NASA-ს ლაბორატორია დამხმარე ენდოსკოპის MARVEL-ის (Multi-Angle and Rear Viewing Endoscopic tool (მრავალკუთხოვანი და უკანმდებარე სტრუქტურათა დასათვალიერებელი ენდოსკოპიური ხელსაწყო)) შექმნაზე მუშაობს. ამ ინსტრუმენტს ენდოსინუსთა ქირურგიაში პირი ღრუს სტომატოლოგიური სარკის ფუნქცია ექნება; იგი გამოყენებას ნეიროქირურგიაშიც ჰპოვებს, ქალას ფუძეზე მანიპულაციების ჩასატარებლად.
NASA ამ ხელსაწყოს შესახებ: დღეს არსებული, ჩვეულებრივი ენდოსკოპი გამომკვლევ პირს უპირატესად ფრონტალური ხედით უზრუნველყოფს, რადგან მხედველობა ინსტრუმენტის სიგრძივი ღერძის გასწვრივაა მიმართული და აქედან გამომდინარე იმ სტრუქტურების დათვალიერებაა შესაძლებელი, რომლებიც ენდოსკოპის გაგრძელებაზე მდებარეობს. MARVEL-ისთვის მისაწვდომია ყველა ეს უბანი, თუმცა მისი საშუალებით თითქმის ყველა სასურველი კუთხის დანახვაა შესაძლებელი. მიღებული გამოსახულება ჩვეულებრივი ენდოსკოპის მონიტორზე აისახება. მაგ., როდესაც ქირურგი სიმსივნეს ჩვეულებრივი ენდოსკოპით წინიდან ათვალიერებს, პარალელურად შეუძლია MARVEL-ით ამ სიმსივნის გვერდიდან და უკნიდან დანახვა, რაც მას ქირურგიული იარაღების პოზიციის შესახებ წარმოდგენას უქმნის, რასაც ამ სიმსივნის ამოკვეთაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, MARVEL-ი იმ სტრუქტურების დასათვალიერებლადაა მოწოდებული, რომელთა ფრონტალური ხედი მიუწვდომელია. მას აქვს ენდომაკრატლის წვერზე განთავსებული მინიატურული კამერა და რადიოგადამცემი. რადიოგადამცემის არსებობა გამორიცხავს გადამყვანი მავთულების არსებობას.
ნანახია: 2888 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით