სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [8998]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7792]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7273]

ევთანაზია [6755]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6179]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ჰიპოკრატეს ფიციდან ჟენევის დეკლარაციამდე

ავტორი: რედაქციისაგან

>>  უკვე ძნელიც კია იმის თქმა, რამდენი საუკუნე გავიდა საექიმო ეთიკის პირველი ნორმატიული აქტის დაწერიდან დღემდე – ჰიპოკრატეს ფიცის შექმნიდან ჟენევის კონვენციამდე. შეიცვალა დებულებები, ნორმატივები, პუნქტები, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი: ექიმისა და პაციენტის ურთიერთდამოკიდებულების პრინციპები.
საექიმო ეთიკა წარმოადგენს დისციპლინას, რომელიც ახორციელებს სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული ღირებულებებისა და სოციალური საკითხების ხედვის ჩამოყალიბებას და რისკების შეფასებას.


ვინ წყვეტს რა არის ეთიკური?
საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი მიიღებულია მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) II გენერალურ ასამბლეაზე (ჟენევა, შვეიცარია, 1948 წ. სექტემბერი).
შესწორებები გაკეთდა: მსოფლიოს XXII სამედიცინო ასამბლეაზე (სიდნეი, ავსტრალია, 1968 წ. აგვისტო), მსოფლიოს XXXV სამედიცინო ასამბლეაზე (ვენეცია, იტალია, 1983 წ. ოქტომბერი), მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის LXXVI გენერალური ასამბლეის მიერ (სტოკჰოლმი, შვედეთი, 1994 წ. სექტემბერი) მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ასამბლეაზე (პილანსბერგი, სამხრეთ აფრიკა, 2006 წ. ოქტომბერი).
საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის პუნქტების მიღებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექიმთა ასოციაციები. ზოგიერთ ქვეყანაში სამედიცინო ასოციაციები თავად ადგენდნენ ნორმატივებს, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ექიმი თავად წყვეტს, რა არის მისთვის ეთიკური და რა არა, ამავდროულად მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმის ცოდნა, იურიდიულად რა არის მართებული, ან მისი კოლეგა რას მოიმოქმედებდა მსგავს სიტუაციაში.
ეთიკა თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს და საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება იმას, თუ რა არის სწორი ან მცდარი, ზოგი სახელმწიფოს, საზოგადოების ან რელიგიის გავლენის ქვეშ ექცევა, თუმცა უმრავლესობისათვის მაინც მისაღებია ეთიკის კოდექსის ფუნდამენტური პრინციპები.
საექიმო ეთიკის ნორმები ითვალისწინებს ექვს ღირებულ პრინციპს:
•გულისხმიერება – პრაქტიკოსი ექიმი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად (ლათ. Salus aegroti suprema lex);
•კეთილთვისებიანობა – პრინციპი „არ ავნო“ (ლათ. primum non nocere);
•ავტონომია – პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას მკურნალობაზე ან თავად აირჩიოს მკურნალი ექიმი (ლათ. Voluntas aegroti suprema lex);
•სამართლიანობა – უფლება, ჯანმრთელობის რესურსები გადაანაწილოს მათი უკმარისობის დროს და მიიღოს გადაწყვეტილება ვის და რა სახის მკურნალობა მიეწოდოს;
•ღირსება – პაციენტს (ასევე მის მკურნალ ექიმს) აქვთ მხოლოდ ღირსეულად მოქცევის უფლება;
•კეთილსინდისიერება და პატიოსნება – პაციენტს აქვს უფლება არ იყოს მოტყუებული და მას ღირსეულად მიეწოდოს ინფორმაცია მისი დაავადების და მკურნალობის შესახებ. თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები, მაგ. პლაცებოს გამოყენებასთან დაკავშირებით და ა.შ.
ეთიკური პრინციპის ნორმებიდან გამომდინარე ექიმმა უნდა იპოვოს გამოსავალი ნებისმიერი სამედიცინო სიტუაციიდან. ხშირ შემთხვევაში არსებული პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, რაც მკურნალს დილემის წინაშე აყენებს.

მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია. საექიმო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი
ექიმის მოვალეობები საზოგადოდ:
ყოველთვის გამოავლინოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიონალური სამართლიანობა და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები პროფესიული საქმის წარმოებაში;
პატივი სცეს კომპეტენტური პაციენტის უფლებას დათანხმდეს ან უარი თქვას მკურნალობაზე;
არ მისცეს უფლება თავის სამართლიანობაზე გავლენა მოახდინოს პირადმა სარგებელმა ან უსამართლო დისკრიმინაციამ;
იყოს მიზანსწრაფული, რათა უზრუნველყოს კომპეტენტური სამედიცინო მომსახურება სრული პროფესიონალიზმითა და მორალური დამოუკიდებლობით, თანაგრძნობითა და პატივისცემით მოექცეს ადამიანთა ღირსებას;
პატიოსნად შეუთანხმდეს პაციენტსა და კოლეგებს და მოახსენოს სათანადო ავტორიტეტებს იმ ექიმების შესახებ, რომლებიც იქცევიან არაეთიკურად, არაკომპეტენტურად, სჩადიან თაღლითობას და თვალთმაქცობენ;
არ მიიღოს არანაირი წამაქეზებელი ფინანსური სარგებელი პაციენტთან ურთიერთობისას, მისგან ინფორმაციის მიღების ან რაიმე პროდუქტის გამოწერის მიზნით;
პატივი სცეს პაციენტების, კოლეგების და სხვა სამედიცინო პერსონალის უფლებებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს;
გააცნობიეროს თავისი მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებისთვის განათლების მიცემაში და გამოიჩინოს ჯეროვანი წინდახედულება გახმაურებულ აღმოჩენებზე, ახალ ტექნიკურ საშუალებებსა და სამკურნალო მეთოდებზე, რომელიც მოდის არაპროფესიონალური წყაროებიდან;
დაადასტუროს მხოლოდ ის, რაც პირადად შეამოწმა;
ეცადოს, ჯანმრთელობაზე საზრუნავი რესურსები გამოიყენოს საუკეთესო მხრიდან, რათა სარგებელი მოუტანოს პაციენტებსა და საზოგადოებას;
პაციენტის ავადმყოფობით განპირობებული ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვისას მოძებნოს ყურადღებისა და მზრუნველობის შესაფერისი გზა;
პატივი სცეს ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო კოდექსებს.
ექიმის მოვალეობები პაციენტის მიმართ:
ყოველთვის ფიქრობდეს იმაზე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანის ცხოვრებას;
სამედიცინო დახმარების გაწევისას იმოქმედოს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე;
ექიმი ვალდებულია ლოიალურად მოექცეს პაციენტს და სრული სამეცნიერო შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის. თუ პაციენტის გასინჯვა და მკურნალობა მის შესაძლებლობებს აღემატება, მაშინ მიმართოს სათანადო სპეციალისტს;
პატივი სცეს პაციენტის უფლებას იყოს კონფიდენციალური. კონფიდენციალური ინფორმაციის გამოაშკარავება ეთიკურია მხოლოდ პაციენტის თანხმობის, ან პაციენტის და სხვათა ზიანის რეალური საფრთხის და ახლო საშიშროების არსებობის შემთხვევაში და უკანასკნელი აცილებული იქნება მხოლოდ კონფიდენციალურობის დარღვევისას;
გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უანგაროდ, თუკი ექიმი არ არის გარანტირებული, რომ სხვას გააჩნია დახმარების გაწევის სურვილი და შესაძლებლობა;
ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც თვითონ არ ღებულობს მონაწილეობას, დარწმუნდეს, რომ პაციენტი სრულადაა გათვითცნობიერებული არსებულ ვითარებაში;
არ შევიდეს სექსუალურ, შეურაცხმყოფელ ან ექსპლოატაციურ ურთიერთობაში პაციენტთან.
ექიმის მოვალეობები კოლეგების მიმართ:
მოექცეს კოლეგებს ისე, როგორც სურს რომ კოლეგები ექცეოდნენ მას;
პაციენტის მისაზიდად არ დაანგრიოს კოლეგის „ექიმი-პაციენტის“ ურთიერთობა;
თუ საექიმო საქმიანობას სჭირდება, შეუთანხმდეს კოლეგებს, რომლებიც ჩართულები არიან იმავე პაციენტის მკურნალობაში. მსგავსი სახის შეთანხმება პატივს სცემს პაციენტის კონფიდენციალურობას და საშუალებას მისცემს ექიმს შეზღუდოს საჭირო ინფორმაცია.
საექიმო ეთიკის პირველ ნორმატიულ აქტად ჰიპოკრატეს ფიცია მიჩნეული, რომელიც ძვ.წ. IV ს. თარიღდება.

ჰიპოკრატეს ფიცი

ვფიცავ მაღალ ღმერთს და პირობას ვდებ აპოლონის, ასკლეპიოსის, ჰიგიას, პანაცეას, მედეას და ყველა პირველექიმის სახელის წინაშე, რომ პატიოსნად, ჩემი ძალისა და შესაძლებლობების შესაბამისად შევასრულებ ამ ფიცს.
• როგორც ჩემს მშობლებს, ისე ვცემ პატივს იმათ, ვინც საექიმო ხელოვნება შემასწავლა: გასაჭირში გვერდით დავუდგები, არაფერს არ დავიშურებ მათთვის.
• ძმებად ვიგულებ ჩემი მასწავლებლების შთამომავლებს და, თუ ისინი მოისურვებენ, უანგაროდ გავუზიარებ მათ ჩემს ცოდნას.
• დარიგებებს, ზეპირ გაკვეთილებსა და ყველა სხვა სწავლებას სრულად გადავცემ მხოლოდ ჩემს მოწაფეებს, რომლებიც შეკრულნი არიან ჩემთან ფიცითა და ვალდებულებით მიღებული წესის თანახმად. ჩემი ძალებისა და ცოდნის სრული გამოყენებით ვუმკურნალებ ავადმყოფს, დავიცავ მას ყოველგვარი ვნებისა და უსამართლო მოპყრობისაგან.
• ვერავინ მიიღებს ჩემი ხელიდან მომაკვდინებელ საშუალებას და არც არავის ვასწავლი გზებს ავი განზრახვის განსახორციელებლად. ყოველ მხრივ შევეწინააღმდეგები აბორტის გაკეთების მცდელობას. სპეტაკად და უზადოდ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას და სრულვყოფ ჩემს ხელოვნებას.
• არასოდეს მოვკიდებ ხელს ისეთ საქმეს, რაშიც არა მაქვს სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილება.
• ყველა სახლის კარს შევაღებ ავადმყოფის სასარგებლოდ და შორს ვიქნები ყოველგვარი წინასწარგანზრახულისაგან – უმართებულოსაგან და დამღუპველისაგან; არ მექნება გულში რაიმე ქვენა გრძნობა.
• ყველაფერს, დანახულსა და მოსმენილს ავადმყოფისაგან, რომლის გახმაურება ზიანს მოუტანს მას და მის სახელს, საიდუმლოდ შევინახავ.
• დაე, ამ ფიცის ურღვევად შემსრულებელი, ვიყო ბედნიერი ცხოვრებაში და სრულქმნილი ხელოვნებაში, დიდება და პატივი არ მომაკლდეს ადამიანთა შორის სამარადჟამოდ.
• დაე, ამ ფიცის დამრღვევსა და ცრუ ფიცის დამდებს, ყველაფერი პირუკუ მომსვლოდეს.

ჟენევის დეკლარაცია

ვხდები რა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი, საზეიმოდ ვფიცავ, ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს;
• პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს;
• კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა;
• პაციენტის ჯანმრთელობა გავიხადო ჩემს უმთავრეს საზრუნავად;
• პატივი ვცე ჩემთვის მინდობილ საიდუმლოს პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი;
• შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო სამედიცინო პროფესიის კეთილშობილური ტრადიციები;
• კოლეგები მივიჩნიო ძმებად და დებად;
• არ დავუშვა პაციენტის ასაკის, დაავადების ან შეზღუდული შესაძლებლობის, რწმენის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი ფაქტორის ზეგავლენა ჩემს მოვალეობასა და ჩემს პაციენტს შორის არსებულ ურთიერთობაზე;
• უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს;
• არ გამოვიყენო სამედიცინო ცოდნა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესალახად მუქარის შემთხვევაშიც კი;
•ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად.

მიღებულია: მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის II გენერალური ასამბლეის მიერ
(ჟენევა, შვეიცარია, 1948 წლის სექტემბერი).


ნანახია: 5004 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: anichka

თარიღი: 2012-14-03 | 18:20

მაინტერესებს, უნდა უთხრას თუ არა ექიმმა პაციანტს მისი სიცოცოხლისთვის საშიში დავადების დაგნოზის შესახებ ( მაგ: კიბო..)? საქართველოში ეს როგორ არის მიღებული და ირღვევა თუ არა კონფიდენციალობის პრინციპი?



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269106


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.