ბრიტანულ კლინიკებში დაიწყო ექსპერიმენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის სფეროში. მიოკარდიუმის ინფარქტ გადატილი პაციენტების გულის კუნთში შეჰყავთ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ჩაენაცვლება მიოკარდიოციტებს.
კვლევის პირველი ეტაპი ლონდონის კლინიკებში ხორციედება და მათი წარმატების შემთხვევაში ეს შედარებით უსაფრთხო და დაბალი ღირებულების მეთოდი დიდი ბრიტანეთის სხვა კლინიკებშიც დაინერგება.
კუნთოვანი ქსოვილის წინამორბედი ღეროვანი უჯრედები გამოიყოფა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებისაგან და შეყვანილი იქნება კორონარულ არტერიაში, საიდანაც ისინი გულის კუნთის დაზიანებულ უბანში მოხვდება.
მანიპულაცია დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვს, რადგანაც ღეროვანი უჯრედების შეყვანა სტენტირების დროს განხორციელდება. ღეროვანი უჯრედების შეყვანა იმ ზონდით მოხდება, რომლითაც სტენტი შეჰყავთ ბლოკირებულ არტერიაში.
ახალი მეთოდის ლაბორატორიულმა კვლევებმა წარმოაჩინა, რომ ძვლის ტვინიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები მართლაც იწვევს გულის კუნთის ნაწილობრივ რეგენერაციას.
კვლევის პირველ ეტაპში ჩართული იქნება 100 პაციენტი. ღეროვან უჯრედების ინექცია მხოლოდ 50 პაციენტში განხორციელდება. დანარჩენი პაციენტები საკონტროლო ჯგუფს შეადგენენ: მათ კორონარებში ღეროვანი უჯრედებისაგან თავისუფალ პლაზმას შეიყვანენ.
ნანახია: 6564 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით