სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [9009]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7802]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7282]

ევთანაზია [6763]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6191]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ავტორი: IMAP-ის (International Medical Advisory Panel) მოხსენება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

>>  რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები (რტი) და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების რიგს განეკუთვნებიან. ორგანიზმზე მათი მავნე ზეგავლენა გენიტალური ტრაქტის პირველად დაზიანებაში გამოიხატება. მკურნალობის გარეშე, აღნიშნული ინფექციები არამარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემებს იწვევენ. რტი/სგგდ დედათა სიკვდილობის გამომწვევი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. ამ ინფექციების ფონზე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებისა და გადაცემის რისკი რამდენადმე იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, ოთხი განკურნებადი სგგდ-ს - სიფილისის (Treponema pallidum), გონორეის (Neisseria gonorrhoege), ქლამიდიოზის (Chlamydia trachomatis) და ტრიქომონიაზის (Trichomona vaginalis) 340 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ისეთი სგგდ-ს გათვალისწინებით, რომლებიც ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ), მარტივი ჰერპეს ვირუსით (მჰვ) და იმუნოდეფიციტის ვირუსითაა (აივ) გამოწვეული აღნიშნული მონაცემები სამჯერ იზრდება. რტი/სგგდ ყველაზე მაღალი სიხშირით განვითარებად ქვეყნებში გვხვდება და ძირითადად ქალები და ახალგაზრდა მამაკაცები ავადდებიან.


მოცემული მოხსენება რტი/სგგდ-ს (გარდა აივ-ინფექციისა) პრევენციასა და მენეჯმენტს შეეხება. დეტალური ინფორმაცია აივ-სა და შიდს-ზე IMAP-ის შემდეგ მოხსენებებშია მოწოდებული.
• აივ ინფექცია და შიდსი. მიმოხილვა IPPF Med Bull 2005. 39 (2): 1-4
• რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის სერვისებში აივ ინფექციის მენეჯმენტი. IPPF Med Bull 2005; 39(1): 1-6

განსაზღვრება
რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შესაძლოა სამ კატეგორიად გაიყოს:
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები– გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, შანკროიდი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭები და აივ. ზოგიერთი სგგდ-სთვის დამახასიათებელია ექსტრაგენიტალური ორგანოების დაზიანება. სიფილისის შემთხვევაში პროცესში თავის ტვინი, გული და ძვლები ერთვება, აივ ინფექცია იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს, ხოლო გონორეის დროს სამიზნე ორგანოებს სახსრები წარმოადგენს.
• ენდოგენური ინფექციები (მაგ.: ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი) – გამოწვეული საშოს ნორმალური ფლორის ჭარბი ზრდით, რომელთა გადაცემა სქესობრივი კონტაქტით არ ხორციელდება.
• იატროგენული ინფექციები, როგორც შედეგი გენიტალურ ტრაქტზე ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციებისა (მაგ.: ფიზიოლოგიური მშობიარობა, ნაადრევი მშობიარობის მკურნალობა, აბორტი და ზოგადად გინეკოლოგიური ქირურგია). მამაკაცებში დაინფიცირების ერთ-ერთი გზა, არასტერილურ პირობებში ჩატარებული ცისტოსკოპია შეიძლება იყოს.
სგგდ-ს გავრცელება დამოკიდებულია, როგორც უსაფრთხო სქესობრივ კავშირებზე, პარტნიორის ერთგულებასა და დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, ასევე გამომწვევის ვირულენტობასა და ქემოსენსიტიურობაზე.
შესაბამისი მკურნალობის ჩატარების გარეშე, სგგდ-ს ახასიათებთ პათოლოგიური პროცესის გაქრონიკულება. ქალებში, მენჯის ანთებითი დაავადება (მად) შესაძლოა უნაყოფობის და მუცლის ქვედა მესამედში ქრონიკული ტკივილის მიზეზი გახდეს. მისთვის ორსულობასთან დაკავშირებული ისეთი გვერდითი ეფექტების ფორმირებაა შესაძლებელი, როგორიც ექტოპიური ორსულობა, გვიანი სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და მკვდრადშობადობაა, საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების რისკი ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირების დროს რამდენადმე გაზრდილია.
სიფილისის, გონორეისა და ქლამიდიოზის მკურნალობა წარმატებით ხორციელდება, თუმცა ბოლო ხანს აღინიშნება გონორეის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ფორმების გახშირება, ამასთანავე რთული ხდება ქლამიდიოზის დიაგნოსტირება. პაპილომა- და ჰერპესვირუსული ინფექციებისგან განკურნება ჯერ-ჯერობით უშედეგოა, თუმცა ხანგამოშვებითმა ან უწყვეტმა სუპრესიულმა ანტივირუსულმა მკურნალობამ მარტივი ჰერპესვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა სიმპტომური თვალსაზრისით დადებითი შედეგი მოგვცეს.
რტი/სგგდ სოციალური სტიგმის მატარებელი დაავადებებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულები თავიანთ გარშემომყოფთაგან დისკრიმინაციას განიცდიან. რტი/სგგდ ასევე შესაძლებელია პარტნიორთან უთანხმოების და მასზე ძალადობის მიზეზი გახდეს.
ხშირად რტი/სგგდ დიაგნოსტიკა მანამ ვერ ხერხდება, სანამ დაავადების პროგრესირება არ მოხდება და გართულებები არ გამოვლინდება. ინფიცირებული ქალების 70%-ზე მეტ და ინფიცირებული მამაკაცების 30%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადება ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ინფიცირებულები ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ამგვარი სიმპტომები პათოლოგიის გამო აქვთ. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებმაც დაავადების შესახებ უკვე იციან, თავს ავად არ თვლიან, რადგან ვერ აფასებენ მის გართულებებს, არიან აგრესიულები, აქვთ დისკრიმინაციის შიში, ან უბრალოდ მოკლებულნი არიან კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
დაავადების ნიშნები და სიმპტომები
რტი/სგგდ-სთვის მრავალი საერთო სიმპტომებია დამახასიათებელი:
ქლამიდიოზი ყველაზე გავრცელებული სგგდ-ია. იგი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისთვის დამახასიათებელია: ქალებში - მუცლის ქვედა მესამედის ტკივილი, სისხლდენა საშოდან სქესობრივი აქტის შემდგომ ან მენსტრუაციებს შორის, ვაგინალური გამონადენი და დიზურია. მამაკაცებში - სათესლე ჯირკვლების ტკივილი, გამონადენი შარდსადენიდან და დიზურია.
გონორეას შეიძლება თან ახლდეს მოყვითალო/მომწვანო ფერის გამონადენი საშოდან, მუცლის ქვემო მესამედის ტკივილი ან (უფრო იშვიათად) სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, მამაკაცებში შარდსადენიდან მოყვითალო/მომწვანო ფერის გამონადენი და დიზურია.
სიფილისი იწყება კვანძით, რომელიც პროგრესირებს უმტკივნეულო წყლულში. ეს პირველადი დაზიანებაა და ჩვეულებრივ ანოგენიტალურ მიდამოშია განთავსებული. დაახლოებით 6 კვირის შემდეგ წყლული უკუგანვითარდება, რასაც მოჰყვება ზოგად პათოლოგიური სიმპტომები: სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, თვითშეგრძნების გაუარესება, ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, გამონაყარი, მცირე ზომის წყლულები პირის ღრუში და გენერალიზებული ლიმფოდენოპათია. ზოგჯერ, შესაძლებელია განვი- თარდეს მეჭეჭის მსგავსი წანაზარდები სხეულის ტენიან უბნებში (მაგალითად შორისის მიდამოში). უმკურნალებელ შემთხვევებში დაავადება გადადის მესამე სტადიაში, ზიანდება ტვინის, და თითქმის ყველა ორგანო.
გენიტალურ ჰერპესს ძირითადად მარტივი ჰერპესის მეორე ტიპის ვირუსი იწვევს, თუმცა შესაძლოა მისი განვითარება პირველი ტიპის ვირუსმაც განაპირობოს. ამ დაავადებისათვის ტიპიურია ანოგენიტალურ მიდამოში წყლულებისა და კანზე ანთების დამახასიათებელი ნიშნების განვითარების განმეორებითი ეპიზოდები, ზოგიერთ პაციენტში, სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეიძლება დაავადების აღმოჩენა ვერც მოხერხდეს. გენიტალური ჰერპესის პირველი ნიშნები ინფიცირებიდან ორ კვირაში ჩნდება და 2-4 კვირაში უკუგანვითარდება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხელება, თვის ტკივილი, შეშუპებული ლიმფური კვანძები. კანის დაზიანება დაავადების შემდგომ ეპიზოდებში თანდათან უმნიშვნელო ხდება.
ტრიქომონიაზისათვის დამახასიათებელია საშოდან მყაყე სუნის მოყვითალო ან მოთეთრო გამონადენი, რომელსაც თან ახლავს დიზურია, ვულვის მტკივნეულობა, საშოს კედლებზე და ენდოცერვიქსზე შესაძლებელია წვრილკეროვანი ჰემორაგიების განვითრება.
ქალებში, სხვა სიმპტომებთან ერთად, ტრიქომონიაზისთვის დამახასიათებელია ტკივილი მენჯის ღრუში და დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს. მამაკაცებში დაავადების ნიშნები საერთოდ არ არის ან მსუბუქადაა გამოხატული და მოიცავს უმნიშვნელო დიზურიას გამონადენით შარდსადენიდან ან მის გარეშე. ძირითადი რტი/სგგდ-ების ნიშნები და სიმპტომები შეჯამებულია ცხრილში 1.

ცხრილი 1. ძირითადი რტი/სგგდ–ების ნიშნები და სიმპტომები

პრევენცია
ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია რტი/სგგდს სიხშირის შემცირებისა და კონტროლისათვის უსაფრთხო სექსის პროპაგანდაა. აღნიშნული დაავადებების პრევენცია გულისხმობს რტი/სგგდს - სამივე ჯგუფის - სქესობრივი გზით გადამდები, იატროგენული და ენდოგენური ინფექციების თავიდან აცილებას.
რტი/სგგდს პრევენციის მიზნით, აუცილებელია მოსახლეობისათვის დაავადებათა ნიშნებისა და სიმპტომების გაცნობა და ინფიცირებულთა ადრეული სამკურნალო ღონისძიებებით უზრუნველყოფა. მათთვის ასევე ცნობილი უნდა იყოს, რომ მრავალი რტი/სგგდ კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს და აღნიშნული პათოლოგიათა რიცხვის ზრდა პირდაპირ კავშირშია ინდივიდის სექსუალური პარტნიორების რაოდენობასთან.
ადრეული დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა არამარტო რტი/სგგდს გართულებებს ამცირებს, არამედ მოსახლეობას იცავს დაავადებათა ახალი შემთხვევებისაგან. რაც უფრო ადრეა დაწყებული მკურნალობა, მით უფრო მცირეა რისკი ამ დაავადების გადაცემისა.
იატროგენული ინფექციების პრევენცია სამედიცინო მანიპულაციების დროს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების მკაცრ დაცვას, ინსტრუმენტების, მათ შორის საშოს სარკეების საგულდაგულო დეზინფექციას გულისხმობს.
დაავადებათა უსიმპტომო ფორმების სკრინინგს რტი/სგგდს პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მკვეთრად ამცირებს აღნიშნული პათოლოგიების პრევალენსს.
რტი/სგგდს თავიდან აცილებისათვის საჭიროა მოსახლეობის მაღალი რისკ-ჯგუფების გამოვლენა, ინფიცირებულთა ეფექტური მკურნალობა და დროის გარკვეული ინტერვალებით განმეორებითი სკრინინგის ჩატარება.
ვირუსები
ჰეპატიტი B.
განვითარებულ ქვეყნებში B ჰეპატიტი ყველაზე ხშირად სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა, მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ამ დაავადების ტრანსმისიის ყველაზე ხშირი გზა ბავშვიდან ბავშვზე (child-child) ან პერინატალურია. B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტურია. 2005 წლისთვის მსოფლიოს 158 ქვეყნის მოსახლეობა იქნა იმუნიზებული, და მათ შორის ახალშობილები საერთო ოდენობის 60%-ს შეადგენდა.
ადამიანის პაპილომავირუსი
დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია ადამიანის მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა (გარდასილი). ვირუსის აღნიშნული ტიპები 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს და 90%-ში გენიტალური მეჭეჭების გამომწვევია. ბივალენტური ვაქცინა (ცერვარიქსი), რომელიც ადამიანის მე-16 და მე-18 ტიპის პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდაა, კლინიკურად უფრო ადრეა ტესტირებული. გარდასილი ამჟამად მხოლოდ ქალებისთვისაა ლიცენზირებული. იგი არ მოქმედებს ინფიცირებულებზე და ვირუსის სხვა გენოტიპების წინააღმდეგ მოქმედებით არ ხასიათდება. აღნიშნული ვაქცინა ძალიან ძვირია და ეკონომიურდ ძლიერ ქვეყნებშიც კი მისი ფართო გამოყენება მრავალ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ინდივიდის იმუნიზაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.
სხვა
მარტივი ჰერპეს ვირუსების (I და II ტიპის) საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერ-ჯერობით გამოკვლევის პროცესშია.
მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები: ორსულები
სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი და გენიტალური ჰერპესი ორსულობის გამოსავალზე მავნე ზეგავლენას ახდენს. იზრდება ნაადრევი მშობიარობის, მცირე მასის ნაყოფის დაბადების და ახალშობილთა ინფიცირების რისკი. გონორეისა და ქლამიდიის გამომწვევებმა, თუკი ის ნაყოფს უშუალოდ სამშობიარო გზების გავლისას გადაეცემა, შესაძლოა ახალშობილის სიბრმავე გამოიწვიოს.
ენდოგენური ინფექციებიდან ნაადრევ მშობიარობასთან ბაქტერიული ვაგინოზია ასოცირებული. მისგან განსხვავებით, კანდიდოზი ორსუ- ლობაზე ამგვარ ზეგავლენას არ ახდენს. მაგრამ თუ მას თან უსიამოვნო სიმპტომები ახლავს, მკურნალობას აუცილებლად საჭიროებს.
სპონტანურმა ან ხელოვნურმა აბორტმა, სანაყოფე გარსების ნაადრევმა გახევამ და მშობიარობამ, შესაძლოა, როგორც გართულება, გენიტა- ლური ტრაქტის ზემო ნაწილის, ზოგჯერ სიცოცხლისათვის სახიფათო, ინფიცირება გამოიწვიოს. ხანგრძლივად არსებული ასეთი ინფექ-ცია კი შეიძლება უნაყოფობის მიზეზი გახდეს.
ყველა ორსული და მათთან ერთად მათი სექსპარტნიორები, გამოკითხული უნდა იქნან რტი/სგგდ-ზე, მათ უნდა ეცნობოთ ამ დაავადებების შესაძლო გართულებები და მავნე ზეგავლენა, როგორც ნაყოფის, ასევე თავად მშობლების ორგანიზმზე. მათთვის შეთავაზებულ უნდა იქნას სკრინინგი და მკურნალობა, თუკი საჭიროება ამას მოითხოვს. სიფილისის სეროლოგიური ტესტი რეკომენდებულია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დამთავრებამდე. ორსულები, რომლებიც ანამნეზში სპონტანურ აბორტებსა და ნაადრევ მშობიარობებს აღნიშნავენ, გამოკვლეულნი უნდა იქნან ბაქტერიულ ვაგინოზსა და ტრიქომონიაზზე.
ვირუსული სგგდ-ს - აივ-ის ან მარტივი ჰერპესვირუსის (II ტიპი) არსებობის დროს, საჭიროა შეიცვალოს მშბიარობის ტაქტიკა.
ახალგაზრდები
მსოფლიოს მასშტაბით, სგგდ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15-24 წლის პოპულაციაში შეინიშნება. ამასთან, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები, რისი მიზეზიც სქესზე დაფუძნებული უთანასწორობაა. ფაქტორებს, რომლებიც ამ ასაკში ავადობას განაპირობებენ, მიეკუთვნება სქესობრივი კავშირების სიხშირე და ფორმა, სექსპარტნიორების რიცხვი და მახასიათებლები, ახალგაზრდების ფიზიკური და ემოციური თავისებურებები და კონკრეტულ პოპულა- ციებში სგგდ-ს ეპიდემიოლოგია.
მოსახლეობის ამ ჯგუფს ინფორმაცია არამარტო რტი/სგგდ-ს რისკფაქტორებზე უნდა მიეწოდოთ, არამედ მათ უნდა ეცნობოთ ძირითადი რტი/სგგდ-ს სიმპტომები, რასაც დიაგნოზისა და მკურნალობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხაზი უნდა გაესვას პრეზერვატივის კორექტულ და მუდმივ გამოყენებას. ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ რტი/სგგდს მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, კონსულტირება, ანონიმურობის დაცვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მამათმავლები
მრავალი მამათმავალი თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ამაზე საუბარი არ სურთ და ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. მოსახლეობის ამ ნაწილს განსაკუთრებით ესაჭიროება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მათი ესმით და ვისთანაც შესაძლებელი იქნება სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი. მამათმავლებისთვის შეთავაზებულ უნდა იქნას რტი/სგგდ-ს რისკის შეფასება და მიცემულ იქნას რეკომენდაცია მომავალ პარტნიორთან უსაფრთხო სექსზე.
ლესბოსელები
ქალებს შორის სგგდ-ს სქესობრივი გზით გადაცემის შესახებ მწირი მასალები არსებობს. ამ პათოლოგიათა ტრანსმისია დამოკიდებულია, როგორც ინფექციური პროცესის მახასიათებელზე, ასევე სქესობრივი კონტაქტის სახეზე. ადამიანის პაპილომა ვირუსის გადაცემა ქალიდან ქალზე შეიძლება კანით-კანთან ან კანით-ლორწოვანთან კონტაქტის შედეგად მოხდეს.
ამგვარად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ლესბოსელებისთვისაც აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ასეთი ქალების უმრავლესობა სქესობრივ კავშირებს მამაკაცებთანაც ამყარებს. მსგავსად მამათმავლებისა, ლესბოსელებისთვისაც შეთავაზებულ უნდა იქნას რტი/სგგდ-ს რისკის შეფასება და რეკომენდირებულ იქნას მომავალ პარტნიორებთან უსაფრთხო სექსი.
მეძავები
მეძავი ქალები, მამაკაცები და ტრანსსექსუალები რტი/სგგდ-ს მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან. მათთვის შეთავაზებულ უნდა იქნას რტი/სგგდ-ს სკრინინგი და პრევენციული ღონისძიებები. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მოსახლეობის ამ ნაწილისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სესიები და ღონისძიებები მოეწყოს.
მეძავთა კლიენტები, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია მათი იდენტიფიკაცია, მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სგგდ-ს პრევენციაში. ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც თავის მრავლობით სქესობრივ კავშირებზე საუბრობს, შეთავაზებულ უნდა იქნას სგგდ-ს სკრინინგი.
აივ ინფიცირებულები
აივ-პოზიტიურ ადამიანებში გამომდინარე მათი იმუნოდეფიციტიდან, მწვავედ მიმდინარე ვირუსული სგგდ ხშირად გვხვდება. იმ პოპულაციებში, სადაც აივ პრევალენსი მაღალია, რტი/სგგდ დაავადებულები აივ მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან. ამგვარად, ნებისმიერი პირი, რომელიც რტი/სგგდ არის ავად, აუცილებლად უნდა იქნას ტესტირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე. (აივ).
დაავადების მენეჯმენტი. დაავადების სინდრომული მენეჯმენტი
დაავადების მკურნალობის სინდრომული მიდგომა დაფუძნებულია სიმპტომების (პაციენტის ჩივილები) და დაავადების ნიშნების (პაციენტისა და ექიმის მიერ აღმოჩენილი) ერთობლიობაზე.
სინდრომული მიდგომის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, მაგრამ მას უარყოფითი მხარეც გააჩნია. ამ მეთოდს დაავადებათა უსიმპტომო ფორმების დროს ვერ გამოვიყენებთ.
კლინიკურ მენეჯმენტს პლუს ლაბორატორიული გამოკვლევები (ეტიოლოგიური დიაგნოზი)
ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევის მაღალ ეფექტურობას კვალიფიციური პერსონალი და აღჭურვილობა განსაზღვრავს. ზოგჯერ, ლაბორატორიული ტესტებით მიღებული პასუხები იმდენად არასაიმედოა, რომ უმჯობესია დაავადების მართვა მხოლოდ სინდრომიული მიდგომით განხორციელდეს.
პაციენტის კომფორტულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რისთვისაც მისი ექიმთან ვიზიტების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. თუკი კლინიცისტი ლაბორატორიული კვლევების შედეგს დაელოდება და მკურნალობას არ დაიწყებს, პაციენტი შეიძლება აღარც დაბრუნდეს ექიმთან და იგი მკურნალობის გარეშე დარჩება. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლაბორატორიული ტესტირება ხელმისაწვდომია, რეკომენდებულია სინდრომულ მიდგომაზე დაფუძ– ნებული მკურნალო- ბის დაუყოვნებლივ დაწყება.
პაცინტის ინფორმირება
აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სიმპტომები გაქრება. მკურნალობის პროცესში, რეკომენდებულია სქესობრივი კავშირებისაგან თავშეკავება, და შემდგომში რეინფექციისგან დასაცავად პრეზერვატივის გამოყენება. ყველა პაციენტი, რომელიც რტი/სგგდ-ს გამო მკურნალობდა, საჭიროებს ექიმთან შემდგომ ვიზიტს, დაავადების მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
პარტნიორის ინფორმირება
პარტნიორის ინფორმირება მოიცავს არა მარტო მის გაფრთხილებას რტი/სგგდ შესაძლო ავადობაზე, არამედ ითვალისწინებს პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებას და მისთვის დაავადებათა ძირითადი პრევენციული ღონისძიებების გაცნობას.
პაციენტის პარტნიორთა ინფორმირება და მკურნალობის შეთავაზება შესაძლებელია, როგორც თავად პაციენტის, ასევე ექიმის, ან ორივე მათგანის მიერ.
პარტნიორის ინფორმირება რეინფექციის და ქრონიკული ინფექციების ოდენობას ამცირებს ინდივიდის და არა ზოგადად პოპულაციის დონეზე. პაციენტები კონსულტირებულნი უნდა იქნან, როგორც საკუთარი თავის, ასევე პარტნიორის რტი/სგგდ-ს თავის არიდებაზე.
მას შემდეგ, რაც მოხდება რტი/სგგდ-ს დიაგნოსტირება, პაციენტს ურჩევენ კლინიკას მიმართოს მისმა სექსპარტნიორმა, რომელსაც ანალოგიური მკურნალობა დაენიშნება და ამავდროულად მისი ლაბორატორიულ კვლევებზე გაგზავნა მოხდება.
კონტრაცეფციული მეთოდები და დაცვა რტი/სგგდ-გან. კონდომები (პრეზერვატივები).
მამაკაცის ლატექსის კონდომები, თუკი მათი მუდმივი და კორექტული გამოყენება ხდება, სგგდ-ს, მათ შორის აივ-ის გადაცემისა და გავრცელების წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. კონდომების გამოყენება რეკომენდებულია მაშინაც კი, თუ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი უკვე გამოყენებულია.
ქალის კონდომი სგგდ-სგან დაცვის ალტერნატიული საშუალებაა, როცა მამაკაცის კონდომის გამოყენება ვერ ხორციელდება. თუმცა მის უარყოფით მხარეს მაღალი ღირებულება და შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
სხვა მეთოდები
კონტრაცეფციის არც ერთი სხვა მეთოდი (ჰორმონული, საშვილოსნოსშიდა, სტერილიზაცია) სგგდ-სგან თავის დაცვის ისეთი მაღალი ეფექტურობით არ ხასიათდება, როგორც კონდომი, ამიტომ ნებისმიერი კონტრაცეფციის დროს, როცა რისკი სგგდ-ის გაზრდილია, რეკომენდებულია დამატებით კონდომის გამოყენება.
სპერმიციდები
ნონოქსინოლ-9 (ნ9) და სხვა სპერმიციდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა აივ-ით ინფიცირების რისკი გაზარდოს. ამიტომ, როცა საჭიროა აივ-სგან თავის დაცვა კონტრაცეფციასთან ერთად, ნ9-ის შემცველი კონტრაცეპტივები არ არის რეკომენდებული. ნ9 ლუბრიკანტების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ჰორმონული კონირაცეპტივები
ჰორმონული კონტრაცეპტივები ამცირებენ მენჯის მწვავე ანთებითი დაავადების რისკს, რაც დაკავშირებულია მათი მოქმედებებით საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გასქელებასთან და ბაქტერიების აღმავალი გზით გავრცელების შეფერხებასთან. ქლამიდიოზის დროს, ორალური კონტ- რაცეპტივები საშვილოსნოს ყელის ინფიცირების რისკს ზრდიან, მაგრამ გენიტალური ტრაქტის ზემო ნაწილზე (მილებზე) ინფიცირების თვალსაზრისით გავლენას არ ახდენენ.
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია
ქალები, რომლებიც სკრინინგის მონაცემებით სგგდ-ს დაბალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და, რომელთაც საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია მართებულად აქვთ ჩატარებული, სიხშირე მენჯის ანთებითი დაავადების განვითარებისა 1:1000 უფრო დაბალია. მენჯის ანთებითი დაავადება საშვილოსნოში კონტრაცეპტივის ჩანერგვიდან 4 კვირის განმავლობაში ვლინდება.
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის შემდეგ, დაინფიცირების რისკი დამოკიდებულია სგგდ-ს პრევალენსზე პოპულაციაში, სადაც ინდივიდი ცხოვრობს, კლინიცისტის კვალიფიკაციაზე და იმ პირობებზე, რომელშიც მანიპულაცია ტარდება.
გადაუდებელი კონტრაცეფცია
გადაუდებელ კონტრაცეფციას სგგდ-ის საწინააღმდეგო ეფექტი არ გააჩნია. ქალებს, რომელთა ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კავშირი, უნდა ეცნობოთ სგგდ-ით შესაძლო დაავადების შესახებ. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, კი გაიგზავნონ ლაბორატორიულ კვლევებზე და დაეწყოთ შესაბამისი მკურნალობა.

რა შეიძლება აკეთოს IPPF-ის (International Planned Parenthood Federation) წევრმა ასოციაციამ?
IPPF-ის წევრი ასოციაციების ახდენენ რტი/სგგდ-ს მომსახურებათა ინტეგრაციას მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებში. Mმომსახურება, რომელსაც სთავაზობენ ასოციაციები დამოკიდებულია ეროვნულ კონტექსტსა და მდგომარეობაზე, არსებულ სერვისებზე, ფინანსურ და ადამიანის რესურსებზე. განათლება პრევენციისათვის და ადექვატური რეფერალური სისტემების შექმნა იმ ღონისძიებათა უმცირესი ნაწილია, რისი გაკეთებაც ამ ასოციაციებს შეუძლიათ.
1997 წლიდან საქართველოში მუშაობს IPPF-ის ევროპის რეგიონის წევრი “ასოციაცია ჰერა-XXI”, რომელიც წარმოადგენს არაშემოსავლიან, მოხალისეთა ბაზაზე შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რათა გაუმჯობესდეს თითოეული ადამიანის, ოჯახის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ნანახია: 7281 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.