საიმპლანტაციო დეფიბრილატორები ყოველთვის იდგა გულთან სადენების კორექტული კონტაქტის მოშლის რისკის წინაშე, ამიტომაც ქირურგიული გზით მათი შეცვლა ხშირად იყო საჭირო. Cameron Health, a San Clemente, California ამჟამად ცდის ახალ საიმპლანტაციო დეფიბრილატორს, რომლის განთავსება კანქვეშაა შესაძლებელი. იგი გულს სადენებით არ უკავშირდება.
MIT Tech მიმოხილვის მიხედვით: Cameron-ის დეფიბრილატორის სადენები განთავსებულია კანსა და ნეკნებს შორის. თავად ხელსაწყო კი კანქვეშ, იღლიის ფოსოს ქვემოთ, განსხვავებით ჩვეულებრივი საიმპლანტაციო დეფიბრილატორისგან, რომელსაც გულმკერდის ღრუში ათავსებენ. თუ უკანასკნელი თითოეული განმუხტვისას 30 ჯოულ ენერგიას გამოყოფს, კანქვეშა საიმპლანტაციო დეფიბრილატორისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 80 ჯოულია.
„ახალი ხელსაწყოს უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი უფრო კარგად აღიქვამს გულში არსებულ ელექტრულ ხმაურს, რის გამოც მისი შეცდომით განმუხტვის რისკი გაცილებით დაბალია“ – აცხადებს ენდრიუ გრეისი, პაპუორტის საავადმყოფოს კარდიოლოგი (კემბრიჯი, ინგლისი).
ახალი საიმპლანტაციო დეფიბრილატორის ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა მსგავსია სხვა საიმპლანტაციო დეფიბრილატორებისა და 5 წელს შეადგენს.
ნანახია: 4300 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით