FDA-ს პრეს-რელიზი „ელექტონული სიგარეტის“ მავნებლობის შესახებ
ავტორი: www.medicinform.net
FDA-მ (Food and Drug Administration) გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება „ელექტრონული სიგარეტი“ მიჩნეულია ჯანმრთელობისათვის საშიშად.
სააგენტომ გამოიკვლია სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ეს პროდუქტი და დაადგინა, რომ ისინი შეიცავენ კანცეროგენულ და მომწამლავ ნივთიერებებს (მათ შორის, diethylene glycol და nitrosamines) და, ამდენად, არანაკლებ მავნებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე ნიკოტინი.
სააგენტომ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ში მათი გვერდის ავლით მოხდა ამ პროდუქტის სამკურნალო საშუალებად (III კლასის სამკურნალო ხელსაწყოდ) დამტკიცება და სამომხმარებლო ბაზარზე შეტანა.
ამჟამად სააგენტოს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შეაჩერონ „ელექტრონული სიგარეტის“ რეალიზაცია და ამავდროულად აფრთხილებს მოწევის თავის დანებების მსურველებს, რომ არ გამოიყენონ ეს მოწყობილობა.
ამასთან, სააგენტო კატეგორიულად მოითხოვს ფედერალური ხელისუფლებისგან, თავი შეიკავონ FDA-ს დასკვნის გარეშე „სამკურნალო საშუალებების“ რეალიზაციის ნებართვის გაცემისგან.
ნანახია: 6490 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [1.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
ავტორი: medic
თარიღი: 2011-18-11 | 21:50
სიგარეტის მაფიის შეკვეთილია სტატია?
სიგარეტის მავნებლობაზე რატომ არაფერს ამბობთ?
ავტორი: zviada
თარიღი: 2011-22-03 | 23:46
Admin,
www.medicinform.net – რუსულენოვანი საიტია. რუსულიდან გადმოქართულებას არ ეზახით თარგმნას თუ რაშია საქმე. შეეშვით შუალედურ საიტებს და პირველწყაროს დაეყრდენით. აკი მიგითითეთ საიტი http://www.fda.gov/NewsEvents/PublicHealthFocus/ucm172906.htm
სისტემამ თარგმნა თუ ადამიანმა, სახელი და გვარი არ ჩირდება?
საერთოდ დროა მარალ სტანდარტებზე გადავიდეთ ყველა და "copy-paste"-ებს შევეშვათ
ავტორი: Admin
თარიღი: 2011-20-03 | 10:08
zviada,
ეს ინფორმაცია წარმოადგენს მსოფლიო მედიცინის სიახლეებს და არის ნათარგმნი.
მას მითითებული აქვს წყაროც (იხ. ავტორის ველი – www.medicinform.net) და გამოქვეყნების თარიღიც – 2009 წლის სექტემბერი–ოქტომბერი.
ავტორი: zviada
თარიღი: 2011-20-03 | 3:50
ცოტა არ იყოს ნეგატიურ ფერებში გაქვთ წარმოჩენილი ფაქტები. არავინ დაობს რომ მხოლოდ იმიტომ რომ ელ–სიგარეტი ნიკოტინს შეიცავს უკვე არაა უსაფრთხო მაგრამ FDA ცდილობს უკეთ გამოიკვლიოს და არა აკრძალოს. უბრალოდ უნდა რომ რეგულირდებოდეს. ასევე კარგი იქნება აღგეღიშნად რომ ჩვეულებრივ სიგარეტთან, რომელიც 4000–მდე მავნე ნივთიერებას შეიცავს, ის გაცილებით უსაფრთხოა, და ბოლოს ყველაფერი ფარდობითია, თბილისის ნამწვით გაჯერებული ჰაერი რა არ არის საზიანო?
აგერ ამერიკელების დასკვნა. ყოველთვის სჯობს პირველწყაროს მითითება და მისი ზუსტი თარგმნა. და საერთოდ რატომ არ წერთ სტატიის გამოქვეყნების თარიღს?