ავტორი: თ. გვენეტაძე,1 ზ. ჩხაიძე,1 ზ. თუზბაია,1 ვ. არჩვაძე,2 ა. ცხვედაძე 1
1 ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი; 2 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
Gvenetadze T.,1 Chkhaidze Z.,1 Tuzbaia Z.,1 Archvadze V.,2 Ckhvedadze A.1
1 I.Javakhishvili Tbilisi State University, faculty of Medicine; 2 Tbilisi State Medical University, faculty of Medicine
Tension free, isolation method hernioplasty
ლიხტენშტეინის მეთოდმა, საზარდულის თიაქრის მკურნალობაში, რევოლუციური გადატრიალება მოახდინა. მაგრამ ამ მეთოდს თან ახლავს სერიოზული გართულებები. ამაზე ბოლო წლების პუბლიკაციები მეტყველებს. ასეთ გართულებებს მიეკუთვნება ბაგირაკში ფიბროზული ცვლილებების განვითარება, დეზეაკულაცია, ობსტრუქციული აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია. აღნიშნული გართულებები დამტკიცებულია ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით, განპირობებულია ბაგირაკის მჭიდრო კონტაქტით ბადესთან და წარმოადგენს მამაკაცებში უშვილობის ხელშემწყობ პირობებს.
ავტორი: თ. ჩხიკვაძე, დ. ჯიქია, ვ. არჩვაძე, კ. გიორგაძე
თსსუ ქირურგიის No:2 დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგიის მიმართულება
T. Chkhikvadze, D. Jikia, V. Archvadze, K. Giorgadze
TSMU Surgical Department #2 General Surgery direction
Desarda’s Method versus open prosthetic plastics of inguinal hernia
დღეისთვის საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის 300–ზე მეტი მეთოდია მოწოდებული. ბევრ მათგანს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს შერჩენილი, თუმცა დღეს ფართოდ გამოყენებად მეთოდების მომხრეთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა (მაგ., სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკის მომხრე შოლდაისის კანადური სკოლა და ლიხტენშტეინის ბიოპროთეზისტული მიმდინარეობა) და კონსენსუსი უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება, სანამ თეოდორ ბილროტის მიერ 1857 წელს ნანატრი „მყეს-აპონევროზის სიმტკიცისა და თვისებების მქონე ხელოვნური ქსოვილი“ არ აღმოჩნდება ქირურგის ხელში.