ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24610]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9200]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8987]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8178]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7723]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

ალკოჰოლიზმის პრობლემის ამერიკული თვალთახედვა

ავტორი: დავით არველაძე, შინაგანი სნეულებანი, ჯეიმსთაუნი, ნიუ იორკი


სიხშირე: ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 60% ალკოჰოლს მიირთმევს. ამათგან 40%-ზე მეტს დროებით მაინც ჰქონია ალკოჰოლიზმის პრობლემა. ზოგადად ლოთების 95% ნორმალურად გამოიყურება და არაფრით განირჩევა ჩვეულებრივი ადამიანისგან, მათი მხოლოდ 5%-ია ,,ბომჟი”.

ეკონომიკური და სოციალური ასპექტი:
ალკოჰოლით ვაჭრობას აშშ-ში ყოველწლიურად 300 ბილიონამდე დოლარი შემოაქვს; ყოველწლიურად ალკოჰოლის მიზეზით იღუპება 22 ათასი და ავადდება 2 მილიონი ადამიანი. ჯანმრთელობის ბიუჯეტის 15 დან 25% მდე მიაქვს ამ ფონზე განვითარებულ ღვიძლის დაავადებებს, პანკრეატიტს, გულყრებს.

ქრონიკული დაავადების მოდელი: ალკოჰოლიზმის განხილვა ქრონიკულ დაავადებად (მაგ. როგორც ჰიპერტენზიის ან დიაბეტისა) უფრო ეფექტურ მკურნალობას იძლევა შედეგად. ალკოჰოლიზმი განპირობებულია როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორებით.

როგორ ვსაზღვრავთ მიღებული სასმელის რაოდენობას?
ალკოჰოლის 10 გრამი უდრის ერთ ქილა ლუდს, ერთ საშუალო ზომის ჭიქა ღვინოს და ერთ პატარა ჭიქა 40%-იან არაყს. პაციენტმა შეიძლება თქვას, ერთ-ორ სასმისზე მეტს არ ვსვამო, მაგრამ გულისხმობდეს დიდ დასალევ ჭურჭელს. არსებობს მითი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ: ერთი ჭიქა საათში სიმთვრალეს არ იწვევსო (!), ეს მაშინ, როცა მსმელი იწონის 90 კილოგრამს ან მეტს და არა უფრო ნაკლები წონის მამაკაცებში და, მით უმეტეს, თუნდაც იგივე გაბარიტების ქალებში.
დაავადების კურსი:
როგორც წესი, სერიოზული პრობლემის შემდეგ (მაგ. ავტოავარია) ალკოჰოლიკები სმას წყვეტენ (რამოდენიმე დღე, ზოგჯერ წელი), მაგრამ ხშირად უბრუნდებიან ამ ჩვევას მოგვიანებით, ზოგნი ლიმიტს ისახავენ, მაგ. არა უმეტეს ორი სასმისისა დღეში, ან სვამენ მხოლოდ შაბათ-კვირას.
რა განსხვავებაა მავნედ გამოყენებასა და მავნედ შეჩვევას შორის:
მავნედ გამოყენება მიესადაგება ყველა იმ შემთხვევას, რომელიც მავნედ შეჩვევის კრიტერიუმებს ბოლომდე არ აკმაყოფილებს (ცხრილი 1, 2).
ალკოჰოლიზმის თანმხლები დაავადებები:
გულსისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილის ძირითადი მიზეზია, მათ სიხშირით მოსდევს: სიმსივნეები, უბედური შემთხვევები, თვითმკვლელობები. სხვა თანმხლებ დაავადებებს შორისაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ჰეპატიტი, პერიფერიული ნეიროპათიები, მიოპათიები, იმპოტენცია, ატაქსია, ტრემორი, გულყრები. საშუალოდ ალკოჰოლიკებს 3-დან 8-მდე სამედიცინო პრობლემა აქვთ, რომელთაგანაც 90% ალკოჰოლის მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
ლაბორატორიული დიაგნოზი:
გამაგლუტამილ ტრანსფერაზის მომატება ყველაზე სენსიტიური ტესტია ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების დასადგენად. ალკოჰოლიკებში ხშირია ერითროციტების მაკროციტოზი.
ფსიქიატრიული დარღვევები:
დეპრესია, ნევროზი, ფსიქოზი, აზროვნების დარღვევები, უძილობა ხშირია ალკოჰოლის ჭარბი ხმარებისას. 4 კვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამების გავლის შემდეგ დეპრესირებულთა რიცხვი 40%-დან 6%-მდე ჩამოდის. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ზოგჯერ არ არის საკმარისი. ფსიქოზები ხშირად ვითარდება მოხსნის სინდრომისას ისევე, როგორც ინტოქსიკაციისას. ალკოჰოლის თავის დანებების შემდეგ ცნობიერების დარღვევები და უძილობა უფრო მეტ ხანს გასტანს (ექვს თვემდეც კი). სტატისტიკური მონაცემებით ჭარბად სვამს შიზოფრენიით დაავადებულთა 47%, მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომით – 56% და ნევროზით კი 25%.
მკურნალობის სტადიები:
პრობლემის იდენტიფიკაცია
ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის დროული იდენტიფიკაცია, პაციენტმა ექიმს შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს, მაგრამ უფრო ხშირად იგი მიდის უკვე თანმხლები პრობლემით (მაგ. პოდაგრა, ეზოფაგური რეფლუქსი, აჩქარებული პულსი და მომატებული წნევა). ითვლება, რომ 15 წუთიანი საუბარი პაციენტთან ალკოჰოლის მავნებლობისა და თავის დანებების შესახებ მნიშვნელოვნად ზრდის ავადმყოფის მიერ ჯანსაღი წესით ცხოვრების დაწყების შანსს.
დეტოქსიფიკაცია
მოხსნის სიმპტომები ჩნდება 8 საათის შემდეგ ბოლო დალევიდან და შეიძლება გასტანოს 2-3 დღემდე.
ვის სჭირდება წამალი?
უნდა გავარკვიოთ რამდენს სვამდა პაციენტი და ჰქონდა თუ არა მას ადრე მოხსნის სიმპტომები ალკოჰოლის დანებების მცდელობისას. თუ პაციენტი ყოველ დილით სვამს იმიტომ, რომ ხელები უკანკალებს, მაშინ მკურნალობა აუციელებელია. ასევე აუცილებელია მკურნალობა იმ პაციენტებისათვის, რომლებიც დღეში მიირთმევენ 1 ბოთლ ღვინოს, 6 ქილა ლუდზე მეტს ან 6 ჭიქა კონიაკზე მეტს.
რა წამლები გამოიყენება?
ძირითადად ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგ: ქლორდიაზეპოქსიდი, ლიბრიუმი, ვალიუმი. ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები (ლორაზეპამი, ატივანი) ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან შესაძლოა მოხსნის სიმპტომების განვითარება დოზებს შორის და დოზის ნელნელა შემცირებისას. დაახლოებით 25მგ ექვს საათში ერთხელ ინიშნება ალკოჰოლის საშუალო რაოდენობით (1ლ ღვინო დღეში) მომხმარებლებში. პაციენტი, რომელიც მეტი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს შეიძლება მეტ დოზასაც საჭიროებდეს (50მგ 6 საათში ერთხელ). ავადმყოფის არასასურველზე მეტი სედაციის შემთხვევაში წამალი ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ ან ნაკლები დოზით (25მგ).
რეაბილიტაცია:
ფსიქოთერაპიული ჩარევა:
გავზარდოთ მოტივაცია ალკოჰოლის თავის დანებებისათვის; გავარჩიოთ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, მაგ: სამართლებრივი, სოციალური, სამსახურებრივი; დავხვეწოთ მათი კომუნიკაციის, დასვენებისა და გართობის, ცხოვრებისეულ პრობლემებთან თავის გართმევის უნარ-ჩვევები.
რეციდივის პრევენცია:
მოვარიდოთ მაღალი რისკის სიტუაციებს, შემოვიყვანოთ მათ საახლობლო წრეში ალკოჰოლისაგან შორს მყოფი ადამიანები, ვურჩიოთ მათ გართობის საშუალებები ალკოჰოლის გარეშე. ამერიკაში არის ანონიმური ალკოჰოლიკების სერვისი (AA - Alcoholic Anonymous), სადაც იკრიბებიან ადამიანთა ჯგუფები, საუბრობენ თავიანთ პრობლემაზე და მათგან თავის დაღწევის პირად გამოცდილებაზე. მკურნალობის შედეგს გარკვეულწილად განაპირობებს პაციენტის მკურნალობამდე არსებული კონდიცია. უფრო ხშირად ალკოჰოლს ეფექტურად ანებებენ თავს დაქორწინებული ადამიანები, ისინი, ვინც ჯერაც მუშაობენ, ვისაც აქვთ სახლი და ჰყავთ მეგობრები, რომლებიც არ სვამენ. ადრეული ინტერვენცია შედეგს აუმჯობესებს.
წამლები:
დისულფირამი (ანტაბუსი) – რეკომენდირებული არ არის; აქვს ბევრი სამედიცინო წინააღმდეგჩვენება და უკურეაქცია; პაციენტს შეუძლია შეწყვიტოს წამალი და სმას მიუბრუნდეს;
ნალტრექსონი (ოპიატების ანტაგონისტი) _ იწვევს სწრაფ დათრობას. გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, თავის ტკივილი, სედაცია, ზოგადად კარგად აიტანება. წინააღმდეგნაჩვენებია იმ ადამიანებში, ვინც ქრონიკულად ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებზეა.
აკამპროსტატი (გლუტამატისა და გამაამინობუტირატის რეცეპტორების მოდულატორი) _ ეფექტურად გამოიყენება ევროპის ქვეყნებში, არ არის წინააღმდეგნაჩვენები პარალელურად ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებისას, კარგად აიტანება.
რა წამლებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად გამოწერისას:
ალკოჰოლიკებში საფრთხილოა ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების გამოწერა. პოტენციური პრობლემებია: ინტოქსიკაცია, უბედური შემთხვევების რისკისა და ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა. ასეთ წამლებს შორისაა საძილე და დამაწყნარებელი პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკული საშუალებები.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ვერც ერთი წამალი ვერ მოქმედებს ეფექტურად ავადმყოფის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის გარეშე.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ალკოჰოლის მოხმარება ძალიან ხშირად წარმოადგენს ამა თუ იმ გადაუჭრელი სულიერი პრობლემისაგან თავის დაღწევის საშუალებას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების ყურადღებით გამოკითხვა, ვინაიდან ჭარბი სმის მიზეზი ხშირად დეპრესია ან ნევროზული მდგომარეობაა და მათ უკან არსებული, ცნობირებაში დამალული სულიერად დამთრგუნველი ფიქრები და ემოციები.

ნანახია: 5566 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.