აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21345]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12503]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7593]

ტკივილის მენეჯმენტი [7366]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6922]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი

ავტორი: დ. შენგელია, ლ. ცომაია, მ. კიკოლაშვილი, შ. ხიზანიშვილი, ვ. გოგიშვილი
გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა
D. Shengelia MD, L. Tsomaia MD, M. Kikolashvili, S. khizanishvili, V. Gogishvili
G. Jvania Clinic of Pediatrics Peculiariti of Treatment of Concomitant
Non- Accomodated Alternating Convergent Strabismus

>>  It is presented retrospective cohorative research carried out on the children (n=63) from 1 to 10 years old. These children have manifested concomitant convergent Strabismus.This contingent of patients, according their age, was divided into 2 clinical groups and sub-groups. In first group were patients who underwent surgical treatment and occlusion. In second group were patients who underwent pre- and post operative pleopto-orthopto-diploptic treatment. The analysis of research showed the complete repairing of binocular vision and development of fusial reserves occurred in children who had undergone complex treatment (pre- and post operative pleopto-orthopto-dipliptic) it is important to note that late surgical treatment dicreases the ability to reach perfect results.


შეუღლებული სიელმე ბავ­შვთა ასაკის ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაა, იგი ბავშვთა თვალის დაავადებებს შორის ამეტროპიის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს და დღესაც სტრაბოლოგთა ყურადღების ცენტრშია.
შეუღლებული სიელმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა საკმაოდ დიდია. სხვადასხვა მონაცემებით სიელმით დაავადებულია ბავშვთა 5-6%.
ბინოკულური მხედველობის ფორმირების პროცესში, სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ბიფიქსაციის მექანიზმის მოშლა გვევლინება შეუღლებული სიელმის გამომწვევ მიზეზად.
ფუნქციური ცვლილებები, რომელიც თან ახლავს ამ კოსმეტიკურ დეფექტს, ხელს უშლის მხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას ბავშვებში. ისინი ადრეულ ასაკშივე გრძნობენ თავიანთ კოსმეტიკურ დეფექტს, რაც მოქმედებს ფსიქიკაზე და ხასიათის ფორმირებაზე.
სიელმის პრევენცია, თანდართული დაკარგული ფუნქციების აღდგენა და ეფექტური სამკურნალო მეთოდების ძიება, დღემდე რჩება თანამედროვე ოფთალმოლოგიის აქტუალურ პრობლემად, რაც აგრეთვე განპირობებულია სიელმის მკურნალობისადმი პრინციპული მიდგომის სიძნელით, ბავშვებში სიელმის მკურნალობის პრობლემებზე ასაკთან დაკავშირებული ხარისხიანი ინფორმაციის არარსებობის გამო.
შეუღლებული სიელმის მკურნალობის თავისებურებებზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. ავტორთა ერთი ნაწილი შიგნითა შეუღლებული სიელმეების მკურნალობის მეთოდებად იყენებს მხოლოდ ,,პირდაპირ ოკლუზიას“, და ქირურგიულ ჩარევას. (Сhlarke M. 2002, Taylor D., Hoyt C. 1999). ხოლო მეორე ნაწილი შეუღლებული სიელმის განკურნებაში აღიარებს ორთოპტო-დიპლოპტიური მკურნალობის დიდ როლს (Аветисов Э.С., 2001, Кашенко B.П., 2005, Бруцкая Л.А., 2005). ორივე მიდგომა მიზნად ისახავს ქირურგიული მკურნალობის შედეგების გამყარებას და ბინოკულური მხედველობის აღდგენას, რადგან მხოლოდ მყარი ბინოკულური მხედველობის და სრული ფუზიური რეზერვების აღდგენა წარმოადგენს სიელმის განკურნების გარანტს. შეუღლებული სიელმეების კონსერვატული მკურნალობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას შიგნითა არააკომოდაციური სიელმე.
რაც შეეხება შეუღლებული შიგნითა არააკომოდაციური სიელმის ქირურგიული მკურნალობისთვის ოპტიმალურ ასაკს, სადღეისოდ ცნობილია ავტორთა უმრავლესობის აზრი ოპერაციული მკურნალობის დროული (3-4 წლის ასაკში) ჩატარების შესახებ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მხედველობითი ფუნქციები.
წარმოდგენილი კვლევის მიზანია შიგნითა არააკომოდაციური სიელმეების მკურნალობის შეფასება მხოლოდ ქირურგიული და კომპლექსური (პრე და პოსტოპერაციული პლეოპტო-ორთოპტო-დიპლოპტური ვარჯიშები) მეთოდების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

მასალა და მეთოდები
კვლევის სუბიექტებს შეადგენდა 2-დან 10 წლამდე ასაკის 63 ბავშვი, რომლებსაც აღენიშნებოდათ შეუღლებული შიგნითა არააკომოდაციური სიელმე. მათ ჩაუტარდათ მკურნალობა თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აღნიშნული პაციენტები დაიყო 2 კლინიკურ ჯგუფად. I ჯგუფში შედიოდა 32 ბავშვი, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაციამდელი ორთოპტული და ოპერაციის შემდგომი ორთოპტო-დიპლოპტური მკურნალობა ეტაპობრივად, წელიწადში ორი- სამი კურსი. ხოლო II ჯგუფს, რომელსაც შეადგენდა 31 პაციენტი, მხოლოდ ,,პირდაპირი ოკლუზიები“ და ქირურგული ჩარევა ჩაუტარდათ. აღნიშნული კლინიკური ჯგუფები დაიყო 2 ქვეჯგუფად იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკში მოხდა პაციენტების ქირურგიული მკურნალობა.
ყველა პაციენტს ჩაუტარდა სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რაც ითვალისწინებდა: ვიზომეტრიას, რეფრაქციების ანომალიის გამოვლენას და მის კორეგირებას, მხედველობის ხასიათის შემოწმებას, სიელმის კუთხის განსაზღვრას ჰირშბერგის მეთოდით, სინოპტოფორზე და პერიმეტრზე, ბიფოვეალური შერწყმის უნარს და ფუზიის რეზერვების გამოკვლევას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამბლიოპია, დამატებით უტარდებოდათ მხედველობითი ფიქსაციის განსაზღვრა. აღნიშნული გამოკვლევები უტარდებოდათ როგორც მკურნალობამდე, ასევე მკურნალობის შემდეგ.
ორთოპტო-დიპლოპტიური ვარჯიშები ტარდებოდა სინოპტოფორზე, ფერად ტესტზე, კომპიუტერული პროგრამით „EYE“, ბიფიქსაციის მექანიზმის განვითარებისა და აკომოდაციის და კონვერგეციის გათიშვის მიზნით.
იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებოდა ამბლიოპია, ჩაუტარდა შემდეგი პლეოპტიური მკურნალობა: პირდაპირი ოკლუზია, უარყოფითი თანამიმდევრობითი გამოსახულების გამოყენება კუპერსის მეთოდით, დიფუზური და ლოკალური დასხივება დიდ ურეფლექსო ოფთალმოსკოპზე, ვარჯიში ლოკალიზატორ-კორექტორზე, ვარჯიში კომპიუტერული პროგრამით ,,EYE“.

შედეგები და განხილვა
პაციენტებს, რომლებსაც ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდათ 2-დან 4 წლამდე და დანიშნული ჰქონდათ პრე და პოსტოპერაციული პლეოპტო-ორთოპტო-დიპლოპტური ვარჯიშები, ბინოკულური ხასიათი, ფუზია და რეზერვები აღუდგათ 70%-ში, ხოლო ბავშვებში, რომლებსაც იგივე ასაკში ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა და პარალელურად დანიშნული ჰქონდათ ,,პირდაპირი ოკლუზიები“, სრულყოფილი გამოჯანმრთელება მოხდა 25 % – ში.
4-დან 10 წლამდე ასაკში ნაოპერაციებ იმ პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ კომპლექსური მკურნალობა, ბინოკულური ხასიათი, ფუზია და რეზერვები აღუდგათ 13%-ში, ხოლო იგივე ქვეჯგუფის ბავშვებს, რომლებსაც სიელმის საკორექციო ოპერაცია ჩაუტარდათ და მხოლოდ „პირდაპირი ოკლუზიები“ ჰქონდათ დანიშნული, აღნიშნული ფუნქციები მხოლოდ 6%-ს აღუდგა (დიაგრამა 1).

დასკვნა:
ჩვენს მიერ შესწავლილი ავადმყოფების მკურნალობის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ სიელმის კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მოიცავდა პრე და პოსტოპერაციულ პლეოპტო-ორთოპტო-დიპლოპტურ მკურნალობის 2-3 კურსს გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა და ,,პირდაპირი ოკლუზიები“.
დაგვიანებული ოპერაციული ჩარევა აქვეითებს სრულყოფილი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

ნანახია: 6285 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Tiko m

თარიღი: 2014-28-05 | 0:17

Icis ra mainteresebs?myavs or wlinaxevris shvili daaxloebit 5 tviswin shevamchnie rom marcxena tvals cotati aelmebdaa mere miviyvane eqimtan da eqimma mitxra,rom araperi ar iyo sagangasho ubralod bavshvs etyoba tavis qala gaezarda da tvali ver daewiaoo,exla dgis ganmavlobashi titqmis ar aelmebs magram sagamos shesamchnevad aqvs cota sielme da es ras nishnavs rogor unda moviqce?iqneb rame mirchiot?

ავტორი: Admin

თარიღი: 2011-02-02 | 14:45

vaxo
იმისათვის რომ კომპეტენტური პასუხი მიიღოთ რედაქციისაგან თქვენი პრობლემის შესახებ, აუცილებელია მიმართოთ რედაქციას წერილით „კონტაქტიდან“.
ადმინისტრატორი

ავტორი: vaxo

თარიღი: 2011-01-02 | 21:39

gamarjobat var 19 wlis 4 wlis asakshi movirtyi dana tvalshi operacia gamiketes mxedveloba davkarge magram es araa chemi problema es tvali mielmdeba mrcxniv aris marjvena tvaltan shedarebi meshveleba rame? gtxovt vinmem mixari tu rame varjishi an rame icit rom agar mielmdebodes tvali mxedveloba ar minda mtavaria chemtvis ro ar mielmdebbodes :(



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.