მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

International Planned Parenthood Federation (IPPF) სამედიცინო ბიულეტენი

ავტორი: Dr Joseph Ruminjo, Senior Clinical Manager Safe Motherhood Programme, EngenderHealth/ACQUIRE


International Planned 4 Newhams Row London, tel +44 (0)20 7939 8200 , www.ippf.org
Parenthood Federation (IPPF) SE1 3UZ United Kingdom, fax +44 (0)20 7939 8300, medtech@ippf.org
Registered UK Charity No. 229476

IMAP-ის (International Medical Advisory Panel) მოხსენება ქალის გენიტალიების ძალადობრივი დაზიანების (ქგძდ) აღმოფხვრის შესახებ (2007 წლის ოქტომბერში)

ქგძდ-ის გახშირებული შემთხვევები ეწინააღმდეგება IPPF-ის ხედვას, რომ „მსოფლიოში ყველა ქალს, მამაკაცს და ახალგაზრდას აქვს საჭირო ინფორმაციის და მომსახურების ხელმისაწვდომობის უფლება. სქესობრივი ჯანმრთელობა მიჩნეულია სიცოცხლის ბუნებრივ და უძვირფასეს ასპექტად და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად“.

ქალის გენიტალიების ძალადობრივი დაზიანება მოიცავს ყველა იმ არასამედიცინო ქმედებას, რომლის შედეგადაც ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ნაწილობრივი ან ტოტალური მოცილება ხდება. იგი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების არსებულ პრინციპებს, ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების (თუ შემთხვევა მთავრდება სიკვდილით) და ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის მიღების სტანდარტულ პრინციპს.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ბავშვებიც გახდნენ, ქგძდ-ით ბავშვთა უფლებებიც ირღვევა.
ქგძდ-ის შემთხვევები და კლასიფიკაცია
ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით სამი მილიონი გოგონა და ქალი დგას ქგძდ-ის რისკის ქვეშ. ქგძდ უპირატესად აფრიკის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშია დოკუმენტირებული. ქგძდ-ის რიცხვი იზრდება ევროპაში, ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში, ძირითადად იმ ემიგრანტების ხარჯზე, რომელთა ქვეყნებშიც ქგძდ-ის რიცხვი მაღალია.
ჯანმო-ს მიერ მოწოდებულია ქგძდ-ის შემდეგი კლასიფიკაცია:
ტიპი I. სავნებოს ნაწილობრივი ან ტოტალური მოცილება (კლიტორიდექტომია);
ტიპი II. სავნებოს და მცირე სასირცხო ბაგის ნაწილობრივი ან ტოტალური მოცილება დიდი ბაგეების გაკვეთით ან მის გარეშე (ექსციზია);
ტიპი III. საშოს შესავლის დავიწროება მოკვეთილი მცირე და/ან დიდი ბაგის ნაწიბურით კლიტორის გაკვეთით ან მის გარეშე (ინფიბულაცია);
ტიპი IV. არაკლასიფიცირებული, რომელშიც შედის ყველა სხვა ჩარევა, რომელიც იწვევს ქგძდ-ს. მაგ.: პირსინგი.
ქგძდ-ის შედეგები
ქგძდ-ის ყველა ტიპისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის მოშლის სხვადასხვა სახე. მოცილების შემდეგ გენიტალიების ქსოვილებს არ აქვთ რეგენერაციის უნარი, რაც სხვა გართულებების ხანგრძლივი მიზეზია. ქგძდ ძირითადად არაჰიგიენურ პირობებში, არაქირურგიული, არასტერილური ინსტრუმენტებით (სამართებელი, დანა, მინის ნამსხვრევი) ანესთეზიის გარეშე ხორციელდება.
ქგძდ-ის ადრეული გართულებებიდან აღსანიშნავია სისხლდენა და აუტანელი ტკივილი. გენიტალიების შეშუპება იწვევს შარდის მწვავე შეკავებას, მტკივნეულ შარდვას, მტკივნეულ და გაძნელებულ დეფეკაციას. ჭრილობის შეხორცებას დაახლოებით 8 კვირა სჭირდება და დამოკიდებულია ქგძდ-ის სიდიდეზე.
ქგძდ-ის მოგვიანებითი გართულებები ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეს
• ჭრილობის ნაწიბურში მოყოლილი ნერვული დაბოლოებები იწვევს აუტანელ ტკივილს სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია), მაშინაც კი, როცა საშო დავიწროებული არ არის და პენეტრაცია თავისუფლად ხორციელდება. მაგ.: ქგძდ-ს I და II ტიპის დროს. პენეტრაციას შევიწროებულ საშოში კი თან ახლავს ექსკორიაციების და ჰემატომების განვითარება, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
• გენიტალიების დაწყლულება და შორისის აბსცედირება ქგძდ-ს ერთერთი მნიშვნელოვანი გართულებაა. დიდია ტეტანუსის, განგრენის და ფატალური სეპტიცემიის განვითარების რისკი. მენჯის ანთებითი დაავადებების განმეორებითი შემთხვევები იწვევს მენჯისა და წელის ქრონიკულ ტკივილს. ქგძდ-ს დროს იზრდება საშარდე ტრაქტის ინფიცირების რისკი. ინფექციის აღმავალი გზით გავრცელების შეთხვევაში კი მოსალოდნელია შარდის ბუშტისა და თირკმელების დაზიანება და სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობის და სეპტიცემიის განვითარება. ქგძდ-ს თან ახლავს უნებლიე შარდვა, სექსუალური დისფუნქცია და უნაყოფობა.
•ქგძდ-ს დროს იზრდება სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ, B და C ჰეპატიტი) დაავადების რისკი, რადგან ქგძდ ძირითადად არასტერილურ პირობებში ხორციელდება.
• ქრონიკული გაღიზიანება და ანთებითი პროცესი იწვევს შარდსადენისა და საშოს დავიწროებას, რაც ვლინდება შარდის და მენსტრუალური სისხლის რეტენციით (ჰემატოკოლპოსი). დეფორმირებული სამშობიარო გზები ართულებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, რაც დაკავშირებულია როგორც დედის, ასევე ახალშობილის სიკვდილობასა და ავადმყოფობასთან. ქალები ქგძდ-ით სამეანო გართულებების მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ზოგჯერ საჭირო ხდება ქვედა სასქესო ტრაქტის ქირურგიული გახსნა (დეფიბულაცია). ამის გამო, ხშირად აუცილებელია საკეისრო კვეთა, რაც ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით რთულია და უფრო ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ქგძდ-ის II და III ტიპის დროს მშობიარობის პროცესში ახალშობილთა სიკვდილობის რიცხვი მაღალია.
•ძალიან მგრძნობიარე ქსოვილების, განსაკუთრებით კლიტორის მოცილება, კელოიდის ფორმირება და ტკივილი გავლენას ახდენს სქესობრივი აქტის ნორმალურ წარმართვაზე. აღინიშნება დეპრესია და სქესობრივი აქტის შიში.
IPPF უერთდება და მხარს უჭერს ჯანმოს და გაეროს სხვა სააგენტოებს ქალთა გენიტალიების ძალადობრიბი დაზიანების აღმოფხვრის საქმეში.
რისი გაკეთება შეუძლიათ IPPF-ის წევრ ასოციაციებს?

1997 წლიდან საქართველოში მუშაობს IPPF-ის ევროპის რეგიონის წევრი „ასოციაცია ჰერა-XXI“, რომელიც წარმოადგენს არაშემოსავლიან, მოხალისეთა ბაზაზე შექმნილ არასამთავრობო ორანიზაციას. იგი საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რათა გაუმჯობესდეს თითოეული ადამიანის, ოჯახის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

საზოგადოებრივ და ნაციონალურ დონეზე ქგძდ-ის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვან როლს წევრი ასოციაციები ასრულებენ. ისინი დინამიკაში აკვირდებიან, გამოავლენენ და გამოკვეთენ ქგძდ-ის მახასიათებლებს. საკუთარი ქვეყნის კულტურის, სოციალური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის შესაბამისად გეგმავენ ღონისძიებებს და ავითარებენ სტრატეგიულ გეგმას ქგძდ-ის შემთხვევათა შესამცირებლად.
ქალთა დაცვის კონფერენცია - ლონდონი
ლონდონში, 2007 წლის 18-20 ოქტომბერს, მეოცე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანს დედათა სიკვდილობის პრევენციის შეფასება და დედათა და ბავშვთა დაცვის საკითხების წინა პლანზე წამოწევა წარმოადგენდა.
ამ შეხვედრას მსოფლიოს 109 ქვეყნის 1500-ზე მეტი დელეგაცია დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჯანდაცვის სპეციალისტები, ეკონომისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. IPPF იმ თორმეტი პარტნიორი ორგანიზაციიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება უზრუნველყო. IPPF-ის ხელმძღვანელობამ და მოხალისეებმა სესიებისა და პრეზენტაციების წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანეს.
კონფერენციის მონაწილეებმა განსაზღვრეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზები და დასახეს გეგმები:
• გადაუდებელი სამეანო დახმარების,
• ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ დედისა და ბავშვის კვალიფიციური დახმარების,
• რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი და მისაღები სერვისების საზოგადოებრივ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან (NGO) პარტნიორობის ორგანიზება.
შეხვედრაზე ასევე გამოიყო და განისაზღვრა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ინიციატივები:
• გაიზარდოს დედათა ჯანდაცვის ბიუჯეტი და მოხდეს საკითხის განხილვა ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე
• მოხდეს თანამშრომლობა ჯანდაცვასა და სხვა სექტორებს შორის
• გაეროს გენერალურმა ასაბლეამ მოიწვიოს სპეციალური სესია დედათა ჯანმრთელობის დაცვაზე, რის შედეგადაც შედგება ერთიანი გლობალური სამოქმედო გეგმა.
• შეიქმნას გლობალური ფონდი ქალთა ჯანდაცვისათვის.
• გაუმჯობესდეს დედათა ჯანმრთელობის შესახებ არსებული მონაცემების შეგროვება.
აღნიშნული ღონისძიების პარალელურად მინისტრთა ფორუმიც გაიმართა, რომელშიც 70-მა პარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა და სადაც განიხილეს ათასწლეულის განვითარების მე-5 მიზანი (დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება) (Millennium Development Goal 5).
„ლანცეტმა“ 12 ოქტომბერს ქალთა დაცვის კონფერენციის შესახებ სპეციალური ნომერი გამოაქვეყნა. მასში წარმოდგენილი სტატიები დედათა ჯანმრთელობის საკითხებს მიუძღვნა (იხ.www.thelancet.com).
სამეანო ფისტულა და დედათა ჯანმრთელობის დაცვის სისტემების მიუღებლობა Joseph K.Ruminjo
განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები ფეხმძიმობისას და მშობიარობისას მრავალ პრობლემას აწყდება. 300 მილიონზე მეტი ქალი ორსულობასთან, მშობიარობასა და აბორტთან დაკავშირებული გართულებების მსხვერპლია. სწორედ ეს გართულებებია დედათა სიკვდილობისა (529,000 ყოველწლიურად) და ავადობის წამყვანი მიზეზი. მათგან მრავალი პრევენტირებადია1. უღარიბეს ქვეყნებში დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი 1:16 მაშინ, როცა განვითა- რებული ქვეყნებისთვის იგივე მაჩვენებელი 1:2800 შეადგენს. ეს შედარება გვიჩვენებს დედათა სიკვდილობის მკვეთრ განსხვავებას რესურსებით მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.
დედათა სიკვდილის თითოეულ შემთხვევაზე, სხვა 50 ქალი მოდის, რომელთაც დედობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გააჩნიათ2. ერთ-ერთი ყველაზე დამაძაბუნებელი და ხანგრძლივი პათოლოგია, რომლითაც გამოწვეულია უნებლიე შარდვა და/ან დეფეკაცია, ანგრევს ქალის ნერვულ სისტემას და მწვავე სოციალური სტიგმის მატარებელია, სამეანო ფისტულაა. იგი განკურნებადი პათოლოგიაა და მისგან თავის დაცვაც შესაძლებელია.
სამეანო ფისტულა რეპროდუქციულ ტრაქტსა (ჩვეულებრივ საშოს) და საშარდე ტრაქტს (უხშირესად შარდის ბუშტს) და/ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტს (ჩვეულებრივ სწორ ნაწლავს) შორის ანომალურ კავშირს წარმოადგენს. ტიპიურად, იგი ვითარდება გახანგრძლივებული, ობსტრუქციული მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დაკავშირებულია ნაყოფის თავის უწყვეტი ზეწოლით დედის მენჯის ქსოვილებზე, რაც თავის მხრივ იშემიურ ნეკროზს და შორისის ქსოვილების გალხობას იწვევს.
ზოგიერთ შემთხვევაში, სამეანო ფისტულის განვითარება გართულებული მშობიარობის დროს ჩატარებულ ისეთ ქირურგიულ მანიპულაციებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა საშოსმხრივი ინსტრუმენტული მშობიარობა, საშოს დესტრუქციული ოპერაციები და gichiri yankan-ის განაკვეთი საშოს წინა კედელზე, რომელიც ჩრდილოეთ ნიგერიაში წამყვანი ტრადიციული სამკურნალო მეთოდია და ამ რეგიონში არსებული ყველა სამეანო ფისტულის 5-10%-ის მიზეზია.
გინეკოლოგიური ფაქტორები, მათ შორის სიმსივნე, ნაკლებად მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის, როგორც სამეანო ფისტულის გამომწვევი მიზეზი. გამონაკლისია ტრავმული გინეკოლოგიური ფისტულა, რომელიც შედეგია სექსუალური ძალადობისა, იგი ამ სტატიის ფარგლებში არ შედის და აქ განხილული არ იქნება.
ასოცირებული ფაქტორები
გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კოლუმბიის უნივერსიტეტის დედათა სიკვდილობისა და ავადობისაგან თავის აცილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი მულტინა- ციონალური კვლევა სამეანო და ტრავმული ფისტულების შესაფასებლად აფრიკის სუბსაჰარულ და შუა აზიის 12 ქვეყანაში.3-4 სხვა ორგანიზაციებთან, ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უსაფრთხო დედობის პროგრამებზე. მათი ძალისხმე- ვით ამუშავდა ფისტულის ეროვნული სერვისები, დაიწყო კლინიკური კვლევები, საგანმანათლებლო ტრენინგები ცოდნის დონის ასამაღლებლად.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყნების მთავრობებსა და ჯანდაცვის სამინისტროებს არასრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემა, ადამიანთა რესურსის ნაკლებობა და პოლიტიკური არასტაბილობა ახასიათებთ. ისინი ორიენტირებული არიან სხვა სამედიცინო (მალარია, აივ, მალნუტრიცია) და არასამედიცინო (სიღარიბე, კონფლიქტი, უსაფრთხოება, სუსტი მმართველობა, უთანასწორობა) პრიორიტეტებზე. მათ გააჩნიათ ჯანმრთელობის მენეჯმენტის არასრულფასოვანი სისტემა, პოლიტიკური გაიდლაინები და სტანდარტები. გამოვლინდა საზოგადოებაში არსებული ისეთი პრობლემებიც, როგორიცაა სიღარიბე, გაუნათლებლობა (წერა-კითხვის უცოდინარობა), სუსტი ინფრასტრუქტურა, ორსულობისა და მშობიარობის საშიში სიმპტომების იგნორირება, ოჯახის დაგეგმვის ნაკლებობა. კულტურული და სქესობრივი ნორმები და ჯანმრთელობის დაცვის აღქმის უუნარობა ქალებს ფინანსური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს.
ჯანმრთელობის რეფერალური სისტემები არაეფექტურია, ტრანსპორტირება ძვირი და არასაიმედოა. მედიკოსების დაბალი კვალიფიკაციის, აღჭურვილობის, მედიკამენტების და არასრული მომსახურების, არაადექვატური ინფრასტრუქტურის გამო სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობაში ცნობილია როგორც ადგილები, სადაც „ხალხი სიკვდილისთვის მიდის“. ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა, გაიდლაინები და ჯანმრთელობის მენეჯმენტის სისტემები არ ითვალისწი- ნებს სამეანო ფისტულის პრევენციას, მკურნალობას და რეაბილიტაციურ მომსახურებას. გამოცდილი უცხოელი ქირურგები, ადგილობრივი მოტივირებული ექიმები, ექთნები და სხვა პარამედიკოსები არასრულფასოვანი აღჭურვილობისა და მედიკამენტების პირობებში დაუღალავად იბრძვიან გადაუდებელი სამეანო დახმარებისა და დროული საკეისრო კვეთებისთვის, თუმცა მრავალ ქალს საავადმყოფოსთან ასოცირებული სამეანო ფისტულა უვითარდება5.
სამეანო ფისტულის შედეგები
სამეანო ფისტულას არამარტო უარყოფითი ბიოლოგიური ეფექტები გააჩნია (ვულვისა და ბარძაყის მიდამოს დერმატიტი, საშარდე ტრაქტის ინფექცია, თირკმლის უკმარისობა, სქესობრივი დისფუნქცია, 90%-ზე მეტ შემთხვევაში მკვდრადშობადობა და უნაყოფობა), იგი სოციალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. მუდმივი სისველე და უსიამოვნო, შემაწუხებელი სუნი ქალს საზოგადოებაში პატივისცემას უკარგავს, სამეანო ფისტულა სტიგმისა და დისკრიმინაციის მატარებელია. უმრავლეს შემთხ- ვევაში ასეთ ქალებს ოჯახში კონფლიქტები აქვთ და ხშირად ეს პათოლოგია განქორწინების მიზეზი ხდება. სამეანო ფისტულა უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ჩართვაზე საზოგადოებრივ ქმედებებში, განათლებასა და სამსახურში.
სამეანო ფისტულას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მის შესახებ ეგვიპტურ წყაროებშია მოთხრობილი. სამეანო ფისტულა ნანახია ეგვიპტელი ქალის მუმიაზეც.
დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, სამეანო ფისტულის მქონე ორ მილიონზე მეტი ქალი ცხოვრობს, რომელთა უდიდესი პროცენტული ნაწილი აფრიკის სუბსაჰარულ, სამხრეთ აზიისა და არაბული სამყაროს ქვეყნებზე მოდის. ყოველწლიურად სამეანო ფისტულის 50,000-დან 100,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული რიცხვები მოწოდებულია სამეანო შემთხვევებზე დაყრდნობით, რადგან მონაცემები თავად საზოგადოებიდან მცირედი და შეუფასებელია6 და მრავალი წელია საჭირო იმისათვის, რომ ყველა მიმდინარე შემთხვევის დაფიქსირება და აღწერა მოხდეს.
შესაძლებელია სამეანო ფისტულა ნებისმიერ ქალს განუვითარდეს. მრავალი მათგანისთვის პირველი ორსულობა ჩვეულებრივ მკვდრადშობადობით სრულდება, რასაც ხელს უწყობს უკიდურესი სიღარიბე, განათლების დაბალი დონე, ჯანმრთელობის მომსახურების ხელმიუწვდომლობა, სქესთა უთანასწორობა, არასრულფასოვანი მმართველობა და მთავრობის და მომ- სახურების გამწევთა პასუხისმგებლობის სიმცირე. მკვდრადშობადობის რისკს ამ ქვეყნებში მშობიარობისადმი ტრადიციული მიდგომა და საკეისრო კვეთის მიუღებლობაც ზრდის.
ამჟამად, ტრენინგის სტანდარტიზაციის, პრევენციის, მკურნალობისა და სოციალური რეინტეგრაციის ნაკლებობის გამო, უნდა მოხდეს ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარება, გაიდლაინებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება ნაციონალურ და სამომსახურეო დონეზე,
ამ საზოგადოებრივი პრობლემის გადასაჭრელად მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონუ- ლი ასოციაციების და ბიუროების, სამედიცინო მომსახურების და ჯანდაცვის სექტორის კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო.
პრევენცია
იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური ქირურგების, მედპერსონალის და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების არსებობა ფისტულის რეკონსტრუქციისთვის უმეტესად ხელმიუწვდომელია, დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზა პრევენციაა, რაც გულისხმობს მრავალი სექტორისა და ადამიანური რესურსის გამოყენებას უსაფრთხო ფეხმძიმობისა და მშობიარობის წარმართვაში. ქვეყნის მთავრობებმა თანაბრად უნდა გაანაწილონ ეს რესურსები და გაამკაცრონ კანონები ბავშვთა ასაკში ქორწინების მიმართ. ამისათვის საჭიროა ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები და მაღალკვალიფიციური მედპერსონალი, მათ შორის მეანები.
უსაფრთხო დედობის პროგრამა უნდა განისაზღვროს, როგორც ინტერვენციის სტანდარტული მინიმუმი და ეროვნული და ინსტიტუციონალური პოლიტიკის მეთოდოლოგია, რაც განაპირობებს ცოდნის ამაღლებას, ინფორმაციის გაუმჯობესებას და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღწევას. ის უნდა შეიცავდეს დედათა ავადობისა და სიკვდილობის, მათ შორის ფისტულის, ადრეული და გვიანი პრევენციის სტრატეგიათა მთელ სპექტრს.
ნაყოფის გარემოს გუმჯობესებისთვის, აუცილებელია დაცული იქნას ყველა ორსული ქალის ჯანმრთელობა და ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჯანსაღი კვება. მხოლოდ კარგად ინფორმირებულ ქალებს შესწევთ უნარი მიიღონ მკურნალობა ჰოლისტიკურ დონეზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
აღნიშნული ჩარევების ინტეგრირება უსაფრთხო დედობის პროგრამაში გულისხმობს:
• საზოგადოებასა და კლინიკურ დაწესებულებებს შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებას, საგანმანათებლო ღონისძიებათა გატარებას უსაფრთხო ფეხმძიმობისა და მშობიარობის შესახებ, მზადყოფნას გადაუდებელი სამეანო დახმარებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას.
• სამედიცინო დაწესებულების აღჭურვას გადაუდებელი სამეანო დახმარების და ნეონატალური ზრუნვისთვის საჭირო აპარატურით, მათ შორის მშობიარის მუდმივი მონიტორინგით (უტეროგრაფის გამოყენება) და მზადყოფნას საკეისრო კვეთისთვის.
• სამედიცინო მომსახურების პერიოდულ შეფასებას, რადგან მომსახურების დონე ძალზედ მნიშვნელოვანია დედისა და ჩვილის კეთილდღეო- ბისთვის.
• ხანგრძლივად კათეტერის გამოყენებას, რომელიც ფისტულის პრევენციას ახდენს, ან უკვე არსებული ფისტულის მკურნალობაში გაჯანსაღების პროცესს აჩქარებს.
მკურნალობა
სამეანო ფისტულის მქონე მრავალი ქალი წლების განმავლობაში აგროვებს ფულს იმისთვის, რომ მიმართოს ექიმს. რაც დრო გადის ასეთი ინდივიდების ფსიქოსოციალური და სამედიცინო პრობლემების რისკი იმატებს. აქედან გამომდინარე, იმ საზოგადოებამ, რომელშიც ასეთი ქალი ცხოვრობს მაქსიმუმი უნდა გააკეთოს სოციუმში მათი რეინტეგრაციისთვის. ეს კი სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ამ საკითხში სხვადასხვა დონეზე მამაკაცების ჩართვას გულისხმობს. ხელისუფლებას შეუძლია რესურსები თანაბრად გადაანაწილოს, მამაკაცების ინფორმირებისთვის რადიო, თეატრი, მუსიკა და სხვა ინტერაქტიული ქმედებები გამოიყენოს.
სამკურნალო დაწესებულებებში საჭიროა ინფრასტრუქტურის, მომსახურების, ზოგადი და ფისტულა სპეციფიური აღჭურვილობის, პრეპარატების პერიოდული განახლება, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირების მენეჯმენტის სისტე- მების გაუმჯობესება.
ქირურგების მოტივირება, ტრენინგი და შენარჩუნება ძალზედ რთულია. ისინი საჭიროებენ კარიერის გაუმჯობესებას, პროფესიულ ამაღლებას, კომფორტულ სამუშაო გარემოს და ზედამხედველურ მხარდაჭერას. აუცილებელია ექთნების, ანესთეზიოლოგების, საზოგადოებრივი მოღვაწეების, ფიზიოთერაპევტების და თერაპევტების მომზადება.
რეინტეგრაცია
ქალები, რომლებიც მცირე ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ სამეანო ფისტულით, სრული გაჯანსაღების შემთხვევაში საზოგადოებაში ადვილად რეინტეგრირებდნენ. ისინი კი, ვისთვისაც ფისტულის ლიკვიდირება ვერ მოხერხდა. მრავალ სამედიცინო, ეთიკურ და სოციალურ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათთვის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური რეაბილიტაცია აუცილებელია.
სამეანო ფისტულის მქონე ქალთა რეინტეგრაციისთვის აუცილებელია თვით ამ ქალთა, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა სტიგმის, დისკრინიმაციის და სამეანო ფისტულის შეცდომით აღქმის აღმოსაფხვრელად. საზოგადოებას შეუძლია ხელი შეუწყოს სამეანო ფისტულის პრევენციას ფინანსურად და დაეხმაროს მედპერსონალს სამეანო ფისტულის მქონე ქალთა გამოვლენაში.
გავლენა
ამ პროგრამის გავლენით, ქალებს ექნებათ გაცილებით უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა, ეყოლებათ უფრო ჯანმრთელი შთამომავლობა და მათთვის სამეანო ფისტულის პრევენცია და მკურნალობა მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ზრუნვის ხარისხის ამაღლება ბევრ ქალს საზოგადოებაში რეინტეგრაციის რწმენას გაუღვივებს და სურვილს აღუძრავს.
სამედიცინო მომსახურების გამწევთ მიეცემათ საშუალება გამოიყენონ ფაქტებზე დაყრდნობილი საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება, თანამედროვე აღჭურვილობა და ორსულობასთან დაკავშირებული ინფექციებისა და გართულებების მკურნალობის და პრევენციის მართვის სისტემები, შეამცირონ და აღმოფხვრან სამეანო ფისტულასთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრობლემა, მოახდინონ კლიენტთა კონსულტირება და ინფორმირება დედისა და შვილის ჯანმრთელობის შესახებ.
საზოგადოება და ჯანდაცვის სისტემა გახდება უნარიანი მხარი დაუჭიროს უსაფრთხო დედობასა და რეპროდუციულ ჯანმრთელობას.
დასკვნა
ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობამ აჩვენა, რომ სამეანო ფისტულის პრევენცია და მკურნალობა მიღწევადია.

ინგლისურიდან თარგმნა
გ. მაშანეიშვილმა

ლიტერატურა

ნანახია: 3693 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268401


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.