თავის ტვინის სიმსივნეთა მრტ ასისტირებული ლაზერ-თერაპია
ავტორი: www.medgadget.com
Monteris Medical-ის (მიჩიგანი) პროდუქტმა – AutoLITT (ლაზერული ინტერსტიციული თერმული თერაპია) სისტემამ FDA-სგან ნებართვა მიიღო. იგი თავის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ არის მოწოდებული. სტანდარტული, ტესლანახევრიანი მრტ-ის დახმარებით, ქირურგი მრტ თავსებად ლაზერულ ზონდს ტრანსკრანიული ხვრელის გავლით სიმსივნის გასწვრივ ათავსებს. ზონდის წვერიდან ამოფრქვეული ლაზერული ენერგია ქსოვილების გაცხელებას მხოლოდ ერთი მიმართულებით ახდენს, მაშინ როცა ყველა სხვა მიმართულებით მყოფი ქსოვილები მათგან წართმეული ენერგიის ხარჯზე გრილდება. ლაზერის ზემოქმედებით სიმსივნის ქსოვილი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის და იღუპება, ხოლო ირგვლივმდებარე ქსოვილები დაუზიანებელი რჩება. ამგვარი ერთმიმართულებიანი ფოკუსი ექიმს საშუალებას აძლევს ენერგია თავისი ნებით ნებისმიერ მხარეს მიმართოს. სიმსივნესა და მის ირგვლივმდებარე ქსოვილებში ტემპერატურა მრტ საშუალებით იზომება.
ნანახია: 3668 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით