გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8374]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8312]

სიამის ტყუპები [7723]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5521]

კოტარდის სინდრომი [5511]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით

ავტორი: თ. ჩართოლანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაპარასკოპული ჰერნიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ. თბილისის ზ.ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინური კლინიკა
T. Chartolani, President of Georgian Laparoscopic Hernoology Association, Z.Tskhakaia Thoracoabdominal Clinic
Umbilical Hernia repair with Pyramidal Plug and Pathch

>>  The aim of this study is to present the repair of small size UH with pyramidal plug and patch. In recent years, there is an increased tendency of tension-free Mesh-plug method application in cases with small size ventral and incisional hernias . Our technique is based on fixation of so called pyramidal plug on dorsal surface of the abdominal wall, with obturation of hernia defect and onlay placmente the other pice of mesh. Material Metods: During the 2004-2006 17 patients with 6 umbilical, 8 paraumbilical and 3 troacar site hernias were operated using the mentioned technique in our department.Results: Complication were very rear and minor, only one patient develope a seroma. The median operating time was 35min (30 -50range), The median postoperative stay was 12 hour. All our patients were called in for a rutine chack-up after six mounts, one year and two years postoperatively and none of them presented with recurrent hernia. Conclusion: In our opinion, reasons like less operative trauma, low rate of complications, minimal risk of mesh migration, short hospytal stay, early return to normal activytis makes Pyramidal Plug and Patch repair a method of choice in treatment small size ventral and trocar site hernias.


შესავალი
მუცლის კედლის პირველადი თიაქრების 25-27%-ს შეადგენს ვენტრალური თიაქრები და მათგან ყველაზე ხშირია ჭიპის, პარაუმბილიკალური და ეპიგასტრალური ლოკალიზაციის თიაქრები.
ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მეტაანალიზით დადგენილია ჭიპის, პარაუმბილიკალური და ეპიგასტრალური ლოკალიზაციის თიაქრების რაოდენობის მატების ტენდენცია. ჭიპის თიაქრები გამოვლინების სიხშირით მე-3 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ საზარდულისა და პოსტოპერაციულ თიაქრებს.
R. J. Fitzgibbons, A. T. Richards, T. H. Quinn (2006) მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად სრულდება დაახლოებით 166 000 ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრის ქირურგიული კორეგირება.
ამ პათოლოგიის გამო შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მატების ტენდენცია შეიძლება აიხსნას მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებით, ჭარბი კვების პოპულაციის რაოდენობის მკვეთრად ზრდით და ამ კატეგორიის პაციენტების ქირურგიული მკურნალობის ჩვენების არეალის გაფართოებით.
ქირურგთა შორის გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, თითქოს ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების მკურნალობის საკითხი გადაწყვეტილია, მაშინ როდესაც ამ ტიპის თიაქრების ქსოვილოვანი პლასტიკის მეთოდებით მკურნალობის შედეგები ბევრად უარესია, ვიდრე საზარდულის და ბარძყის თიაქრების მკურნალობისა. ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების აუტოპლასტიკური მეთოდებით (ჰორიზონტალური ან ვერტიკალური დუბლიკატურის შექმნა) კორეგირების შემდეგ დაავადების რეციდივის მაჩვენებელი ძალიან მაღალი რჩება და სხვადასხვა ავტორის მონაცემებით მერყეობს 11-დან 58%-მდე (C.A. Courtney - 2003, O.MAskar - 1978, A.Musca - 1967), ხოლო დაჭიმვისაგან თავისუფალი თიაქარპლასტიკის მეთოდების გამოყენების შემდეგ დაავადების რეციდივის მაჩვენებელი მცირდება 2-4%-მდე (P.K. Amid et all. -1994; A. Arroy - 2001, S.N. Sinha - 2004).
შრომის მიზანი
უკანასკნელ წლებში მცირე ზომის ვენტრალური (ჭიპის, პარაუმბილიკალური, ეპიგასტრალური) და პოსტოპერაციული (ტროაკარული, დრენირების შემდგომი) თიაქრების კორექცისას, რიგი ავტორებისა ოპერაციული ტრავმის და მედიკო-სოციალური რეაბილიტაციის ვადების შემცირების და კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად, სულ უფრო ხშირად იყენებენ თიაქარპლასტიკის ე.წ. mesh-plug მეთოდიკას. ქირურგების მიერ ამ მიზნით გამოიყენება როგორც გრაგნილის მაგვარად დახვეული პროლენის ბადეები და Bard&Davol Perfix Plug-ი, ასევე PHS (Prolene Hernia System) და Gore Hernia Plug-ი.
ამ ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებამ გვანახა „meshoma“-ის ფორმირებით და საცობის მიგრაციით გამოწვეული დაავადების რეციდივის მაღალი მაჩვენებლები როგორც საზარდულის, ასევე ვენტრალური თიაქრების კორეგირების შემდგომ, ხოლო Prolene Hernia System-ის გამოყენების არეალი, სისტემის კონექტორის სტანდარტული ზომიდან გამომდინარე (დიამეტრი 1,91 სმ, სიმაღლე 1,27 სმ), ჩვენი აზრით, შეზღუდულია. აქვე უნდა ავღნიშნოთ Perfix Plug-ისა და PHS-ის მაღალი თვითღირებულება.
ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდიკა ეფუძნება ე.წ. პირამიდული საცობით მუცლის კედლის დორზალური ზედაპირის გამაგრებას, იმავდროულად კუნთ–აპონევროზული დეფექტის ობტურაციით. მოწოდებული მეთოდი გამორიცხავს საცობის მიგრირებას. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია ლოკალური და რეგიონული ანესთეზიით.
მასალა და მეთოდები
ქ. თბილისის თორაკო-აბდომინურ კლინიკაში 2004 – 2006 წლეებში პირამიდული საცობის გამოყენებით კორეგირებული 6 ჭიპის, 8 პარაუმბილიკალური და 3 ტროაკარული თიაქარი. პაციენტთა შერჩევა ხდებოდა იმ კონტიგენტში, რომელთაც სხვა ლოკალიზების თანმხვედრი თიაქრების არსებობა გამოერიცხათ და კუნთ-აპონევროზული დეფექტის მაქსიმალური დიამეტრი არ აღემატებოდა 2-2,5 სმ-ს. ოპერირებული იყო 12 ქალი და 5 კაცი, პაციენტთა საშუალო ასაკმა შეადგინა 32 წელი (25-დან 54 წლამდე). ათი ოპერაცია შესრულდა ადგილობრივი ანესთეზიით. ზოგადი გაუტკივარება სამ შემთხვევაში გამოყენებული იყო თანმხვედრი პროცედურის გამო (საშვილოსნოს ამპუტაცია ფაინშტეინის განაკვეთიდან), ხოლო ოთხ შემთხვევაში – პაციენტთა მოთხოვნის საფუძველზე.
ოპერაციის ტექნიკა
ჩვენს მიერ მოწოდებული მეთოდიკის არსია იმპლანტანტის პრეპერიტონული განთავსებით კუნთაპონევროზული დეფექტის დორზალური გამაგრება, თიაქრის კარის ერთდროული ობტურირებით (სურათი 1).
საცობის ფორმირებას ვახდენდით შემდეგნაირად:
15X15 სმ ზომის პროლენის ბადის ცენტრალურ ნაწილს ეკერება ბადის მეორე ნაჭერი (4X4 სმ) პროლენის ძაფის ოთხი კვანძოვანი ნაკერით. ძაფის ბოლოები არ იკვეთება (სურათი 2)
რის შემდეგ ბადის ოთხივე კიდე წარმოქმნილი კვადრატის მიმართულებით იჭრება ისე, რომ შეიქმნას სამკუთხედის ფორმის ქიმები (სურათი 3).
წარმოქმნილ ქიმებს ზედა მესამედის დონეზე ედება განუწყვეტელი ნაკერი (სურათი 4), რომლის გაკვანძვის შედეგად ფორმირდება პირამიდისმაგვარი საცობი (სურათი 5).
ოპერაციის არსი მდგომარეობს შემდეგში: თიაქრის კარის გუმბათზე ტარდება განივი მიმართულების 4-5 სმ სიგრძის განაკვეთი - იკვეთება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი (სურათი 6). სრული ჰემოსტაზისა და თიაქრის კარის მობილიზაციის შემდეგ, კუნთ-აპონევროზული დეფექტის მთელი პერიმეტრი, სულ მცირე 3-4 სმ-ის რადიუსით შრევდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისაგან (სურათი 7).
დეფექტის კიდეებიდან თიაქრის პარკის გამონთავისუფლების შემდეგ საჩვენებელი თითით ან დიდი ზომის ფილთის თიაქრის კარში ტამპონირებით, პერიტონიუმის ფურცელი შრევდება მუცლის წინა კედლის უკანა ზედაპირისგან, იმ გათვლით, რომ შექნილ პრეპერიტონულ სივრცეში თავისუფლად განთავსდეს 4X4 სმ-ის ზომის იმპლანტანტი (სურათი 8).
სრული ჰემოსტაზის უზრუნველყოფის შემდეგ საცობის კიდეებზე დადებული კვანძების ბოლოები საჭირო სიმეტრიით თიაქრის კარის უკანა ზედაპირიდან ტრანსფასციალურად გამოგვაქვს წინა ზედაპირზე, რის შემდეგაც საცობი თავსდება პრეპერიტონალურ სივრცეში, ეძლევა საჭირო მდებარეობა, ტრანსფასციალური ძაფის ბოლოები იჭიმება და იკვანძება (სურათი 9).
ძაფის ბოლოები კვლავ არ იჭრება და მასზე ფიქსირდება ბადის მეორე ნაჭერი. ჭრილობა იხურება ყრუდ (სურათი 10, 11).
შედეგად ვღებულობთ დაჭიმვისაგან თავისუფალი თიაქარპლასტიკის sublay და onlay მეთოდების კომბინაციას, ობტურირებული დეფექტით. მუცელშიდა წნევა ზრდის დეფექტის ობტურირების ხარისხს და განაპირობებს ტრანსფასციალური ნაკერებით დაკავშირებულ ბადის ორი ნაჭრის, როგორც ერთი სისტემის ფუნქციონირებას. ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს ტრანსპლანტანტის საიმედო ფიქსაციას და გამორიცხავს მის მიგრაციას (სურათი 12).
შედეგები:
პირამიდული ბადით კორეგირებული იყო ჭიპის და პარაუმბილიკური ლოკალიზაციის თოთხმეტი პირველადი თიაქარი და სამი პარაუმბილიკური ტროაკარული თიაქარი. მათგან, სამ პაციენტს გაუკეთდა სიმულტანური ოპერაცია (ჰისტერექტომია), ხოლო ერთ შემთხვევაში შესრულდა საზარდულის ორმხრივი პლასტიკა Uaghary-ის მეთოდით. კუნთ-აპონევროზული დეფექტის ინტრაოპერაციული ზომები მერყეობდა ერთიდან სამ სანტიმეტრამდე. ექვს შემთხვევაში, როდესაც დეფექტის დიამეტრი ჭარბობდა 1 სმ-ს, საცობის იმპლანტირების შემდეგ პრეფასციალურად ვათავსებდით ბადის მეორე ნაჭერს. ერთ შემთხვევეაში საცობი, რომლის ფუძე ფორმირებულ იყო Gore Sof Tissue Patch-გან, თიაქრის პარკის რეზეცირების შემდეგ განთავსდა ინტრაპერიტონულად.
თიაქარპლასტიკის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 30 წუთი (მერყეობდა 35 – 50 წუთამდე, თუ მხვედველობაში არ მივიღებთ იმ სამ შემთხვევას, როდესაც სიმულტანურად შესრულდა ჰისტერექტომია, პაციენტთა სტაციონარში დაყოვნების დრო მერყეობდა 1-დან 24 საათამდე. პოსტოპერაციული ტკივილის გამო არცერთ პაციენტს ანალგეტიკის ინექცია არ გაკეთებია. 1 შემთხვევაში განვითარდა ჭრილობის სერომა. ჩვენს მიერ გამოკითხული იყო ყველა პაციენტი. დაკვირვების 12–28 თვის პერიოდში დაავადების რეციდივი არ განვითარებულა. აბსოლუტური უმრავლესობა ცალსახად კმაყოფილია ოპერაციის შედეგით და რაც მნიშვნელოვანია, კოსმეტიკური ეფექტით. ჩვეულ ცხოვრების რითმს პაციენტთა უმრავლესობა დაუბრუნდა ოპერაციიდან 2-7 დღის პერიოდში.
დასკვნა
მცირე საოპერაციო ტრამვა, გართულებების დაბალი ალბათობა, იმპლანტანტის მიგრირების დაბალი რისკი, სტაციონარში დაყოვნების მოკლე ვადები, პაციენტთა სწრაფი მედიკო–სოციალური რეაბილიტაცია და მნიშვნელოვანი კოსმეტიკური ეფექტი, ჩვენის აზრით, მცირე ზომის ვენტრალური თიაქრების ქირურგიული მკურნალობისთვის პირამიდული ბადის გამოყენებას აქცევს არჩევის მეთოდად.

ლიტერატურა

ნანახია: 8373 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.