სამედიცინო მენეჯმენტი

მიმოხილვა

გაიდლაინი

კვლევა

CASE REPORT

სიახლეები

თარგმანი

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [5.00]

მარათონთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზი ტვინის ღეროს ჰერნიაციაა, რაც რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის შედეგია [5.00]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [5.00]

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი [5.00]

მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის ­­­­­მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით [5.00]


ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის მართვა ნაწილი I. ფსორიაზი და ბიოლოგიური აგენტებით მისი მკურნალობის გაიდლაინი [9684]

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში [8598]

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია [8412]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [8340]

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [7734]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში

ავტორი: ნ. კინტრაია, მედ. მეცნ. დოქტორი,1 ე. მარგალიტაძე 2
1აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახ. პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
N. Kintraia, MD, Dr Sc.,1 E. Margalitadze 2
1k.chachava s/r institute of perinatology and ob/gin, 2Tbilisi State Medical University
Undemonstrated gigantic cystic adenoma in case of a patient in puberty age

>>  საკვერცხეში სიმსივნისმაგვარი პროცესები შეიძლება განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში – ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან ხანდაზმულ ასაკამდე. მსგავსი ცვლილებების განვითარება დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონალურ ფუნქციასთან.
საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები, პუბერტული ასაკის გოგონებში 1-4,6% შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (მაგ.: გონადობლასტომა).
წარმოდგენილია კლინიკური შემთხვევა. პაციენტი 17 წლის, ქორწინებაში მყოფი. დიაგნოზი – საკვერცხის დიდი ზომის ცისტადენომა. დატვირთული სომატური ანამნეზით (ეპილეფსიური გულყრა). ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. შემთხვევა საინტერესოა იმ მხრივ, რომ პაციენტის ასაკი იყო – 17 წელი, ცისტადენომა კი საკმაოდ დიდი ზომის. დაავადების არანაირი კლინიკური გამოვლინება არ იყო გამოხატული, გახშირებული შარდვის გარდა. ცისტადენომის დიაგნოსტირება მოხდა შემთხვევით, უშვილობის მიზეზის დასადგენად ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.
Cancer processes in ovary can be developed at any age of a female – beginning from intrauterine development period of fetus including elderly age. Development of such changes is related with hormonal function of ovary.
Cancerous formations of ovary in females of puberty age constitute 1-4,6% in gynecology. Benign tumor of ovary took second place (e.g. gonadoblastoma).
Here is a clinical case. A 17 year-old patient, married. Diagnosis – large size cystic adenoma of ovary with somatic anamnesis (epileptic fit). Surgical treatment was performed. The case was interesting as the patient was rather low-aged – 17 years old, but the cystic adenoma was of quite large size. There was no clinical sign expressed except for frequent urination. Cystic adenoma was diagnosed by accident during ultrasound examination performed to find reason of infertility.


საკვერცხეში სიმსივნისმაგვარი პროცესები შეიძლება განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში – ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან ხანდაზმულ ასაკამდე. მსგავსი ცვლილებების განვითარება დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონალურ ფუნქციასთან.
საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები, პუბერტული ასაკის გოგონებში 1-4,6% შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (მაგ.: გონადობლასტომა).
მკვლევართა მონაცემებით, საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები გვხვდება ყველა ასაკში: ახალშობილობის პერიოდში 1,2%, 1თვიდან – 3 წლამდე 2,9%, 3 – 7 წლამდე 8,7%, 7 – 9 წლამდე 14,5%, 9 – 12 წლამდე 16,9%, 12 -15 წლამდე 55,8%. საკვერცხეში ჰერმინოგენული და ფოლიკულური ბუნების წარმონაქმნები უფრო ხშირად გვხვდება ნეონატალურ და ადრეულ მოზარდთა ასაკში. პუბერტულ ასაკში გვხვდება ფოლიკულური კისტა, პარაოვარიალური კისტა, ყვითელი სხეულის კისტა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგონებში მარჯვენა საკვერცხეში კისტომები უფრო ხშირია, ვიდრე მარცხენაში, რაც ამტკიცებს თეორიას – გენეტიკურ მიდრეკილებას მარჯვენა საკვერცხის გაცილებით ადრეულ და მაღალ ფუნქციურ აქტივობაზე.
კლინიკური გამოვლინება მსგავსი წარმონაქმნების დროს შემდეგია: სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის ტკივილი ჰიპოგასტრიუმის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევება (არარეგულარული ან მტკივნეული მენსტრუაცია), ამენორეა, სისხლდენა, მამაკაცის სასქესო ჰორმონის გამომუშავება, ხმის დაბოხება, მამაკაცური ტიპის თმიანობა, სავნებოს ჰიპერტროფია.
ამ მხრივ საინტერესო კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა კ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ბაზაზე.

