აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21102]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12246]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7537]

ტკივილის მენეჯმენტი [7184]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6788]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“

ავტორი: გ. მაშანეიშვილი
ნევროლოგი, თსსუ რეზიდენტი

>>  გრიპის A ვირუსის ქვეტიპი H1N1 გრიპის ყველაზე ხშირი გამომწვევია. ადამიანთა პოპულაციაში H1N1-ის ზოგიერთი სახეობა ენდემურობით ხასიათდება, მათ შორისაა ვირუსი, რომელმაც 1918 წლის გრიპის პანდემია (ესპანური გრიპი) გამოიწვია და მსოფლიო მასშტაბით 50-100 მილიონი ადამიანი შეიწირა. H1N1-ის ნაკლებ ვირულენტური შტამები, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში გრიპის მსგავს დაავადებებს, ხოლო უხშირესად, სეზონურ გრიპებს იწვევენ ბუნებაში დღესაც არსებობს. 2006 წელს დაფიქსირებული გრიპის ყველა შემთხვევის ნახევარი სწორედ H1N1-ით ადამიანთა ინფიცირების შედეგი იყო. H1N1-ის სხვა შტამები კი ენდემურია ღორებისა და ფრინველების პოპულაციაში.
გრიპის A ვირუსის სახეობათა კლასიფიკაცია ვირუსის ზედაპირზე არსებული ორი პროტეინის – ჰემაგლუტინინის (H) და ნეირამინიდაზას (N) სტრუქტურის მიხედვით ხდება. აღნიშნული ორი ცილის სტრუქტურის ცვლილება ვირუსული გენომის სწრაფი მუტაციის შედეგია. ფრინველებში 16 H და 9 N ქვეტიპია ცნობილი მაშინ, როცა ადამიანთა პოპულაციაში მხოლოდ H1,2,3 და N1,2 ქვეტიპებს ვხვდებით.


ეტიოლოგია
2009 წლის მარტსა და აპრილში, ჯერ აშშ-ში, ხოლო მოგვიანებით მექსიკასა და კანადაში H1N1-ის ახალი სახეობით გამოწვეული, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ასეულობით შემთხვევა გამოვლინდა და ამ ვირუსით განპირობებული ლეტალობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი გენომი ჩრდილოეთ ამერიკულ-მექსიკური გრიპის, ჩრდილოეთ ამერიკული ფრინველის გრიპის, ადამიანის გრიპისა და აზიასა და ევროპაში ნანახი ღორის გრიპის ვირუსის გენეტიკური ელემენტებისგან შედგებოდა (გენეტიკურ თანმიმდევრობათა უჩვეულო მიქსი). 2009 წლის 30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი H1N1-ით გამოწვეულ, მანამდე „ღორის გრიპად“ ცნობილ დაავადებას „გრიპი A“ უწოდა, ხოლო მოგვიანებით იგი, როგორც „გრიპი A (H1N1)“ განსაზღვრა. ცხრილი 1

გადაცემის გზები
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის სრულიად ახალი A (H1N1) ვირუსის ტრანსმისიის შესწავლა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მისი გადაცემის გზა გრიპის სხვა ვირუსების მსგავსად უპირატესად ჰაერწვეთოვანია. დაინფიცირებულ ზედაპირებთან კონტაქტი (კონტამინაციიდან 2-8 საათის განმავლობაში) შესაძლოა დაავადების გადაცემის კიდევ ერთი გზა იყოს. ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია ოკულური, კონიუნქტივური თუ გასტროინტესტინური ინფიცირების საკითხი. რესპირატორული სეკრეტი და ბიოლოგიური სითხეები პოტენციურ მაინფიცირებლებად უნდა მივიჩნიოთ.
A (H1N1) ვირუსი არ გადაეცემა ღორის ხორცისაგან მომზადებული პროდუქტებით და დაავადებული ცხოველის ხორცით კერძის მომზადებისას.
გრიპის ვირუსი 75-100°C-ზე, ასევე ქიმიური დეზინფექტანტების (ქლორი, წყალბადის ზეჟანგი, სარეცხი საშუალებები, იოდოფორები, ღვინის სპირტი) შესაბამისი დროის ზემოქმედებით, ადვილად იღუპება.
სავარაუდოდ, დაავადებული ადამიანი ეპიდემიოლოგიურად საშიშია კლინიკური ნიშნების გაჩენის წინა დღიდან სიმპტომების კუპირებამდე ან კლინიკური ნიშნების გამოვლენის წინა დღიდან მომდევნო 8 დღის განმავლობაში. შედარებით მცირე ასაკის ბავშვებისთვის კი აღნიშნული პერიოდი 11 დღეს შეადგენს.
ინკუბაციური პერიოდი
საშუალო ინკუბაციური პერიოდი 1-7, უპირატესად 1-4 დღეს შეადგენს.
კლინიკური სურათი
ახალი A (H1N1) ვირუსული, გაურთულებელი გრი­პის შემთხვევაში, დაავადებულებს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, შემცივნება, თავის ტკივილი, მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმტომები (ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირით სუნთქვის გაძნელება), მიალგია, ართრალგია, ზოგადი სისუსტე და ადვილად დაღლა, გულისრევა ან დიარეა.
გართულებები
გრიპის ახალი A (H1N1) ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულებების შესახებ ინფორმაცია მწირია. მიუხედავად ამისა, მკვლევარები ისეთ გართულებებს ვარაუდობენ, როგორიცაა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული პათოლოგიური პროცესების გაუარესება, ზემო სასუნთქი გზების დაავადებები (სინუსიტი, შუა ყურის ანთება, კრუპი), ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები (პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმური სტატუსი), პრობლემები გულის (მიოკარდიტი, პერიკარდიტი), კუნთოვანი სისტემის (მიოზიტი, რაბდომიოლიზი), ნერვული სისტემის მხრივ (მწვავე და პოსტინფექციური ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური გულყრები, ეპილეფსიური სტატუსი), ასევე ტოქსიური შოკი და მეორადი ბაქტერიული პნევმონია, სეფსისით ან მის გარეშე.
გართულებათა მაღალი რისკის ჯგუფები
არასაკმარისი ინფორმაციის გამო გრიპი A (H1N1)-ის გართულებათა მაღალი რისკის ჯგუფები სეზონური გრიპის გართულებათა რისკ-ჯგუფების მიხედვითაა ნავარაუდევი. მას განეკუთვნება:
• 5 წლამდე ასაკის ბავშვები
• 65 წელზე მეტი ასაკის პირები
• 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც უტარდება ხანგრძლივი ასპირინოთერაპია და, რომლებიც პოსტგრიპული რეის-სინდრომის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
• ორსულები
• სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, გასტროინტესტინური, სისხლის, ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებებისა და ნერვ-კუნთოვანი და მეტაბოლური დარღვევების მქონე ბავშვები და მოზარდები.
• მედიკამენტური ან/და აივ-ით განპირობებული იმუნოდეფიციტის მქონე პირები.
• თავშესაფარებსა და სათნოების სახლებში მცხოვრები პირები.
დიაგნოზი
გრიპი A (H1N1)-ის დიაგნოზი ემყარება ანამნეზს, ეპიდემიოლოგიურ კვლევას, ზემო სასუნთქი გზებიდან (ცხვირის ღრუ, ცხვირხახა, ხორხი, ტრაქეა) აღებული ნაცხისა და ასპირატის ვირუსოლოგიურ კვლევას.
ვირუსზე ლაბორატორიული ანალიზი უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს მაღალი ცხელებითა და სეფსისის მსგავსი მოვლენებით, ასევე იმ პაციენტებს, რომელთათვისაც მოსალოდნელია გრიპის ატიპური მიმდინარეობა (ახალშობილები, მოხუცები და იმუნოკომპრომისული პირები). მასალის აღება უნდა მოხდეს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში არსებული ყველა მონაცემი უნდა გადაეგზავნოს დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ სამსახურს.
მკურნალობა
გრიპი A (H1N1)-ის მკურნალობის პრინციპი სეზონური გრიპების მკურნალობის მსგავსია. სპეციფიურ ანტივირუსულ თერაპიასთან ერთად (A (H1N1) ვირუსი მგრძნობიარეა ოსელტამივირისა და ზანამივირისადმი, რეზისტენტულია ამანტადინისა და რემანტადინისადმი), პაციენტს უტარდება სიმპტომური მკურნალობა, გართულებების აღმოცენების შემთხვევაში კი – შესაბამისი მკურნალობა. პაციენტები არაჰოსპიტალური პნევმონიით უნდა მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და დაეწყოთ ემპირიული მკურნალობა მენტიცილინ-რეზისტენტული Staphylo­coccus aureus-ის საწინააღმდეგოდ.
პრევენცია
დღეისათვის A (H1N1)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ეპიდემიურად საშიში ადგილებისგან თავის არიდებას, პროფილაქტიკურ ანტივირუსულ თერაპიას, ვირუსის გავრცელების შეფერხებას (დეზინფექტანტების გამოყენება, საპნით ხელების ხში­რად დაბანა, ინდივიდუალური ნიღბების გამოყენება, თვალების, ცხვირისა და პირის ლორწოვანის მაქსიმალურად დაცვა, დაავადების შემთხვევაში – ჯანმრთელ პირებთან კონტაქტის შეწყვეტა).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონა­ცე­მებით 2009 წლის 23 მაისისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულია დაავადების 12 022 და სიკვდილობის 87 შემთხვევა.

მასალები მოპოვებულია ვებ საიტებიდან:
www.who.int
www.cdc.gov
www.medline.com

ნანახია: 7536 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 2

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248039


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.