ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის კევინ რადის განცხადებით, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო 40 მილიონ დოლარიანი დაფინანსებით ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეძლეს ხელოვნური „ბიონიკური თვალის“ საცდელი ნიმუშის შექმნა.
ავსტრალიური კონსირციუმი „ბიონიკური მხედველობა“ არ აქვეყნებს გამოგონების დეტალებს, მაგრამ ცნობილია, რომ „ბიონიკური თვალი“ წარმოადგენს ჩვეულებრივ სათვალეზე დამონტაჟებულ კამერას, რომელიც გამოსახულებას იმპლანტირებული ჩიპის მეშვეობით მხედველობის ნერვს გადასცემს.
ნანახია: 4015 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით