გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8356]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8308]

სიამის ტყუპები [7709]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5517]

კოტარდის სინდრომი [5504]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

რესპირატორული ავადობის რისკი ელექტიური საკეისრო კვეთით დაბადებულ ჩვილებში: კოჰორტული კვლევა

ავტორი: ანი კირკები ჰანსენი, მკვლევარი,1 კირსტენ უისბორგი, სპეციალისტი,2 ნილს ულდბერგი, პროფესორი,3 თინა ბრინქ ჰენრიქსენი, ასოცირებული პროფესორი2
Anne Kirkeby Hansen, research fellow,1 Kirsten Wisborg, staff specialist,2 Niels Uldbjerg, professor,3 Tine Brink Henriksen, associate professor2
Risk of respiratory morbidity in term infants delivered by elective caesarean section: cohort study

>>  Objective To investigate the association between elective caesarean sections and neonatal respiratory morbidity and the importance of timing of elective caesarean sections.
Design Cohort study with prospectively collected data from the Aarhus birth cohort, Denmark.
Setting Obstetric department and neonatal department of a university hospital in Denmark.
Participants All liveborn babies without malformations, with gestational ages between 37 and 41 weeks, and delivered between 1 January 1998 and 31 December 2006 (34 458 babies).
Main outcome measures Respiratory morbidity (transitory tachypnoea of the newborn, respiratory distress syndrome, persistent pulmonary hypertension of the newborn) and serious respiratory morbidity (oxygen therapy for more than two days, nasal continuous positive airway pressure, or need for mechanical ventilation).
Results 2687 infants were delivered by elective caesarean section. Compared with newborns intended for vaginal delivery, an increased risk of respiratory morbidity was found for infants delivered by elective caesarean section at 37 weeks’ gestation (odds ratio 3.9, 95% confidence interval 2.4 to 6.5), 38 weeks’ gestation (3.0, 2.1 to 4.3), and 39 weeks’ gestation (1.9, 1.2 to 3.0). The increased risks of serious respiratory morbidity showed the same pattern but with higher odds ratios: a fivefold increasewas found at 37 weeks (5.0, 1.6 to16.0). These results remained essentially unchanged after exclusion of pregnancies complicated by diabetes, pre-eclampsia, and intrauterine growth retardation, or by breech presentation.
Conclusion Compared with newborns delivered vaginally or by emergency caesarean sections, those delivered by elective caesarean section around term have an increased risk of overall and serious respiratory morbidity. The relative risk increased with decreasing gestational age.


1Perinatal Epidemiology Research Unit, Aarhus University Hospital, Brendstrupgaardsvej 100, Skejby, 8200 Aarhus N, Denmark
2Department of Paediatrics, Aarhus University Hospital
3Department of Obstetrics and Gynaecology, Aarhus University Hospital

Correspondence to: A K Hansen AKH@svf.au.dk
doi:10.1136/bmj.39405.539282.BE

შესავალი
განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში აღინიშნება საკეისრო კვეთით მშობიარობის რიცხვის ზრდა. ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში მშობიარობების 50% საკეისრო კვეთით მიმდინარეობს.1 საკეისრო კვეთას სამეანო-გინეკოლოგიური გართულებებისა და მშობიარის მნიშვნელოვანი დაავადებებისას მიმართავდნენ. ბოლო დროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა საანესთეზიო პროცედურებისა და ქირურგიული ტექნიკის დახვეწის შედეგად მშობიარობის რისკის შემცირება, ერთხელ გაკეთებული საკეისრო კვეთა და ჯდომით წინამდებარეობა, ხელი შეუწყო მეან-გინეკოლოგიის პრაქტიკისა და პაციენტის არჩევანის შეცვლას.4 ამრიგად, ზოგადად მიღებული სამედიცინო ან სამეანო-გინეკოლოგიური ჩვენებების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის გაკეთება ზრდის ამგვარი მშობიარობის რაოდენობას.8 იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია ამ მეთოდის ავ-კარგიანობაზე, როგორც დედებისათვის, ისე ახალშობილთათვის და ეს ინფორმაცია აუცილებელი ხდება ადექვატური არჩევნის გასაკეთებლად.9
წინა კვლევებმა ელექტიურ საკეისრო კვეთასა და ახალშობილებში რესპირატორული ავადობის გაზრდილ რისკს შორის არსებული კავშირი წარმოაჩინეს. კავშირი დადგინდა, მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიური წუნი და კვლევებს შორის განსხვავება ართულებდა შედეგების მნიშვნელობისა და სიდიდის შეფასების შესაძლებლობას.
დამაჯერებელია ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მშობიარობასთან ასოცირებული ჰორმონული და ფიზიოლოგიური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილთა ფილტვების ჩამოყალიბებისათვის და რომ სწორედ ეს ცვილებები არ მიმდინარეობს ელექტიური საკეისრო კვეთით ახალშობილთა რესპირატორული ავადობის რისკის დასადგენად. ასევე აუცილებელია მათი გესტაციური ასაკის გათვალისწინება საკეისრო კვეთის დროს.
ჩვენ გამოვიკვლიეთ კავშირი ელექტიურ საკეისრო კვეთასა და ნეონატალურ რესპირატორულ ავადობას შორის. კვლევაში მონაწილეობდა მცირე და მაღალი რისკის მშობიარეთა კოჰორტა. დამატებით, გავაანალიზეთ გესტაციური ასაკის როლი საკეისრო კვეთის დროს.
მეთოდები
1989 წლის სექტემბრის შემდეგ აარჰუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში (დანია) ყველა მშობიარე მოიწვიეს კოჰორტულ კვლევაზე. ქალებს, რომელთაც უტარდებოდათ რუტინული ანტენატალური გამოკვლევები ვთხოვეთ, მეორე ტრიმესტრში შეევსოთ კითხვარი. ეს კითხვარი მოიცავდა ინფორმაციას სამედიცინო და სამეანო-გინეკოლოგიური ისტორიის, თამბაქოს წევის, ალკოჰოლის მიღების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების დონისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის შესახებ. მშობიარობის მიმდინარეობის და ახალშობილთა მდგომარეობის შესახებ მონაცემებს ბებიაქალი მშობიარობის შემდგომ დაუყოვნებლივ აგროვებდა. სამშობიარო სარეგისტრაციო ფორმების მონაცემებს ადარებდნენ სამედიცინო ისტორიასთან, იყენებდნენ სპეციფიკურ და მრავლისმომცველ კოდების ნუსხას. 1997 წლიდან ნეონატალური ავადობის მონაცემები ფიქსირდებოდა საავადმყოფოდან გამოწერის რუტინული სარეგისტრაციო ფორმებისა და სტრუქტურირებული კოდირებული ბლანკების დახმარებით. მათ ნეონატოლოგები ავსებდნენ. ნეონატალური განყოფილება არის მესამე საფეხური და რესპირატორული პრობლემების მქონე არც ერთი ახალშობილი არ გადაუყვანიათ სხვა ჰოსპიტალში.
