ეპიდურული ინექციის სტანდარტული ტექნიკა შპრიცის დგუშზე უწყვეტ ზეწოლას გულისხმობს მანამ, სანამ ნემსი ჩხვლეტის ადგილზე არსებულ ყველა შრეს არ გახვრეტს: კანი→კანქვეშა ცხიმოვანი შრე→წვეტზედა იოგი→წვეტთაშუა იოგი→ყვითელი იოგი→ეპიდურული სივრცე. ვინაიდან ეპიდურული სივრცე პოტენციური სივრცეა, დგუშზე არსებული წინააღმდეგობის შემცირება მასში მოხვედრილი ნემსის მაჩვენებელია.
კორპორაცია „Indigo Orb”-ის თანამშრომლების მიერ შექმნილი აუტოდეტექციური შპრიცის (EpisureTM) დგუში წინააღმდეგობის შემცირებას ავტომატურად აღიქვამს, რაც ეპიდურულ სივრცეში შეღწევის უტყუარ, ვიზუალურ დასტურს იძლევა.
FDA დამოწმებული ეს პროდუქტი აშშ-ს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.
ნანახია: 3805 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით