თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48567]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10480]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9190]

მასტოპათია და კიბო [7691]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6249]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ავტორი: ნ. ქათამაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შინაგან სნეულებათა მიმართულება
N. Katamadze, MD, Assistent-Professor Tbilisi State Medical Univessity, Direction of Internal Diseases

>>  გულის დიასტოლური უკმარისობა დიდი სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობის პრობლემაა. დღეისათვის კლინიკურად მანიფესტირებული გულის უკმარისობით ავადმყოფთა ნახევარს მარცხენა პარკუჭის იზოლირებული დიასტოლური დისფუნქცია აღენიშნება ნორმალური განდევნის ფრაქციის ფონზე. ოპტიმალური მკურნალობისა და პროგნოზის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გულის დიასტოლური და სისტოლური უკმარისობის გამიჯვნა.
Cardiac diastolic insufficiency is a great social-economic problem. Nowadays half of the patients with manifested cardiac insufficiency have isolated left ventricle diastolic dysfunction on the background of normal ejection fraction. Demarcation of cardiac diastolic and systolic insufficiency is very important for optimal treatment and improvement of prognosis of the diseases.


საკვანძო სიტყვები: გულის უკმარისობა, გულის დიასტოლური უკმარისობა, გულის სისტოლური უკმარისობა, მარცხენა პარკუჭი, მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქცია, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია.
Key words: heart insufficiency, heart diastolic insufficiency, heart systolic insufficiency, left ventricle, left ventricle diastolic dysfunction, left ventricle ejection fraction.

სურათი 1. Denise Chan, "Matters of the Heart"

გულის დიასტოლური უკმარისობა დიდი სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობის პრობლემაა. დღეისათვის კლინიკურად მანიფესტირებული გულის უკმარისობით ავადმყოფთა ნახევარს მარცხენა პარკუჭის იზოლირებული დიასტოლური დისფუნქცია აღენიშნება ნორმალური განდევნის ფრაქციის ფონზე. ოპტიმალური მკურნალობისა და პროგნოზის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გულის დიასტოლური და სისტოლური უკმარისობის გამიჯვნა.
მარცხენა პარკუჭის პირველადი დიასტოლური დისფუნქციის და ნორმალური ან მცირედ შეზღუდული სისტოლური ფუნქციის ფონზე განვითარებული გულის უკმარისობა განიმარტება, როგორც გულის დიასტოლური უკმარისობა.

ეპიდემიოლოგია და ეტიოლოგია
მოკლე შეფასება: გულის დიასტოლური უკმარისობის უხშირესი მიზეზებია ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება და ღამის აპნოეს სინდრომი.
გულის უკმარისობით (გუ) ავადმყოფთა 30-50%-ში სახეზეა მარცხენა პარკუჭის (მპ) პირველადი დიასტოლური დისფუნქცია კვლავაც შენახული სისტოლური ფუნქციის ფონზე.11,16,18 გულის დიასტოლური უკმარისობის სიხშირე და პროგნოზი ასაკდამოკიდებულია (ცხრილი 1). 5,7,19,24Framingham -ის კვლევის მონაცემებით ის უპირატესად ქალების პრობლემაა.2,7,8,15 პირველი ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით წლიური სიკვდილობა გულის იზოლირებული დიასტოლური უკმარისობის ფონზე შეადგენს 8%,7,21 ორჯერ ნაკლებს ვიდრე გულის სისტოლური უკმარისობის დროს (19%)18 და ორჯერ მეტს იმ ჯგუფთან შედარებით, რომელსაც გუ არ აღენიშნება.7,19
ბოლო პერიოდის კვლევების მონაცემებით გულის დიასტოლურ უკმარისობას უფრო ცუდი პროგნოზი აქვს, ვიდრე გულის სისტოლურ უკმარისობას – 1 წლიანი სიკვდილობა 22% შეადგენს, მაჩვენებელი კორელაციაშია მპ-ის დიასტოლური დისფუნქციის ხარისხთან.3,7,16
გულის დიასტოლური უკმარისობის გამოწვევა შეუძლია სხვადასხვა რისკ-ფაქტორს, კარდიულ თუ სისტემურ დაავადებას (ცხრილი 2). უხშირესი კლინიკური მიზეზებია – არტერიული ჰიპერტენზია (შემთხვევათა 80%-ში), შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი, ასევე ღამის აპნოეს სინდრომი.1,6,22 კარდიული მიზეზებიდან არსებითია გულის კორონარული დაავადება და კარდიომიოპათია (ჰიპერტროფიული, რესტრიქციული, ინფილტრაციული, დიაბეტური). დიფერენციული დიაგნოზის დროს გამორიცხულ უნდა იქნას ექსტრამიოკარდიული (პერიკარდის, სარქვლოვანი) დაავადებები.7,9,19
მპ-ის დიასტოლური დისფუნქციის მიზეზებიდან გამოყოფილ უნდა იქნას სითხის კუმულაციისა და კარდიული დეკომპენსაციის გამომწვევი ისეთი მიზეზები, რომლებიც გულის სისტოლური და დიასტოლური უკმარისობისათვის საერთოა: არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულების ციმციმი, გუ-ის მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტა, მიოკარდიუმის მწვავე იშემია, ანემია, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება და სითხით გადატვირთვა თირკმლების უკმარისობის დროს.7,18

პათოფიზიოლოგია
მოკლე შეფასება: განასხვავებენ დიასტოლური დისფუნქციის მიოკარდიულ და ექსტრამიოკარდიულ მიზეზებს, რომელთა შორისაც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ქრონიკული აქტივაციის როლი ცენტრალურია.
გულის დიასტოლური უკმარისობა დეტერმინირებულია აქტიური რელაქსაციით და პარკუჭების პასიური რიგიდობით (compliance). დიასტოლური დისფუნქცია გულისხმობს მპ-ის ისეთ სტრუქტურულ-ფუნქციურ რემოდელირებას, რომლის დროსაც სახეზეა რელაქსაციის გახანგრძლივება და პარკუჭების რიგიდობის (compliance) გაზრდა. შედეგად წნევა-მოცულობის დამოკიდებულება ისეთ სახეს იღებს, რომ მოცულობის სულ უმნიშვნელო ზრდა მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი (განსაკუთრებით დატვირთვისას) პარკუჭის დიასტოლური ავსების წნევის არაადექვატურ მატებას იწვევს.7,14,19,23
განასხვავებენ დიასტოლური დისფუნქციის მიოკარდიულ და ექსტრამიოკარდიულ მიზეზებს (ცხრილი 3).
მიოკარდიულ მიზეზებს მიეკუთვნება ფუნქციური და სტრუქტურული რემოდელირების კომპონენტების (როგორიცაა მაგ. კალციუმის უჯრედშიდა ჰომეოსტაზი), ასევე სტრუქტურული პროტეინის შედგენილობის ცვლილებები, რომლებიც კარდიომიოციტების რიგიდობას (compliance) ზრდიან.4,10 ექსტრაცელულური მატრიქსის შედგენილობის დარღვევა (მაგ. კოლაგენის ცვლის დარღვევა) იწვევს ინტერსტიციული ფიბროზის და შედეგად დიასტოლური დისფუნქციის განვითარებას. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ქრონიკული აქტივაცია განაპირობებს კოლაგენის გაძლიერებულ ჩალაგებას და ასოცირდება რელაქსაციის დარღვევასთან და პარკუჭების რიგიდობის (compliance) გაზრდასთან. გარდა ამისა, ამ სისტემის გავლენას NO-ს ცვლაზე დამატებითი მნიშვნელობა აქვს პარკუჭის დიასტოლური ფუნქციის რეგულაციისათვის.4,7,10,24

დიაგნოსტიკა
მოკლე შეფასება: გულის დიასტოლური უკმარისობის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების არსებობა მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქციის და შენარჩუნებული სისტოლური ფუნქციის ფონზე.
გულის დიასტოლური უკმარისობის სადიაგნოსტიკო სტანდარტი მოწოდებულ იქნა „European Study Group on Diastolic Heart Failure“ მიერ 1998 წელს, გადამუშავებული რეკომენდაციები კი 2007 წელს.17
ამ გაიდლაინის მიხედვით გულის დიასტოლური უკმარისობის დიაგნოზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი სამი კრიტერიუმის თანაარსებობას:
1. გუ-ის ნიშნების ან სიმპტომების არსებობა: დატვირთვის დისპნოე, შეგუბება საუღლე და ფილტვის ვენებში, პერიფერიული შეშუპება, ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული დისპნოე, გულის 3./4. ტონი.
გარდა ამისა, დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვის ობიექტივიზირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 წუთიანი სიარულის ტესტი (<300მ) და სპიროერგომეტრია (<25მლ/კგ/წთ). თუმცა მოცემული ზღვრული მაჩვენებლები ბოლო პერიოდამდე მხოლოდ გულის სისტოლური უკმარისობისათვის არის ვალიდური.
2. მპ-ის ნორმალური ან მხოლოდ მცირედ შეზღუდული სისტოლური ფუნქცია: განდევნის ფრაქცია >50%, ამავე დროს მპ დილატირებული არ უნდა იყოს (LVEDVI<97მლ/მ2).
3. მპ-ის დიასტოლური დისფუნქციის არსებობა, დადასტურებული ინვაზიური და არაინვაზიური კვლევის შედეგებით. დიასტოლური ფუნქციის დარღვევის განსჯა ხდება შემდეგი ინვაზიური პარამეტრებით: მპ-ის საბოლოო დიასტოლური წნევა (LVEDP), PCWP, მპ-ის იზოვოლემიური წნევის დაცემის დროის კონსტანტა (Tau), მპ-ის რიგიდობის (Compliance) კონსტანტა.
გარდა ამისა, მპ-ის დიასტოლური ფუნქცია ფასდება არაინვაზიური კვლევის (ექოკარდიოგრაფია) შედეგებით, ცალკე ან ნატრიურეზულ-პეპტიდთან კომბინაციაში. E/E’ გვერდით უნდა გაანალიზდეს E/A თანაფარდობა, E-ტალღის დეცელერაციის დრო, A-ტალღის ხანგრძლივობა და ატრიალური რეფლუქსი ფილტვის ვენებში, ასევე მარცხენა ატრიალური მოცულობის ინდექსი.8,13,17
გულის დიასტოლური უკმარისობის დიაგნოსტირების ალგორითმი წარმოდგენილია სქემაზე 1.

მკურნალობა
დიდი რანდომიზებული და პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების დეფიციტის გამო, გულის დიასტოლური უკმარისობის ევროპული და ამერიკული კარდიოლოგიური საზოგადოებების სამკურნალო რეკომენდაციები დაფუძვნებულია მცირე კვლევების შედეგებზე, გულის სისტოლური უკმარისობის მკურნალობის გამოცდილებაზე და პათოფიზიოლოგიური მექანიზმების გათვალისწინებაზე.7,12,20
ამ რეკომენდაციების თანახმად მკურნალობა უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:
1. ძირითადი დაავადების მკურნალობა (მაგ. არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, ღამის აპნოეს სინდრომი).
2. გულის უკმარისობის ნიშნების ან სიმპტომების მკურნალობა (მაგ. ვენური შეგუბების რედუქცია, პულსის კონტროლი და სინუსური რიტმის შენარჩუნება) სპეციფიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებით (დიურეზული საშუალებები, აგფ-ინფიბიტორები, β-ბლოკერები, ალდოსტერონის რეცეპტორების ბლოკერები).
3. პათოფიზიოლოგიურ რგოლზე მოქმედებით პათოლოგიური რემოდელირების (ჰიპერტროფია, ნეიროჰუმორული აქტივაცია, მიოკარდიული ფიბროზი) შეფერხება.

ლიტერატურა

ნანახია: 9189 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.