საკვლევი პოპულაცია
1998 წლის იანვარიდან 2006 წლის დეკემბრამდე ჩვენს განყოფილებაში 41 095 ცოცხალშობილი ჩვილი (ტყუპების გარდა) დაიბადა. გავაანალიზეთ პირველი იანვრიდან ოცდათერთმეტ დეკემბრამდე გესტაციის 37–41-ე კვირას დაბადებული ყველა ცოცხალშობილი ჩვილი (ტყუპების გარდა). ამ პერიოდის არჩევა 1998 წლამდე ნეონატალურ ავადობაზე ინფორმაციის არასრულყოფილებამ განაპირობა. ცალკე გავაანალიზეთ დაბალი რისკის (32 580) ორსულობა. გამოვრიცხეთ საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებით (n=378), დიაბეტით (გესტაციური ან მანიფესტირებული, n=624) და პრეეკლამფსიით ან ჰიპერტენზიით (n=959) გართულებული ყველა ორსულობა. საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებად მივიჩნევდით 2500 გრამზე ნაკლებ წონას, გესტაციის ოცდამეთექვსმეტე კვირის შემდეგ დაბადებულ ჩვილებში.
მშობიარობები დავყავით შემდეგ კატეგორიებად: ვაგინალური, ელექტიური საკეისრო კვეთა, სასწრაფო საკეისრო კვეთა და მშობიარობა ვაკუუმის ან მაშების გამოყენებით. სასწრაფო საკეისრო კვეთად მივიჩნიეთ ის საკეისრო კვეთა, რომელიც მშობიარობის დაწყების ან გარსის დაზიანების შემდეგ გაკეთდა. მშობიარობა განვსაზღვრეთ როგორც საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვა და საშვილოსნოს ყელის პროგრესირებადი გაფართოება. საბოლოო ანალიზისათვის ყველა მშობიარობა ორ ჯგუფად დავყავით: ელექტიური საკეისრო კვეთა და გეგმიური ვაგინალური მშობიარობა, რომელიც მოიცავს ყველა ვაგინალურ მშობიარობას და სასწრაფო საკესირო კვეთას. გესტაციური ასაკი დავადგინეთ დანიის პაციენტთა ნაციონალური რეესტრის დახმარებით.
ჩვენ გავითვალისწინეთ აგრეთვე იმ ახალშობილთა მონაცემები, რომლებიც საავადმყოფოში უშუალოდ დაბადების შემდეგ მოიყვანეს. ნეონატალური რესპირატორული ავადობის დიაგნოზი დადგინდა ამონაწერის და დაზუსტდა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გადახედვის (ICD-10) საფუძველზე: ნებისმიერი რესპირატორული დისტრესი (DP220, DP228, DP229; n=303), ახალშობილთა გარდამავალი აპნოე (DP221; n=289) და ჩვილთა მუდმივი პულმონარული ჰიპერტენზია (DP293; n=36). დიაგნოზს ადგენდა ნეონატოლოგიის უფროსი სპეციალისტი. მძიმე რესპირატორული ავადობა განვსაზღვრეთ როგორც მდგომარეობა, რომელიც ჟანგბადის გახანგრძლივებულ მიწოდებას საჭიროებს სამი ან მეტი დღის განმავლობაში, ნაზალურად დადებითი წნევით ან მექანიკური ვენტილაციის ნებისმიერ პერიოდში ( n=64).
ჩვენ გავიმეორეთ ანალიზი, მას შემდეგ რაც გამოვრიცხეთ ახალშობილები მეკონიუმის ასპირაციის სინდრომით (DP240; n=93), სეფსისით (DP369, DP360, DP399, DP362, DA 419; n=453) ან პნევმონიით (DP239, DJ189, DJ181; n=3), რადგან შესაძლებელია ეს მდგომარეობები იწვევდნენ რესპირატორულ სიმპტომებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ნაყოფის შეფერხებულ განვითარებასთან, არამედ ასოცირდება გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან.
გესტაციის თითოეულ კვირაში ვახდენდით ელექტიურ საკეისრო კვეთასთან და გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან ასოცირებული რესპირატორული ავადობის რისკის ორცვლადიან შედარებით ანალიზს. საბოლოო ანალიზისათვის, ელექტიური საკეისრო კვეთის რესპირატორული ავადობის რისკი ყოველ გესტაციურ კვირაზე შევადარეთ გესტაციის მეორმოცე კვირაში დაწყებულ გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობას. მეორმოცე კვირა ავირჩიეთ იმის გამო, რომ გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობას ყველაზე მაღალი წილი ჰქონდა (n=11 007, ყველა გეგმიური ვაგინალური მშობიარობის 35%).
