ქართველ მეცნიერთა შორის პირველად ვინ ახსენა სიტყვა „ფარმაკოპეა“?
ავტორი: აკადემიკოსი ს. სალუქვაძე
|
იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ რომ მრავალმხრივი, ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია, ეს ქართველ მკვლევართა შორის, დავის საგანს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ძველი ქართული კარაბადინები რომ, საერთაშორისო ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ბერძნულ-ლათინური „ფარმაკოპეის“ ტოლფასია, ქართველ მედიცინის ისტორიის მკვლევარებს შორის სადაო საკითხად რჩება. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ქართული კარაბადინების შემდგენელი ავტორები არ იყვნენ ნაზიარები ევროპულ ცივილიზაციას. თვით ტერმინი – „კარაბადინი“ სპარსულ-არაბული წარმომავლობის სიტყვა რომ არის, ამას აღმოსავლეთმცოდნეთა მიერ შედგენილი არაერთი ლექსიკონი: „არაბულ-სპარსულ-რუსული“, „სპარსულ-რუსული“ და „არაბულ-რუსული“ ადასტურებს (ავტორები: შესაბამისად იაგელო, რუბინჩიკი, ბარანოვი და სხვ.). ასეთ მოსაზრებას სავსებით იზიარებს საერთაშორისო ისლამური ფარმაკოპეის შემდგენელი ბორის ლევინი. ეს ფარმაკოპეა 1970 წელს დაისტამბა ინგლისურ ენაზე.
ნანახია: 5124 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი [0.00] 
|