ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინჟინრებმა სმარტფონებისათვის, ულტრაბგერის სპეციალური, პატარა ზომის გადამწოდი შექმნეს. მართალია, მცირე ზომის ეკრანი ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ კლინიკის გარეთ აღნიშნული მეთოდით გამოკვლევის ჩატარება სასარგებლო იქნება. უკეთესად შეფასებისთვის კი ექიმს მიღებული მონაცემების კომპიუტერის დიდ ეკრანზე გადაგზავნა შეეძლება.
იმისათვის, რომ ულტრაბგერის USB გადამწოდი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი ყოფილიყო, გადამწოდის დიზაინისა და ფუნქციონირების ყველა ასპექტი გაითვალისწინეს. ამგვარად მათ მიიღეს ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც მობილურის ეკრანზე შესაძლებელია თირკმლის, ღვიძლის, შარდის ბუშტისა და თვალების ულტრაბგერითი გამოსახულების მიღება, ასევე პროსტატისა და საშვილოსნოს სკრინინგი და ბიოფსია. სისხლძარღვთა სპეციალური გადამწოდი კი ვენებისა და არტერიების ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
დევიდ ზარის (კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის მკვლევარი) აზრით, მათ მიერ შექმნილი ხელსაწყო განსაკუთრებით სასარგებლო განვითარებადი ქვეყნების კლინიცისტებისთვის იქნება, რომელთათვისაც თანამედროვე ულტრასონოგრაფიული აპარატები ძვირ ფუფუნებას წარმოადგენს. მათ მობილური ტელეფონით მიღებული გამოსახულების გაგზვნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლებათ, რაც გააიოლებს ზუსტ დიაგნოსტირებას. სმარტფონებისათვის საჭირო ულტრაბგერის გადამწოდები და პროგრამა 2 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება, მაშინ, როცა ჩვეულებრივი პორტატული ულტრასონოგრაფის ფასი 30 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
ნანახია: 3616 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით