იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19530]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16731]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14239]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10211]

სპიგელის თიაქარი [5162]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული

ავტორი: ნ. შაყულაშვილი, შპს „ღვინის ლაბორატორია“
ე. ჩიკვაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
N. Shakulashvili,1 E. Chikvaidze 2
“Vine Laboratory” Ltd,1 Iv. Javakhishvili Tbilisi State University2
Free Radicals, Antioxidants, Resveratrol, Vine, and Georgian Vine

>>  During the metabolic processes, taking place in the living organism, free radicals are created continually and often have harmful influence on the organism. Living organism has effective tools for combating free radicals: enzyme systems and spin traps of the free radicals – antioxidants. However, as the result of the pathogenic processes in the organism, the concentration of free radicals may increase considerably. It is believed that damage of the cell and death of the organism in case of up to 60 deceases with totally different pathogenesis, is caused by the excess number of free radicals. Therefore, search for new natural effective antioxidants and their inclusion in the treatment scheme of different deceases is one of the most important tasks of contemporary medicine.
In this respect, the discoveries of recent years should be taken into consideration. It has been known that wine along with nutritious and gustatory characteristics possesses best curative features as it contains antioxidants - flavonoids and stilbenes – which are especially effective in healing cardiovascular deceases. Most important among antioxidants is compound resveratrol. There is also shown by many investigations, that resveratrol may prevent cancer. Resveratrol affects the initiation, promition an progression of cancer by several ways. Therefore, measuring of antioxidant potential of wine is very important task.
It should be mentioned that flavonoids and stilbenes are located in the skin and pyrene of grapes and are extracted in the process of wine fermentation. With this respect the Kakhetian (traditional Georgian) method of wine making is remarkable for the wine fermentation (both – white and red) performed together with the large amount (sometimes entire amount) of stum (skin and pyrene of grapes), which strengthens the process of maceration and thus enhances concentration of polyphenols in wine product.
One more factor that will contribute to the success of Georgian wines is the empirically known fact, that Georgian wines often contain considerably more total phenols than other (European, Australian, south African, etc.) wines. Moreover, this is true even for the bottled Georgian wines produced by the factory, as well as for the homemade wines, especially prepared by Kakhetian method. Since the above-mentioned antioxidants like flavonoids and stilbenes belong to polyphenol compounds, there can be no doubt about their high concentration in Georgian wines. This fact is confirmed by analytical investigations carried out in Georgian scientific centers.
The unique taste and flavor of Georgian wine is the evidence of its quality. Moreover, high antioxidant content and potential is the basis for exceptional healing properties of the wine. Revealing this feature of Georgian wine will significantly contribute to its popularization and establishment of its well-deserved place in the international market.


სურათი 1. თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა გარემო ფაქტორების ზემოქმედებით