წარმოგიდგენთ მშობიარობის გზასა და რესპირატორულ ავადობას შორის კავშირს 95% სანდოობის ინტერვალით. გესტაციური ასაკის ეფექტის მოდიფიცირების შესაფასებლად გამოვიყენეთ მრავალგანზომილებიანი რეგრესიული ანალიზი. პოტენციური ცვლადების (დედის მიერ სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება ფეხმძიმობის დროს, თანასწორუფლებიანობა, დედის სხეულის მასის ინდექსი ორსულობამდე, დედის ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და განათლების დონე) შესაფასებლად, გამოვიყენეთ ლოჯისტიკური რეგრესიული სტატისტიკური ანალიზი. შესწორებული თანაფარდობები წარმოდგენილია რესპირატორული ავადობისათვის, მაგრამ არა მძიმე რესპირატორული ავადობისათვის, დაკვირვებათა რიცხვის სიმცირის გამო.
შედეგები
1998 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე აარჰუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში 2 687 ცოცხლადშობილი ბავშვი დაიბადა ელექტიური საკეისრო კვეთით (7.8%), შესაბამისად, 31 771 ქალმა (92.2%) ვაგინალური მშობიარობა აირჩია, აქედან 2877 სასწრაფო საკეისრო კვეთით დასრულდა. ცხრილი 1 გვიჩვენებს რესპირატორული ავადობის შეფარდებას ელექტიურ საკეისრო კვეთასთან და დედის მახასიათებლებთან. ამგვარი ავადობის სიხშირემ შეადგინა 1.8% ( n=604), აქედან 0.2%-ს (n=64) აღენიშნებოდა მძიმე რესპირატორული ავადობა. დაბალი რისკის ჯგუფში შესაბამისად 1.7% (n=556) და .2% (n=57).
რესპირატორული ავადობა
გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან შედარებით, ელექტიური საკეისრო კვეთის დროს გესტაციის მეორმოცე კვირამდე ნებისმიერი გესტაციური ასაკის ახალშობილებში რესპირატორული ავადობის რისკი იყო მაღალი. გესტაციის ოცდამეჩვიდმეტე კვირას დაფიქსირდა თითქმის ოთხჯერ გაზრდილი რისკი (ალბათობის კოეფიციენტი 2.4-დან 6.5-მდე, 39.95% სანდოობის ინტერვალით), გესტაციის ოცდამეთვრამეტე კვირას – სამჯერ გაზრდილი რისკი (3.0,2.1-დან 4.3-მდე), ხოლო გესტაციის ოცდამეცხრამეტე კვირას – (1.9, 1.2-დან 3.0-მდე) (იხ. ცხრილი 2).
პოტენციური ცვლადების გაკონტროლებას რისკის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეუცვლია (ცხრილი 2). ორცვლადიანი ანალიზი განმეორებით ჩატარდა დაბალი რისკის ფეხმძიმობის პოპულაციისათვის, რის შედეგად მივიღეთ რისკის ოდნავ გაზრდილი მაჩვენებელი. ანუ მას შემდეგ, რაც გამოვრიცხეთ ახალშობილები, რომლებსაც ჰქონდათ მეკონიუმით ასპირაციის სინდრომი, სეფსისი ან პნევმონია, ელექტიური საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული რისკის მაჩვენებელი გაიზარდა, გესტაციური ასაკის მიუხედავად (ცხრილი 3).
ელექტიურ საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული რესპირატორული ავადობის რისკი ყოველი გესტაციური კვირის მანძილზე შევადარეთ გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან მეორმოცე გესტაციური კვირის მაჩვენებელს (ცხრილი 4). გესტაციის ოცდამეჩვიდმეტე და ოცდამეთვრამეტე კვირას დაბადებული ბავშვების რისკის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ოცდამეცხრამეტე კვირას ელექტიური საკეისრო კვეთით დაბადებულ ჩვილებში რესპირატორული ავადობის ზრდა არ იყო სტატისტიკურად განსხვავებული, მიუხედავად იმისა რომ რისკის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც უფრო მაღალი იყო.
მძიმე რესპირატორული ავადობა

