საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20960]

კლიმატის ცვლილებები [11743]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9744]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები

ავტორი: გ. ჩახავა, ნ. კანდელაკი
საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია


ძირითადი პოსტულატები
• „მედიცინა დარგია, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის დაწყებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას საჭიროებს“.
სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციის (WFME) სტანდარტები

• „უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლება არის გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანები სამსახურში ინარჩუნებენ, აუმჯობესებენ და აფართოებენ თავის ცოდნასა და უნარებს, განავითარებენ პროფესიული საქმინობისთვის აუცილებელ პირად თვისებებს“.
საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშერწყმა ევროპაში

• „უწყვეტი პროფესიული განვითარება საჭიროებს სტიმულირებას და ექიმთა ეთიკურ და მორალურ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს“.
ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის დებულებიდან
უწყვეტი სამედივინო განათლების შესახებ. EMS Charter on CME (1994)

სურათი 1. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის მონაწილეობით

რატომ არის აუცილებელი დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ჰარმონიზაცია?
• სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად;
• სადაზღვევო სისტემის გასავითარებლადს;
• საექიმო შეცდომების აღმოსაფხვრელად;
• სამედიცინო საქმიანობაზე ხარისხის კონტროლის მიზნით;
• მობილობის ხელშეწყობის მიზნით;
• სწავლების ახალი ფორმების დასანერგად.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის განმსაზღვრელ ობიექტურ საზომს წარმოადგენს.

ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი საკვანძო ფაქტორები:
• ჯანდაცვის სისტემის ორგანიზების საკითხებში უდავოა ეროვნული რეგულირების და დებულებების პრიორიტეტი;
• ევროკავშირის ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარება მხოლოდ რეკომენდაციების და დირექტივების სახით.
დღეს მსოფლიოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პროცესის რეგულირება განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ექიმის სავალდებულო მონაწილეობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში სხვადსხვა ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება. იმ ქვეყნებში, სადაც უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულო არ არის, ამოქმედებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების მძლავრი სტიმულები, რომლებიც მეტად მიმზიდველს და აუცილებელსაც კი ხდის ექიმისთვის ცოდნის მუდმივ განახლებას. ასეთი სტიმულებია: კარიერული ზრდის გარანტია, ხელფასის მატება, პრემიები (ბელგია, ნორვეგია), უწყვეტ სამედიცინო განათლებაში მონაწილე ექიმთა და სადაზღვევო კომპანიებს შორის კონტრაქტის აუცილებელი გაფორმება (იტალია, პორტუგალია, ლუქსემბურგი).
უწყვეტი პროფესიული განათლების დაფინანსება ევროპაში ხორციელდება:
•• სამედიცინო დაზღვევის თანხებიდან;
•• კლინიკების და სხვა ანგარიშებიდან;
•• ჰონორარიდან;
•• გადასახადებით;
•• ფარმაცევტული პროდუქციის ღირებულებიდან;
•• სხვა დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლისის სახით.
უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლება სავალდებულოა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია, შვეიცარია.
უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლება ნებაყოფლობითია, თუმცა რეკომენდებულია შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, ირლანდია, კვიპროსი, ისრაელი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, დანია, ესპანეთი, ფინეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია

ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი U. E. M. S.
კავშირი არის მედიკოს-სპეციალისტთა წარმომადგენლობით ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა ბელგიის ქ. ბრიუსელში მდებარეობს. ორგანიზაცია – ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი (UEMS) – 1958 წელს დაარსდა ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ექიმ-სპეციალისტთა ასოციაციების მიერ: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის ფარგლებში შექმნილია ევროპის სააკრედიტაციო საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის.
ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის პოლიტიკის მიზნებია:
• უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების ხარისხისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა ევროპაში;
• უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების სტანდარტები, შეფასება, ერთიანი ევროპული გამოცდა/სერტიფიკატი;
• ექიმებისთვის ევროპული კრედიტ-ქულების მისაწვდომობის გამარტივება;
• უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად გაიდლაინების შემუშავება;
• ეროვნული სააკრედიტაციო უფლებამოსილი ორგანიზაციების (მათ შორის საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის) საქმიანობის მხარდაჭერა.
ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან, სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად
„ევროკომისია მხარს უჭერს ევროპის მედიკოს- სპეციალისტთა კავშირის მიერ დაფუძნებული ევროპის სააკრედიტაციო საბჭოს ინიციატივას, ხელი შეუწყოს ევროგაერთიანებაში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების ურთიერთაღიარებას, გამჭვირვალობას ეროვნულ დონეზე, მინიმალური სტანდარტული მოთხოვნების გათვალისწინებით“.
ხელმოწერილია ხელშეკრულება კრედიტების ურთიერთცნობადობის შესახებ ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირისა და ამერიკის მედიკოსთა ასოციაციას შორის (AMA).
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის საქმიანობა მიმართული იყო უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისკენ.
2006 წელს ჩვენი ორგანიზაცია გახდა ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის წევრი, რის შედეგადაც საქართველოში ჩატარებულ რამდენიმე კონფერენციას მიენიჭა ევროპული კრედიტ-ქულები. ჩვენს რიგებში გაერთიანებულია საქართველოში მოღვაწე წამყვანი მედიკოს-სპეციალისტები, ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ როგორც პროფესიულ ასოციაციებს, ასევე აკადემიურ სფეროს. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა ასოციაციის მოთხოვნის შესაბამისად, მათი უმრავლესობა, ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფებში/სექციებში არის წარდგენილი.
2008 წლის 17-19 აპრილს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციასა და ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ, რის საფუძველზეც საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას მიენიჭა ევროპის სააკრედიტაციო საბჭოს წინაშე ევროკრედიტების მოსაპოვებლად შუამდგომლობის უფლება.
უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების სტრატეგიული მიმართულებებია:
• ნათლად განისაზღვროს განსხვავება კვალიფიკაციასა და საექიმო საქმიანობაზე ლიცენზირებას შორის;
• UEMS სექციებისა და საბჭოების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების დანერგვა ეროვნულ დონეზე;
• უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის საქართველოში ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროექტის შემუშავება.
ვფიქრობთ, ექიმთა მონაწილეობა საჭიროებს წახალისებას, რადგან უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების დანერგვა აუცილებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო პრაქტიკის გასავითარებლად. საქართველოში ასეთი ბერკეტების ამოქმედება უფრო მიმზიდველს გახდის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება პაციენტი გარანტირებული უსაფრთხო, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარებით.

„თუ თქვენი აზრით განათლების მიღება ძალიან ძვირია, მაშინ სჯობს შეურიგდეთ უცოდინარობას“.
სოკრატე (469 – 399 ძვ. წ.ა.)

ნანახია: 7409 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.