ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა
ავტორი: www.medicinform.net
ისრაელის ფირმა ორამედმა შექმნა ორალური ინსულინის ფორმა, რომელშიც ჰორმონის ცილოვანი სტრუქტურა სპეციალური დანამატებით დაცულია კუჭის წვენის დესტრუქციული ზემოქმედებისგან. პრეპარატმა წარმატებით გაიარა კლინიკური გამოცდა I ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევის 2A ფაზა II ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის (ORMD-0801) მიღების შემდგომ არასასურველი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენლა. არც ერთ პაციენტს ინსულინის დამატებითი დოზის მიღება არ დასჭირვებია.
ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევის 2B ფაზა სამხრეთ აფრიკაში, სადაც შეფასდება პრეპარატი ORMD-0801-ს ეფექტურობა II ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ნანახია: 4719 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით