წინამდებარე მემორანდუმით ერთის მხრივ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოდგენილი რექტორის გიორგი მენაბდის სახით (შემდგომში „უნივერსიტეტი“) და მეორეს მხრივ სს ჯი პი სი წარმოდგენილი დირექტორის დავით კილაძის სახით (შემდგომში „ჟურნალი“) აღიარებენ ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართული სამედიცინო სამეცნიერო აზრის განვითარების საქმეში. კერძოდ, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინის“ გარშემო ორგანიზაციული ხასიათის ინიციატივების წამოწევის აუცილებლობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო პროცესებში სამედიცინო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. 1. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს სს ჯი პი სი-ს მიერ დაფუძნებულ ჟურნალ „თანამედროვე მედიცინასთან“ შემდეგი სახით: 1.1. ხელი შეუწყოს ჟურნალს აუცილებელი სტრატეგიების შემუშავებისა და მისი ეფექტური წარმოჩენის პროცესში. 1.2. ინიცირება გაუკეთოს ჟურნალის ბორდის შექმნას (7-9) წევრის შემადგენლობით. 1.3. ჩაერთოს ჟურნალის გარშემო მოწყობილ სხვადასხვა დისკუსიებსა და შეხვედრებში. 2. სს ჯი პი სი და ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“ თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. 2.1. განათავსოს ჟურნალის ფურცლებზე უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სამაგისტრო, საგრანტო, დოქტურანტურაში შესრულებული საუკეთესო შემაჯამებელი ნაშრომები, სამეცნიერო ანგარიშები. 2.2. მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციებში. 3. მემორანდუმის მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის საფუძვლები 3.1. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ორი წლის ვადით. 3.2. მემორანდუმის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) მემორანდუმის ვადის გასვლა; ბ) მემორანდუმის პირობების დარღვევა; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 4. სხვა პირობები: ა) მემორანდუმი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლარად. ბ) ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მემორანდუმით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
სს ჯი პი სი
გენერალური დირექტორი დ.კილაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
რექტორი პროფესორი გ.მენაბდე
ნანახია: 7382 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით