რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა პროფილაქტიკასა და თერაპიაში
ავტორი: დ. ლეიკი
სარედაქტორო წერილი სტატიებისთვის: „მოძრაობის მნიშვნელობა ინსულტის პროფილაქტიკისთვის“ რაიმერი და სხვ. და „ფიზიკური აქტივობა კოლორექტული კარცინომის პრევენციასა და თერაპიაში“ ჰალე და სხვ.
კიოლნის უმაღლესი გერმანული სპორტული სკოლის, კიოლნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კობლენცის სანიტარული სამსახურის ცენტრალური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი, კობლენცის სამედიცინო თავდაცვითი ერგონომიისა და ფუნქციური ფიზიოლოგიისა IV ლაბორატორიული განყოფილება – პროფ., სპორტული მეცნიერების დოქტორი ლეიკი.
|
ძველად, რომ არ დამშეულიყო, ადამიანი მოძრაობდა – დასდევდა მამონტს, მიწიდან მოიპოვებდა ფესვებს. დღეს ის ოლიმპიური სიმშვიდით მიკროტალღოვანი ღუმელისკენ მიემართება. ჩვენ ორი მესამედით იმაზე ნაკლებს ვმოძრაობთ, ვიდრე 100 წლის წინ. დაახლოებით 150 წელია, რაც სკამმა ორი არაბუნებრივი მართი კუთხით მოგვხარა. სკამი უმოქმედოდ ტოვებს ჩონჩხსა და კუნთებს, ამცირებს სუნთქვას, ართმევს ფეხებს მიწასთან მყარი კონტაქტის უნარს, ძვლებისა და ზურგის კუნთებს ფუნქციას უკარგავს, მენჯს – სტაბილურობას, ხერხემალს – ელასტიკურობას, სასახსრე იოგებს კი საკვები ნივთიერებების გარეშე ტოვებს. კუნთები ძაბუნდება, ამიტომ იძულებულები ვართ, კვლავ ჩვენი „ყავარჯენი“ – სკამი მოვიშველიოთ და დავჯდეთ. ჯდომამ მიჩვევა იცის. შედეგად კი ვიღებთ ბუასილს, ხერხემლის სკოლიოზს, თავის ტკივილს და დისკოზს. ამერიკელმა მკვლევარებმა ასტრონვატებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს: კოსმოსში გატარებულმა 12 თვემ ახალგაზრდა, ღონიერი ასტრონავტის ძვლები 70 წლის ოსტეოპოროზით დაავადებულ ქალის ძვლებს დაამსგავსა, რადგან უწონობის მდგომარეობაში ასტრონავტი არ ტვირთავს თავის ძვლოვან სისტემას. იგივე ხდება კუნთების, სახსრების, ტვინის, იმუნური სისტემის, ფილტვების, გულისა და სისხლძარღვების შემთხვევაში...
ნანახია: 5207 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი [0.00] 
|