მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11517]

ძუძუთი კვება [9204]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7976]

α თალასემია საქართველოში [6962]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6618]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი

ავტორი: ა.შვეცკის რედაქციით, კიევი, უკრაინა

>>  არცერთი ანტიბიოტიკი არ აკომპენსირებს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპების დარღვევას და გელფანდტის აზრით „... არასდროს არ გადააქცევს მესამე კატეგორიის ქირურგს პირველი კატეგორიის ქირურგად“.


ჰოსპიტალური ინფექციის პროფილაქტიკისათვის ანტიბიოტიკის დანიშვნამდე აუცილებელია:

1
დადგინდეს რისკის ჯგუფი
(ქვემოთჩამოთვლილ ფაქტორთაგან თითოეული ზრდის „ანთებითი“ გართულებების განვითარების რიკს).
1.1. ანამნეზური ნიშნებით:
ა) ხანშიშესული ასაკი,
ბ) ხშირი გაცივება და სხვა ანთებითი დაავადებები,
გ) გადატანილი ოპერაციის შემდგომი გართულებები,
დ) სტეროიდული თერაპია,
ე) ანტიბიოტიკოთერაპია ბოლო 2 კვირაში (შესაძლებელია დისბაქტერიოზი),
ვ) სტაციონარში ყოფნა 4–5 დღეზე მეტად.
1.2. თანმლები დაავადებების არსებობის მიხედვით (ონკოლოგიური, ტუბერკულოზი, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სხვ.).
1.3. ზოდაგი მდგომარეობის მიხედვით (კახექსია, „C“ ჰიპოვიტამინოზი, ანემია, ჰიპოპროტეინემია, ხანგრძლივი ჰიპოკინეზია, ნებისმიერი გენეზის ჰიპოქსემია და აციდოზი).
1.4. დაგეგმილი ოპერაციის სახის მიხედვით:
ა) პირობითად სუფთა – ორგანოს სანათურის გახსნით, მაგრამ ხილული ინფიცირების გარეშე;
ბ) პირობითად დაბინძურებული – დაბინძურებისას, რომლის ლიკვიდაციაც ოპერაციის მსვლელობაში ხდება;
გ) ჩირქოვანი – ანთების კლინიკური ნიშნების არსებობისას, როდესაც ოპერაცია ტარდება ანტიბაქტერიული თერაპიის ფონზე;
დ) სისხლის დანაკარგის სავარაუდოდ დიდი მოცულობა (მისი კომპენსაციის შემთხვევაშიც);
ე) ოპერაციის ხანგრძლივობა 1 საათზე მეტი;
ვ) მსხვილი ლიმფური კოლექტორების გარდაუვალი დაზიანება.

2
ოპერაციამდე აუცილებელია:
ა) შეძლებისდაგვარად თავიდან ავიცილოთ ან მოვსპოთ „1.1.ე“ და „1.3.“,
ბ) ჩატარდეს ცხვირხახისა და ნაწლავების დეკონტამინაცია,
გ) დაინიშნოს სედაციური პრეპარატები და პრემედიკაცია (ტრანზიტორული ბაქტერიემია აღინიშნება სხვადასხვა სახის სტრესულ სიტუაციებში, მაგ., ყოველი მეოთხე ინტუბაციისას და ქალების 15%-ში საშოს სტერილური ტამპონის გამოცვლისას).

3
ოპერაციის შემდეგ
ა) სისხლძარღვოვანი კათეტერების ადეკვატური მოვლის უზრუნველყოფა,
ბ) ადეკვატური გაუტკივარება,
გ) ფილტვების ადეკვატური ვენტილაცია (ამაღლებული მდებარეობა, სასუნთქი ვარჯიშები, გულმკერდის მასაჟი, საჭიროებისას – დანოტივებული O2),
დ) შარდის ბუშტის კათეტერიზაციის დასრულება ფურაცილინის ან სხვა ანტისეპტიკის შეყვანით).

4
ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს
ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ორი ხაზგაუსმელი ან ერთი ხაზგასმული რისკის ფაქტორის არსებობის შემთხვევაში (!) და მათ აუტანლობაზე შესაბამისი სინჯის ჩატარების შემდეგ.
მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული სქემა აგებულია სისხლში ანტიბიოტიკის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღებაზე საოპერაციო ტრავმის პიკზე. ამისათვის:
ა) მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეყავთ პრემედიკაციასთან ერთად,
ბ) ხანგრძლივი ოპერაციის ან არჩეული პრეპარატის ნახევრადგამოყოფის მოკლე დროის შემთხვევაში, „პრემედიკაციულის“ გარდა ახორციელებენ ანტიბიოტიკის განმეორებით შეყვანას ოპერაციის დაწყებიდან 1,5-2 სთ-ის შემდეგ,
გ) 4-5 რისკის ფაქტორის არსებობის შემთხვევაში ანტიბიოტიკი ინიშნება ოპერაციამდე 24 საათით ადრე, შეყავთ „პრემედიკაციულად“, შემდეგ კი, ზოგადი სქემით, მაგრამ არა უმეტეს 1-2 დღე-ღამისა.

5
ანტიბიოტიკის შერჩევა
ანტიბიოტიკის შერჩევა ხდება ანტიბიოტიკოთერაპიის არსებული ემპირიული სქემების საფუძველზე, შემდეგის გათვალისწინებით:
5.1. ავადმყოფის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის მონაცემები (თუკი ამას მოიცავს შესაბამისი სტანდარტი),
5.2. შიდაჰოსპიტალური ბაქტერიოლოგიური მონიტორინგის მონაცემები (3-5 დღის შემდეგ ჭრილობების, ავადმყოფის კანისა და ლორწოვანი გარსების მიკროფლორა იცვლება ჰოსპიტალურით, რომელიც მუდმივად „ცირკულირებს“ მოცემულ სტაციონარში). გარდა ამისა, პრეპარატის და მისი შეყვანის სქემის არჩევისას აუცილებელია:
ა) ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინება – ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის საერთო ღირებულების და ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრის ოპტიმალური შერჩევა;
ბ) უნდა გვახსოვდეს, რომ განყოფილებაში ნახევარ წელზე მეტი ხნით ერთი და იგივე, თუნდაც ყველაზე ეფექტური ანტიბიოტიკის გამოყენებისას, ჰოსპიტალურმა მიკროფლორამ შეიძლება დაკარგოს მის მიმართ მგრძნობელობა.
რეზერვის ანტიბიოტიკი – ეს არის თქვენს სტაციონარში ძალზე იშვიათად გამოყენებული ანტიბიოტიკი!
გ) რაც უფრო ნაკლებია კომპლექსური თერაპიისა და პროფილაქტიკის შესაძლებლობა, რაც უფრო მძიმეა რისკის ჯგუფი, მით მეტია მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით, მაგ., ტიენამი ან მერონემი, მონოთერაპიის (პროფილაქტიკის) ჩვენება.

6
ანტიბიოტიკოთერაპია
ანტიბიოტიკოთერაპია (ათ) წარმოებს ყველა ზემოთმოხსენებული პრინციპის გათვალისწინებით.
6.1. ათ უნდა დაინიშნოს მხოლოდ დეზინტოქსიკაციური თერაპიის ფონზე და თუ ეს შესაძლებელია ჩირქოვანი კერის რადიკალური ქირურგიული სანაციის შემდეგ.
6.2. ანტიბიოტიკის არჩევა – კარგი ცნობარით ხელში და (ან) გრამის მიხედვით ნაცხის მონაცემების და მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით.
6.2.1. ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის და არჩეული პრეპარატის შესაბამისად მაშინვე დაენიშნოს ავადმყოფს რძის პროდუქტები და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის სხვა საშუალებები (ლაქტო-, ბიფიდობაქტერიები და სხვ.).
6.3. შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია არჩეულ პრეპარატებზე (მათ ფარმაკოკინეტიკაზე), ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზე, ინფექციის კერასა და დაგეგმილ ან გადატანილ ოპერაციაზე. მაგ., მსხვილ ნაწლავზე ოპერაციებისას მიზანშეწონილია ძნელად შეწოვადი პრეპარატების ორალურად დანიშვნა (ერითრომიცინი+ნეომიცინი, მეტრონიდაზოლი+კანამიცინი), რომლებიც წარმატებით ახდენენ ნაწლავების „სანაციას“, ბაქტერიების რეზისტენტობა კი არ ვითარდება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წინასწარი „მექანიკური“ გაწმენდა სავალდებულოა!).
6.4. ბაქტერიციდული კონცენტრაციის მისაღწევად ინფექციის კერაში, სადაც მიკროცირკულაციის მოშლის გამო დარღვეულია ვენური უკუდინება, მიზანშეწონილია ანტიბიოტიკების შეყვანა არტერიაში (ბოლუსურად ან სპეციალური პერფუზომატის გამოყენებით), კერის ირგვლივ ანტიბიოტიკის ინფილტრაცია ნოვოკაინთან ერთად ან შეყვანა ენდოლიმფურად.
6.5. პრეპარატის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ფარმაკოკინეტიკა (გამოყოფის უპირატესი გზები – ღვიძლი, თირკმელები და სხვ.).
6.6. ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობა შეფასდეს ყოველ 3-4 დღეში.
6.6.1. ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ხუთი ვარაუდის განხილვა:
ა) საქმე შეეხება თუ არა ბაქტერიულ ინფექციას,
ბ) მართებულად არის შერჩეული ანტიბიოტიკი თუ არა,
გ) ხომ არ არის არადრენირებული ან ცუდად დრენირებული კერა,
დ) ხომ არ განვითარდა სუპერინფექცია (მიკროფლორის კონტროლი),
ე) ხომ არ არის განვითარებული კლინიკური სურათი რეაქცია ანტიბიოტიკოთერაპიაზე.
6.7. ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის შემთხვევაში ანტიბიოტიკი არ უნდა შეიცვალოს.
6.8. ანტიბიოტიკოთერაპიის მოხსნა (2 ან 3 პრეპარატის შემთხვევაში) უნდა მოხდეს თანდათან; უნდა დასრულდეს ნორმალური ტემპერატურის მიღწევიდან და ლეიკოციტური ფორმულის ნორმალიზებიდან ორი დღის შემდეგ.
6.9. ანტიბიოტიკოთერაპია შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მინიმალური და მიზანმიმართული და მას თან უნდა სდევდეს დისბაქტერიოზისაგან დაცვის ღონისძიებები.

ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს მექანიკური და ფიზიკური ანტისეპტიკით (ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, კერების დრენირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის „მექანიკური“ გაწმენდა და სხვ.).

არცერთი ანტიბიოტიკი არ აკომპენსირებს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპების დარღვევას

ნანახია: 5147 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [2.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.