მძიმე რესპირატორული ავადობა განისაზღვრა როგორც მდგომარეობა, რომელიც ჟანგბადის გახანგრძლივებულ მიწოდებას საჭიროებს სამი ან მეტი დღის განმავლობაში, ნაზალურად დადებითი წნევით ან მექანიკური ვენტილაციის ნებისმიერ პერიოდში.

ელექტიური საკეისრო კვეთის მეთოდით ოცდამეჩვიდმეტედან ოცდამეცხრამეტე კვირამდე დაბადებულ ჩვილებში მძიმე რესპირატორული ავადობა გაზრდილი იყო იმავე გესტაციურ კვირაში გეგმიური ვაგინალური მშობიარობით დაბადებულ ჩვილებთან შედარებით (ცხრილი 2). შემცირებულ გესტაციურ ასაკთან ერთად იზრდებოდა შედარებითი რისკი, ზოგადად კი რესპირატორული ავადობის რისკის მონაცემები ოცდამეჩვიდმეტე კვირას ხუთჯერ გაიზარდა, ოცდამეთვრამეტე კვირას – ოთხჯერ, ოცდამეცხრამეტე კვირას – ორჯერ, თუმცა, ამ კვირის გაზრდილი რისკი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
მას შემდეგ, რაც კვლევა დავიდა დაბალი რისკის მქონე მშობიარობაზე, ანალიზმა უფრო მცირე რისკის მონაცემები გამოავლინა ოცდმეჩვიდმეტე კვირას დაბადებულ ბავშვებში, მაგრამ ოცდამეთვრამეტე და ოცდამეცხრამეტე კვირის შედეგები არ შეცვლილა.
მეკონიუმით ასპირაციის სინდრომის, სეფსისისა და პნევმონიის მქონე ახალშობილთა გამორიცხვის შემდეგ, ოცდამეთვრამეტე და ოცდამეცხრამეტე კვირებში რისკის მაჩვენებლები გაიზრდა (ცხრილი 3).
მძიმე რესპირატორული ავადობის რისკი ელექტიური საკეისრო კვეთის შემდგომ სხვადასხვა გესტაციურ ასაკში შევადარეთ გესტაციის მეორმოცე კვირას გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობის რისკთან. ოცდამეჩვიდმეტე კვირაში ელექტიური საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებში დაფიქსირდა მძიმე რესპირატორული ავადობის მაღალი რისკი (13.6, 5.1–დან 36-მდე; ცხრილი 4). რისკი მაღალი იყო ოცდამეთვრამეტე და ოცდამეცხრამეტე კვირებშიც, თუმცა ოცდამეცხრამეტე კვირაში იგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო.
დისკუსია
ნეონატალური რესპირატორული ავადობის რისკი ელექტიური საკესირო კვეთის დროს, გესტაციის ოცდამეჩვიდმეტე და ოცდამეცხრამეტე კვირას, 2-4-ჯერ აღემატებოდა გესტაციის მეორმოცე კვირას გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან დაკავშირებულ რისკს, იმ მონაცემების მიხედვით რომელიც შეგროვდა აარჰუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, 1998 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე. შედარებითი რისკი ოცდამეჩვიდმეტე კვირას შვიდჯერ მაღალი იყო, ოცდამეთვრამეტე კვირას კი სამჯერ, ხოლო ოცდამეცხრამეტე კვირის შედარებამ საერთოდ არ მოგვცა მნიშვნელოვანი განსხვავება.
დადგინდა, რომ მშობიარობის დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საკეისრო კვეთის,ვადებს. რაც უფრო ადრე ხდებოდა ჩარევა, მით უფრო მეტი იყო რისკი. ეს მონაცემები არ შეცვლილა იმ შემთხვევაშიც, როდესაც შევადარეთ ვაგინალური მშობიარობის იგივე გესტაციური კვირა, რაც ადრეულ ეტაპებზე შეუძლებელი იყო, რადგან ვაგინალური მშობიარობების უმრავლესობა მეორმოცე კვირას ან უფრო გვიან იწყებოდა.
შედარება სხვა კვლევებთან
წარსულში ჩატარებული დიდი კოჰორტული კვლევები მიზნად ისახავდა აეხსნა ახდენდა თუ არა გავლენას გესტაციის ოცდმეჩვიდმეტე და ორმოცდამეორე კვირას ჩატარებული ელექტიური საკეისრო კვეთა ახალშობილების რესპირატორულ ავადობაზე.17 ელექტიური საკეისრო კვეთა, ჩატარებული განსხვავებულ გესტაციურ ასაკში შეადარეს მეორმოცე კვირას დაწყებულ ვაგინალურ მშობიარობას. ამ კვლევის დროს არ მიიღეს მხედველობაში გეგმიური ვაგინალური მშობიარობის დროს ჩატარებული სასწრაფო საკეისრო კვეთა. მის გამორიცხვას ვაგინალური მშობიარობის პოპულაციისაგან ელექტიური საკეისრო კვეთის შედეგების გადაფასების შესაძლებლობა მოჰყვებოდა. მართლაც, ამ ავტორების რისკის მაჩვენებელი 1000 ბავშვზე 5.2-ის ტოლია, ხოლო ჩვენს ჯგუში ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე რესპირატორული ავადობის სიხშირე 1000 ბავშვზე 16 იყო. გავაანალიზეთ რა ჩვენი შედეგები, შევეცადეთ ამ მდგომარეობის გამოსწორება. ამიტომ შევიყვანეთ სასწრაფო საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობა შესადარებელ ჯგუფში და რისკის ნაკლები მაჩვენებელი მივიღეთ, ვიდრე აღნიშნულ კოჰორტულ კვლევაში.17
ამ დარგში ჩატარებული სხვა კვლევები არ ითვალისწინებდნენ გესტაციურ ასაკს, ან მას დამატებით ცვლადად მიიჩნევდნენ. ისინი ზოგადად რესპირატორული ავადობის ერთ მონაცემს აფიქსირებდნენ, მიუხედავად იმისა რომ, როგორც გამოირკვა, რისკის მაჩვენებელი განსხვავდება გესტაციის ოცდამეცვიდმეტედან მეორმოცე კვირამდე.10
კვლევის ძლიერი და სუსტი მხარეები
ჩვენი კვლევის მონაცმები წინასწარ შეგროვდა. მშობიარობის შესახებ ინფორმაციის წყაროს ბებიაქალი წარმოადგენდა. რესპირატორული ავადობის შესახებ დასკვნები ნეონატოლოგმა გამოიტანა. წარმოიშვა განსხვავება სხვადასხვა კოდირების საფუძველზე (ჩვილის გარდამავალი ტაქიაპნოე, რესპირატორული დისტრესის სინდრომი, მუდმივი პულმონარული ჰიპერტენზია). შესაძლოა ამ გაუგებრობამ გავლენა მოახდინოს ქვეჯგუფების რესპირატორული ავადობის ცალკეულ ანალიზზე, განსაკუთრებით განსაზღვრული რიცხვის ქვეჯგუფის განხილვისას. ვეცადეთ, თავი აგვერიდებინა შესაძლო უზუსტობებისათვის და რესპირატორული ავადობა ერთ მთლიან ერთეულად განვიხილეთ. ჩვენ გავიმეორეთ ანალიზი, ამჯერად ჩარევის გათვალისწინებით (ჟანგბადის მუდმივი მიწოდება სამი ან მეტი დღის განმავლობაში, ნაზალურად დადებითი წნევით ან ხელოვნური ვენტილაციის ნებისმიერ პერიოდში) და არა დიაგნოსტიკურ კატეგორიებზე დაყრდნობით. ამ ანალიზმა დაადასტურა ჩვენი საწყისი ვარაუდები და დაგვანახა, რომ რესპირატორული ავადობის რისკი იზრდებოდა გესტაციური ასაკის კლებასთან ერთად. პოტენციური ეფექტების შესამოწმებლად ყველა ანალიზი დაბალი რისკის მშობიარეთა ჯგუფზეც გავიმეორეთ, მაგრამ განსხვავება არ დადგინდა.
