FDA-მ მოიწონა კომპანია St. Jude Medical-ის მიერ წარმოებული მცირე ზომის, ხელახალი დატენვის უნარის მქონე ზურგის ტვინის სტიმულატორი-იმპლანტანტი Eon Mini. მისი მცირე ზომის მიუხედავად, მის აკუმულატორს ანალოგებზე ხანგრძლივად მუშაობა შეუძლია და მისი მოქმედების ვადა ათ წლამდეა. პაციენტისათვის ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა ათწლიან შუალედებში შესარულებს თავის ფუნქციას. აკუმულატორის ათწლიანი ვადა პაციენტს ზედმეტ ხარჯსა და ხშირ ოპერაციებს ააცილებს. ამ პორტატული ტექნიკის საშუალებით პაციენტს შეუძლია თამამად იაროს, წავიდეს საყიდლებზე, იმოძრაოს შეუზღუდავად. მისი იმპლანტაცია შესაძლებელია ორგანიზმში ღრმად, რათა ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.
Eon Mini-ს დამატებით გააჩნია შემდეგი თვისებები:
• გაუმჯობესებული მიკროჩიპი და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგია (NeuroDynamix™), რომელიც მუდმივად არგულირებს აკუმულატორის მოქმედების ეფექტურობას და ზოგიერთ მომენტში ზოგავს კიდეც მას;
• ენერგიის მუდმივი ბრუნვა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს აკუმულატორის მუდმივ მუშაობას;
• გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს ერთდროულად რვაზე მეტ მტკივნეულ წერტილზე იმოქმედოს.
ნანახია: 2863 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით