სამედიცინო მენეჯმენტი

მიმოხილვა

გაიდლაინი

კვლევა

CASE REPORT

სიახლეები

თარგმანი

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [5.00]

მარათონთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზი ტვინის ღეროს ჰერნიაციაა, რაც რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის შედეგია [5.00]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [5.00]

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი [5.00]

მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის ­­­­­მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით [5.00]


ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის მართვა ნაწილი I. ფსორიაზი და ბიოლოგიური აგენტებით მისი მკურნალობის გაიდლაინი [9685]

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში [8598]

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია [8413]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [8341]

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [7736]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები

ავტორი: ა. იაბლუჩანსკაია, თ. მგალობლიშვილი
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“

>>  კომპანიაში მართვის სტრუქტურა და საორგანიზაციო შენება სტრატეგიით, შინაგანი კულტურით, რისკების პოლიტიკით, ფორმალიზაციის დონით, პროცესების ხარისხით და სხვა გადაწყვეტილებებით განისაზღვრება. სამედიცინო დაწესებულებების მართვას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი ფორმირება ბერძნულ-რომაული პერიოდის ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად დაიწყო.


რომის იმპერიაში ექიმებზე სახელმწიფო კონტროლის ვერტიკალური სტრუქტურა გამოიყენებოდა. არსებობდა იმპერატორის მედიკოსის თანამდებობა (comes archiatorum), რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსირებადი სამედიცინო კონტროლიორების (archiatri ან supra medicos) მმართველი იყო.
თითოეული კონტროლიორი გარკვეული რაიონის მედიკოსებს კურირებდა (რომს 14 კონტროლიორი ჰყავდა), განიხილავდა დავებს მათი მონაწილეობით. კონტროლიორები ორ ჯგუფად იყოფოდა: ელიტისა და მდაბიოთა ექიმების მაკონტროლებლები.
ევროპაში სამედიცინო დაწესებულების მართვის სისტემის და სტრუქტურის შემდგომი განვითარება შესაძლოა მალტის ჰოსპიტლის მაგალითზე განვიხილოთ.

წმინდა ფრანცისკის ჰოსპიტალი

მალტის პირველი ჰოსპიტალი იყო წმინდა ფრანცისკის ჰოსპიტალი რაბათში. მან ფუნქციონირება 1372 წელს დაიწყო რექტორის ხელმძღვანელობით, რომელსაც სიცილიის მეფე ნიშნავდა.
ადეკვატური მართვის არარსებობის გამო ჰოსპიტალი 1433 წელს სამოქალაქო ადმინისტრაციიას გადაეცე და მას სულიწმინდას ჰოსპიტალი ეწოდა (სქემა 1). ჰოსპიტლის ანგარიშების კონტროლს ერთად ახორციელებდნენ ეკლესია, მალტის უნივერსიტეტი და ჰოსპიტლის წარმომადგენლები (Universita Jurati).


უშუალოდ ფინანსების და პერსონალის მართვას, აგრეთვე, ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ორი კურატორი ახორციელებდა. ამასთან მათ ხელფასს უნივერსიტეტი უხდიდა. სამედიცინო საკითხებს მართავდა ჰოსპიტლის მეთაური, რომელსაც ექვემდებარებოდა ქირურგი, ფარმაკოლოგი და მოწყალების დები.
ცალკე პოზიცია ეჭირა მღვდელს, იგი სულიერ მხარეზე ზრუნავდა.
წარმოდგენილი სტრუქტურა უკვე საკმაოდ სრულყოფილია. ადმინისტრირების საკითხები განცალკევებულია სამედიცინო საქმიანობისაგან. კურტორები არ არიან დამოკიდებული ჰოსპიტალზე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობითი სხდომის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.

SACRA INFERMERIA-ს ჰოსპიტალი

1530 წელს კუნძულზე ჰოსპიტალიერების ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების მთელ კუნძულზე გავრცელებას. დაფუძნდა კიდევ რამდენიმე ჰოსპიტალი. მართვის სტრუქტურა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ადმინისტრაციულ პერსონალს რაინდები ნიშნავდნენ. მსგავ­სი ჰოსპიტლის მართვის სტრუქტურა წარმოდგენილია სქემა 2-ში.


სამოქალაქო ჰოსპიტალი

1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ ორდენის რაინდები კუნძულიდან განდევნა. ამას მოყვა რეორგანიზაცია. კუნძულის ახალმა ფრანგმა უფლებამოსილმა მმართველმა სამედიცინო სამსახურის რეორგანიზება მოახდინა. სამხედრო და სამოქალაქო პირების სამედიცინო მომსახურება განცალკევდა.
სამთავრობო კომისია ნიშნავდა ადმინისტრატორს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფინანსებზე და სამედიცინო მომსახურების კონტროლს ახორციელებდა (სქემა 3).
წარმოდგენილი სტრუქტურა ძალზე გამარტივებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა სამედიცინო მომსახურების პროცესის ეფექტურ მართვას.

სამოქალაქო ჰოსპიტალის მართვა მე-19 საუკუნის დასაწყისი

უკვე 1802 ჰოსპიტლის მართვა კიდევ დაიხვეწა. ფრანგები ჰოსპიტალის მართვის ჰოსპიტალერების მიერ შექმნილ სტრუქტურას დაუბრუნდნენ, მაგრამ მცირედი მოდიფიკაცია მაინც განახორციელეს (სქემა 4).


ადმინისტრატორს ჰოსპიტლის პრეზიდენტი ეწოდა და პასუხისმგებელი იყო საერთო დისციპლინაზე, ფარმაკოლოგიაზე, გარდაცვლილთა ნივთებსა და მიტოვებულ ახალშობილებზე.
პირველი პირები (Primi Officiali) ჰოსპიტლის ყოველდღიურ მართვაზე იყვნენ პასუხისმგებელი. მათ შორის იყვნენ:
• ორი პასუხისმგებელი, ვალდებულებების ყოველკვირეული ურთიერთგაცვლით – ახორციელებდნენ ხარჯების კონტროლს, სანიტარულ მდგომარეობას, ახდენდნენ ზოგად ადმინისტრირებას;
• ორი ადმინისტრატორი – ისინი პასუხისმგებელი იყვნენ ფინანსურ საკითხებზე და ყოველწლიურად ანგარიშვალდებულები იყვნენ ჰოსპიტლის პრეზიდენტის და მთავრობის წინაშე;
• ოთხი ექიმი;
• ოთხი მღვდელი.
სტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პრეზიდენტი კონცენტრირებული იყო საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე (მათ შორის ზრუნვა ახალშობილებზე) და პასუხისმგებელი იყო გრძელვადიან განვითარებაზე. პასუხისმგებლები კონტროლით იყვნენ დაკავებული. ამასთან, მათ შორის პასუხისმგებლობის ზონების ცვლა, კონტროლს კიდევ უფრო ეფექტურს ხდიდა.
სამედიცინო საქმიანობა განცალკევებული იყო ადმინისტრაციულისაგან.
ჰოსპიტლის მართვა მუდმივ სრულყოფას განიცდიდა. უფრო მაღალი ეფექტურობის მისაღწევად მართვის სტრქტურა დახვეწას და მეტ მოქნილობას მოითხოვდა, აუცილებელი იყო ამოცანათა ვიწრო კონკრეტული სპექტრის დადებითად გადაწყვეტა და პერსონალის ინიციატივის მხარდაჭერა. შეიქმნა კომისია, რომელიც დამატებით აკონტროლებდა ჰოსპიტალის სასარგებლოდ გამოყოფილი საზოგადოებრივი სახსრების ხარჯვას. შეიქმნა ვიცე-პრეზიდენტების (მათ შორის მთავარი ექიმის ახალი თანამდებობა) და ეკონომისტების თანამდებობები, დამტკიცდა ჰოსპიტალის საშტატო განრიგი და მოთხოვნები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მხრივ საქმიანობის დასაწყებად.
პერსონალის საკმაოდ მაღალი ეფექტურობის მქონე დაწესებულებების სრულყოფის შემდგომი ეტაპი საინფორმაციო ნაკადების მართვაა. დღეს მსოფლიო ტენდენციაა პაციენტის მონაცემთა მართვა. გაჩნდა ახალი ტერმინი – პასუხისმგებელი პაციენტი, ანუ პაციენტი, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა ადგილას მიღებული ინფორმაციის ერთად შეგროვებას, მართავს ამ ინფორმაციას, განკარგავს მის ხელმისაწვდომობას, შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს ექიმთა ქმედებები, მკურნალობის ეფექტურობა და დანიშნული მედიკამენტების შესაბამისობა მის ჩვენებებთან. ინფორმაციის მართვის უზრუნველსაყოფად იქმნება სპეციალური პროგრამები, მაგალითისათვის Google Health. პროგრამის საშუალებით პაციენტი დამოუკიდებლად, თვითონ ანიჭებს გარკვეულ ექიმს უფლებას მართოს გარკვეული ინფორმაცია (ანამნეზი, დანიშნულება) მონაცემთა ბაზაში. პროგრამაში შესაძლებელია ექიმის ქმედებების შეფასება, წამალთა ურთიერთქმედებისა და ურთიერთავსებადობის განსაზღვრა.
ამგვარი პროგრამები მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება მათი შესაძლებლობები. პაციენტის მიერ მონაცემთა შეყვანის და ინფორმაციის გამოყენების და, აგრეთვე, ექიმთა ქმედებების კონტროლი მომავალში სამედიცინო არქივების წარმოების შრომატევადი საქმის შემცირების და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას შორის ინფორმაციის მიმოცვლის გამარტივების შესაძლებლობას იძლევა.

ლიტერატურა

ნანახია: 7735 | შეფასებულია: 7 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: aniko

თარიღი: 2010-12-03 | 19:58

sainteresoa



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248043


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.