სინათლის სხივებით აქტივირებული წამლის ნანოტრანსპორტერები
ავტორი: www.medgadget.com
სპეციფიური ქიმიური ნივთიერებებისა და „გონიერი“ ტექნოლოგიების საშუალებით UCLA-ს მეცნიერებმა უჯრედშიდა ტრანსპორტის უნიკალური საშუალებების შექმნა შეძლეს – უნიკალური გადაადგილებადი უჯრედშიდა ნანონაწილაკები, რომლებიც „ნანოძრავების“ საშუალებით მოძრაობენ. ისინი ხელოვნურად აქტივირდება და შიგთავსს გამოისვრის სინათლის სხივის ზემოქმედებისას. ეს თვისება უზრუნველყოფს წამლის ზუსტ დამიზნებას სიმსივნური უჯრედებისათვის. ნანონაწილაკები დაფუძნებულია მეზოფორულ კვარცზე, რომელიც საკმაოდ საინტერესო ნივთიერებაა თავისი თვისებებით. UCLA მკვლევარებმა მეზოფორული კვარცის ნანონაწილაკებთან ერთად გამოიყენეს აზობენზინი შიდა ფორების შესაფუთად. აზობენზინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია რხევა ორ განსხვავებულ კონფორმაციას შორის სინათლის სხივის ზემოქმედებისას. ადამიანის კიბოს უჯრედებს, „in vitro“, დაუმატეს ნანონაწილაკები და გააჩერეს სიბნელეში. ნაწილაკებზე სინათლის სხივების მოხვედრისას, მოხდა ნანოძრავების ეფექტის ჩართვა და შიგთავსის გამოთავისუფლება. ნაწილაკის ფორები შესაძლოა დაიტვირთოს საღებავის ან კიბოს საწინააღმდეგო წამლის მოლეკულებით. სინათლის სხივის მოქმედების საპასუხოდ ადგილი აქვს საკმაოდ სხარტ მოძრაობებს, რაც განაპირობებს მოლეკულების გამოთავისუფლებას და უჯრედთან „დაჯახებას“. კონფოკუსირებული მიკროსკოპული გამოსახულებები მოწმობს, რომ მოძრაობების ზუსტი განსაზღვრა და რეგულირება შესაძლებელია სინათლის სხივის ინტენსივობის, დროისა და ტალღის სიგრძის საშუალებით. „ჩვენ განვავითარეთ ისეთი მექანზმი, რომელიც უზრუნველყოფს მცირე მოლეკულების გამოთავისუფლებას სითხეებსა და ბიოლოგიურ გარემოში სინათლის სხივის ზემოქმედებისას” – განაცხადეს მეცნიერებმა.
ნანახია: 3465 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით