მივყავართ. დაავადება ქრონიკული ხასიათისაა და არცთუ იშვიათად დროებითი შრომისუუნარობისა და ადრეული ინვალიდობის მიზეზად იქცევა.
ახალი კომბინირებული პრეპარატი ანოდინ-დუალი ავლენს მაღალი თერაპიული ეფექტურობას მუხლის სახსრის ოსტეოართროზით დაავა­დე­ბულებში. ანოდინ-დუალის მოქმედებით ვიზუალური სკალით შეფასებული ტკივილის ინტენსივობა შემცირდა დაახლობით 2-ჯერ.
ანოდინ-დუალის მაღალი ეფექტურობის და უსაფრთხოების გათვალისწინებით შესაძლებელია მისი როგორც არჩევის პრეპარატის გამოყენება სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მათ შორის ხანშიშესულ პაციენტებში.


საკვანძო სიტყვები: მუხლის სახსარის ოსტეო­ართ­როზი, თერაპია ანოდინ-დუალით

ტკივილის ფენომენი რა­მოდენიმე ძირითად პა­თო­ლოგიურ მექანიზმს ითვალისწინებს, რომლე­ბიც საფუძვლად უდევს სომატოგენურ (ნოციცეპ­ტურ), ნევროგენულ, ფსიქოგენურ ტკივილის სინდრომს.1 ანთებითი პროცესის ფონზე განვი­თა­რე­ბული სომატო­გე­ნუ­რი ტკივილის დროს არ­ჩე­ვის პრეპარატებია ანთე­ბის საწინააღმდეგო სა­შუა­ლებები. თუმცა პრე­პა­რატის არჩევა დამო­კიდებულია არა მარტო ტკივილის სპეციფიკაზე, არამედ ავადმყოფის ორგანიზმის თავისებუ­რე­ბებზეც, რამაც შეიძლება შეზღუდოს ტკივილგა­მა­ყუჩებელი საშუალებების გამოყენება, მოსალოდნე­ლი გვერდითი მოვლენე­ბის და გართულებების განვითარების რისკის არსებობის გამო.2

შესავალი
ოსტეოართროზი – სახსრების დაზიანებით მიმდინარე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი შრომის უუნარობის გამომწვევი ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით ხანშიშესულ პაციენტებში. ოსტეოართროზის დროს ზიანდება კიდურების და ხერხემალის მალთაშუა სახსრები. პირველ ხანებში ტკივილი სახსარში ვლინდება მხოლოდ დატვირთვის დროს, განსაკუთრებით საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და სისტემურ ხასიათს იღებს. პაციენტთათვის მოძრაობის შეზღუდვის მთავარი მიზეზი არის ტკივილი.
თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებში (WHO, 1986) მოცემულია ტკივილის „საფეხურებრივი“ მკურნალობის სქემას, როცა პრეპარატის არჩევა დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე.3 მსუბუქი ტკივილის დროს იყენებენ პირველი საფეხურის პრეპარატებს – არანარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებს (სალიცილატები, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას), პარაცეტამოლი). თუ არცერთ მათგანს არ შეუძლია ტკივილის შემცირება, გამოიყენება მეორე საფეხურის საშუალებები – საშუალო სიძლიერის ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (კოდეინი, ტრამადოლი). ძლიერი ტკივილის დროს რეკომენდებულია უფრო ძლიერი მესამე საფეხურის საშუალებები - მორფინი, ბუპრენორფინი, ფენტანილი. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალებებით მონოთერაპია არაა მიზანშეწონილი. სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატების კომბინაციას.4 წარმატებული კომბინაციები არა მხოლოდ აუმჯობესებენ თერაპიულ ეფექტს, არამედ ამცირებენ გვერდითი მოვლენების განვითარებას შემადგენელი ნივთიერებების დაბალი დოზის გამო. ასევე რამდენიმე კომპონენტის გაერთიანება ერთ სამ­კურნალო საშუალებაში, ფიქსირებული დოზებით ამარტივებს მათ გამოყენებას. კომბინირებული საშუალებები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომის დროს [2].
შპს „ბათფარმა“-ს სამეცნიერო განყოფილების და შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის“ კვალიფიცირებული პერსონალის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა კომბინირებულ ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატ ანოდინ-დუალის ეფექტურობაზე მუხლის სახსრის ოსტეოართროზის დროს. პრეპარატ ანოდინ-დუალს აწარ­მოებს ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა „ბათფარმა“. პრეპარატი წარმოადგენს №3 წყვილ (A+B) ამპულას. A ამპულაში შედის ფენილბუტაზონი (375 მგ), დექსამეტაზონი (3,32 მგ), ნატრიუმის ძმარმჟავას სალიცილამიდი (150 მგ), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (4 მგ), B ამპულა შეცავს ციანოკობალამინს (2,5 მგ), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (2 მგ). კუნთში შესაყვანი ხსნარი მზადება A და B ამპულის შერევით. ინიშნება ერთი ინიექცია ყოველდღე ან დღეგამოშვებით, კურსზე 3 ინიექცია. მკურნალობის განმეორებითი კურსის საჭიროების შემთხვევაში მათ შორის შუალედი არ უნდა იყოს 2 კვირაზე ნაკლები.
რევმატოლოგიააში ანოდინ-დუალის ჩვენებებს წარმოადგენს: რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, ოსტეოართროზი, სერონეგატიური სპონდილოართრიტები. მკურნალობის ფონზე საკმაოდ სწრაფად (1-3 დღის განმავლობაში ხდება სახსრების დაავადებების ყველა ძირითადი კლინიკური სიმპტომების შემცირება). რევმატიული დაავადებების დროს ანოდინ-დუალის გამოყენებისას მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოირიცხება გლუკოკორტიკოიდების სისტემური მიღება და სახსარშიდა ინიექციების გამოყენება. საუკეთესო თერაპიული ეფექტი მიიღება მკურნალობის ადრეული დაწყებისას.7
ანოდინ-დუალის ფარმაკოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მის შემადგენელ აქტიურ კომპონენტებზე. ანოდინ-დუალის შემადგენლობაში არსებული დექსამეტაზონი ავლენს გამოხატულად სწრაფ და გახაგრძლივებულ ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპროსორულ მოქმედებას. ვინაიდან დექსამეტაზონის ნახევარდაშლის პერიოდია 36-54 სთ, 3 ინიექციის გამოყენების შემდეგ პრეპარატის ეფექტურობა გრძელდება 8-10 დღე. ფენილბუტაზონს გამოხატულ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად ახასიათებს ძლიერ ანალგეზიური ეფექტი. აღსანიშნავია, რომ ფენილბუტაზონის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დაახლოებით 20-ჯერ აღემატება ასპირინისას. მოქმედებას იწყებს 15-20 წუთში. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია დგება შეყვანიდან 1-2 საათში, ნახევარდაშლის პერიოდია 18-21 საათი. ანალგეზიური ეფექტი გრძელდება ხანგრძლივად. ანოდინ-დუალის თერაპიულ ეფექტს ავსებს ციანოკობალამინი, რომელსაც გააჩნია რეგენერაციული მოქმედება. ნატრიუმის ძმარმჟავას სალიცილამიდი უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ ხსნადობას, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი კი უმტკივნეულ ინიექციას. ანოდინ-დუალის ხანმოკლე მკურნალობის კურსის გამო გლუკოკორტიკოიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.

ანოდინ-დუალის მკურნა­ლობით მიიღება სწრაფი და მყარი ეფექტი.4,5,6 პრეპარატი ეფექტურია მწვავე ტკივილის კუპირებისათვის სახსრების და ხერხემლის ანთებით - დეგენერაციულ დაავადებების დროს.

მეთოდები
ქ. ბათუმის კლინიკის – შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის“ ბაზაზე ჩატარებული იქნა ღია კვლევები პრეპარატ ანოდინ-დუალის თერაპიულ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე ოსტეოართროზით დაავადებულებში (28 ადამიანი).
ამერიკული რევმატოლოგიური ასოციაციის კლი­ნიკო-რენტგენოლოგიური კრიტერიუმების შესაბამისად (1990) კვლევაში მონაწილეობდა სინოვიტის მოვლენებით მუხლის სახსრის ოსტეოართროზით დაავადებული 28 პაციენტი.8 კვლევაში მონაწილეობდა 16 ქალი და 12 მამაკაცი, რომლებიც მკურნალობდნენ ქ.ბათუმის კლინიკაში შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი”. პაციენტების საშუალო ასაკი იყო (69,7±2,3), დაავადების ხანგრძლივობა – (5,2±1,2) წელი. მუხლების სახსრების ოსტეოართროზის რენტგენოლოგიური სტადიის მიხედვით: II - 18 ადამიანი, III - 10 ადამიანი. ყველა პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ჩივილები: ტკივილი დაზიანებულ სახსრებში მოძრაობის დროს, შეზღუდული მოძრაობა მუხლის სახსარში და სხვა. სინოვიტის არსებობა მტკიცდებოდა ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებით (აპარატი LOGIC-500).
კვლევაში არ მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებიც ანამნეზში აღნიშნავდნენ ასასს-ის აუტანლობას, 12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვან დაავადებას, სისხლში 100 გ/ლ-ზე ნაკლებ ჰემოგლობინის მაჩვენებელს.
პაციენტები გაიყო ორ ჯგუფად: საკონტროლო ჯგუფი, რომლის მკურნალობაშიც გამოყენებულ იქნა ანოდინ-დუალი (№3 წყვილი ორმაგი ამპულები) – 14 ადამიანი (6 მამაკაცი, 8 ქალი საშუალო ასაკით 67,5±2,5)
შესადარებელი ჯგუფი, რომელსაც ჩაუტარდა მკურნალობის კურსი ტრადიციული სქემით: დაუყოვნებელი მოქმედების სიმპტომური პრეპარატებით – ასას, ანალგეზიური საშუალებები, ჰიალურონმჟავას პრეპარატები – 14 ადამიანი (6 მამაკაცი, 8 ქალი საშუალო ასაკით 67,5±2,5).
ანოდინ-დუალის გამოყენებისას ხდებოდა ორი ამპულის (ა+ბ) კომპლექტის უშუალოდ ინტრამუსკულარული ინიექციის წინ შერევა. პრეპარატი შეჰყავდათ ღრმად კუნთში „გამორეცხვის”-ის მეექვსე დღეს დილის 8 საათზე უზმოზე. მკურნალობა მიმდინარეობდა ინსტრუქციის მიხედვით სამი დღის განმავლობაში.7
კვლევაში მონაწილეობის მიღებამდე, ასევე დამთავრების შემდეგ ფასდებოდა პაციენტების ლაბორატორიული მაჩვენებლების დინამიკა: ჰემოგლობინის დონე, C-რეაქტიული, ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), ლეიკოციტების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში.

კვლევა მიმდინარეობდა ორ ეტაპად:
I ეტაპი
„გამორეცხვის“ 5-დღიანი პერიოდი ორივე ჯგუფში. თერაპიის 5 დღით ადრე მოხსნილი იქნა მათ მიერ გამოყენებული ასას-ი. მკურნალობის მანძილზე არ ხდებოდა სტეროიდების სახსარშიდა შეყვანა. მხოლოდ ძლიერი ტკივილების დროს იყო დაშვებული პარაცეტამოლის გამოყენება არა უმეტესს 2 დღისა, მაქსიმუმ 2გ/დღეში.
II ეტაპი
საკონტროლო ჯგუფისათვის პრეპარატ ანოდინ-დუალი გამოიყენებოდა 3 დღის განმავლობაში;
შესადარებელი ჯგუფისთვის მკურნალობა მიმდინარეობდა ტრადიციული სქემის მიხედვით;
„გამორეცხვის“ მეხუთე დღეს, ანოდინ-დუალის გამოყენებისა და ტრადიციული თერაპიის შემდეგ განისაზღვრა შემდეგი მაჩვენებლები:
• ტკივილის ინტენსივობა 100მმ-იანი ვიზუალური სკალით;
• ტკივილის ინტენსივობა ქულების მიხედვით ( 0 – ტკივილის არარსებობა, 1 – უმნიშვნელო ტკივილი, 2 – სუსტი ტკივილი, 3 – ზომიერი ტკივილი, 4 – გამოხატული ტკივილი, 5 – მოუთმენელი ტკივილი) დილის 10 საათზე, დღის 16 საათზე, საღამოს 22 საათზე;
• WOMAC ინდექსი (Western Ontario and McMaster Universities Osteoarthritis Index);6
• ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის საკმარისი ხანგრძლივობა (ტკივილის მინიმუმ 1 ქულით შემცირება);
• პერიოდი პრეპარატის მიღებიდან საკმარისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის დადგომამდე;
• სიცოცხლის ხარისხი EuroQol-5D სკალის მიხედვით.

შედეგები და განსჯა
ტკივილის შემცირება აღინიშნებოდა ანოდინ-დუალის პირეველივე ინექციის შემდეგ. ართრალგიის ინტენსივობა იცვლებოდა დღის სხვადასხვა დროს, თუმცა მკურნალობის ეფექტი მეტად აღინიშნებოდა დილას და საღამოს (დიაგრ. 1).

როგორც დიაგრამიდან ჩანს, პრეპარატების მიღებიდან 2 საათის შემდეგ აღინიშნებოდა ტკივილის შემცირება, რაც ანოდინ-დუალის შემთხვევაში მეტად იყო გამოხატული, ტრადიციულ თერაპიასთან შედარებით, თუმცა ორივე შემთხვევაში „გამორეცხვის“ ბოლო დღეს დაფიქსირებულ მდგომარეობასთან შედარებით იყო მნიშვნელოვანი.
ანოდინ-დუალის გამოყენების შედეგად ართრალგიის შემცირება ზრდის მოძრაობის მოცულობას მუხლის სახსარში, რაც უზრუნველყოფს პაციენტის მოძრაობის გააქტიურებას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შფოთვას, რაც გამოიხატება EuroQol-5D სკალის და WOMAC-ის ინდექსის დაქვეითებაში (ცხრ. 1).

აღინიშნებოდა სისხლის ბიოქიმიური მონაცემების გაუმჯობესება (ცხრ. 2).

• მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მკურნალობის დროს ჩატარებული კვლევა ადასტურებს პრეპარატ ანოდინ-დუალის თერაპიულ ეფექტურობას და უსაფრთხოებას, მათ შორის ხანშიშესულ პაციენტებში.
• მკურნალობის ტრადიციულ სქემასთან შედარებით ანოდინ-დუალს აღენიშნება მაღალი თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსრის ოსტეოართროზით დაავადებულებში.
• ანოდინ-დუალის მოქმედებით ვიზუალური სკალით შეფასებული ტკივილის ინტენსივობა შემცირდა (დაახლობით 2-ჯერ).
• ანოდინ-დუალით მკურნალობის დროს არ აღინიშნებოდა ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, რაც პრეპარატის მოხსნის აუცილებელობას განაპირობებდა.
• ანოდინ-დუალის მაღალი ეფექტურობის და უსა­ფ­რთხოების გათვალისწინებით შესაძლებელია მისი როგორც არჩევის პრეპარატის გამოყენება სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მათ შორის ხანშიშესულ პაციენტებში.

ამგვარად, ჩატარებული კვლევა ადასტურებს პრეპარატ ანოდინ-დუალის ეფექტურობას და უსაფრთხოებას, მათ შორის ხანშიშესულ პაციენტებშიც. პრეპარატით მკურნალობის შედეგად მიიღწევა სწრაფი და მყარი ეფექტი.

ლიტერატურა

ნანახია: 11698 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.