New York Times-მა დაბეჭდა სტატია მედიცინის უცნაური მკვლევარის – თვითდაინფიცირებული ექიმის შესახებ.
ისტორიას ბევრი მეცნიერი ახსოვს, რომლებმაც გასაოცარი აღმოჩენები სწორედ მომაკვდინებელი პათოგენებით თვითდაინფიცირების შედეგად გააკეთეს. მათ რიცხვს განეკუთვნებიან John Hunter (თავი დაიავადა გონორეითა და სიფილისით) და Barry Marshall, რომელმაც H. Pylori-ს შემცველი ხსნარი დალია, რათა გასტრიტის პათოგენეზში ამ მიკრობის როლი დაედასტურებინა.
მაზოხისტ მკვლევართა ცნობილი სიის უკანასკნელი წარმომადგენელი ექიმი David Pritchard გახლავთ. მან თავის ბოლო კვლევაში ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კაუჭა ჰელმინთებით ინვაზირებული ადამიანები ამ მხრივ ჯანსაღი ადამიანების მსგავსად ასთმითა და ისეთი ალერგიული დაავადებებით, როგორიც ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტია ხშირად არ ავადდებიან. ცხოველებზე კვლევებმა მოულოდნელი შედეგები აჩვენეს, რამაც ექიმი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ თავის კანში სრულიად მტკივნეული გზით ამ ტიპის 50-მდე ჰელმინთი შეეყვანა. მტკივნეულობისა და შემდგომი დიარეის თავიდან აცილების მიზნით ჰელმინთთა რეკომენდებული დოზა 50-დან 10-მდე შემცირდა. ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტიპის პარაზიტთა ელიმინირებაზე, ასევე მრავალ ალერგიულ რეაქციასა და ავტოიმუნურ დაავადებაზე. მაშინ, როცა წვრილ ნაწლავებში მობინადრე კაუჭა ჰელმინთები ადამიანის სისხლს ხარბად წოვენ, გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იმუნური სისტემის გადართვის გზით თრგუნავენ. ამ თეორიის დასამტკიცებლად კვლევა ახლაც მიმდინარეობს. David Pritchard-ის მიზანს, ზემოთხსენებული დამთრგუნველი ნივთიერების იდენტიფიკაცია და მისი სინთეზური ანალოგის სამკურნალწამლო სახით მიღება წარმოადგენს.
ნანახია: 4739 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით