ავტორი: ა. პეცოლდი,1 ი. ეფლბაი,1 ჟ. ქირი 2
1ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ნაციონალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
2ლონდონის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროიმუნოლოგიის დეპარტამენტი.
მარათონული რბოლის შემდეგ ტვინის ღეროს ჰერნიაციით გამოწვეული დაუყოვნებელი სიკვდილი ძალზედ იშვიათია.1 მისგან განსხვავებით კი მარათონელებში მაღალია რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის რისკი (დაახლ. 13 %).2 ჰიპონატრემიის კლასიკურ სიმპტომები არასპეციფიურია და მას მიეკუთვნება ლეთარგია, გულისრევა/ღებინება, გაღიზიანებადობა/მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და მტკივნეული კრუნჩხვები.2,3 მწვავე შემთხვევებში კი შესაძლოა განვითარდეს კონფუზია, ფსიქოზი, კრუნჩხვები, დაქვეითებული რეფლექსები, ფილტვების ნეიროგენული შეშუპება, ცერებრული ინფარქტი და სუნთქვის გაჩერება.
ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი,1 კ. ტიზონი,2 თ. კაპანაძე 1
1 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2პურპანის პედიატრიული კლინიკა, ტულუზა, საფრანგეთი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტი, კლინიკის შეფ-ასისტენტი.
N. Gaphrindashvili1, Docteur C. Tison,2 T. Kapanadze 1
1Tbilisi State Medical University, Tbilisi, Georgia.
2Purpan Hospital, department of pediatrical Neurology, head assistant of clinic, Toulouse, France. Ohtahara syndrome
ადრეული ბავშვთა ასაკის ენცეფალოპათიის მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებები (Ohtahara et al., 1992). ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს მეტაბოლურ დარღვევებსაც, რომელიც გულისხმობს ციტოქრომ-c ოქსიდაზას დეფიციტს (Williams et al., 1984).
ავტორი: ნ. კინტრაია, მედ. მეცნ. დოქტორი,1 ე. მარგალიტაძე 2
1აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახ. პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
N. Kintraia, MD, Dr Sc.,1 E. Margalitadze 2
1k.chachava s/r institute of perinatology and ob/gin, 2Tbilisi State Medical University Undemonstrated gigantic cystic adenoma in case of a patient in puberty age
საკვერცხეში სიმსივნისმაგვარი პროცესები შეიძლება განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში – ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან ხანდაზმულ ასაკამდე. მსგავსი ცვლილებების განვითარება დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონალურ ფუნქციასთან.
საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები, პუბერტული ასაკის გოგონებში 1-4,6% შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (მაგ.: გონადობლასტომა).
მკვლევართა მონაცემებით, საკვერცხის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები გვხვდება ყველა ასაკში: ახალშობილობის პერიოდში 1,2%, 1თვიდან – 3 წლამდე 2,9%, 3 – 7 წლამდე 8,7%, 7 – 9 წლამდე 14,5%, 9 – 12 წლამდე 16,9%, 12 -15 წლამდე 55,8%. საკვერცხეში ჰერმინოგენული და ფოლიკულური ბუნების წარმონაქმნები უფრო ხშირად გვხვდება ნეონატალურ და ადრეულ მოზარდთა ასაკში. პუბერტულ ასაკში გვხვდება ფოლიკულური კისტა, პარაოვარიალური კისტა, ყვითელი სხეულის კისტა.