კლინიკური შემთხვევა
ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში შემოვიდა პაციენტი, 17 წლის. ანამნეზური მონაცემებით ავადმყოფი ქორწინებაში იყო 1 წელი, ორსულობა არ ჰქონია. უშვილობის მიზეზის დასადგენად ჩაიტარა ულტრაბგერითი გამოკვლევა, დადგინდა მრავალკამერიანი ცისტადენომა.
პაციენტს ცისტადენომის კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნებოდა, მუცლის ზომაში მატებისა და გახშირებული შარდვის გარდა.
ანამნეზური მონაცემებიდან დადგინდა, რომ ტრავის ფონზე 8 წლის ასაკში მიიღო ტვინის შერყევა. იმყოფებოდა ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
მენსტრუალური ფუნქცია დარღვევების გარეშე.
გინეკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ გარეთა სასქესო ორგანოები ნორმალური განვითარების. თმიანობა ქალური ტიპის. საშო არანამშობიარევი ქალის. საშვილოსნოს ყელი კონიკური ფორმის, არხი დახურული, მოძრაობაში შეზღუდული. საშვილოსნოს და დანამატების დიფერენცირება არ ხდება. ისინჯება დიდი ზომის ელასტიკური წარმონაქმნი, მოძრაობაში შეზღუდული, უმტკივნეულო. თაღები თავისუფალი. სარკეებში: ყელი სუფთა, გამონადენი თავისუფალი.
ჩაუტარდა სათანადო კლინიკო-ბიოქიმიურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე ნევროპათოლოგის კონსულტაცია. ნორმიდან გადახრა არ აღინიშნებოდა:
• ელექტროქემილუმინესცენტური გამოკვლევა: საკვერცხე-საშვილოსნოს ონკომარკერი CA125 – 32,39 U/მლ;
• ულტრაბგერითი გამოკვლევა: ბოლო მენსტრუალური ციკლის მე-7 დღე. საშვილოსნო გადახრილია უკან, საერთო ზომით – 68x38x45მმ. მოცულობა 62სმ3. საშვილოსნოს სხეულის ზომა – 55x38x45მმ. ყელის სიგრძე – 30მმ. ენდომეტრიუმის სისქე – 6მმ.
მიომეტრიუმის სტრუქტურა ერთგვაროვანი, ბაზალური შრე უსწორმასწორო. ღრუ დილატირებული და დეფორმირებული არ არის. ენდოცერვიკალური არხი დილატირებული და დეფორმირებული არ არის. საკვერცხეების სრულფასოვანი ვიზუალიზაცია გართულებულია. საკვერცხეების ზონა დაფარულია გიგანტური სითხოვანი, მრავალკამერიანი წარმონაქმნით, რომელიც მოიცავს მცირე მენჯის ღრუს და მუცლის ღრუს დიდ ნაწილს ავსებს. მასში არაჰომოგენური მღვრიე შიგთავსია. წარმონაქმნის ზომებია 200x200x175მმ. მოცულობა 2500 სმ3.
ულტრაბგერითი სემიოტიკით მრავალკამერიანი ცისტადენომა, სავარაუდოდ მუცინოზური კომპონენტით.
შარდის ბუშტი - ფორმა უცვლელი. ლორწოვანის რელიეფი სწორი, სადა. კედლის სისქე – 3-4მმ.
დიაგნოზი:
საკვერცხის დიდი ზომის ცისტადენომა. დატვირთული სომატური ანამნეზით (ეპილეფსიური გულყრა).
ოპერაციის მსვლელობაში აღმოჩნდა:
მარჯვენა საკვერცხე გადაგვარებული კისტოზურად ზომით 20x20 სმ-ზე, მრავალკამერიანი, ფიბრო-ელასტიკური კონსისტენციის, სადა ზედაპირის მქონე, მუცინოზური შიგთავსით. კვერცხსავალი მილი ინტიმურად იყო გართხმული საკვერცხეზე. მარცხენა საკვერცხე პოლიკისტოზური. მარცხენა კვერცხსავალი მილი ვიზუალურად უცვლელი.
ოპერაცია
მარჯვენა დანამატის ამოკვეთა, მარცხენა საკვერცხის დრილინგი. ეჭვი მიტანილ იქნა კარცინომაზე. მოგეხსენებათ, მსგავს შემთხვევაში უმეტესად ხდება მეტასტაზირება ბრმა ნაწლავის ჭია დანამატში. ოპერაციის მსვლელობაში ჰისტო-მორფოლოგიური ინტრაოპერაციული ექსპრესდიაგნოსტიკის ჩატარება შეუძლებელი იყო, აპენდიქსი ვიზუალურად ანთებითად შეცვლილი, გაკეთდა აპენდექტომია; მრავლობითი ბიოფსია: პერიტონეუმიდან, დუგლასის ფოსოდან, ბადექონიდან. ნაწარმოები იქნა მარცხენა საკვერცხის ჰემოსტაზი, მუცლის ღრუს ტუალეტი.
ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულების გარეშე.
გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
მიეცა-სათანადო რჩევა-დარიგებები.

პათომორფოლოგიური კვლევა
პათოლოგიური დიაგნოზი:
მარჯვენა საკვერცხის სეროზული ცისტადენომა;
მარცხენა საკვერცხის ქსოვილი (დმ. 0.5სმ) პრიმორდიული ფოლიკულების აქტივაციით, გრანულოზური უჯრედების ზომიერი ჰიპერპლაზიით, კეროვანი ანთებითი ცვლილებებით;
ქვემწვავე სეროზულ-კატარალური აპენდიციტი;
სეროზული გარსისა და ბადექონის ნაწილები ცვლილებების გარეშე.
ეს შემთხვევა საკმაოდ საინტერესოა იმ მხრივ, რომ პაციენტის ასაკი იყო საკმაოდ მცირე - 17 წელი, ცისტადენომა კი საკმაოდ დიდ ზომებს აღწევდა. პაციენტს დაავადების არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდა, გარდა ჰიპოგასტრიუმის არეში მცირე სიდიდისა და გახშირებული შარდვისა. ცისტადენომის დიაგნოსტირება მოხდა შემთხვევით, უშვილობის მიზეზის დასადგენად ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.
ამგვარად, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა რეპროდუქციული განათლების ამაღლებას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მასიურ პროფილაქტიკურ ექოსკოპიურ გამოკვლევებს, რათა მოხდეს მსგავსი დაავადებების დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა.

ლიტერატურა

ნანახია: 8597 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.