პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [14228]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [13456]

პერინატალური ინფექციები [12737]

ეთიკა ონკოლოგიაში [10739]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9673]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

დაუჭიმავი იზოლაციური მეთოდი საზარდულის თიაქრის მკურნალობაში

ავტორი: თ. გვენეტაძე,1 ზ. ჩხაიძე,1 ზ. თუზბაია,1 ვ. არჩვაძე,2 ა. ცხვედაძე 1
1 ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი; 2 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
Gvenetadze T.,1 Chkhaidze Z.,1 Tuzbaia Z.,1 Archvadze V.,2 Ckhvedadze A.1 1 I.Javakhishvili Tbilisi State University, faculty of Medicine; 2 Tbilisi State Medical University, faculty of Medicine
Tension free, isolation method hernioplasty

>>  In resent years we often find articles published about complications after hernia repair using synthetic meshes such as fibrotic changes in the spermatic cord, loss of function of spermatic dust, obstructive azoospermia, oligospermia causing infertiliti in men. Which is why it is so important to perform isolation metohods in the treatment of ingvinal hernias specially in reproductive years.


აქტუალობა
ლიხტენშტეინის მეთოდმა, საზარდულის თიაქრის მკურნალობაში, რევოლუციური გადატრიალება მოახდინა. მაგრამ ამ მეთოდს თან ახლავს სერიოზული გართულებები. ამაზე ბოლო წლების პუბლიკაციები მეტყველებს. ასეთ გართულებებს მიეკუთვნება ბაგირაკში ფიბროზული ცვლილებების განვითარება, დეზეაკულაცია, ობსტრუქციული აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია. აღნიშნული გართულებები დამტკიცებულია ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით, განპირობებულია ბაგირაკის მჭიდრო კონტაქტით ბადესთან და წარმოადგენს მამაკაცებში უშვილობის ხელშემწყობ პირობებს. ამიტომ საზარდულის თიაქრის მკურნალობაში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ეგრეთწოდებული იზოლაციური მეთოდები, რაც ბაგირაკის ბადისგან სრულ იზოლაციას გულისხმობს. ეს მამაკაცებში უშვილობის პრევენციის გზაა.

შრომის მიზანი
ლიხტენშტეინის და გვენეტაძის მეთოდების სპერმომორფოციტოლოგიური კვლევის შედარება.

მასალა და მეთოდები
ჩვენს მიერ 2000-დან 2009 წლის ჩათვლით იზოლაციური მეთოდით ოპერირებულია 766 მამაკაცი. პაციენტთა ასაკი 568 (74,15%) შემთხვევაში მერყეობდა 18-დან 45 წლის ფარგლებში. 198 (25,8%) შემთხვევაში კი 46-დან 82 წლის ფარგლებში.
კვლევის ობიექტს იყო 215 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ საზარდულის ორმხრივი თიაქარი და იყვნენ რეპროდუქციულ ასაკში. აქედან 66-ს (30,6%) ჩაუტარდა ჰერნიოპლასტიკა ლიხტენშტეინის მეთოდით. 149-ს (69,4%) კი – ბაგირაკის სრული იზოლაციით თ. გვენეტაძის მეთოდით.
თ. გვენეტაძის მიერ მოწოდებული ჰერნიოპლასტიკის მნიშვნელოვანი მომენტები:
1. თიაქრის პარკის დამუშავების შემდეგ ვიწროვდება საზარდულის არხის შიგნითა რგოლი ქისისებრ ნაკერით. მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქისისებრ ნაკერში განივი ფასციის მოყოლება და კვანძი უნდა შეიკრას „ჰალსტუხის“ მაგვარად, რომ არ მოხდეს ბაგირაკზე ზეწოლა (სურ. 1).
2. ბადის მოდელირება – ბადეში უნდა გამოიჭრას ფანჯარა, რომელიც ბაგირაკის დიამეტრს აღემატება 0,3 – 0,5 სანტიმეტით, რათა არ მოხდეს კონტაქტი ბაგირაკთან.
3. მოდელირებული და ფანჯარა+გამოჭრილი ბადე ფიქსირდება უკანა კედელზე, როგორც ლიხტენშტეინის მეთოდის დროს.
4. ფანჯრის კიდეები ფიქსირდება საზარდულის არხის შიგნითა რგოლთან რამდენიმე კვანძოვანი ნაკერით, რათა აღმოიფხვრას ფანჯრის კიდეების „ფლოტირება“ (სურ. 2).
5. ბადის ფიქსაციის შემდეგ აპონევროზი იკერება ბაგირაკის უკან უწყვეტი ნაკერით.
6. ბაგირაკი თავსდება აპონევროზის ზემოთ, რითაც მიიღწევა ბაგირაკის სრული იზოლაცია ბადიგან. ბაგირაკის დაცვა ხდება ტომპსონი ფასციის გაკერვით, უწყვეტი ნაკერით (სურ. 3).
პაციენტები გაიყო ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი: 66 პაციენტი, რომელთაც თიაქარპლასტიკა გაუკეთდა ლიხტენშტეინის წესით. მეორე ჯგუფი: 149 პაციენტი, რომელთაც გაუკეთდა ჰერნიოპლასტიკა ბაგირაკის სრული იზოლაციით გვენეტაძის მეთოდით. ორივე ჯგუფში ჩატარდა სპერმომორფოციტოლოგიური კვლევა ოპერაციამდე 2 დღით ადრე და ოპერაციიდან 30 დღეს და 6 თვის შემდეგ.

შედეგები
სპერმომორფოციტოლოგიური ცვლილებები, ოლიგოსპერმია ოპერაციის შემდეგ აღინიშნა მხოლოდ პირველ ჯგუფში (P<0.01), მეორე ჯგუფში ცვლილებები არ დაფიქსირდა და 58 პაციენტს ოპერაციის შემდეგ ეყოლათ შვილები (დიაგრამა 1).

საზარდულის თიაქრების ჰერნიოპლასტიკის მეთოდების კლასიფიკაცია
შესაძლებელია არსებული ჰერნიოპლასტიკური მეთოდების კლასიფიცირება შემდეგნაირად:
I დაჭიმული მეთოდი – სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკა (ბასინი, შოლდაისი, სპასოკუკოცკი, ჟირარდი და სხვ.);
II დაუჭიმავი – tenzion-free პლასტიკა – სინთეზური ბადის გამოყენებით.
1) არსებობს არაიზოლაციური დაუჭიმავი პლასტიკა – ლიხტენშტეინი, ჯილბერტი, რუტკოვი.
2) იზოლაციური დაუჭიმავი პლასტიკა.
თავის მხრივ იზოლაციური ჰერნიოპლასტიკა იყოფა ორ ჯგუფად:
• ბაგირაკის არასრული იზოლაცია – ტრაბუკო (სურ. 4), არჩვაძე (სურ. 5).
• ბაგირაკის სრული იზოლაცია – გვენეტაძის მეთოდით (სურ. 2-3).
აღნიშნულ კლასიფიკაციაში სიახლეს წარმოადგენს ე. წ. იზოლაციური მეთოდების მოწოდება.
ტრაბუკომ მოახდინა ბაგირაკის იზოლიაცია საკმაო მანძილზე, მაგრამ შიგნითა რგოლთან და ბადეში ფანჯრის არეში აღინიშნება ბაგირაკის მჭიდრო კონტაქტი ბადესთან.
არჩვაძემ გააუმჯობესა მეთოდი იმით, რომ ბაგირაკი ბადისაგან განაცალკევა მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ჩაფენით, მაგრამ ფანჯრის არეში, ასევე აღინიშნება ბაგირაკის კონტაქტი ბადესთან.

დასკვნა
გვენეტაძის მიერ მოწოდებული tenzion-free იზოლაციური ჰერნიოპლასტიკა არის მარტივი, წარმოადგენს მამაკაცებში უშვილობის პრევენციას, ნაჩვენებია ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში და ორმხრივი საზარდულის თიაქრების დროს.
ამას გარდა, აღნიშნული მეთოდი არის უფრო მტკიცე, ვინაიდან საზარდულის არხის უკანა კედელი წარმოდგენილია განივი ფასციით, ბადით და აპონევროზით. ამიტომ რეციდივის შესაძლებლობა დაყვანილია მინიმუმამდე და ნაჩვენებია ხანდაზმულ პაციენტებშიც – ამ შემთხვევაში ბაგირაკის სრული იზოლაციის აუცილებლობა არ არასებობს.

ლიტერატურა

ნანახია: 6936 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 14

თქვენ ხართ სტუმარი No: 1246799


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.