გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8344]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8306]

სიამის ტყუპები [7700]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5511]

კოტარდის სინდრომი [5498]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან…

ავტორი: რედაქციისაგან


„…მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა, და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყალთა წყაროებზე. ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა; და წყლების მესამედი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.“
მოციქულ იოანეს გამოცხადება, თავი 8
აბზინდა, იგივე ავშანი, მცენარეა, რუსულად полынь горькая, მას чернобыль-საც უწოდებენ.

1986 წლის 26 აპრილს ღამის 1 საათსა და 23 წუთზე უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე მოხდა ავარია.

სურათი 1. ქალაქ პრიპიატიდან ჩერნობილისკენ მიმავალი გზა

ავარიის შედეგები
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეოთხე ბლოკი სრულიად განადგურდა; გარემოში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებების გამოიტყორცნა.
პირობითად, აფეთქების სიმძლავრე 500-ჯერ აღემატებოდა ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრეს.
ექსპერტების შეფასებით ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ეს უდიდესი ავარია იყო, როგორც დაზარალებულთა რაოდენობის მხრივ, ასევე გარემოს დაბინძურებისა და ეკონომიკური ზარალის მიხედვით.
ავარიის შედეგად წარმოქმნილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაუარა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილს, აღმოსავლეთ ევროპას, სკანდინავიას, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს აღმოსავლეთ ტერიტორიებამდეც მიაღწია.
დაზარალებულთა საერთო რაოდენობა სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით 600 000-დან 1 500 000-მდე მერყეობს. ზოგიერთი ავტორი სხვა ციფრებსაც ასახელებს. აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, უშუალოდ მწვავე სხივური ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 225.
გარემოში გამოიფრქვა ურანის და პლუტონიუმის იზოტოპები, 131I (ნახევრადდაშლის პერიოდი (ნ.პ.)– 8 დღე), 134Cs (ნ.პ. – 2 წელი), 137Cs (ნ.პ. – 30 წელი), 90Sr (ნ.პ. – 28 წელი).
რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გამოტყორცნა რამდენიმე პერიოდად მიმდინარეობდა და ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლო რიცხვებისთვის მოხერხდა.
ავარიის შედეგები მოსახლეობისათვის შესაძლოა ასეთი მძიმე არ ყოფილიყო, კატასტროფის შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელების შემთხვევაში. მაგრამ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის უფრო ღირებული სახელმწიფოს „რეპუტაციის“ შენარჩუნება აღმოჩნდა, ვიდრე მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
მართალია, 27 აპრილს უკვე დაიწყო 10 კმ-იანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია (ხოლო შემდგომ – 30 კმ-იანი ზონიდანაც), მაგრამ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული თავდაცვის ინდივიდუალური ღონისძიებების შესახებ და ევაკუაციის მარშრუტებიც ნაჩქარევად იყო შერჩეული, რადიაციული დაზვერვის მონაცემების გათვალისწინების გარეშე.
იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ ტელევიზიები განუწყვეტლივ გადაცემდნენ ინფორმაციას რადიაციული გამოსხივებისაგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების შესახებ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ კიევსა და მინსკში საპირველმაისო აღლუმებიც კი ჩაატარა და ასი-ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
შემდგომ პერიოდშიც ინფორმაცია იმდენად მწირი, არაზუსტი და ურთიერთგამომრიცხავი იყო, რომ დღესაც ძნელია ავარიის შედეგებში გარკვევა.
გრინფისის და საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ“ ინფორმაციით მხოლოდ ავარიის ლიკვიდატორთა შორის (რომელთა რაოდენობა 600 000-ს აღემატებოდა) ათობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ევროპაში დაფიქსირდა ახალშობილთა სიმახინჯის 10 000, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 10 000-ზე მეტი შემთხვევა, და კიდევ 50 000-ის განვითარებას ვარაუდობენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ჩერნობილის“ მონაცემებით გარდაიცვალა ლიკვიდატორთა 10%-ზე მეტი, ხოლო 165 000 ადამიანი დაინვალიდდა.
სპეციალისტების ვარაუდით დასხივების შედეგად განვითარებულ დაავადებათა შორის დიდი წილი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. თუმცა ძალზე ძნელია დღევანდელი გადასახედიდან განისაზღვროს განვითარებულ დაავადებათა მიზეზები – ავარიის შედეგად მიღებული რადიაციული გამოსხივება თუ სხვა.
2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მოქმედმა ორგანიზაციებმა – „ჩერნობილის ფორუმმა“ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ლიკვიდატორთა და რადიოაქტიური ნივთირებებით დაბინძურებული ზონების მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შედეგები. აღინიშნა, რომ მიღებული მაიონებელი გამოსხივების შედეგად განვითარებული სხვადასხვა დაავადებით უკვე გარდაიცვალა ათეულ ათასობით ადამიანი და უამრავი შემთხვევა კიდევ მოსალოდნელია. ამასთან, აღინიშნა, რომ დასხივების მიღების შემდგომ უახლოეს პერიოდში სიკვდილობის მიზეზი ძირითადად მწვავე ლეიკოზის სხვადასხვა ფორმა იყო, მოგვიანებით პერიოდში კი აღინიშნება ონკოლოგიურ პათოლოგიათა ზრდის ტენდენცია.
ასევე აღინიშნა, რომ გამოკვლეულ პირთა შორის დიდი იყო იმ დაავადებათა რაოდენობა (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის მოშლასთან დაკავშირებული და სხვ. დაავადებები), რომელთა განვითარება უკავშირდება ევაკუაციით მიღებულ სტრესს, წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და ა.შ.
შეფასდა ლიკვიდატორთა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული და მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ სხვადასხვა პერიოდში მიღებული რადიაციული დასხივების დოზები (ცხრილი 1).
ამ ზონების მოსახლეობა ავარიის შემდგომ უახლოეს პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებ პროდუქტებს იღებდნენ – ძირითადად ეს იყო 131I-ით შემცველი რძე. შედეგად მათ შორის მოგვიანებით პერიოდში მაღალია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა.
იმ ადამიანთა შორის, ვისი ასაკიც ავარიის მომენტში 18 წელს არ აღემატებოდა, 1990-1998 წლებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 4000 შემთხვევა დაფიქსირდა. სხვადასხვა მონაცემით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
მრავალმხრივი კვლევებით დადგინდა დაზარალებულთა ამ ჯგუფებში 1986-2004 წლების პერიოდში ლეიკემიით დაავადების მაღალი მაჩვენებელი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური დაბომბვის შედეგად დაზარალებულებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ მიღებული რადიაციული დასხივების მომენტიდან დროთა განმავლობაში კლებულობს ლეიკემიის განვითარების ალბათობა და იზრდება ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რიცხვი.
ძალზე არასარწმუნო მონაცემებია ინტრანატალური პათოლოგიებისა და პოსტნატალური სიკვდილიანობის შესახებ, თუმცა სხვადასხვა მონაცემით დაბინძურებული ზონების მაცხოვრებლებში მაღალია მსგავს შემთხვევათა რაოდენობა. მაგალითად, ბელორუსიაში 1986-1994 წლების მონაცემებით მსგავს დაავადებათა რაოდენობა დიდად არ აღემატებოდა ზოგადსტატისტიკურ მაჩვენებლებს, თუმცაღა 1987 წელს აღინიშნა დაუნის სინდრომით დაავადებულ ახალშობილთა არნახულად დიდი რაოდენობა.
ბავშვთა სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლებია რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ რეგიონებში. თუმცა ძნელია იმის განსაზღვრა, ეს ციფრები განპირობებულია მხოლოდ რადიაციული დაბინძურებით თუ ამ რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაბალი დონით.
ამ რეგიონების მოსახლეობაში მაღალია ფსიქიურ დაავადებათა და ნერვულ აშლილობათა რიცხვი, რაც გაერო-ს ექსპერტების აზრით ძირითადად დაბინძურებულ ტერიოტორიებზე ცხოვრებისგან გამოწვეული სტრესითაა განპირობებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, „ჩერნობილის ფორუმი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვ. გამუდმებით გამოყოფენ სახსრებს ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლთა სამედიცინო დახმარების, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებებისათვის.

სურათი 2. „მსოფლიოს გადასარჩენად“ მეხანძრეთა ობელისკი ჩერნობილში

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –



ნაწყვეტები სტატიიდან „ჩერნობილის იარები“

ჩერნობილის ხელწერა
ჩერნობილის ავარიის შემდგომ პერიოდში ბელორუს ბავშვებში გამოვლინდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 2,5 ათასი შემთხვევა. მათი უმრავლესობის დიაგნოსტირება 1990 წლიდან დაიწყო. ავადობის პიკი 1995-1996 წლებში აღინიშნა – ავადობა ტრაგედიის წელთან შედარებით 39-ჯერ გაიზარდა.
* * *
რატომ ვიხსენებთ ჩერნობილის ტრაგედიას მხოლოდ სამწუხარო თარიღის დამდეგს? გადის დრო და ვჩუმდებით. „ჩერნობილის შვილები“ კი ცოცხლობენ და ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისათვის. ხმამაღალი სიტყვაა? არა. კალციუმის ტაბლეტებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გარეშე ისინი განწირულნი არიან.
* * *
„ბურთი“ ყელზე სიმსივნე აღმოჩნდა
სხვა უამრავი ბავშვის მსგავსად, აპრილის იმ მზიან დღეს ქუჩაში სკოლამდელი ასაკის იულია სეირნობდა. ნინა ტიმოფეევნას კარგად ახსოვს, რომ გოგონა ძალზე მხიარული იყო. გადიოდა წლები, დედას არაფერი ცუდი არ შეუნიშნავს – ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობდა. 13 წლის ასაკში სკოლის ექიმებმა ბავშვის ყელზე რაღაც წარმონაქმნი შენიშნეს. ქალმა იულია მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში წაიყვანა, ულტრაბგერითი გამოკვლევით, რაიმე შემაშფოთებელი ვერ ინახა. თითქოს დამშვიდდნენ. მაგრამ ერთი წლის თავზე სამედიცინო გამოკვლევისას იულია კვლავ გააფრთხილეს და ურჩიეს განმეორებითი კონსულტაცია, „ბურთი“ გაიზარდა. კვლავ მიმართეს კლინიკას და თითქმის მაშინვე მოისმინეს განაჩენი: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია! იულიას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სახლშიც არ გაუშვეს. დედა გულწასული დაეცა იატაკზე.
ჩვენ ხომ გავესინჯეთ... – გაოცდა ნინა ტიმოფეევნა.
ოპერაცია ოთხსაათნახევარი გაგრძელდა. გოგონას სრულად მოაცილეს ფარისებრი ჯირკვალი და ფარისებრახლო ჯირკვლები მარცხენა მხარეს. პირველ ხანებში გოგონა ვერც ხმას ვერ იღებდა.
* * *
თერთმეტი კლასის დამთავრების შემდეგ გოგონას მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – გამოიკვეთა ლიმფური ჯირკვლები. გასინჯვისას ექიმმა კვლავ გააცრუა მშობლების იმედი: „მარჯვნივ ლიმფურ ჯირკვალში – ავთვისებიანი სიმსივნეა. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია“.
* * *
არც ეს არის დასასრული. რამდენიმე ხნის შემდეგ მეტასტაზები ფილტვებში. მკურნალობდა პირველ კლინიკაში. დღეს პაციენტი თავისი მკურნალის უსაზღვრო მადლიერია. „გავიმარჯვეთ! – გაიგო მისგან გასულ წელს – დასრულდა მკურნალობის ბოლო კურსი“. საქმე იმაშია, რომ ამ ტანჯვით აღსავსე ოთხ წელიწადში ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. არა, დაავადება დამარცხებული არ არის. მაგრამ იგი არ პროგრესირებს და იულია ცოცხლობს!
თითქოსდა უნდა გვიხაროდეს, ყველაფერი ამდენად სევდიანი რომ არ იყოს. ბევრი რამე შეცვალა ჩერნობილმა ჩვენი გმირის ცხოვრებაში. ავადმყოფობამდე იგი კარგად დარბოდა, ჰქონდა პირველი თანრიგი მსუბუქ ათლეტიკაში. ახლა 29 წლისა წამლების საშუალებით ცოცხლობს. ყოველდღე 6 აბი კალციუმი (ზამთარში – რვა), ყოველდღიურ რაციონში ამ მინარალის შემცველობის მიუხედავად. ამას გარდა, იულიამ მთელი ცხოვრება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი უნდა მიიღოს. მის გარეშე შეუძლებელია.
რაც შეეხება იარებს (ერთი ყურიდან მეორემდე, მთელ ყელზე), ახალგაზრდა ქალი ისე შეეჩვია თავის „სამკაულს“, რომ კომპლექსიც არ აქვს... ირგვლივ მყოფები კი, გასაგებია, მშვიდად ვერ უყურებენ ჩერნობილის „ავტოგრაფს“.
* * *

ნატალია რომანოვსკაია

www.newsvm.com

 

ნანახია: 5510 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.