მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43187]

მედეადან მითრიდატემდე [8484]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8298]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7202]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6582]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

მედეადან მითრიდატემდე

ავტორი: რ. შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
R. Shengelia, Tbilisi State Medical University
From Medea to Mithridate

>>  In the ancient myth „Argounauts“ the relationship of the two worlds’ civilization Hellenes and Colchis (West Georgia) is described. No wonder that nowadays it is not easy to distinguish a historical fact from allegoric, enigmatic moment, though one is without any doubt: the Hellenes came for obtaining divine wisdom ( the Golden Fleece) from Colchis as well as from the access to their (Colchian- Protoiberian) national, cultural knowledge, personified in Medea. One of the significant acts in Medea’s knowledge is preparation of medicines. Using her own technology, she took out a poison from the natural material (herbs), after dilution of which she prepared a medicine. Thus we are dealing with the phenomenon of medicine creation- the origin of modern pharmacy. Neither before, nor after (up to Rome Empire) this knowledge on such an extend ( but some exceptions) had not been known to the world medicine. Getting Greece, Medea finds herself surrounded by enemies. She is stranger for this country. She suffers an utter defeat in struggle and naturally, her knowledge is not perceived by Greek medicine. Even the term Medicine is unknown for them. Medical principle – Contraria Contrariis Currantur practiced in Greek medicine was realized practically by row herbs, right diet, definition of constitutional types based on Humoral Pathology Theory and others.
In the 2nd and 1st centuries BC Ponto (North Capadokia, inhabited mainly by Georgian tribes) was his ancestor, was in a secret of preparation of poisons and antidotes. Following Mithridate’s defeat by Rome Empire, Mithridate’s library mainly rich with medical books, had been moved to Rome and studied. Thus appeared in Rome and Europe a technology of poison production-“Mithridatium” and Teriack. It has to be noted that a great number of physicians working in Rome were from Asia Minor. It is true that created their works in Greek, but the fact is also undeniable: In those times in Asia Minor lived Georgians, Armenians and others. Greek was an international language for scientists.The term “Medicine” appears in that period. Medea is no longer enemy for Romans but a myth. Having appeared in Europe thanks to Mithridate for the second time but have perceived this time, the art of creation of medicines from the poisons was named as “Medicine”, that later became the name of a general medical art.


ძვ.წ. III ათასწლეულების მიჯნაზე ანატოლიის ნახევარკუნძულზე და მის ჩრდილოეთით ჩამოყალიბდა უძველესი ქართული გაერთიანებები: დიაოხი და კოლხა.

კოლხა შავი ზღვისპირეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ზოლში დაარსდა ძვ. წ. XIIIXII საუკუნეებში. იმთავითვე კოლხას სათავეში მეფეები მდგარან [1].
ამ ხანებში, ელინურ სამყაროში იქმნება მეტად გავრცელებული მითოსი არგონავტების შესახებ. მითოსი მოგვითხრობს, რომ კოლხეთში არსებობდა უმდიდრესი სამეფო, რომლის მეფე ყოფილა აიეტი. იგი აიაში ცხოვრობდა. ზოგი მონაცემით ქვეყანასაც აია, ეა ერქვა. აიეტს ზღაპრული საგანძური გააჩნდა. მის განძეულში განსაკუთრებით სახელგანთქმული ყოფილა ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავი ოქროს საწმისი. მრავალი მეცნიერის აზრით, იგი კოლხეთში დაუნჯებული ღვთიური სიბრძნის სიმბოლოა. ზოგიერთი, უფრო მატერიალისტურად მოაზროვნე კომენტატორი თვლის, რომ აიეტს ცხვრის ტყავზე წიგნის სახით დაწერილი ჰქონდა მთელი რიგი საიდუმლოებებისა, სადაც სამედიცინო სიბრძნეს არცთუ ბოლო ადგილი ეჭირა. საერთოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „არგონავტიკა“ მითოსია და აქ მეტად ძნელია გამოარჩიო ალეგორიული, ქარაგმული და რეალური ფაქტი. რეალური ფაქტის ქვეშ კი შეიძლება ისტორიული მოვლენაც ვიგულისხმოთ და მწერლისეული ოდენ სიუჟეტური სვლაც. ასე მაგალითად, მითოსში ნახსენები „სპილენძის ჩლიქებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე პირიდან ცეცხლი ამოსდიოდათ“, და რომელთა მოთვინიერებაც ევალებოდა იაზონს, სულ ცოტა, ამ უკანასკნელის მიერ სამჭედლო (მეტალურგიული) ხე ლოვნების დაუფლებაზე უნდა მეტყველებდეს. ეს ხელოვნება იაზონმა მანამდე არ იცის. იგი ლითონის დამუშავების ხელოვნებას მედეასგან სწავლობს. აქ მედეას სახეში ზოგადად კოლხური სიბრძნეა პერსონიფიცირებული [2, 3].
ლეგენდის ტექსტზე და არქეოლოგიურ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კოლხეთში მაღალგანვითარებული მიწათმოქმედება და მეცხოველეობა ყოფილა. ბუნებრივია, ასეთი მაღალი კულტურის ხალხისთვის სიკვდილისა და სიცოცხლის პრობლემები, ჯანმრთელობისა და პათოლოგიის საკითხები, მკურნალობის ხელოვნება ერთერთი უპირველესი საზრუნავთაგანი იქნებოდა. მრავალი არქეოლოგიური მონაპოვარი ამტკიცებს, რომ მაშინ კოლხეთში სამკურნალო ხელოვნება თავისი მატერია ლურტექნიკური ბაზით, იარაღებით, დამოუკიდებელ დარგად არსებობდა, თანაც, საგანგებო პროფესიული ემბლემით, – გველის გამოსახულებით. ამ მასალაში ცალკე აღნიშვნის ღირსია პირადი ჰიგიენის ნივთები, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი და სხვ. [2].

მითიური სიუჟეტით, კოლხეთის მეფის ასული იყო სილამაზით განთქმული ყმაწვილქალი მედეა, სამედიცინო ცოდნასა და საქმიანობაში დიდად განსწავლული და ბრძენი. მისთვის ცნობილი იყო სამკურნალო საშუალებების სხვადასხვა ფორმა: შინაგანი და გარეგანი გამოყენების, შესასუნთქი და სხვ. მის სამკურნალო არსენალში მრავალგვარი მოქმედების წამლები იყო: სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალო, ძალისმომგვრელი, მომწამ ვლელი, ნელსაცხებელი, სასწაულებრივი, მაგიურიც. ,,არგონავტიკის” ტექსტში ნათქვამია: ,,იგი მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად გვამებისა და წამლისთვის გამოსადეგ მცენარეთა ირგვლივ ხეტიალს”. ასე რომ, ის საოცრებანი, რომელსაც აპოლონიოს როდოსელი მედეას მიაწერს, ალეგორიულად გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და უსათუოდ სინამდვილეს ემყარება [3; 4; 5].
იმ სამკურნალო მანიპულაციებს შორის, რომლებშიც მედეა იყო განსწავლული, ერთერთი ჭრილობათა სწრაფი და ეფექტური მკურნალობაა. კოლხებთან ბრძოლაში დაჭრილი არგონავტები „მედეამ სულ რამოდენიმე დღეში განკურნა ფესვებითა და რაღაც ბალახებით“ (დიოდორ სიცილიელი).
მედეას უშვილობის მკურნალობაც სცოდნია. ათენის მეფეს ეგეოსს, რომელიც „უძეობით ყოფილა დაავადებული“, მკურნალი ქალი ეუბნება: „შენ ჯერ არ იცი, რა ბედს ეწიე, რომ მოხველ ჩემთან. ვიცი წამალი უძეობისა“.
კოლხი ქალი კოსმეტოლოგიაშიც ფრიად განსწავლული გახლდათ. მას აკუთვნებენ თმის შეღებვის აღმოჩენის პირველობას. იგი ფლობდა აგრეთვე კანის მოვლის საიდუმლოებებსაც. მედეამ ცრემლებით გაღიზიანებული სახის კანი „ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა და მოიშუშა“.
მკურნალი ქალი თავის სამედიცინო მოღვაწეობაში მიმართავდა სისხლის გადასხმასაც. დონორად ბატკანს იყენებდა. ამ მანიპულაციას მიმართა მან იაზონის ბიძის, პელიასის შემთხვევაში. აკად. ი.კასირსკი სისხლის გადასხმის ისტორიას მედეას მიერ ჩატარებული მანიპულაციით იწყებს.
არსებობს მრავალი ლიტერატურული და სხვა მონაცემი იმის შესახებ, რომ მაშინდელი კოლხეთი განთქმული იყო შხამებისა და საწამლავების შესახებ მოძღვრებით. საქართველოს ყველა კუთხეში ხალხური მედიცინის შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპედიციების დროს გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში (განსაკუთრებით, სამეგ რელოში) დღეს ძალზე ბევრია შხამების დამზადების მცოდნე, რომ არაფერი ვთქვათ სახალხო მკურნალებზე. ეს შხამები მრავალგვარი მოქმედებისაა – უცაბედი, ხანგრძლივი მოქმედების, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი და სხვა, რის ცოდნა უაღრესად გასაიდუმლოებულია და შთამომავლობით გადაეცემა. ჩანს, ეს ეზოთერული ცოდნის რუდიმენტია, ხალხში შემონახული. საერთოდ, დღევანდელ კოლხეთში, ამ ასპექტით, ძალზე საინტერესოა ეთნოლოგიური მასალა. ტყუილად არ უწოდებდა რუდოლფ შტაინერი კოლხეთს მისტერიების ქვეყანას. მედეას მამიდა ჰეკატე ფრიად განსწავლული იყო საექიმო ხელოვნებაში. იგი მეფის დაა და აქ ადვილი შესამჩნევია საექიმო ცოდნით კოლხეთის სამეფო კარის დაინტერესება, უფრო მეტიც, – პრეროგატივა ამ საქმიანობაში. ეს ტრადიცია შემდგომ ეპოქებშიც გრძელდება. ამ მხრივ, ანალოგი მხოლოდ ჩინურ მედიცინაში მოიპოვება. დიონისიოს სკიტობრაქიონი (ძვ. წ. III სს.) წერს, რომ ჰეკატემ „პირველმა აღმოაჩინა მომაკვდინებელი ფესვები“. „კირკემ, რომელიც მედეაზე უფროსი იყო, ბევრად აჯობა თავის მამიდას. ბევრი რამ მისგან შეითვისა, ზოგი რამ კი მრავალი და საზარელი (შხამი. ავტ.) თვითონ აღმოაჩინა“. მედეას ცოდნა უფრო სრულყოფილია. კორინთოში მცხოვრებმა მედეამ ქალაქის მაშინდელი გამგებელი კრეონტი საწამლავით მოკლა (დინოსი ძვ. წ. I ს.): „ლაკეას და მის მამას, კრეონტს ისეთი საწამლავით გაჟღენთილი სამოსელი გაუგზავნა, რომ იმ უხილავი საწამლავისაგან შემოფლეთოდა ხორცები ტანზე“. მედეას იმდენად დახვეწილი აქვს შხამთა შექმნის ტექნოლოგია, რომ ლიტერატურაში მის შხამებს კონკრეტული სახელწოდებებით იხსენიებენ: „მედეასი“, „ერთდღიანი“, „ირისი“, „კოლხური“ და სხვ. [5]. თუმცა, აიეტის ქალიშვილის სახელი მარტო შხამებს არ უკავშირდება. სოფოკლეს დრამის მიხედვით ზევსი ხშირი მიწიერი კავშირების გამო სულიერი და ფიზიკური ენერგიისაგან იცლება, იფიტება. განიმედე მას სასიცოცხლო ძალას ღვთაებრივი სასმელით აღუდგენს, რომელსაც „მედეა“ ეწოდება.
