ავტორი: გ. ციხისელი,1 თ. ჯორბენაძე, პროფესორი,2 ს. ნიჟარაძე, ექიმი-ონკოლოგი,1 მ. კალანდარიშვილი 3
1კლინიკა ”კარაპს მედლაინი”; 2კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. თბილისი; 3თსსუ VI კურსის სტუდენტი;
G. Cikhiseli,1 T. Jorbenadze,2 S. Nijaradze,1 M. Kalandarishvili 3
1Professor, Clinic ,,Caraps MEDLine”, Head of esthetical-reconstructive department, Tbilisi; 2Professor, Scientific-Practical Centre of Clinical Pathology, Tbilisi; 1Doctor-Oncologist, Clinic ,,Caraps MEDLine”, Tbilisi; 3Tbilisi State Medical Univesity. Confluence of Breast Cancer and Axillary Lymph Nodes Sarcoidosis
სარკოიდოზი იდიოპათიური სისტემური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანთებითი გრანულომური წარმონაქმნების განვითარება ქსოვილებში. ყველაზე ხშირად ის აზიანებს ფილტვებს, ლიმფურ კვანძებს, კანს, ღვიძლს, თვალებს, ელენთას, ფალანგის ძვლებს და ყბაყურა ჯირკვალს. თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ ქსოვილში.
ავტორი: თ. მაღლაკელიძე, პროფესორი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ქ. თბილისის მთავარი პულმონოლოგი, GARD-ის კოორდინატორი საქართველოში WHO
პნევმონიები ყველაზე გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნებიან. ისინი მსოფლიოში ჰოსპიტალიზაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკის და ინფორმაციის ცენტრის მონაცემებით საქართველოში პნევმონიით ყოველწლიურად ჰოსპიტალიზდება 10 ათასამდე ავადმყოფი, პნევმონიის დროს ლეტალობა მაღალი არ არის (1-3%). თუმცა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, სერიოზული თანმხლები პათოლოგიების არსებობისას (ფ.ქ.ო.დ., ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ალკოჰოლიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.), ასევე პნევმონიის მძიმედ მიმდინარეობისას (მულტილობური ინფილტრაცია, მეორადი ბაქტერიემია, სუნთქვის სიხშირე >30/წთ, ჰიპოტენზია და თირკმლების მწვავე უკმარისობა), ლეტალობის მაჩვენებელი 15-30%-ს აღწევს.
ავტორი: ვ. შოშიაშვილი, ა. ჩირინაშვილი
ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი. თბილისი
V. Shoshiashvili, A. Chirinashvili
A.Gvamichava National Cancer Center, Tbilisi, Georgia
The vertical infraclavicular block for the surgical treatment of ulcerated forearm skin tumor
პერიფერიული ნერვების ბლოკადა, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ხელახლა იპყრობს ყურადღებას, როგორც მოსახერხებელი, შედარებით უსაფრთხო და იაფი ანესთეზიოლოგიური ტექნიკა. ზედა და ქვედა კიდურებზე ოპერაციებისათვის იგი კლასიფიცირდება, როგორც არჩევის მეთოდი (H. Mehrkens, 1999). ზოგიერთი ავტორი პერიფერიული ნერვების ბლოკადას უწოდებს რეგიონული ანესთეზიის მომავალს.1 ვიმედოვნებთ რა, რომ ეს მეთოდიკა ჩვენს ქვეყანაშიც დაიმკვიდრებს სათანადო ადგილს, გვსურს წარმოვადგინოთ კლინიკური შემთხვევა, სადაც გამოვიყენეთ მხრის წნულის განგრძობითი ბლოკადა.