სისხლის გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა ჯანდაცვის მუშაკებში
ავტორი: რედაქციისაგან
ჯანდაცვის მუშაკების ინფიცირების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია გამოყენებულ ნემსზე თავსახურის მორგება. ამის მიზეზი კი უმრავლეს შემთხვევაში არის ის, რომ ახლოს არ იმყოფება შესაბამისი კონტეინერი, რომელშიც ნახმარი ნემსი თავსახურის წამოცმის გარეშე უნდა მოთავსდეს.
რისკი ჯანდაცვის მუშაკებისათვის
ჯანდაცვის მუშაკები წარმოადგენე სისხლის გზით გადამდები ინფექციების (აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტები და სხვ.) მაღალი რისკის ჯგუფს. საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელება ძალიან მაღალია (აქტიური B ჰეპატიტი მოსახ ლეობის დაახლოებით 3-4%-ში, გადატანილი B ჰეპატიტი – 30-35%-ში, ხოლო C ჰეპატიტი 4-5%-ში გვხვდება). ინფექციის გადაცემის გზები ჯანდაცვის მუშაკებისათვის
• კანის დაზიანება – გამოყენებული ნემსის ჩხვლეტა, ან ბასრი იარაღებით მიღებული ჭრილობები;
• ლორწოვან გარსებზე, ან დაზიანებულ კანზე (გაკაწრული, ან რაიმე დაავადების შედეგად) სისხლის, ან სხვა ბიოლოგიური სითხეების მოხვედრა. როგორ დავიცვათ თავი?
• სიფრთხილით მოვეკიდოთ ბასრ ინსტრუმენტებს
• ნემსის ან ბასრი ინსტრუმენტის გამოყენებამდე დავრწმუნდეთ, რომ კონტეინერი, რომელშიც იგი გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს, იქვე, ახლოს დევს
• გამოყენებისთანავე მოვათავსოთ სპეციალურ კონტეინერში
• მაქსიმალურად გამოვიყენოთ უსაფრთხო ნემსები და სისტემები
• პაციენტთან კონტაქტის შემდეგ გულდასმით დავიბანოთ ხელები (თუნდაც ხელთათმანის ხმარების შემთხვევაში)
• სისხლთან ნებისმიერი შეხებისას გამოვიყენოთ ხელთათმანი
• თუ არსებობს სისხლის შეშხეფების რიკი, გამოვიყენოთ სათვალე და ნიღაბი
• დაზიანებული კანი ყოველთვის დაფარული გვქონდეს წყალგაუმტარი საფენით
• სისხლის ტრანსპორტირება მოხდეს მხოლოდ მჭიდროდ თავდახურული ჭურჭლით
• დასვრილი თეთრეულის ტრანსპორტირება მოხდეს მხოლოდ მჭიდროდ დახურული წყალგაუმტარი ჩანთით ან პაკეტით
• მაქსიმალურად ვერიდოთ ნახმარ ინსტრუმენტებთან შეხებას. როგორ მოვიქცეთ ნემსის ჩხვლეტის ან კანის/ლორწოვანი გარსების სისხლით დასვრის შემთხვევაში
• ნემსის ჩხვლეტის შემთხვევაში ნაჩხვლეტიდან გამოვიდინოთ სისხლის მაქსიმალური რაოდენობა.
• ნაჩხვლეტი ან სისხლით დასვრილი კანი დავიბანოთ თბილი წყლით და საპნით.
• სისხლის თვალში შეშხეფების შემთხვევაში გულდასმით დავიბანოთ თვალი ცივი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. B ჰეპატიტის პროფილაქტიკა თუ ჯანდაცვის მუშაკი არ არის ვაქცინირებული B ჰეპატიტზე, დაუყოვნებლივ:
• გაუკეთდეს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი (ეს პრეპარატი ამჟამად საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი)
• დაიწყოს B ჰეპატიტზე ვაქცინაცია. თუ ჯანდაცვის მუშაკი ვაქცინირებულია B ჰეპატიტზე:
ჩაუტარდეს გამოკვლევა ანტიHBs-ზე.
• თუ დადებითია, არავითარ ჩარევას აღარ საჭიროებს და B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების რისკი აღარ არსებობს
• თუ უარყოფითია, ვუკეთებთ იმუნოგლობულინს და ვაქცინას. C ჰეპატიტის პროფილაქტიკა
ამჟამად არ არსებობს C ჰეპატიტის სპეციფიკური პროფილაქტიკა. ექსპოზირებულ ჯანდაცვის მუშაკს ჯერ უნდა ჩაუტარდეს საწყისი გა მოკვლევა იმის დასადგენად, ინფიცირებული იყო თუ არა C ჰეპატიტის ვირუსით ექსპოზირებამდე.
იმის დასადგენად, ინფიცირდა თუ არა ჯანდაცვის მუშაკი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროა გამოკვლევა 4-6 თვის შემდეგ C ჰეპატიტის ანტისხეულებზე და ALT-ზე.
უფრო ადრეული დიაგნოსტიკისთვის HCV რნმ-ზე გამოკვლევა შესაძლებელია ექსპოზირებიდან 4-6 კვირაში.
გამოკვლევის ჩატარებამდე ექსპოზირებულმა ჯანდაცვის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს დონორობისგან. აივ ინფექციის პროფილაქტიკა
ექსპოზირებულ ჯანდაცვის მუშაკებში აივ ინ ფექციის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება სპეციფიური ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომელთა მიღება უნდა იქნას დაწყებული რაც შეიძლება ადრე, არა უგვიანეს 36 საათისა. მედიკამენტების დანიშვნისთვის და შემდგომი მონიტორინგისთვის აუცილებელია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
სისხლის გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.mccu.ge
ნანახია: 4876 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით