ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24604]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9198]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8984]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8176]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7721]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში

ავტორი: გ. ფირცხალაიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა ­­დოქტორი, თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, „ინტერკლინიკა“
G. Pirtskhalaishvili, Aladashvili Clinic of TSMU
Fibrocolonoscopy in Differential Diagnostics of Intestinal Haemorrhage

>>  Within the last years is designated increase of number of the colon diseases frequently complicated with intestinal haemorrhage (4, 5, 6). Colon haemorrhage is one of the severe complications topical diagnostic of which is connected with some difficulties, preventing choice of the correct tactics. Under our observation were 115 patients.
Finally, on the basis of the abovementioned we can conclude that colonoscopy is a high-performance method in differential diagnostics of intestinal haemorrhage enabling to choose correct tactics of treatment in time.


შესავალი
უკანასკნელ წლებში აღინიშნება მსხვილი ნაწლავის იმ დაავადებათა რიცხვის ზრდა, რომლებიც ხშირად რთულდება ნაწლავური სისხლდენით. (4, 5, 6). მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა არის ერთ-ერთი მძიმე გართულება, რომლის ტოპიკური დიაგნოსტიკა დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, რაც ხელს უშლის მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას.
ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში კოლონოსკოპია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მეთოდს (1, 10, 16). ამ ავტორთა აზრით სისხლდენის მიზეზები დადგენილი იქნა 78-94%-ში.
კვლევის მასალა და მეთოდები
ჩვენი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 115 ავადმყოფი, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ ქ. მოსკოვის მე-3 ინფექციურ, კილნიკურ საავადმყოფოში დიაგნოზით “ნაწლავური სისხლდენა”.
ნოზოლოგიების მიხედვით ავადმყოფთა განაწილება ნაჩვენებია ცხრილში 1.
მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე (სურათი 1). მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს სისხლდენის სიხშირე მერყეობს 9%-დან 80-მდე (8). პროფუზული სისხლდენა აღინიშნება მნიშვნელოვნად იშვიათად 2-4%-ში. ავტორთა უმრავლესობა სისხლდენას აღნიშნავს მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრის დაზიანების დროს (7, 16). მსხვილი ნაწლავის კიბო დიაგნოსტირებული იქნა 46 შემთხვევაში, მათ შორის ეგზოფიტურად მზარდი 21 შემთხვევაში. 10 ავადმყოფში დიაგნოსტირებული იქნა კიბოს პოლიპისმაგვარი ფორმა, 6 - ხაოიანი და 5 - კვანძოვანი ფორმა. კიბოს პოლიპისმაგვარი ფორმა მაკროსკოპულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პოლიპისაგან. საბოლოო დასკვნა შესაძლებელია მხოლოდ ბიოპტატის მორფოლოგიური შესწავლის შემდეგ. ენდოფიტურად მზარდი კიბო (სურათი 2). დიაგნოსტირებული იქნა 25 შემთხვევაში, მათ შორის ფინჯნისებური ფორმა 9, ინფილტრაციული 11 და მუფტოიდური ანუ მასტენოზირებელი - 5. კოლონოსკოპიის დროს გამოვლენილი იქნა ის ირიბი ნიშნები, რომლებიც ადასტურებენ მსხვილ ნაწლავში სისმსივნის არსებობას. ძირითადად ამ ნიშანს წარმოადგენს ნაწლავის სანათურში სისხლის არსებობა სისხლის კოლტების ან კედლებზე ნადებების სახით. ნაწლავის სანათურში სისხლის არსებობა წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის ტოტალური დათვალიერების აბსოლუტურ ჩვენებას.
პოლიპებიდან (სურათი 3) სისხლდენა შეადგენს საშუალოდ ნაწლავური სისხლდენების 30%-ს (9). ის ხასიათდება ხშირი რეციდივებით, რაც იწვევს ანემიის განვითარებას (20). ზოგიერთი ავტორის აზრით პოლიპები მსხვილი ნაწლავის დაავადებათა 3,4-22%-ს შეადგენს (14, 18). პოლიპებიდან სისხლდენის მიზეზად ითვლება პოლიპის თავის სისხლძარღვის აროზია (11, 15), რომლის პირობასაც ხშირად წარმოადგენს შეკრულობა, მკვრივი განავლოვანი მასებით, სისხლძარღვის დაზიანება და სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება. (11, 17, 19) მსხვილი ნაწლავის პოლიპი დიაგნოსტირებული იქნა 23 ავადმყოფში, მათ შორის 21 შემთხვევაში სიგმოიდურ ნაწლავში, 1- სწორ ნაწლავში და 1- განივ კოლინჯში. 14 შემთხვევაში დიაგნოსტირებული იქნა ერთეული პოლიპი, 7- ჯგუფური და 2- მრავლობითი. პოლიპის ზომების მატებასთან ერთად უფრო ხშირად გვხვდებოდა შერეული ადენოპაპილომატოზური ფორმები. 5 შემთხვევაში დიაგნოსტირებული იქნა ხაოიანი სიმსივნე, (სურათი 4) რომელსაც ეპითელიალურ წარმონაქმნებს შორის მაღალი მალიგნიზაციის ინდექსის გამო განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კვანძოვანი ფორმის ხაოიანი სიმსივნე დიაგნოსტირებული იქნა 2 შემთხვევაში, ხალიჩისებური 1 და განფენილი 2 შემთხვევაში.
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზის (სურათი 5) დროს სისხლდენა აღინიშნება 20-30%-ში (3) ამ დროს სისხლდენა შეიძლება იყოს მასიური, ხშირი რეციდივებით ავადმყოფთა 40-50%-ში. მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი დიაგნოსტირებული იქნა 23 შემთხვევაში, მათ შორის 6 ავადმყოფში დივერტიკულიტის მოვლენებით.
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის (სურათი 6) დროს სისხლდენის სიხშირე მერყეობს 3%-დან 12%-მდე (2,13).
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი დიაგნოსტირებული იქნა 25 შემთხვევაში, მათ შორის 11 შემთხვევაში ზომიერი აქტივობის ფაზაში და 6 შემთხვევაში მაქსიმალური აქტივობის ფაზაში.
კრონის დაავადების დროს მონაცმები სისხლდენის სიხშირის შესახებ განსხვავებულია (12). გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება მსხვილი ნაწლავის დაზიანების ლოკალიზაციას. რაც უფრო დისტალურად არის დაზიანებული მსხვილი ნაწლავი, მით უფრო დიდია სისხლდენის ალბათობა. კრონის დაავადება დიაგნოსტირებული იქნა 2 შემთხვევაში. ამებური კოლიტის დროს, რომელიც დიაგნოსტირებული იქნა 6 შემთხვევაში ენდოსკოპიურად აღინიშნება ბრმა და აღმავალი კოლინჯის მრავლობითი, ღრმა, 1,5-2,0 სმ.-მდე დიამეტრის, ფიბრინით დაფარული წყლულოვანი დეფექტების არსებობა, ლორწქვეშა ფენის დაზიანებით, ზოგჯერ კუნთოვან შრემდე.
ამრიგად, ზემოთაღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოლონოსკოპია წარმოადგენს მაღალეფექტურ მეთოდს ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად ავირჩიოთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა.

ლიტერატურა

ნანახია: 8175 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.