ავტორი: ხ. აბელანი, მ. ლიალი, ფ. ჰერნანდეს–მენარგესი, ხ. ა. გარსია–გალბისი,
ა. მარტინეს–პასტორი, ს. გასია დე ვინუესა, ხ. ლუნო
კარდიოვასკულურ დაავადებათა კათედრა, გრეგორიო მარანონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, მადრიდი, ესპანეთი
სიმსუქნე არა მარტო არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს, არამედ თირკმლების ფუნქციის დარღვევას განაპირობებს.6,7 ამ პროცესში ჩართულ მექანიზმებს შორის საყურადღებოა ინსულინისადმი რეზისტენტობა და ჰიპერინსულინიზმი, რენინ-ანგიოტენზინის და სიმპათიკური ნერვული სისტემების აქტივაცია და, აგრეთვე, თირკმელშიდა დაზიანებები. მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადას დადებითი ეფექტი აქვს ჭარბწონიან და არტერიული ჰიპერტენზის მქონე პაციენტებში, რაც სელექტიური ალფა და ბეტა-ადრენერგული ბლოკადის ეფექტის მსგავსია. კვლევების ნაწილში შესწავლილია ლეპტინის როლი სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციაში პაციენტთა მოცემულ კატეგორიაში. ცნობილია, რომ სისმსუქნე ხელს უწყობს გორგლებს შიდა წნევის მატებას, რაც ჰიპერფილტრაციის, გორგლების დაზიანების, ნატრიუმის შეკავების და არტერიული წნევის მომატების წინაპირობაა.
ავტორი: ა. ტორესი,1 რ. რიდი,2 ჰ. ლოუდი,3 ჯ. კარლეტი,4 ჯ. უინტერი,5 ჯ. გარაუ,6 ტ. ველთე,7 პ. არვისი, მ–ა. ლე ბერი,8 ს. ჩუდხრი 9
1Servei de Pneumologia i Allèrgia Respiratòria, Institut Clínic del Tòrax (ბარსელონა, ესპანეთი); 2გენომური მედიცინის განყოფილება, შეფილდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა (შეფილდი, დიდი ბრიტანეთი); 3ბერლინის ქალაქის სავადმყოფო Berlin-H-Heckeshorn (ბერლინი, გერმანია); 4Saint-Joseph-ის საავადმყოფო (პარიზი, საფრანგეთი); 5ტეისიდის უნივერსიტეტის საავადმყოფოები NHS Trust (დანდი, შოტლანდია); 6Mūtua de Terrassa-ს საავადმყოფო (ბარსელონა, ესპანეთი); 7Medizinische Hochschule Hannover (ჰანოვერი, გერმანია); 8Bayer Pharma, Puteaux (საფრანგეთი); 9Bayer HealthCare Pharmaceuticals (ვესტ ჰევენი, CT, აშშ)
კვლევა MOTIV-ის მიზანი იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის გამო ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მოქსიფლოქსაცინით (400 მგ დღეში ერხელ) მონოთერაპიის ეფექტურობის შეფასება კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპიით – ცეფტრიაქსონის მაღალი დოზით (2გ დღეში ერთხელ) და ლევოფლოქსაცინს მაღალი დოზით (500 მგ ორჯერ დღეში) – მკურნალობასთან შედარებით.