იმპლანტაციური კარდიოვერსიული დეფიბრილატორები ორჯერ უფრო ხშირად გამოიყენება მამაკაცებში
ავტორი: Lancet 2007; 370:1219-29
ორი ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები ნაკლებად გამოთქვამენ სურვილს იმპლანტაციურ კარდიოვერსიულ დეფიბრილატორებზე, რაც უარყოფითად მოქმედებს მათი ჯანმრთელობის საერთო შედეგზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოგონება მნიშვნელოვნად არ ზრდის ცხოვრების ხარისხს ან იცავს სიკვდილიანობისგან.
ერთერთი ასეთი კოჰორტული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით და კარდიომიოპათიით, მამაკაცები ორჯერ და სამჯერ უფრო ხშირად მიმართავდნენ იმპლანტაციური კარდიოვერსიული დეფიბრილატორებით მკურნალობას ქალებთან შედარებით, მაგრამ მკურნალობის ასეთმა მეთოდმა ვერ აჩვენა განსხვავება სიკვდილიანობის შემცირებასთან დაკავშირებით მათ შორის. ასეთი შედეგები დამაბნეველი და ძნელად ასახსნელია: - განაცხადა სარედაქციო საბჭომ.
ნანახია: 3609 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით