აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [17999]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16684]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12629]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12164]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11683]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

სულიერად დაავადებულთა სტიგმა და დისკრიმინაცია ევროპაში

ავტორი: ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის მინისტერიალის კონფერენცია „გონებრივი ჯანმრთელობა“.
ჰელსინკი, ფინეთი


„მე ქვებს ვესროდი ჩემს ფანჯარას, ყოველ ღამით სარკმელზე ვაკაკუნებდი, მინები ჩაიმსხვრა.
მე შემარქვეს გიჟი, სულელი და კიდევ მრავალი სხვა სახელი“
(ნაწყვეტი პოლინ ლის ინტერვიუდან)

წინააღმდეგობათა პირისპირ
სტიგმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელსაც მწვავე ფსიქიატრიული დარღვევების მქონე ადამიანები აწყდებიან. იგი აკნინებს დაავადებულის თვითშეფასებას, ხელს უწყობს ოჯა­ხური კავშირების გაწყვეტას და უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ უნარზე იყვნენ სოციალიზებულები, ყავდეთ ოჯახი და ჰქონდეთ სამსახური.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით სულიერი ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას, სულიერად დაავადებულები ყოველთვის შიშისა და სხვებისაგან დამცირების მსხვერპლი ხდებიან და სირცხვილისა და გარიყულობის გრძნობით იმსჭვალებიან. ფსიქიატრიულ პრობლემებთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი არ ცდილობს მოძებნოს ადა­მიანი, რომელიც დაეხმარება – არ სურს სულიერად დაავადებულის იარლიყი მიეკეროს. სტიგმისა და დისკრიმინაციის ეფექტურად აღმოსაფხვრელად აუცილებელია ყველა დაინტერესებული ჯგუფის (პროფესიონალები, ექიმები, პაციენტები, ცივილური საზოგადოება) კოორდინირებული მოქმედება მთავრობის მძლავრი მხარდაჭერის ფონზე.

მცდარი შეხედულებები
ჩვენს საზოგადოებაში მრავალი მცდარი შეხედულება არსებობს, რაც ბადებს სტიგმას და მას დისკრიმინაციულ ქცევად გარდაქმნის.

სულიერი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული რამოდენიმე მითი:
• „სულიერად დაავადებულები მოძალადეები და საშიშები არიან“;
• „სულიერად დაავადებულები საბრალოები და ნაკლებად ჭკვიანები არიან”;
• „სულიერი ჯანმრთელობის პრობლემები პიროვნების გონებაჩლუნგობითაა გამოწვეული“;
• „სულიერი დაავადება განუკურნებელია“.

მიუხედავად იმისა, რომ სულიერად დაავადებულების მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად ნეგატიურია, ვიდრე დემენციისა და დეპრესიის შემთხვევაში, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებაში მოძალადეებად, აგრესიულ და საშიშ პიროვნებებად აღიქმებიან. დისკრიმინაციას ძირითადად ფსიქიატრიულ სავადმყოფოებში მცხოვრები ადამიანები, სულიერი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ეთნიკური უმცირესობები და ლტოლვილები განიცდიან.
სტიგმის გამო სულიერად დაავადებულები არ ცდილობენ მოძებნონ ჯანმრთელობის სერვისები ეფექტური მკურნალობის არსებობის შემთხვევაშიც კი. კვლევებმა აჩვენა, რომ სულიერი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად ფსიქიატრიულ კლინიკებს დაგეგმილი ვიზიტის შემთხვევაშიც არ მიმართავენ.
1991 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა დოკუმენტი „სულიერად დაავადებულთა დაცვისა და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პრინციპები“, რომელშიც მოწოდებულია სულიერ დაავადებებთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები და უფლებები.

ეფექტური მკურნალობა
დღეისათვის სულიერი დაავადების მკურნალობის მრავალი ეფექტური მეთოდი არსებობს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სიმპტომების, არასასურველი და შემაწუხებელი ქცევის შესუსტება. მათ რიგს განეკუთვნება ფარმაკოთერაპია, ფსიქოთერაპია და სოციალური ინტერვენციები, რაც თავის მხრივ სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს.
კარგი მკურნალობა დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქვაკუთხედია. ეპილეფსია იმის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უზრუნველყოფს ეფექტური მკურნალობა სტიგმის გაქრობას. ეპილეფსია დღესაც მკაცრად სტიგმატიზებულია, მაგრამ უფრო ნაკლებად იმ ქვეყნებში, სადაც მის წინააღმდეგ თანამედროვე, ეფექტური თერაპია ტარდება. ამის მსგავსად, მდიდარ ქვეყნებში გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანების მკურნალობისა და მოვლის პრინციპების სასიკეთოდ შეცვლამ მუდამ სტიგმატიზებული და დისკრიმინირებული ადამიანები საზოგადოებას დაუბრუნა და მათი ცხოვრების ხარისხში დრამატული გარდატეხა შეიტანა.

„მე ძალიან მეშინოდა ჩემი დიაგნოზის სხვებისათვის განდობა, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა, რომ „დეპრესია“ მჭირს, რადგან ის ისე ცუდი არ არის. მე მაქვს ნაიარევები იმ ჭრილობებისა, რომელიც საკუთარ თავს მივაყენე. არ ვიცი სხვები ამაზე რას ფიქრობენ, მაგრამ მე ეგ აღარ მაინტერესებს იმიტომ, რომ მე გადარჩენილი ვარ.“ კატერინა, 33 წლის

დასაქმება და მხარდაჭერა
სულიერად დაავადებულთა დასაქმებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თავად ავადმყოფისათვის. ამგვარი ინიციატივის მრავალი კარგი მაგალითი არსებობს, მაგ., „Fountain House“-ის საქმიანობა.

„როცა სამუშაო დავკარგე და გავაცნობიერე ჩემი დაავადება, ვიფიქრე, რომ 50 წელზე მეტი ასაკის და სულიერად დაავადებული ვეღარასოდეს ვიმუშავებდი, მაგრამ მოხდა სასწაული. „Fountain House“-ში ერთწლიანი კურსის შემდეგ მე შევიჭერი „სამუშაოს სამყაროში“. ცხოვრება პირვანდელ სახეს დაუბრუნდა, ამჟამად მე რეაბილიტაციას განვიცდი. მე ვმუშაობ როგორც სხვა ჯანმრთელი ადამიანი. ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა, სამსა­ხურ­ში ბევრ სიძნელეებს ვხვდები, მაგრამ მუშაობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სიძნელეებს სიამოვნებით ვუმკლავდები.“ ჯონ სიგურგეირსსონი, „Fountain House Club“-ის წევრი ისლანდიაში

სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლაში პაციენტთა, მომხმარებელთა და საოჯახო ორგანიზაციების რო­ლი გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ამგვარი ორგანიზაციები ძირითად ფინანსურ და სხვა სახის მხარდაჭერას მთავრობისაგან იღებენ. ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში მათ კანონმდებლობაც ეხმარება. ადამიანის უფლებების, კერძოდ კი მკურნალობისა და დაცვის უფლების მკაცრ კონტროლს განსაკუთრებული ადგილი ენიჭება სულიერად დაავადებულთა კომპლექსურ მკურნალობაში.

„როგორც ჯანდაცვის პროფესიონალს (რომელიც ფსიქოზური დეპრესიითაა შეპყრობილი) მე არასოდეს განმიცდია ჩემი კოლეგებისგან სტიგმატიზება. თუმცა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების განხილვისას, ჩემმა ორმა თუ სამმა პატივსაცემმა კოლეგამ აღნიშნა, რომ დეპრესია სუფთად ოჯახური ხასიათის ფსიქიატრიული პათოლოგიაა და პაციენტმა აუცილებლად ანტიფსიქოზური პრეპარატებით უნდა იმკურნალოსო. მე გამიძნელდა ამ შეხვედრაზე გაჩერება. მე დღესაც მიკვირს, როგორ უწოდებს ეს ხალხი თავის თავს ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალს.“
ანონიმი ქალბატონი

ანტი-სტიგმა კამპანიათა ეფექტები მრავალგვარია და მათი შედეგების განსაზღვრა არ არის იოლი, მაგრამ ისინი სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. ერთ-ერთი ასეთი კამპანია შიზოფრენიით დაა­ვადებულთა სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ „მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის გლობალური პროგრამა“ რამდენიმე ქვეყანაში დღესაც მუშაობს (მაგალითები იხ. ქვემოთ).

„ხალხი თვალებში არ გიყურებს. ქუჩაში დედა თავჩახრილი უკან მოგყვება და შენ გესმის კომენტარები – იცი, ის გიჟია.“
ელისონ მაკ დერმოტი

მედიის როლი
ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგად შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას­მედია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ კომპლექსურ ბრძოლაში. სტიგმატიზებულები უხშირესად გულჩათხრობილნი არიან და სხვა ადამიანებთან ნაკლები ურთიერთობები აქვთ, მათ დამოკიდებულებები იმ ფილმების, სატელევიზიო პროგრამებისა თუ სიახლეების საფუძველზე უყალიბდებათ, რასაც ისინი უყურებენ. აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რა როლი აკისრია მედიას სულიერად დაავადებულთა სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საქმეში. იგი ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია კორექტული ინფორმაცია მასობრივად გააშუქოს.
რა ცვლილებებს მოგვიტანს დეკლარაცია და მოქმედების გეგმა?
ჰელსინკში ჩატარებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის მინისტერიალის კონ­­ფერენციაზე მიღებული იყო დოკუმენტი „სულიერი ჯანმრთელობის დეკლარაცია“ და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიც სულიერად დაავადებულთა სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. იგი კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც პრობლემის გადაჭრას დაავადებულთა, მათი ჭირისუფლების, საზოგადოების, ორგანიზაციების, მთავრობისა და კანონმდებლობის დონეზე გულისხმობს.
სტიგმასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების დასაძლევად სამოქმედო გეგმა გვთავაზობს:
• დაიწყოს მოქმედება სტიგმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხაზი გაესვას სულიერი ჯანმრთელობის პრობლემების, უხშირესად მათი კარგი პროგნოზისა და სასურველი მკურნალობის უბიკვიტარობას.
• წარმოჩინდეს და გაკრიტიკდეს უფლებათა უუნარო კანონმდებლობა, იგი გახდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი.
• სხვა პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისებში ინტეგრირდეს სულიერი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური და ფსიქიატრიული მოვლა ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს.
• არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს ადგილობრივი თვითმართველობა.

ზოგიერთი მაგალითი
„აზრთთა ცვლილება“
1998 წელს დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის ინიციატივით ეროვნული სტატისტიკის ოფისმა სულიერად დაავადებულებზე ქვეყნის მოსახლეობის შეხედულება შეისწავლა (სულ 6 დაავადება: შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, შიზოფრენია, ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია, კვების დარღვევები და ალკოჰოლისა და წამლის ბოროტად გამოყენება).
კვლევაში ჩართული გახლდათ ძირითადი ზრდასრული მოსახლეობის რანდომიზებული ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც გამოიკითხა სულიერად დაავადებულთა მიმართ დამოკიდებულებაზე.
საკვლევი ჯგუფის ძირითადმა ნაწილმა აღნიშნა, რომ შიზოფრენიითა და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით შეპყრობილები მათთვის საშიში კატეგორიაა; რომ სულიერად დაავადებულებთან რთულია ურთიერთობა; და რომ კვებითი დარღვევების მქონე ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არიან ზიანის მომტანი.
აღნიშნული ინფორმაციით შეიარაღებულმა სამეფო კოლეჯმა დაიწყო 5 წლიანი კამპანია სახელწოდებით „აზრთა ცვლილება ქვეყნის ყველა ოჯახში“, რომლის მიზანიც ზემოთქმული ექვსი ყველაზე გავრცელებული ფსიქიატრიული პათოლოგიის მქონე ადამიანების მიმართ მცდარი შეხედულებებისა და დამოკიდებულების, შესაბამისად სტიგმის მოსპობა იყო. სამიზნე ჯგუფს ექიმები, ბავშვები და მოზარდები, მასმედია და ზოგადად მოსახლეობა წარმოადგენდა. ამ მიზნით მომზადდა წიგნები, საინფორმაციო ბუკლეტები, სტატიები, მოხსენე­ბები, კომპაქტური დისკები, ფილმები, ვიდეო­რგო­ლები, ვებგვერდები და ლექციები.
2003 წლის ივლისში ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ მრავალი საზოგადოდ უარყოფითი შეხედულებების მკვეთრი შემცირება გამოავლინა (www.rcpsych.ac.uk/campaigns/cminds/index.htm1).
„რამდენად განსხვავებულია განსხვავებული?“
ამ პროგრამამ 16-19 წლის სულიერად დაავადებული ადამიანები ბელგიაში, ქ. გენტში, ერთად შეკრიბა. იგი 1991 წელს ფლამანდრიელთა სულიერი ჯანმრთელობის ასოციაციის (Flemish Mental Health Association (VVGG)) ეგიდით ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებსა და სულიერად დაავადებულებს ფსიქიატრიულ კლინიკებში სულ მცირე სამი დღის განმავლობაში ინტერაქტიული შეხვედრები ქონდათ. პროგრამის მიზანს მოზარდებისა და ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების დაახლოება წარმოადგენდა. კამპანია ორივე ჯგუფისათვის სასიამოვნოდ წარიმართა. მათ ერთმანეთში ბევრი საერთო აღმოაჩინეს.
პროგრამის მეორე ეტაპი პაციენტის ან მისი ნათესავის სკოლაში ვიზიტსა და სულიერი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარს გულისხმობდა.
სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ბრიუსელში მოწყობილ კონფერენციაზე ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა საკუთარი მოქმედებების შესახებ ერთმანეთს ამცნეს. 1991 წლისათვი, როცა ეს პროგრამა დაიწყო, მასში ჩართული 5 სკოლა და 20 მოსწავლე იყო. 2003 წლისათვის კი უკვე კამპანიაში 46 სკოლის 1500-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით ბევრი ღონისძიება თუ პროექტი ხორციელდება: კალათბურთის (მოსწავლეთა გუნდი პაციენტთა გუნდის წინააღმდეგ), საშობაო წვეულების, ველოტურის, ნახატთა გამოფენის, მუსიკისა და ცეკვის მრავალი პროექტი.
აღნიშნული პროგრამის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ბრიუსელის კონფერენციაზე ერთ-ერთი მოსწავლის ნათქვამი: „მე ყოველთვის მეშინოდა ჩვენს სოფელში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოსი და მის ახლოს ღამით გავლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს კი მე იქ ბევრი მეგობარი მყავს და მე იქ მისვლა მზის ჩასვლის შემდეგაც კი მსიამოვნებს.“ (www.haia.be).
„დავაღოთ კარები“
აღნიშნული პროგრამის განხორციელება მსოფლიოს ფსიქიატრთა კავშირს ეკუთვნის. მან ავსტრია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ეგვიპტე, გერმანია, საბერძნეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მაროკო, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა და 200-ზე მეტი ინტერვენცია გაატარა.
პროგრამის მიზანს შიზოფრენიის ირგვლივ არსებული მითების გაქარწყლება წარმოადგენდა. სტიგმა ქმნის დისკრიმინაციის მანკიერ წრეს, რომელიც სოციალური იზოლირების, შრომისუუნარობის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბადმოხმარების, უსახლკარობისა და გადაჭარბებული ინსტიტუციონალიზმის მიზეზი ხდება, რაც თავის მხრივ სოციალური რეაბილიტაციის შანსებს მკვეთრად ამცირებს, აკნინებს შიზოფრენიით დაავადებულთა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხს დ ახელს უშლის ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
პროგრამა „დავაღოთ კარები“ სხვა კამპანიებისგან 4 მახასითებლით განსხვავდება:
• პროგრამა შიზოფრენიაზეა ორიენტირებული.
• მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ექიმებს, პაციენტებსა და ამ უკანასკნელთა ოჯახის წევრებს შორის.
• სპეციფიკურ ჯგუფებზე (ჟურნალისტები, კანონმდებლები, ზოგადი პროფილის ექიმები, უნივერსიტეტის სტუდენტები და მთავრობის წარმომადგენლები) ფოკუსირებული ინტერვენციები.
• გლობალური მასშტაბი.
პროგრამის ვებგვერდი 7 ენაზეა ნათარგმნი და მრავალ ქვეყანაში სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის.

სხვა პროგრამები
• „მნახე“ (შოტლანდია, (www.see­me­scot­land.org).
• ინგლისის სულიერი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინიციატივა (www.nimhe.org.uk).
• დისკრიმინაცია ფსიქოსოციალურად უუნაროთა პირისპირ. ევროპული კვლევა. სულიერი ჯანმრთელობა ევროპაში (www.mhe-sme.org).
• ინფორმაცია სულიერი ჯანმრთელობის შესახებ (აშშ, www.mentalhealth.samhsa.gov/stigma).

მასალა მოამზადა გ. მაშანეიშვილმა

გაწეული დახმარებისათვის მადლობას მოვახსენებთ ექიმ ლარს იაკობსონს (Dr Lars Jacobsson) (უმეას (შვედეთი) უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტი)
და ექიმ ჰედინ უნტეინსსონს (Dr Hedinn Unnsteinsson) (ჯანმო ევროპის რეგიონალური ოფისი)

ნანახია: 4938 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: Tamari Kachlishvili

თარიღი: 2010-25-03 | 11:16

zalian momecona, saintereso da zalzed aqtualuri temaa



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.