თავისუფალი რადიკალები
თავისუფალი რადიკალები, ეს უაღრესად აქტიური ნაწილაკები მეტაბოლური პროცესების შედეგად ცოცხალ ორგანიზმში განუწყვეტლივ წარმოიქმნება ჟანგბადისა და აზოტისგან; მათი წარმოქმნა გარეგანი ფაქტორების – ულტრაიისფერი სხივები, X- და γ-გამოსხივება, ზოგ შემთხვევაში დღის სინათლის (ფოტოსენსიბილიზაცია)1-5 ზემოქმედებითაც არის შესაძლებელი (სურ. 1). თავისუფალი რადიკალების ძლიერი წყაროა დაბინძურებული გარემო, სიგარეტის კვამლი, შებოლილი და სწრაფი კვების ტიპის პროდუქტი. ნორმაში ცოცხალ ორგანიზმებს გააჩნიათ თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება – ფერმენტული სისტემები: სუპეროქსიდდისმუტაზა (სოდ-ი), კატალაზა, გლუტატიონპეროქსიდაზა, და ბუნებრივი ანტიოქსიდანტები – თავისუფალი რადიკალების ჩამჭერები: α-ტოკოფეროლი, ასკორბინის მჟავა, β- კაროტინი, სელენიუმი და სხვ.3,4 ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოგენური პროცესების შედეგად თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. თავისუფალი რადიკალები კი აზიანებენ ცილებს, თავისუფალ ამინომჟავეებს, ლიპიდებს, ლიპოპროტეინებს, ნუკლეინის მჟავეებს, იწვევენ ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვას, რაც საბოლოოდ უჯრედის დაზიანებას და ორგანიზმის დაღუპვას იწვევს (სურ. 2).
არსებობს ვარაუდი, რომ ისეთი დაავადებების, როგორიცაა სხვადასხვა გენეზის ალერგიები, ალცჰეიმერის დაავადება, ათეროსკლეროზი, ართრიტები, სიმსივნე (სხვადასხვა გენეზის), ღვიძლის ციროზი, კატარაქტა და სხვ. (60-მდე დაავადება), საბოლოო, პათოგენური ან ლეტალური შედეგი განპირობებულია თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით.3,6 ბოლო დროის კვლევებმა7 გვიჩვენა, რომ თავისუფალი რადიკალები, კერძოდ ბილირუბინის რადიკალური პოლიმერი ნაღვლის კენჭების წარმოქმნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბავშვთა თანდაყოლილი სიყვითლის ფოტოთერაპიით მკურნალობისას ბილირუბინის თავისუფალი რადიკალები შეიძლება, არასასურველი გვერდითი მოვლენების გამომწვევი მიზეზი გახდეს.8
ამდენად, ახალი ბუნებრივი ეფექტური ანტიოქსიდანტების მოძიება და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო სქემაში მათი ჩართვა, მედიცინის უაღრესად აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს. ანტიოქსიდანტი თავად არ უნდა იყოს ტოქსიური, ის და მისი რადიკალური რეაქციის პროდუქტები ადვილად უნდა გამოძევდებოდნენ ორგანიზმიდან და არ უნდა აზიანებდნენ მას. ამ პირობებს, ყველაზე უკეთ, სხვადასხვა მცენარიდან, ბოსტნეულიდან და ხილიდან გამოყოფილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტები აკმაყოფილებენ.

სურათი 2. თავისუფალი რადიკალების თავდასხმა უჯრედზე

თავისუფალი რადიკალები, ღვინო და რეზვერატროლი
ძალზედ ყურადსაღებია, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით წარმოებული კვლევები. აღმოჩნდა, რომ ღვინოს საკვები და საგემოვნო ღირებულების გარდა, საუკეთესო სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, რაც მასში ფლავონოიდების (მირიცეტინი, ქვერცეტინი, კემფეროლი, იზორამნეტინი, კატექინი, ეპიკატექინი, ანთოციანები) და სტილბენის – ცის- და ტრანს- რეზვერატროლის როგორც გლუკოზირებული, ასევე აგლიკონური ფორმით არსებობითაა განპირობებული; უკანასკნელნი კი ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდებიან.9-12 ღვინო მრავალ ათეულ პოლიფენოლურ ნაერთს შეიცავს, რომლებიც ანტიოქსიდანტური უნარით ხასიათდება, თუმცა ზევით ჩამოთვლილები, ე.წ. მაჟორული, ანუ სამკურნალო ეფექტის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი ანტიოქსიდანტური უნარის ნაერთებია. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა რეზვერატროლი.
აქ გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. „ფრანგულ პარადოქსს“ – კვლევებით დადგინდა, რომ ფრანგები, სხვა ხალხებთან შედარებით, ნაკლებად არიან მიდრეკილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი. ეფექტი დაუკავშირეს ფრანგების მიერ, გასაგები მიზეზების გამო, წითელი ღვინის უფრო მეტ მოხმარებას. წითელ ღვინოში იდენტიფიცირებული იყო პოლიფენოლური ნაერთი რეზვერატროლი, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტური უნარით ხასიათდება. „ფრანგული პარადოქსი“ სწორედ რეზვერატროლს დაუკავშირეს.9 თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ღვინო მრავალ სხვა ანტიოქსიდანტური ბუნების მქონე ნაერთსაც შეიცავს, რომლებიც, რეზვერატროლთან ერთად, ღვინის სამკურნალო ეფექტს განაპირობებენ. თავად რეზვერატროლი კი, 10-20-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ბუნებრივი ანტიოქსიდანტები – C და E ვიტამინები.
რეზვერატროლი განსაკუთრებით ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ. თავისუფალი რადიკალები აზიანებენ სისხლძარღვის კედლებში შემავალი ცილების სტრუქტურას, რის შედეგაც სისხლძარღვი უხეშდება, კარგავს ელასტიურობას, მის კედლებში გამოლექვას იწყებს ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინი, წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, და სისხლძარღვი ეფექტურად ვეღარ უზრუნველყოფს სისხლის დინებას.6 ბიოქიმიური თვალსაზრისით ეს პროცესი ასე აღიწერება – თავისუფალი რადიკალების მოქმედების შედეგად ოქსიდირებული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) არტერიების კედლების უჯრედებს ეკვრის, ქმნის მზარდ სტრუქტურას, რაც საბოლოოდ სწორედ ხსენებულ ფოლაქს წარმოადგენს.
როგორ მოქმედებს ანტიოქსიდანტი რეზვერატროლი?
ის აინჰიბირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ოქსიდაციის პროცესს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
შესაბამისად, სისხლში რეზვერატროლის კონცენტარციის ზრდა ხელს უშლის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ლიპიდურ პეროქსიდაციას.
არსებობს მონაცემები, რომ რეზვერატროლს სხვადასხვა გენეზის სიმსივნის ინიციაციის, ზრდისა და განვითარების სტადიებზე მოქმედების გარკვეული უნარი გააჩნია. სიმსივნის ინიციაციისას რეზვერატროლი მოქმედებს როგორც თავისუფალი რადიკალების ინჰიბიტორი და როგორც ანტი-მუტაგენი. დადგენილია, რომ რეზვერატროლი სიმსივნური უჯრედის პროლიფერაციის ინჰიბიტორია. არსებული მონაცემებით რეზვერატროლი ანელებს სიმსივნის ზრდას ციკლოოქსიგენაზა-1-ის ინჰიბირების გზით. ეს უკანასკნელი არის ენზიმი, რომელიც არაქიდონის მჟავას სიმსივნური უჯრედის ზრდის მასტიმულირებელ ნაერთად გარდაქმნის. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეზვერატროლს სიმსივნური უჯრედების მიმართ პრო-აპოპტოზური ეფექტი გააჩნია. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ რეზვერატროლი სამკურნალო ფუნქციის მატარებელია.
დადგენილია სიმსივნის საწინააღმდეგოდ რეზვერატროლის მოქმედების კიდევ ერთი მექანიზმი – სიმსივნურ უჯრედებში ნაპოვნ ენზიმს (CYP1B1) მეტაბოლური გარდაქმნის შედეგად რეზვერატროლი პაისატანოლში (piceatannol) გადაჰყავს, რომელიც მაღალტოქსიური ნაერთია და სიმსივნურ უჯრედს შლის. ვინაიდან რეზვერატროლის პაისატანოლად გარდაქმნა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებში ხდება, წარმოქმნილი პაისატანოლი ლოკალიზებულია, შლის მხოლოდ სიმსივნურ უჯრედს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.
ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინოში რეზვერატროლის და სხვა ანტიოქსიდანტების რაოდენობრივ შემცველობას, რამეთუ ალკოჰოლის გამო ღვინის დღიური მოხმარების ნორმა განუსაზღვრელი არ არის და დაახლოებით მამაკაცებისთვის 300 მლ-ს, ქალებისთვის კი 150-მლ-ს შეადგენს .
აღსანიშნავია, ფლავონოიდები და სტილბენები თავმოყრილია ყურძნის მარცვლის კურკასა (წიპწასა) და კანში და მათი ექსტრაქცია ღვინის დუღილის პროცესში ხდება. ამდენად, საყურადღებოა ღვინის დაყენების კახური (ტრადიციული ქართული) მეთოდი, სადაც ღვინის (როგორც თეთრის, ასევე წითლის) დადუღება ჭაჭის მოუხსნელად (ჭაჭის დიდი ან მთლიანი რაოდენობის თანაობისას) ხდება, რაც მაცერაციის პროცესს აძლიერებს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, მაცერაციის დროც.

ქართული ღვინო
ჩვენთვის მეტად საყურადღებოა ერთი ფაქტი. კერძოდ, ემპირიულად დადგენილია, რომ ქართული ღვინოები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი ჯამური ფენოლური შემადგენლობით ხასიათდება, ვიდრე უცხოური (ევროპული, ავსტრალიური, სამხრეთ აფრიკული და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ეს მართებულია ქარხნული წესით დამზადებული და ბოთლში ჩამოსხმული ღვინისთვისაც, ხოლო ტრადიციული, კახური წესით დამზადებულ ღვინოში ეს თავისთავად მოსალოდნელიცაა. იქედან გამომდინარე, რომ ზევით ნახსენები ანტიოქსიდანტები – ფლავონოიდები და სტილბენები პოლიფენოლურ ნაერთებს განეკუთვნება, მათი მაღალი შემცველობა ქართულ ღვინოში ეჭვს არ უნდა იწვევდეს და დასტურდება კიდეც ჩატარებული ანალიზების შედეგად.
ქართული ღვინის უნიკალური სამკურნალო ეფექტის წარმოსაჩენად ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც მთლინად ღვინის, აგრეთვე, მასში შემავალი მაჟორული ანტიოქსიდანტი კომპონენტების (პირველ რიგში – რეზვერატროლის) ანტიოქსიდანტური აქტივობის ზუსტი დადგენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პარალელურად კომპონენტების რაოდენობრივი ანალიზი. აღნიშნული სამუშაოს შესრულება საქართველოში უკვე დაწყებულია.13,14 ეს საკითხი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან წარმოებული სხვადასხვა ტიპის ადგილწარმოშობისა და სუფრის როგორც ქარხნული, ასევე ტრადიციული ქართული წესით დამზადებული ქართული ღვინოების სისტემურ კვლევას, მათი ანტიოქსიდანტური პოტენციალის განსაზღვრის მიზნით (სურათი 3).
განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ტრადიციული, კახური წესით დამზადებულ თეთრ ღვინოში ნაპოვნია რეზვერატროლის ისეთი კონცენტრაცია, რაც მას სამკურნალო ეფექტის თვალსაზრისით წითელი ღვინის რანგში აყენებს.
ქართული ღვინის უნიკალური საგემოვნო და არომატული თვისებების გარდა, რაც თავისთავად ხარისხის მაჩვენებელია, მისი მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობა და პოტენციალი ღვინის ძლიერი სამკურნალო თვისებების საფძველს წარმოადგენს. ამ კუთხით ქართული ღვინის წარმოჩენა მის პოპულარიზაციასა და მსოფლიო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ხოლო ტრადიციული, კახური წესით ქვევრში დაყენებული ხარისხიანი ღვინის წარმოება პირდაპირაა ბმული საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებასთან, მითუმეტეს, რომ ამ სეგმენტით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა დასავლეთში, და არა მხოლოდ.

არადა, საქართველოში მეღვინეობის 8000 წლოვანი ისტორიის მანძილზე ერში დაგროვილი ეზოთერული ცოდნა ღვინის შესახებ, მის სამკურნალო თვისებების ფართოდ გამოყენებასაც მოიცავს. ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გარდა, რაც არაერთ ისტორიულ წყაროშია დოკუმენტირებული, ყოველ ჩვენთაგანს სმენია ჩვენი წინაპრებისგან სადილად ერთი ჭიქა საფერავისა თუ სხვა შავი ღვინის მარგებლობის შესახებ. ქართლში, გამიგია ძველებისგან, რომ ღვინიან ჭიქაში ნაკვერჩხალს აგდებდნენ ალკოჰოლის „ამოწვისა“ და მოშორების მიზნით (რამდენად სცილდებოდა, ეს სხვა საკითხია), მერე თავს მოხდიდნენ და ისე ასმევდნენ ბავშვებს. რეზვერატროლის შესახებ მაშინ, ჯერ არაფერი იყო ცნობილი…

ლიტერატურა

ნანახია: 14238 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.