მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20862]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9980]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9725]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9626]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9202]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION

ავტორი: რედაქციისაგან


სურათი 1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი. ჟენევა, შვეიცარია

I მსოფლიო ომის შემდეგ, 1923 წელს, ერთა ლიგასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება (ჟენევა, შვეიცარია). II მსოფლიო ომის შემდეგ კი, ნიუ–იორკში, ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომლის წესდებაც რატიფიცირებული იყო 1948 წლის 7 აპრილს. ეს დღე გამოცხადდა „ჯანდაცვის საერთაშორისო დღედ“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) – World Health Organization – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური სააგენტოა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრას და დაიცვას დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობა.
ჯანმო აერთიანებს 192 წევრ-სახელმწიფოს. დაარსდა 1948 წელს. მისი ცენტრალური ოფისი ჟენევაშია განლაგებული.
ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანია დოქტორი მარგარეტ ჩენი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამი ქვედანაყოფისგან შედგება:
• ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა;
• აღმასრულებელი კომიტეტი;
• სამდივნო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოთხ ძირითად ფუნქციას ახორციელებს:
• ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების შემუშავება;
• ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების შექმნა;
• ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობა ჯანდაცვის ნაციონალური პროგრამების გაუმჯობესება-გაძლიერების მიზნით;
• ჯანდაცვის ტექნოლოგიების, ინფორმაციისა და სტანდარტების შემუშავება-გავრცელება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
• ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურების გაძლიერება და დახვეწა;
• არაინფექციური და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მათთან ბრძოლა;
• გარემოს დაცვა და გაჯანსაღება;
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა;
• სამედიცინო კადრების მომზადება;
• მედიკო-ბიოლოგიური კვლევების წარმართვა და ხელშეწყობა;
• სანიტარული სტატისტიკა.

სურათი 2. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვსი რეგიონალური ბიურო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობას აქვს ყოველწლიური ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეების სახე, რომლებზეც წევრი–ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს. ასამბლეათა შორის ძირითად ფუნქციას აღმასრულებელი კომიტეტი ასრულებს, რომელშიც 30 ქვეყნის წარმომადგენელი შედის (მათ შორის, 5 მუდმივი წევრი ქვეყნის – აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი). პრობლემური საკითხების განხილვისას იწვევენ კვალიფიციურ სპეციალისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ფართოდაა წარმოდგენილი საგამომცემლო საქმიანობა: ყოველწლიურად ქვეყნდება გენერალური მდივნის ანგარიში, სტატისტიკური მონაცემები, კონსულტაციებისა და თათბირების მასალები, რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების კრებულები და ა.შ. გარდა ამისა, გამოიცემა პერიოდიკა: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენი“, „ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქრონიკა“, „მსოფლიო ჯანმრთელობა“, „მსოფლიო სანიტარული სტატისტიკის ყოველწლიური“ და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. სამუშაო ენებია ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური, არაბული, ჩინური, გერმანული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება 5-7 წლიანი პროგრამების შესაბამისად. კონკრეტული სამუშაო გეგმების ვადები 2 წლით განისაზღვრება.
ამჟამად პრიორიტეტულადაა მიჩნეული შემდეგი მიმართულებები:
• ჯანდაცვის სისტემების განვითარება ქვეყნებში 1970 წელს მიღებული რეზოლუციის შესაბამისად ნაციონალური ჯანდაცვის ძირითადი პრინციპების შესახებ;
• სამედიცინო კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
• პირველადი მედიკო-სანიტარული დახმარების განვითარება, ალმა-ატაში მიღებული დეკლარაციის შესაბამისად;
• მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვა;
• გარემოს დაცვა;
• ინფექციურ და პარაზიტარულ დაავადებებთან ბრძოლა, იმუნიზირება და ვაქცინირება ძირითადი ეპიდემიოლოგიურად საშიში დაავადებების წინააღმდეგ;
• ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება;
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
• ჯანდაცვის პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
• სამედიცინო კვლევების გაფართოებული პროგრამის განხორციელება;
• წევრი ქვეყნებისთვის საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა აქტუალურ საკითხებში.
განსაკუთრებული როლი ჯანმომ ყვავილისა და შავი ჭირის გავრცელების აღმოფხვრაში შეასრულა. ფართომასშტაბიანი ბრძოლა მიმდინარეობს მალარიის და ტუბერკულოზის წინააღმდეგ.
ბოლო წლებში ჯანმომ ჯანდაცვის ნაციონალურ ორგანიზაციებს განუსაზღვრა მოქმედების ძირითადი მიმართულება – ბრძოლა შიდსის წინააღმდეგ. ამ პროგრამის განსახორციელებლად 15 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. იგი სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად აწარმოებს ამ დაავადებასთან ბრძოლის პროპაგანდას.

სურათი 3. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი – ვენის ფილარმონიის ორკესტრი

ჯანმოსთან თანამშრომლობს მრავალი გამოჩენილი პიროვნება. ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩები არიან:
დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა დაცვის საკითხებში – ეთიოპიელი ტოპ–მოდელი ლია კებედე;
კეთრის ლიკვიდაციის საკითხებში – იაპონელი მწერალი იოხეი სასაკავა;
ევროპის რეგიონში დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა დაცვის საკითხებში ფრანგი მომღერალი სილვია ვართანი;
სხვადასხვა საკითხებში – ვენის ფილარმონიის ორკესტრი.

ნანახია: 9979 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.