ელექტიური საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას პაციენტი (დედა) იღებდა და ეს ინფორმაცია ჩვენს ხელთ კვლევის დასასრულს აღმოჩნდა (2002-2006). ამ პერიოდისათვის 788 ქალმა გაიკეთა ელექტიური საკეისრო კვეთა. განმეორებითმა ანალიზმა დაბალი რისკის პოპულაციის მსგავსი შედეგი გამოიღო. ცდისპირების სიმცირის გამო, ნდობის ინტერვალი ოცდამეჩვიდმეტე, მეორმოცე და ორმოცდამეერთე კვირისთვის იყო დიდი, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა (ეს მონაცემები ნაჩვენები არ არის).
რამდენიმე იშვიათი მდგომარება ასევე შეიძლება გავლენას ახდენდეს ნეონატალურ რესპირატორულ ავადობაზე. ამიტომ, გავიმეორეთ ანალიზი და გამოვრიცხეთ პაციენტები, რომლებიც ფეხმძიმობისას იღებდნენ სტეროიდებს (n=383) ან სეროტონინის შეწოვის სელექციურ ინჰიბიტორებს (n=244). აღმოჩნდა, რომ რისკის მონაცემები არ შეიცვალა. ჯდომით წინამდებარეობით ახალშობილთა გამორიცხვას (n=1325) არ მოჰყვა მონაცემთა ცვლილება (მონაცემები ნაჩვენები არ არის).
კვლევის მნიშვნელობა.
გესტაციის ოცდამეცხრამეტე კვირას განხორციელებული საკეისრო კვეთა, როგორც სხვა კვლევებში, ისევე ჩვენს კვლევებშიც რესპირატორული ავადობის გაზრდილ რისკზე მიუთითებდა.17 ამ კავშირს მშობიარობისას გამოყოფილი ჰორმონების უკმარისობა ხსნის. მშობიარობისას, ფეტალური ფილტვების სითხის გამოყოფა მცირდება, შეწოვა მატულობს. შესაძლოა, რომ გარსის დაზიანების საპასუხოდ კატექოლამინების დონე მატულობს.14
მშობიარობამდე საკეისრო კვეთის ჩატარებისას, კატექოლამინების გამოყოფა არ მატულობს. ვაგინალური მშობიარობისა და ელექტიური საკეისრო კვეთის შედარებითმა კვლევებმა გამოავლინა კატექოლამინების დაბალი დონე და ფილტვების ფუნქციის ცვლილება საკეისრო კვეთის დროს.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ანტენატალურ პერიოდში მშობიარის მიერ კორტიკოსტეროიდების მიღებამ შესაძლოა ნეონატალური რესპირატორული ავადობის შემცირება გამოწვიოს. ეს ჰიპოთეზა შემოწმდა რანდომიზებულ, საკონტროლო ცდაში, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ანტენატალურ პერიოდში ბეთამეზათონის მიღება ისევე ამცირებს ნეონატალურ რესპირატორულ ავადობას, როგორც მშობიარობის გადავადება ოცდამეცხრამეტე კვირამდე.20 მიუხედავად ამ კვლევებისა, ანტენატალურ პერიოდში მშობიარეს მიერ კორტიკოსტეროიდების მიღება დღესაც განხილვის საგნად რჩება.21
გამოსავალი
ჩვენი შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ ელექტიური საკეისრო კვეთა ზრდის ზოგადი და მძიმე ნეონატალური რესპირატორული ავადობის რისკს. ჩვენი შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ ავადობის შემცირება შესაძლოა საკეისრო კვეთის ოცდამეცხრამეტე კვირაზე გადავადებით. უფრო დიდი ხნით გადავადება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება ინტრანატალური საკეისრო კვეთის საშიშროება (ჩვენს პოპულაციაში გეგმიური ვაგინალური მშობიარობის 25% ოცდამეცხრამეტე კვირამდე დაიწყო). ელექტიურ საკეისრო კვეთასთან შედარებით, ინტრანატალური საკეისრო კვეთის დროს შესაძლოა ისეთი გართულებების განვითარება, როგორიცაა საშვილოსნოს დაზიანება იმ პაციენტებში, რომლებთაც წარსულში საკეისრო კვეთა ჰქონდათ გაკეთებული, ინფიცირება და დედის სიკვდილიც კი.22 საპირისპიროდ, მშობიარობის გავლენა და გარსის დარღვევა საკეისრო კვეთამდე ახალშობილისათვის შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს.24
მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე იყო ამ რისკების და სარგებლის შეფასების მცდელობა, რომელიც გავლენას ახდენს ფეხმძიმე ქალსა და ახალშობილზე.10 საჭიროა დასაბუთებული ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ რანდომიზებული საკონტროლო კვლევებით, დიდ პოპულაციებში, რომლებიც განიხილავენ ელექტიური საკეისრო მშობიარობის რისკს და მშობიარობის ვადის დამოკიდებულებას.
დასკვნა
კვლევაში წარმოდგენილია ელექტიური საკეისრო კვეთის შედარება გეგმიურ ვაგინალურ მშობიარობასთან და შედეგად, წარმოაჩენს ზოგადი და მძიმე ნეონატალური რესპირატორული ავადობის 2–4-ჯერ მომატებულ რისკს. ჩვენი შედეგები მიუთითებენ, რომ შესაძლებელია ამ რისკის შემცირება ელექტიური საკეისრო მშობიარობის გადავადებით ოცდამეცხრამეტე კვირამდე. ეს ინფორმაცია უნდა გაითვალისწინონ იმ მშობიარეებმა, რომლებიც ელექტიურ საკეისრო კვეთას ირჩევენ და გინეკოლოგებმა, რომლებიც მათ ურჩევენ.

რა ვიცით ამ თემის შესახებ. ელექტიური საკეისრო კვეთა დაკავშირებულია ნეონატალური რესპირატორული ავადობის გაზრდილ რისკთან. ამის მიზეზად „იატროგენულ მოუმწიფებლობას“ ან მშობიარობის თანმხლები ცვლილებების უკმარისობას ასახელებენ.

Contributors: AKH conceived and designed the study, analysed and interpreted the data, and drafted the article. She is guarantor. KW and NU interpreted the data and revised the article. TBH conceived and designed the study, interpreted the data, and revised the article. All authors approved the final version.
Funding: This study was supported by the Clinical Institute, Aarhus University, the Research Initiative, Aarhus University Hospital, and Aase and Einer Danielsens Fund.
Competing interests: None declared.
Ethical approval: Not required.
Provenance and peer review: Not commissioned; externally peer reviewed.

ინგლისურიდან თარგმნა ლ. ბარაბაძემ

თარგმანი შესრულებულია BMJ-ის რედაქციის ნებართვით.
BMJ 2008;336;85-87; originally published online 11 Dec 2007;
doi:10.1136/bmj.39405.539282.BE

ლიტერატურა

ნანახია: 3232 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269111


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.