ჰეკატეს (მედეას) ბაღის ძირითადი ბინადარი მცენარეები დღეს თითქმის ყველა ცნობილია (თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ უმთავრესი მათგანი არ ვიცოდეთ). ასეა თუ ისე, არც იმ ბაღში და არც კავკასიაში მზარდი არც ერთი მცენარის ფესვი არ არის ისეთი მძლავრი შხამი, რასაც არგონავტიკის სხვადასხვა ვერსიები აღწერს. ერთი რამ ცხადი და უდავოა: მედეა სამკურნალო მცენარეების სპეციალური დამუშავებით – გამოხარშვით, ნაყენით, თერმული, მექანიკური, თუ ქიმიური ზემოქმედებით, ანუ კონცენტრირებით იღებს შხამს, საწამლავს. პრინციპი, რომლის მიხედვითაც დღევანდელი მედიცინა არსებობს და ვითარდება, გახლავთ contraria contrariis curantur (ccc), ანუ საწინააღმდეგოზე საწინააღმდეგოთი მოქმედების, ანუ, ალოპათიური პრინციპი. პრიორიტეტი ამჟამად cccს ეკუთვნის. ეს არის მიმართულება, რომელსაც მსოფ ლიოს თანამედროვე მედიცინა ადგას დღეს. ამ პრინციპის ეფექტური რეალიზაციის გზა ძლიერმოქმედი ქიმიური საწყისია. რაც უფრო ძლიერია საწყისი, მით უფრო ეფექტურია შედეგი. ეს თეზა ემყარება cccის პრინციპის რეალიზაციის ორ ძირითად გზას – სუპრესიულ და მაკომპენსირებელ თერაპიას, სადაც ზემოქმედების განხორციელება ძლიერმოქმედი სუბსტანციის გარეშე შეუძ ლებელია.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება მედეას ეპოქამდე არც ერთი ქვეყნის მედიცინაში არ ჩამოყალიბებულა. აღმოსავლურ მედიცინაში cccის პრინციპი არ არის გამოკვეთილი, როგორც დომინანტი. იგი საწყისს იღებს ბერძნულრომაული მედიცინიდან. ამ უკანასკნელის ფესვები კი საერთო მედიტერანულ – პელაზგურ და კოლხურიბერიულ მედიცინაში დევს. ამის დასტურია როდოსელის „არგონავტიკა“.
ეს იდეა უთუოდ მედეას ეპოქაში იწყება. მკურნალი ქალი ცრემლებით გაღიზიანებულ სახეს მოსაშუშებელი მალამოთი იზილავს, მოხუც ორგანიზმში, მისი გაახალგაზრდავების მიზნით, ბატკნის სისხლი შეჰყავს, თეთრ თმებს რაღაც მცენარით შავად ღებავს და ა.შ.
საექიმო საქმიანობა მედეას ოჯახში ტრადიციულია. საექიმო ხელოვნების ფლობა ქალთა პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ღვთიური სიბრძნე ამ ეპოქაშიც და შემდგომაც მდედრობითი სქესისაა (სოფიასულიწმინდაღვთისმშობელი). ჰეკატეს ბაღში ხარობს სამკურნალო მცენა რეები. მათი გამოყენებით აიეტის კარზე სამკურნალო საშუალებები მზადდება, მაგრამ მედეა განსაკუთრებით სახელგანთქმულია. ჯერ ერთი, იგი ბევრ ახალ მცენარეში პოულობს სამკურნალო თვისებებს, ხოლო შემდგომ, მათგან აქტიური საწყისის გამოყოფით, ამზადებს წამლის შესაქმნელ კონცენტრატს – საწამლავს. ალბათ, აქედანაა ქართულ ენაში დაფიქსირებული ეს კავშირი: საწამლავი წამალი.
შემდგომი პერიოდის ქართული სამყაროსათვის, საერთოდ, ერთობ ტრადიციული ხდება საწამლავთქმნადობა.
ქართულ კარაბადინებში საწამლავებისადმი მიძღვნილი სპეციალური თავებია შექმნილი არა კაცის მოსაწამლად, არამედ საწამლებლად (ვუწამლე, ვუმკურნალე).
საწინააღმდეგოზე საწინააღმდეგოთი ეფექტური მოქმედებისათვის საჭირო იყო წამლები. წამალი კი საწამლავის განზავებით მზადდებოდა. ეს გახდა ბაზისი ალოპათიური სამედიცინო – სააზროვნო სისტემისა. ჰეკატე და ცირცეა კარგად არიან განსწავლულნი ამ საქმიანობაში. მათ მედეაც აზიარეს ამ ცოდნას, მაგრამ იგი „თავისი მიდრეკილების გამო, სულ სხვაგვარად იყენებდა“. საფიქრებელია, რომ ამ სიტყვების უკან იმალება წამალთტექნოლოგიის ძირითადი არსის დაბადება. მამიდის და დის გამოცდილებაზე დაყრდნობით მედეა, ალბათ, იღებდა რა აქტიური საწყისის კონცენტრატს მცენარისგან, აზავებდა მას იმ დოზით, რომ ეს უკანასკნელი არა საწამლავად, არამედ წამლად გამოიყენებოდა. მისთვის, უთუოდ, იმთავითვე ცნობილი იყო პრინციპი: „წამალი შხამია, შხამი წამალია. განსხვავება მხოლოდ დოზებშია“ (პარაცელსი). იმისათვის, რომ მედეას საწამლავი საჭირო დოზით შეეტანა წამალში, მას უნდა სცოდნოდა ოპტიმალური დოზა ავადმყოფობის კერძო შემთხვევისათვის, რომ ავადმყოფი კი არ მოეკვდინებინა, არამედ განეკურნა. უკეთ რომ ითქვას, მედეამ შეძლო სადემარკაციო ხაზის გავლება ერთი და იგივე ნივთიერების Dosa letalis minimaს და Dosa therapeuticaს შორის.
ლეგენდა მოგვითხრობს, თუ როგორ მიაძინა გველეშაპი მედეამ „ჯადოსნური სითხით“. ეს, რა თქმა უნდა, მითოსია, მაგრამ გარკვეულწილად ინფორმაციული. როგორც ჩანს, მედეასათვის უკვე ცნობილი იყო „გონების აღმრევ“ შხამთა არსებობა. ასევე მითოსიდან ვიცით მედეას „ჯადოსნური საწამლავის“ სავარაუდო ტექნოლოგია. ნიკანდრე კოლოფონელის აზრით, ეს არის ერთერთი მცენარის ფესვი, ან თვით მცენარე, რომელიც, უთუოდ, ნავთთან ერთად მზადდებოდა. აქვეა მოხსენიებული მედეა, როგორც წამლების, საწამლავების და შხამების აღმომჩენი. თეზას, რომ სიტყვა მედიცინა მედეადან წარმოდგა (ისევე, როგორც ჰიგიენა – ჰიგიადან, პანაცეა –პანაცეადან და ა.შ.), სერიოზულ ოპონენციას უწევს ის ფაქტი, რომ თვით ბერძნები სიტყვა „მედიცინას“, საერთოდ, არ ხმარობენ. მრავალი საუკუნე დასჭირდა, ვიდრე რომაელები ამ ტერმინს დაამკვიდრებდნენ. რად მოხდა ასე?
მედეა უცხოტომელია ბერძენთა შორის. მისი ტრაგედიაც ამაში მდგომარეობს. იგი უპირისპირდება თავის ყოფილ ქმარს იაზონს, მის საპატარძლოს, ნათესავებს, თითქმის მთლიანად საბერ ძნეთს. მას დაუხოცეს შვილები [1]. თავის ცოდნას მედეა შურისძიებისთვისღა იყენებს. ბუნებრივია, იგი ამ ცოდნას აღარავის გაუყოფს, არავის ასწავლის იმას, რითაც ის ძლიერია. აღარც ბერძნები არიან მედეათი მოხიბლული და არავითარი სურვილი არ აქვთ მისი სახელის საკუთარ წიაღში უკვდავყოფისა, როგორც ორგანული და განუყოფელი ნაწილისა. მიუხედავად ელინური სამკურნალო ხელოვნების უაღრესად მაღალი დონისა, სამკურნალო მცენარეების ტექნოლოგიური გადამუშავება მეტად შეზღუდულია ხდება იშვიათად და პრიმიტიული ფორმით. ამდენად „მედიცინა“ მედეასეული გაგებით – შხამის დამზადებისა და მისი შემდგომი წამლად გარდაქმნა – საბერძნეთში სუსტადაა განვითარებული. შხამის დამზადება ელინებმა მეტნაკლებად იციან, მაგრამ მისი წამლად ქცევა, არა. ამიტომაც ჰიპოკრატეს კორპუსში აქცენტი გაკეთებულია დიეტაზე, ცხოვრების წესსა და რეჟიმზე, კლიმატურ პირობებზე, კონსტიტუციურ ტიპებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმორული პათოლოგიის თეორია ბაზისია პრინციპისა ccc. აქედან გამომდინარე, ელინურ სამედიცინო ხელოვნებაში აღნიშნული სააზროვნო სისტემა – ccc – ფუნდამენტურია, ოღონდ მისი რეალიზაციის გზაა განსხვავებული. ნიშანდობლივია, რომ სოკრატეს მოწამვლისას იყენებენ არა რაღაც სპეციალურად დამზადებულ ძლიერმოქმედ შხამს – კონცენტრატს, არამედ ჩვეულებრივ მცენარეს – შხამიან მათოთს (Gonium maculatum).
მითრიდატე პონტოელზე, (მეფობდა ძვ. წ. III სს.), რომელიც სარწმუნო მონაცემებით კოლხურ შტოს ეკუთვნოდა, პლინიუსი მოგვითხრობს: „მან შემოიღო ყოველდღე მომწავლავი საშუალების სმა, იღებდა რა წინასწარ შხამის საწინააღმდეგო წამალს. ამის გამო მან ვერ შესძლო საწამლავის მომაკვდინებელი დოზის მიღებით თავის მოკვლა და იძულებული გახდა თავისი მსახურებისთვის ლახვრის ჩაცემა ებრძანებინა“ [9].
რომაული კულტურა, რომელიც ელინური ცივილიზაციის მხრებზე ამოიზარდა, სამკურნალო ხელოვნებაშიც ახალ გზებს ეძებს, ცდილობს ფუნ დამენტური პრინციპის cccის უფრო ეფექტურად რეალიზებას. ახალი გზითა და ახალი ძალით შემოდის ბუნებრივი რესურსების (მცენარეული, ცხოველური, მინერალური) ტექნოლოგიური დამუშავების აუცილებლობა. მაგრამ, საიდან? მითრიდატე VI ევპატორის მეცადინეობით ხომ არა? მას რომთან დიდი ხნის ურთიერთობა –დაუძინებელი მტრობა, ქიშპობა და, ამდენად, მჭიდრო შეხება ჰქონდა. ცნობილია, რომ პომპეუსმა, როგორც იქნა, ღალატით დაამარცხა მითრიდატე, მის სახლში შესვლისთანავე ბიბლიოთეკა მოიკითხა, სადაც უამრავი სამედიცინო ხასიათის ფოლიანტი ინახებოდა. იმპერატორის ბრძანებით აღნიშნული ლიტერატურა გაზიდეს რომში და სრულიად საიდუმლოდ იქნა შესწავლილი. ამ წიგნთა უმეტესობის ავტორი თვით მითრიდატე იყო. სრულიად უეჭველია, რომ ამის შემდგომ მთელ მსოფლიოში თითქმის ორი ათასი წლის მანძილზე გავრცელებული ანტიდოტის და თითქმის პანაცეად აღიარებული „მითრიდატიუმის“ რეცეპტიც მაშინ იქნა ამოკითხული. ევროპაში შემოდის საწამლავის ცნება. კეთილშობილთა და ტახტის მაძიებელთა „შეიარაღებაში“ უმთავრეს ადგილს სამსალა იკავებს, მაგრამ ამავე დროს სწორედ ეს შხამები ხდება საფუძველი მსოფლიო ფარმაციის განვითარებისა. რომში ჩნდება ტერმინი „მედიცინა“. მედეა მათთვის უკვე ისტორიაა, მომხიბვლელი მითია და ღმერთქალი. ასე რომ, იკვრება ინფორმაციის გავრცელებაგაბატონების ლოგიკური რკალი: მედეადან მითრიდატემდე.
რომაული საექიმო ხელოვნების გვირგვინი გალენოსი (129201 წწ.) ამკვიდრებს სამედიცინო ფორმებს – ნახარში, ნაყენი, გამონაწვლილი და სხვ. მათ დღესაც „გალენურ პრეპარატებს“ უწოდებენ და ბუნებრივი რესურსების წამლად ქცევას – აქტიური საწყისის გამოყოფას, კონცენტრირებას წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამას უწოდებდა კურტ იოახიმ შპრენგელი Cura Medianaს, „მედეასებურ მკურნალობას“, და აქედან აძლევდა დასაბამს ტერმინს „მედიცინას“, მთლიანად თანამედროვე სამედიცინო ხელოვნებას [4]. გალენოსამდე ანაზარბუსელი პედანიუს დიოსკურიდი (I ს.) (ანაზარბუსი დღევანდელი სამხრეთ თურქეთია, ანატოლიის ნახევარკუნძული, სადაც იმ პერიოდში მხოლოდ იბერიული და ელინური ტომები სახლობდნენ) წერს შრომას „Materia Medica“. მასში 850 მცენარეული, ცხოველური და მინერალური ბუნებრივი რესურსია მოყვანილი [6; 7]. თვით სათაური შრომისა მიგვითითებს, რომ ლაპარაკია Medicaს მასალაზე, პირველსაწყისზე. ე. ი. ჩვენ, დღევანდელი გაგებით, ფარმაციის პირველი ნაბიჯების წინაშე ვდგავართ.

სურათი1. პანაცეად აღიარებული „მითრიდატუმის“ ჭურჭელი

მოგვიანებით არაბები ამ იდეას თვისებრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანენ.
G. Watson [8] სამართლიანად აღნიშნავს, რომ რომაული იმპერიის ქვეშ მთელი მედიტერანული სამყარო და მიმდებარე სივრცე ერთიან პოლიტიკურკულტურულ ერთეულად იქცა, სადაც კულტურა ბერძნული, უფრო სწორად, ელინისტური იყო, ხოლო პოლიტიკური ერთიანობა ლათინების სამხედრო ძლიერებას ემყარებოდა. ასე განსაჯეთ, რომის იმპერიაში – მას Toynby ს სიტყვები მოჰყავს – ლათინური და ბერძნული თანაბრად ისმოდაო. ერთი რამ არის აღსანიშნავი: იმდროინდელ რომის იმპერიაში დიდი ადგილი ეკავა მცირე აზიას, სადაც ბერძნულ მოსახლეობაზე არანაკლები წილი ქართულ და სომხურ ეთნოსსაც ეკავა. ის, რომ ბერძნულ ენას გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა, გასაკვირი არ არის ის წინა იმპერიის ენა გახლდათ. სხვა ენებზე შექმნილი ნაწარმოებები აუცილებლად ითარგმნებოდა ბერძნულად და ისე მიეწოდებოდა ცივილიზებულ სამყაროს. ამისათვის მუშაობდნენ საქართველოს გარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრები (ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმის ქართული სავანეები, პეტრიწონის მონასტერი, სინასა და შავი მთის ქართული ცენტრები). G. Watson ასევე აღნიშნავს, რომ გალენოსის მიერ დასახელებული ავტორების ვინაობის გარკვევა და ქრონოლოგიის დადგენა ძნელდება. ის კი უდავოა, რომ უმრავლესი მათგანი საკუთრივ საბერძნეთიდან კი არა, უფრო ხშირად მცირე აზიი დანაა. მაგ., ასკლეპიადი – ბითვინიიდან, ჰერასი – კაპადოკიიდან, თვით გალენოსი – პერგამონიდან და ა.შ. ამ პროვინციებში, განსაკუთრებით კაპადოკიაში, კომპაქტურად სახლობდნენ ქართველური ტომები და მარტო მითრიდატეს ფაქტორიც რომ არა, გალენოსს ამ სამყაროსთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა.
გარდა ამისა, გალენოსი გადმოგვცემს იმ კამათსა და წინააღმდეგობებს სხვადასხვა ავტორს შორის, რაც ანტიდოტის, თერიაკის და სხვა განსაზღვრებებმა გამოიწვია. რას უნდა ეწოდოს ანტიდოტი? ყველა იმ საშუალებას, რომელიც მოწოდებულია ყველანაირი ნაკბენის და უბრალო კვებითი მოწამვლის დროს, თუ მხოლოდ ერთერთ მათგანს, კერძოდ, შხამიან ცხოველთა ნაკბენის საწინააღმდეგოს? [8]
ფაქტია, ეს კამათი მიუთითებს იმაზე, რომ ტოქსიკოლოგია და ფარმაცია, აქტიური საწყისის გამოყოფისა და კონცენტრირების გაგებით, რომის იმპერიაში ჩვენი ერის დასაწყისში ყალიბდება და იგი უკავშირდება კოლხური მოდგმის [9] პონტოს მეფეს – მითრიდატე VI ევპატორს.
სწორედ რომაულ პერიოდში ჩნდება წამლის, როგორც ასეთის, ცნება. ავტორები აღწერენ უკვე არა თვით მცენარის, ცხოველური თუ მინერალური რესურსების, არამედ პროდუქტის – წამლის თვისებებს.
ამრიგად, ჩვენი აზრით, მედეა გვევლინება არა მარტო კოსმეტიკის, ჰემატოლოგიის, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიის და სხვა დარგების სავარაუდო პირველმცოდნედ, არამედ – თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპის ეფექტური რეალიზაციის გზის ფუძემდებლად და სახელის – მედიცინის ფუძის დონორადაც. შემდეგ მოიპოვა ამ ტერმინმა უფრო ფართო განზოგადება და, საერთოდ, იგი საექიმო ხელოვნების სინონიმად იქცა.
სამედიცინო სიბრძნე (ეტყობა, სიბრძნისმოყვარეობა საერთოდ) ქართული სამეფო კარის პრეროგატივად მოჩანს, ლოგიკური ჯაჭვის სახით – ჰეკატემედეამითრიდატე – გაგრძელებას ჯერ ევროპულ, ხოლო შემდგომ მსოფლიო სამედიცინო სამყაროში პოულობს [10].

ლიტერატურა

ნანახია: 8483 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270733


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.